გავზომოთ პოლიტიკოსის ბრენდის კაპიტალი საქართველოში?
ბრენდის შექმნააზე და მართვაზე ბევრი დაწერილა, მაგრამ სამომხმარებლო ბრენდებისაგან განსხვავებით, პოლიტიკური ბრენდის ცოდნის მიმდინარე და სასურველი სტრუქტურის გაგება საციცოხლოდ მნიშვნელოვანია თავად პოლიტიკოსისათვის და მისი ამომრჩევლებისათვის.
საუკეთესო შემთხვევაში, მარკეტოლოგებმა უნდა ააგონ პოლიტიკოსის დეტალური „მენტალური რუკები“, რათა ზუსტად გავიაზროთ რა ხდება მომხმარებლების გონებაში – მათი აზრებში, გრძნობებში, აღქმებში, გამოსახულებებში, მოსაზრებებში და დამოკიდებულებაში ბრენდის დანახვისას. პოლიტიკოსის ბრენდის მენტალური რუკების საშუალებით მის მარკეტინგის მენეჯერებს წარედგინება თანხვედრის და განსხვავებების სწორი წერტილების მიხედვით ბრენდის საიმედო პოზიციონირების შემუშავების იდეები. ეს პოლიტიკის მარკეტინგ-მენეჯერებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
სამწუხაროდ, ბრენდის ცოდნის ამდაგვარი სტრუქტურების გაზომვა არც ისე ადვილია, იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ მომხმარებლების გონებაში არსებობენ.
მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ბრენდის ეფექტური მენეჯმენტი ჩვენგან მომხმარებლის საფუძვლიან გაგებას ითხოვს. ხშირად, უბრალოდ გაგება იმისა, თუ რას ფიქრობს ან იყენებს თუ არა პოლიტიკის კატეგორიის კონკრეტულ ბრენდებსა და პროდუქტებს, მარკეტინგულ პროგრამაში სასარგებლო ცვლილების განხორციელების საშუალებას იძლევა.
სწორედ ამ მიზეზსი გამო, მრავალი დიდი პოლიტიკური პარტია მომხმარებელზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად დეტალურ კვლევებს ატარებს ან პოლიტიკური ბრენდის აუდიტს მიმართავს.
ამჟამად, არსებობს რიგი დეტალური, რთული კვლევის მეთოდები, რომლებიც მარკეტოლოგებს ამომრჩევლების, საზოგადოების ან პოლიტიკის ვიწრო მომხმარებლების ცოდნის სტრუქტურის უკეთ გაგების საშუალებას აძლევს. პოლიტიკის ქსელში არსებობს მრავალი მონაცემთა პირველადი და მეორადი წყაროები.
დასავლეთში პოლიტიკის კვლევა ხელმისაწვდომია და ეფექტურად შეიძლება გადანაწილდეს და შეგროვდეს. ამ თავში განხილულია ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომელსაც ბრენდის კაპიტალის გაზომვისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ბრენდის კაპიტალის შექმნის ჯაჭვის შესაბამისად, ბრენდის კაპიტალის წყაროების კლიენტის აზროვნებიდან ჩნდება. ზოგადად, პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის ბრენდის კაპიტალის წყაროების გაზომვა ბრენდ-მენეჯერისაგან, ამომრცეველტა ანუ კლიენტების მხრიდან პოლიტიკური პროდუქტის ცოდნას მოითხოვს.
რა არის პოლიტიკის პროდუქტი? რთული კითხვაა არა. როგორი ბაზარია საქართველო პოლიტიკის მიმართ?
მოკლედ ვიტყვით: პოლიტიკის პროდუქტი არის შექმნილი იმედი. როდესაც ამირან გამყრელიძეს უსმენთ, ვიცით რომ იმედი გეუფლებათ. ეს არის ამირან გამყრელიძეს პოლიტიკური კაპიტალი. რა თქმა უნდა თუ ეს პიროვნება ამ კაპიტალს პოლიტიკისათვის გამოიყენებს.
როგორ გავზომოთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კაპიტალი? კერძოდ, მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდის კაპიტალის გაზომვა ბრენდის ცოდნისა და იმიჯის სხვადასხვა ასპექტების გაზომვას მოითხოვს. გაზომვებს კლიენტების ბრენდზე დიფერენცირებული რეაგირებისაკენ მივყავართ.
მომხმარებლებს ბრენდებზე, რომელთა შემადგენელ ნაწილებად დაყოფა რთულია, ზოგადი წარმოდგენა აქვთ. მაგრამ ხშირად, ჩვენ შეგვიძლია აღქმის იზოლირება და მისი უფრო დეტალურად შეფასება.
კვლევების ხარისხობრივი მეთოდები ბრენდთან დაკავშირებული ასოციაციების და მათი შესაბამისი სიძლიერის, მიმზიდველობის და უნიკალურობის გამოვლენის მრავალრიცხოვანი სხვადასხვა მეთოდი არსებობს. კვლევის ხარისხობრივი მეთოდები ხშირად ბრენდების შესაძლო ასოციაციებსა და კაპიტალის წყაროებს განსაზღვრავს. გაზომვასთან ეს შედარებით არასტრუქტურირებადი მეთოდები, რომლებიც რიგი კითხვის და პასუხის მიღების საშუალებაა და ამიტომ, ხშირად სამომხმარებლო ბრენდების და პროდუქტების აღმის შესწავლისას სასარგებლო პირველი ნაბიჯი შეიძლება გახდეს.
ჯგუფი სამკუთხედი მალე აპირებს გაზომოს ყველა ქართველო პოლიტიკოსის ბრენდის კაპიტალი, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული გიგი უგულავათი, რომლის დაკავება მის კაპიტალს არათუ ვნებს, არამედ სერიოზულად ზრდის და აორმაგებს.
ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.
ავტორები: ტრეისი ჯონსი, ივანე კერესელი, დავით დგებუაძე