ხარისხის მართვის ქვესისტემა ორგანიზაციებში
ორგანიზაცია როგორც ღია სისტემა
ნებისმიერი ორგანიზაცია შეიძლება განვიხილოთ როგორც გარემოსთან ურთიერთობაში მყოფი ღია სისტემა, რომელიც მოიხმარს გარკვეულ რესურსებს და შედეგად, გარკვეულ პროდუქციას ან სერვისს ქმნის (Wu, 1992).
სისტემის ძირითად განმასხვავებელ თავისებურებებს წარმოადგენს:
- მიზანზე ორიენტაცია – ნებისმიერ სისტემას აქვს გარკვეული მიზანი (ან იგი გარკვეული მიზნით იქნება). ამ მიზნის მისაღწევად, გარკვეული რესურსების გამოყენების ხარჯზე, იგი გარკვეულ ძალისხმებას მიმართავს
- ემერგენტული თვისებების არსებობა – სისტემას, როგორც მთლიანს, გააჩნია თვისებები, რომლებიც არ გააჩნია, ცალ-ცალკე, არცეთ მის კომპონენტს. ეს თვისებები კომპონენტების ურთიერთქმედების შედეგად ჩნდება.
- დაყოფადობა – მათ შემადგენლობაში ცალკეული კომპონენტების გამოყოფის შესაძლებლობა. ეს კომპონენტები ერთმანეთთად ურთიერთქმედებენ, რაც სისტემის, როგორც მთლიანის წინაშე არსებულ მიზნებს სწორედ კომპონენტების ურთიერთქმედების შედეგად აღწევენ.
- სტრუქტურის არსებობა – სისტემის კომპონენტების ურთიერთმედება გარკვეულ წესრიგს ექვემდებარება. ეს წესრიგი ვლინდება როგორც პროცესების მიმდინარეობაში, ისე სისტემის კომპონენტების ერთმანეთის მიმართ დაქვემდებარებაში.
- სპეციალიზაცია – კომპონენტები ხასიათდებიან გარკვეული ფუნქციონალური დატვირთვით, რასაც ზოგიერთი ტიპის სისტემებში ვალდებულებათაც შეიძლება ჩაითვალოს. კომპონენტები, რომლებიც, მათი ფუნქციონალური დატვირთიდან გამომდინარე, ერთამნეთთან უფრო მჭიდრო კავშირში იმყოფებიან, შეადგენენ ქვესისტემებს.
- მთლიანობა – თითოეულ კომპონენტს (ქვესისტემას) თავისი უნიკალური ადგილი უკავია სისტემაში და ამ კომპონენეტის ამოღებამ სისტემიდან შეიძლება რადიკალურად შეცვალოს სისტემის თვისებები. სისტემის მთლიანობას განაპირობებს რესურსების ეკონომიის პრინციპი, რომელიც არ დაუშვებს ფუნქციების დუბლირებას. თუმცა, მეორეს მხრივ, ცნობილია აგრეთვე ისიც რომ, გარკვეულ წილად, რთულ სისტემებში, მუშაობს ე.წ. დაზღვევის პრინციპიც, რომელიც საშუალებას აძლევს კომპონენტებს ჩაანაცვლონ ერთმანეთი, ან აიღონ საკუთარ თავზე დამატებითი ფუნქციონალური დატვირთვა, ზოგიერთი კომპონენეტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.
- იერარქიულობა – ორგანიზაციულ სისტემებში გამოიყოფა ფუნქციონირების სამი დონე – ოპერატიული, ტაქტიკური, სტრატეგიული, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ანგარიშვალდებულების იერარქიას ქმნიან.
შესაბამისად, კირხმერი (Kirchmer, M., 2017). გვთავაზობს ბიზნეს-პროცესების შემდეგ კლასიფიკაციას:
- საოპერაციო პროცესები – ორიენტირებულია ორგანიზაციის ოპერატიული ამოცანების შესრულებაზე;
- მენეჯერული პროცესები – უზრუნველყოფს ოპერატიული პროცესების ეფექტურობას;
- სტარტეგიული დონის პროცესები (Governance processes) – რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის შეთანხმებას სამართლებრივ გარემოსეთან და აქციონერთა (shareholder) მოლოდინებთან.
ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციები
ტერმინი – „ხარისხის მართვის სისტემა“ შემოღებული იყო 1991 წელს, ბრიტანელი კონსულტანტის კენ კრუჩერის მიერ, რომელიც ინფორმაციუილი ტექნოლოგიების სფეროში ხარისხის ზოგადი მოდელის შემუშავებაზე მუშაობდა.
ხარისხის მართვის ადრეული სისტემები ძირითადად ორიენტირებული იყო საწარმოოო ხაზის მუშაობის შედეგის პროგნოზირებადობაზე. ეყრდნობოდნენ სტატიტიკურ მეთოდებს და შემთხვევით შერჩევას.
21-საუკუნეში ხარისხის მართვის სისტემა ასოცირებულია მდგრად განვითარებასთან და გამჭვირვალობასთან. ისევე როგორც ინვესტორის და მომხმარებლის კმაყოფილებასთან. (მაგ. ბოინგის ტრაგედია https://finance.yahoo.com/news/man-whose-family-died-boeing-070058795.html )
საბოლოოდ, როგორც აღნიშნული აქვს (Hoyle, 2007) ხარისხის მენეჯმენტი შემდეგ სფეროებს აერთიანებს:
- ხარისხის დაგეგმვა
- ხარისხის კონტროლი
- ხარისხის გაუმჯობესების პროცესები
- ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურები
ხარისხის დაგეგმვა
ხარისხის დაგეგმვა ორ სხვადასხვა – სტრატეგიული და ოპერატიულ დონეზე შეიძლება განვახორციელოთ.
ხარისხის დაგეგმვის სტრატეგია გულისხმობს გრძელვადიანი მიზნების შემუშავებას, რომლებიც ორგანიზაციის მისიას, ხედვას და ფასეულობებს შეესაბამება. იგულისხმება ხარისხის მართვის ინფრასტრუქტურის შემუშვება, რომელიც მოიცავს გუნდს, რომელიც პასუხისმგებელია ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ძალისხმევის კოორდინირებასთან, ორგანიზაციის ფარგლებში.
ოპერატიული გეგმა მოკლევადიან პერსპექტივას გულისხმობს და ორგანიზაციის მიერ წარმოებული პროდუქციის თუ სერვისის ხარისხის უზრუნველყოფას განაპირობებს.
ხარისხის კონტროლი
ხარისხის კონტროლის მიზანია პროდუქციის ხარისხის მახასიათებლების მდგრადობის უზრუნველყოფა. (მეთოდოლოგია DMAIC, Six Sigma. ა.შ. მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა)
ხარისხის გააუმჯობესება
ხარისხის გაუმჯობესების პროცესების მიზანია ახალი მიზნების შემუშვება და ახალი სტანდარტების დადგენა ხარისხის მართვის სისტემის სტაბილურობის და ეფექტურობის უზრუნველყოფისთვის. (აქ შიძლება ვიგულიხმოთ ახალი პროდუქტების და სერვისის მიწოდებაც.)
ხარისხის უზრუნველყოფა
ხარისხის უზრუნველყოფა გულისხმობს პროცესების შემუშვებას, რომლებიც ხარისხის მართვის სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას და მუდმივ განახლებას განაპირობებს. ხარისხის მართვის ეფექტურმა სისტემამ შემდეგი შედეგები უნდა გამოიღოს:
- საქმიანი პროცესების (ბიზნეს-პროცესების) მართვის გაუმჯობესება;
- დანაკარგების შემცირება;
- ხარჯების შემცირება;
- საბაზრო წილის ზრდა (მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა, აქ შეიძლება ვიგულიხმოთ პოლიტიკური მარკეტინგიც)
საყურადღებოა ასევე, აშშ-ს საკვების და სამედიცინო პრეპარატების ადმინისრაციის (FDA) მიერ, ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში 7 ძირითადი ქვესისტემა გამოყოფა:
- მართვის კონტროლი
- პროექტირების კონტროლი
- პროდუქციის და პროცესების კონტროლი
- მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები
- მასალათა კონტროლი
- ჩანაწერების, დოკუმენტების და ცვლილებების კონტროლი
- დაწესებულებების და მოწყობილობების კონტროლი
აღნიშნულთაგან თითოეული ექვემდებარება მმართველობით და ხარისხის აუდიტს.
დღესდღობით, ხარისხის მართვის სისტემა, ძირითადად, წარმოდგენილია სტანდარტების სახით. მათგან ყველაზე ცნობილია ISO სტანდარტები.
ხარისხის მართვის ინფრასტრუქტურა
კომპანიაში ხარისხის მართვის ინფრასტრუქტურის დანერგვა და ეფექტური მუშაობა მოითხოვს პასუხისმგებლობის განაწილების, ზედმიწევნით მნიშვნელოვანი, იერარქიის შექმნას და შემდეგი როლების განაწილებას:
იდეოლოგის – პიროვნების, რომელიც განსაზღვრავს ძირითად მიზანს და მოქმეების ლოგიკას;
მეთოდოლოგის – რომელიც სასურველი შედეგის მიღწევის ხერხებს შეიმუშავებს;
ორგანიზატორის – რომელიც დარაზმავს ხალხს და დასახული ამოცანის გადაწყვეტისკენ მათი ენერგიის მიმართვას შესძლებს;
შემსრულებლების – რომელთაც აქვთ ცოდნის საკმარისი დონე და აქტიური მუშაობის მოტივაცია.
შესაბამისად, 6 სიგმის ინფრასტრუქტურის აგება საწარმოში პასუხისმგებლობის შემდეგ განაწილებას მოითხოვს:
- „ჩემპიონი“ – კომპანიის ხელმძღვანელი, სადაც იგეგმება 6 სიგმა. ბიზნესის განვითარების ინოვაციური სისტემების დანერგვის იდეოლოგი. მზად არის დახარჯოს დრო და ძალისხმევა პროცესების პროაქტიული მართვისადმი, საწარმოს ეფექტურობსის ზრდისა და საქმიანობის ყველა სფრეოში ხარისხის ზრდის მიმართ კოლექტივში პოზიტიური და პასუხისმგებლობით განმსჭვალული დამოკიდებულების ჩამოყალიბებისათვის.
- „სპონსორი“ – ხელმძღვანელი, რომელიც კურირებს და გამოყოფს 6 სიგმის დანერგვისთვის აუცილებელ რესურსებს. საწარმოს ყველა დანაყოფში პროცესების სრულოფის მასიურად დანერგვის და მუდმივად მოქმედი შრომისუნარიანი სტრუქტურის აგების იდეოლოგი.
- „პროცესის განმკარგავი“ – დანაყოფის ხელმძღვანელი, სადაც ხდება ბიზნეს-პროცესის მოდერნიზაცია. დამკვეთი, რომელიც დაინტერესებულია ხარისხის მაჩვენებლების ზრდაში, რომელიც ამოცანების გამართულად და დროულად დასმასა და პროექტების ინიციაციას უზრუნველყოფს.
- „შავი ქამარი“ – 6 სიგმა პროექტების რეალიზაციის წამყვანი სპეციალისტი. სრულყოფისკენ ორიენტირებული რემდენიმე პროექტის მეთოდოლოგი და კურატორი. პროექტების ხელმძღვანელების მასწვლებელი, პასუხისმგებელია მეთოდოლოგიის დაცვასა და რთული, არასტანდარტული ამოცანების გადაწყვეტაზე. ჩვეულებრივ, ერთდროულად კურირებს 5-6 პროექტს.
- „მწვანე ქამარი“ – პროექტის ხელმძღვანელი ან მისი მონაწილე. კომპანიის სპეციალისტი, რომელიც კარგად იცნობს 6 სიგმა ტექნოლოგიის ძირითად მეთოდებს და ინსტრუმენტარს. ორგანიზატორი და ლიდერი, რომლესაც კარგად ესმის პროექტის ბიჯების შესრუების მეთოდიკა, შეუძლია გამოვლინოს შემოქმედებითი უნარი არასტანდარტული ამოცანების ამომხსნისას.
- „პროექტის სამუშაო ჯგუფი“ – პროექტის მონაწილეები, რომლებიც სხვადასხვა ამოცანებს ასრულებენ. სპეციალისტები, რომლებიც კარგად იცნობენ თავიანთ საქმეს, სარგებლობენ კოლეგების პატივისცემით, გააჩნიათ შემოქმედებითი პოტენციალი და პასუხსიმგებლობა, ესმით და იზიარებენ კომპნიის მიზნებს.
რაც შეეხება სწავლებას, აქ შესაძლებელია სამი მიდგომა:
მასიური – კოლექტივის გარკვეული ნაწილის სწავლება (გაწვრთნა) შემდეგომში, ორგანიზაციის ძირითად განყოფილებებში, დიდი რაოდენობა პროექტების შესრულებისთვის. არის კოლექტივები სადაც თითქმის ყველა თანამშრომელი გადის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს.
საპროექტო – როდსაც ხდება სპეციალისტთა ერთი ან რამდენიმე ჯგუფის მომზადება 6 სიგმის მწვანე ქამრების დონეზე.
ტექნიკური – მეთოდიკის ცალკეული ასპეტების და ინსტრუმენტარის სწავლება სხვადახვა პროფილის სპეციალისტებისთვის – ტექნოლოგებისთვის, მეთოდოლოგებისთვის, ანალიტიკოსებისთივს, მენეჯერებისთვის. პროექტები არ სრულდება, მაგრამ თოთეული თანამშრომელი უკვეთ ასრულებს თავის მოვალეობას.
ხარისხის მართვის ISO სტანდარტები
ხარისხის მართვის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად (2014) ხარისხის მართვის ISO 9000 სტანდარტები ორ დიდ ჯგუფად იყოფა:
- მოთხოვნებთან დაკავშირებული სტანდარტები ძირითადა ეხება ხარისხის მართვის სისტემის მოდელებს.
- პროცედურებთან დაკავშირებული სტანდარტები ეხება კონკრეტული პროცედურების სტანდარტებს.
პროფესორი გიორგი ღლონტი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი