დავით აღმაშენებელი, ადამიანი შვიდი არქეტიპით
პოლიტიკური ბრენდი იუნგის 7 არქეტიპით
შვეიცარიელმა ფსიქიატრმა და ფსიქოთერაპევტმა, კარლ გუსტავ იუნგმა მე-19 საუკუნის მიწურულს გადაწყვიტა, რომ საზოგადოება დაეყო პროტოტიპებად და მათთვის დამახასიათებელი არქეტიპები მიენიჭებინა. მან ის თორმეტ ნაწილად დაყო:
მზრუნველი – იცავს სხვებს;
შემოქმედი – ჰქმნის ღირებულს და ინოვაციურს;
მმართველი – აქვს ლიდერის თვისებები და შეუძლია კონტროლი;
წევრი – ყოველთვის სჭირდება ვინმე, ვისაც დაეყრდობა. არ აქვს საკუთარი „მე“;
მოსიყვარულე – სიყვარული მისთვის ყველაზე მაღალ საფეხურზეა;
მასხარა – ცხოვრობს და საზრდოობს ყოველდღიური ცხოვრებით;
მებრძოლი – იცავს და თავს წირავს იმას, რაც მისთვის ღირებულია;
განსხვავებული – ამსხვრევს სტერეოტიპებს და ცდილობს გამოასწოროს ის, რაც არ მუშაობს;
ჯადოქარი – იყენებს ცოდნას სამყაროს შესაცნობად და სურს ეს ყველაფერი სხვასაც გააცნოს ჭეშმარიტების ზიარებისთვის;
უდანაშაულო – არის ბედნიერი თავის ცხოვრების და ცხოვრობს მის მიერ შექმნილ სამოთხეში;
მკვლევარი – არიან თავისუფლები და მთელი ცხოვრება იკვლევენ სხვებს;
ბრძენი – ისინი მუდამ ეძებენ სწორ გზას და სიმართლეს.
იუნგი ამბობს, რომ ადამიანს ამ თორმეტიდან ხუთი არქეტიპი თუ მაინც გააჩნია, ის უკვე სრულყოფილებასთან და წარმატებასთან ძალიან ახლოს არის.
პოლიტიკაში დღეს ყოველი ქვეყანა ისურვებდა პოლიტიკურ ბრენდს დაჯილდოვებულს იმ თვისებებით რასაც არქეტიპული ფასეულობები ქვია. თუ გვინდა პოლიტიკური ასპარეზისათვის სამაგალითო ადამიანი წარმოვაჩინოთ, შორს წასვლა არ დაგვჭირდება. დღეს ვისაუბრებთ სწორედ ადამიანზე, რომელსაც აქვს შვიდი. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველა დროის უდიდესი მმართველი, დავით (მეოთხე) აღმაშენებელი.
დავით აღმაშენებელი პირველ რიგში იყო მზრუნველი. ის ყოველთვის ფიქრობდა მომავალ თაობაზე და ძალებს არ იშურებთა იმისათვის, რომ მათ ნათელი მომავალი ჰქონოდათ. ამის მაგალითია გელათის აკადემია. ეს იყო პირველი სასწავლო დაწესებულება კავკასიის რეგიონში, რომელიც ზრუნავდა მომავალი თაობის განათლებასა და განვითარებაზე. სწავლული თაობა კი ნათელი მომავლის საწინდარია. ცნობილია, რომ გელათის აკადემიიდან ხდებოდა წარმატებული მოსწავლეების გაგზავნა ბიზანტიაში, ქვეყანაში, რომელიც იმ დროისათვის წარმოადგენდა განათლებისა და წიგნიერების აკვანს. ამ იდეის წამომწყები და ფუძემდებელი კი სწორად დავით აღმაშენებელი გახლდათ.
დავით აღმაშენებელი იყო უდიდესი შემოქმედი. მან შექმნა ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა მონასპა(რეგულარული ჯარი), ჭყონდიდელ-მწიგნობართ-უხუცესი(დღევანდელი პრემიერ მინისტრი), მანდატურთუხუცესი(დღევანდელი პოლიცია), მეჭურჭლეთუხუცესი ( დღევანდელი ფინანსთა მინისტრი), ჯაშუშთა ინსტიტუტი(დღევანდელი დაზვერვა).
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისმა შემოქმედებითმა ნიჭმა და იდეებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნის გადარჩენასა და განვითარებაში.
რაც შეეხება მმართველს, ის ამის იდეალური მაგალითია, რადგანაც ის ქვეყნის შიგნით არსებულ ყველა ინსტიტუტს აკონტროლებდა და ხელმძღვანელობას საკუთარ თავზე იღებდა. მისმა გატარებულმა რეფორმებმა საზოგადოებაში დანერგა ქვეყნისათვის აუცილებელი და გადამწყვეტი შიში, რომელმაც დაამყარა კონტროლი და ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. მას დაექვემდებარა და ნდობა გამოუცხადა ისეთმა ძლიერმა ინსტიტუტმა, რომელსაც ეკლესია ჰქვია.
შეიძლება ითქვას, რომ ამ შვიდიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და დამახასიათებელი არქეტიპი დავით აღმაშენებელში „მეომარი“ იყო. ის არასოდეს ნებდებოდა და მუდამ იბრძოდა საკუთარი მიზნის მისაღწევად. ამის ბრწყინვალე მაგალითია ერწუხისა და დიდგორის ბრძოლები. განსაკუთრებით კი მეორე ზემოთაღნიშნული. ეს იყო ომი როდესაც მის 55 000-იანი ლაშქრით მტრის 300 000-იან ურდოს. უთანასწრო ბრძოლის მიუხედავად, დავითს წუთითაც კი არ დაუხევია უკან და წარმოსთქვა ლეგენდარული სიტყვები, რომელიც დღესაც ყველა ქართველმა იდეალურად იცის:
“ჩახერგეთ გზები უკან დასახევი”
დავითი იმ დროინდელი საზოგადოებისათვის განსხვავებულიც იყო. იგი ანადგურებდა ყველაფერს, რაც არ მუშაობდა და მიზნის მისაღწევად ახალ გზებს პოულობდა. ამის მკაფიო მაგალითია რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. ეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და მეფეც ამ ყოველივეს კარგად იაზრებდა. სამწუხაროდ მე-11 საუკუნეში ზემოთხსენებულ ინტსიტუტში ქადაქებდა ბევრი ისეთი სასულიერო პირი,რომელიც ამ სტატუს არასამართლიანად იყენებდა. ყოველივე ეს კი ქვეყნის რღვევას უწყობდა ხელს. ბევრის აზრით, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეში და დავითის წინამორბედებიც სწორედ ამ აზრს იზიარებდნენ, თუმცა აღმაშენებელმა მკაფიო, კონკრეტული და განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. მან ეკლესიიდან განდევნა ყველა ურწმუნო და უსამართლო სასულიერო პირი, ამით კი მან გააძლიერა ქვეყნის ერთიანობის მთავარი საყრდენი ინსტიტუტი.
უნდა ვთქვათ, რომ დავითი უდიდესი მკვლევარი იყო. ამის ერთ-ერთ მაგალითს კი მოგვითხრობს იმდროინდელი მემატიანე, რომელიც აღწერს აღმაშენებლის ცხოვრებიდან ერთ საინტერესო ფაქტს: თურმე მეფეს სულ თან დაჰქონდა ისტორიული ჩანაწერები, რომელიც შეეხებოდა საბრძოლო სტრატეგიებს და ყოველთვის ცდილობდა ძირფესვიანად გამოეკვლია ისინი. ერთ-ერთი პარტიზანული შეტაკების დროს, თურმე მეფე იმდენად გაერთო აღნიშნული წყაროების კითვაში, რომ კინაღამ მტრის ხელში აღმოჩნდა. საბედნიეროდ იგი მისმა მცველებმა იხსნეს ამ ყველაფრისაგან. ყოველივე ეს კი მიგვითითებს იმ ფაქტზე, რომ მეფე ქვეყნის განვითარებისათვის მუდამ ცდილობდა მოეპოვებინა და გამოეკვლია რაღაც ახალი, რომელიც წაადგებოდა ქვეყანას წინსვლაში.
არჩეული შვიდი არქეტიპიდან ჩვენ დავით აღმაშენებელთან ყველაზე ახლოს ვუკავშირებთ „ბრძენს’. ყოველი ზემოთ მოყვანილი მაგალითი და ფაქტი მის სიბრძნეზე მიგვითითებს. თუმცა ეს ზემოთქმული შეიძლება ითქვას, რომ ზღვაში წვეთის ტოლია, იმასთან შედარებით რაც მას რეალურად გაუკეთებია და უმოღვაწია. შეგვიძლია დავიწყოთ ყივჩაღების ჩამოსახლებით. მოგეხსენებათ, იმ დროისათვის ომების შედეგად საქართველო განიცდიდა მებრძოლების ნაკლებობას და რეალურად ქვეყანას არ გააჩნდა „აღმასრულებელი ძალა“. ამ პრობლების გადასაჭრელად მეფემ გადაწყვიტა ჩრდილოეთიდან ჩამოესახლებინა სლავთა მიერ შევიწროებული მომთაბარე ყივჩაღთა ტომი, რომელიც ორმოცი ათას ოჯახს წარმოადგენდა და ცნობილნი იყვნენ თავიანთი საბრძოლო სულისკვეთებით. მეფემ მიწის სანაცვლოდ ყივჩაღებს მოსთხოვა, საჭიროების შემთხვევაში თითოეულ ოჯახს გამოეყვანა მინიმუმ ერთი მეომარი. ეს ბრძნული გადაწყვეტილება კი ნიშნავდა 40 000 ახალ მეომარს. ასევე ცნობილია რომ დავითს ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა. მემატიანე გადმოგვცემს, რომ კითხვის დასრულების შემდეგ ფურცლის ბოლოში მეფე ხაზს სვამდა, რაც კითხვის დამთავრებას ნიშნავდა. საინტერესო ფაქტია, რომ ერთ მის საყვარელი წიგნის ბოლო ფურცელზე ოცდა ოთხი ასეთი ხაზი ყოფილა დასმული. მის სიბრძნეზე ისტორიებსა და ფაქტებს ბოლომდე ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შეუძლებელი არ აღვნიშნოთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გადამწყეტი საოცარი წინასწარ გაცნობიერებული აზრი, რომლის წყალობითაც დღეს ჩვენ დიდგორის ბრძოლას, ქართველთა გამარჯვებას მივაწერთ. თურმე დავით აღმაშენებელს წინასწარ განუსაზღვრავს, რომ ამ ეროვნულ ომში 30 000 ქართველი უნდა ყოფილიყო და 15 000 ყივჩაღი. მას თავისუფალდ შეეძლო, რომ ომში უფრო მეტი ყივჩაღი გამოეყვანა, ვიდრე ქართველი, თუმცა მან საქართველოს ისტორიისა და სახელის შესანარჩუნებლად სპეციალურად დააბალანსა ეს ყველაფერი. ეს რომ ასე არ მომხდარიყო, თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ეს ომი ძალიან ბევრს ყივჩაღებისათვის მიეწერა და ეთქვათ, რომ ამაში გადამწყვეტი როლი სწორედ მათ ითამაშეს.
საბოლოოდ კი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს ადამიანი იყო ფენომენი, რადგანაც რთულია მოვძებნოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც ამდენი არქეტიპი აქვს. საინტერესო იქნებოდა, თავად კარლ გუსტავ იუნგს რა აზრი და შეხედულება ექნებოდა დავით აღმაშენებელზე. ამ შვიდმა არქეტიპმა კი შეძლო და შექმნა მისი შემდეგი წოდება:
“მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შირვანთა და შაჰინთა, და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა.”
მუშაობდნენ: ლუკა ანჯაფარიძე, საბა ქებურია