საერთაშორისო ბიზნეს-სკოლები და ხარისხის ძიება – მარგარეტ ადოლფუს
თარგმანი: ტრეისი ჯონსი, კახაბერ ჯაყელი
I ნაწილი – წინაპირობა
ბიზნესს განათლება მაღალკონკურენტული სფერო გახდა: ამჟამად, მსოფლიოში დაახლოებით 10 000 ბიზნეს-სკოლაა, თითოეული მათგანი განსაკუთრებულად მობილურ სტუდენტურ აუდიტორიას ემსახურება.
ყოფილი დეკანის და მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდის (EFMD) ხარისხის სერვისების დეპარტამენტის დირექტორის მოქმედი მოადგილის Chris Greensted-ის სიტყვებით, ასეთ გარემოში გადარჩენის ერთადერთი საშუალება მაღალი ხარისხის პროგრამებით უზრუნველყოფაა (Greensted, 2008).
მაგრამ, რა არის ხარისხი? ოქსფორდის მოკლე ლექსიკონი ხარისხს განმარტავს, როგორც „საგნის სრულყოფილების დონეს“ ან „ზოგად სრულყოფილებას“ – რაც, რათქმაუნდა, სრულყოფილების განმარტებას მოითხოვს.
შესაძლოა, არსებული ბუნდოვანების გამო უმაღლესი განათლების ხარისხის, რომელიც თავისთავად დარგად იქცა, გარშემო დიდი აქტიურობა შეინიშნება.
განვიხილოთ, მაგალითად, უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში, რომელიც რეგულირების მაღალი ხარისხით ხასიათდება: შიდა მიმოხილვები, შევსებული საერთაშორისო განათლებით, ხოლო სამეცნიერო-პრაქტიკული სამუშაოები ცალკეული ორგანიზაციების მიერ ტარდება (მაგალითად, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო და საფინანსო საბჭოები), მაშინ როდესაც სხვა ორგანიზაციები აკრედიტაციას უწევენ მარკეტინგის სფეროში, საბუღალტრო აღრიცხვასა და ბიზნესთან დაკავშირებული სხვა ფუნქციებისთვის პროფესიონალურ კვალიფიკაციას.
„ხარისხის“ ინტერპრეტაცია
შესაძლოა, ბიზესს განათლებაში „ხარისხის“ საუკეთესო ინტერპრეტაცია სტუდენტის გამოცდილებიდან გამომდინარე ტერმინებშია, ანუ, როდესაც კურსდამთავრებული ცოდნით, უნარებით და თანამედროვე სამყაროში წინსვლისათვის აუცილებელი დამოკიდებულებებით სრულად არის აღჭურვილი. ცოდნა მან როგორც პედაგოგების, ასევე თანატოლების დახმარებით მიიღო.
სწავლის მთელ პერიოდში მათ ეხმარება პედაგოგთა საუკეთესო შემადგენლობა, კარგი სამეცნიერო-საკვლევი ბაზითა და ბიზნესთან მჭიდრო კონტაქტებით.
გარდა ამისა, შრომითი მოწყობის კუთხით ბევრი შესაძლებლობაა, ხოლო კარიერასთან დაკავშირებული რჩევა ყოველთვის ხელმისაწვდომია. ბიბლიოთეკა ტექნიკის უკანასკნელი სიტყვითაა აღჭურვილი. სწავლება კვალიფიციურ დონეზე მიმდინარეობს, პროცესი საინტერესოა და იგი კოლეგებს შორის დებატებითაც არის გაჯერებული. და ბოლოს, კურსის თითოეული ასპექტის მიხედვით სტუდენეტებს უკუკავშირის მიღების საშუალება აქვთ, შესაბამისად მომავალი სტუდენტებისათვის სწავლების დონის ამაღლება კიდევ უფრო შესაძლებელია.
მაგრამ, როგორ ხდება მაღალი ხარისხის ამ სტანდარტების გაზომვა და ხელშეწყობა? ძალიან ხშირად, ხარისხის უზრუნველყოფა ხარისხის გაზომვას ნიშნავს – ეს არის იმ ორგანოს სტანდარტების შემოწმების საკითხი, რომელიც დაფინანსებაზე, ხოლო შემდეგ შეფასებაზეა პასუხისმგებელი.
თუმცა, Chris Greensted (2008) თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის: ხარისხი ცხოვრების წესი უნდა გახდეს, ჩაინერგოს სკოლაში და დეკანის და უმაღლესი მენეჯმენტისაგან მხარდაჭერით სარგებლობდეს.
სავარაუდოდ, უმაღლეს განათლებაში ხარისხი ნაკლებადაა შესწავლილი ვიდრე ზოგადად ბიზნესში, მაგრამ ორმა ბრიტანელმა მეცნიერმა გამოიკვლია ბრიტანულ ბიზნეს-სკოლებში ხარისხის მართვის და ხარისხის გაუმჯობესების პროცესები. გთავაზობთ ხარისხის გარანტიაზე მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.
„ტერმინი ხარისხის უზრუნველყოფა – პოლიტიკას, პროცესებს და ქმედებებს მიეკუთვნება, რომელთა მეშვეობით ხდება ხარისხის განვითარება და მხარდაჭერა (McKimm, 2003). ის დაკავშირებულია პროდუქტის ან სერვისის შეუსაბამობის პრობლემებთან, მასში შედის მიზნებთან შესაბამისობა (Lomas, 2004)” (Hodgkinson and Kelly, 2007: გვ. 78).
ასევე, ისინი ერთმანეთისაგან განასხვავებდნენ:
- ხარისხის მენეჯმენტი, პროცესი, რომლის საშუალებითაც პროდუქტის ან სერვისის ხარისხი მიიღწევა;
- ხარისხის მენეჯმენტი, რომელიც თავად პროცესების ხარისხს გულისხმობს.
ავტორები ამტკიცებენ, რომ არსებობს სამი მარტივი შეკითხვა, რომლებიც ხარისხის მართვის პროცესში ცენტრალურია (Hodgkinson and Kelly, 2007: გვ. 79):
- რის მიღწევას ვცდილობთ?
- რამდენად კარგად ვართმევთ თავს?
- როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთ?
ბოლო შეკითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობას უცილობლად მივყავართ ხარისხის ამაღლების პრობლემასთან, ანუ ხარისხის გაუმჯობესება, ფასეულობის დამატება, „მიზნისთვის ვარგისი“ ჩარჩოებიდან გამოსვლა.
გარდა ამისა, შემოთავაზებულია, რომ მიზანი უნდა გახდეს ხარისხის დონის ამაღლება და არა გაუმჯობესება, ვინაიდან გაუმჯობესება ავტომატურად იქნება მიღწეული.
ისინი, ვინც ბრიტანულ კონტექსტში განიხილავენ, ანუ იქ სადაც უნივერსიტეტებში სამეცნიერო კვლევებს გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა, ისწრაფვიან ხაზი გაუსვან პედაგოგიური ფუნქციის მნიშვნელობასა და სირთულეს, შესაბამისად, პერსონალის განვითარებას, უწყვეტ პროფესიონალურ განვითარებასა და ინოვაციებს Elton, 2001, quoted in Hodgkinson and Kelly, 2007: p. 79).
ხარისხის შიდა კონტროლი
ნაბიჯები, რომელსაც საკუთარი ხარისხობრივი პროცესების უზრუნველსაყოფად ბიზნეს სკოლები დგამენ, პოლიტიკური გარემოდან გამომდინარე, რომელშიც ისინი იმყოფებიან, განსაზღვრული ხარისხით განსხვავებული იქნება.
როგორც ვნახეთ, დიდი ბრიტანეთში სწვლა, კვლევა და პროფესიონალური კვალიფიკაცია შესაბამისი ორგანოების მიერ რეგულირდება. ავსტრალიაში არის ერთი მთავარი ორგანო – უნივერისტეტების ხარისხის მარეგულირებელი ავსტრალიის სააგენტო, რომელიც ახორციელებს განათლების, სწავლების, ხარისხის და მენეჯმენტის აუდიტს. ანალოგიურ როლს თამაშობს სამხრეთ აფრიკის უმაღლესი განათლების საბჭოც.
პასუხისმგებლობის აღება
უნდა ითქვას, რომ საჯარო ორგანოები, თავისთავად, ხარისხის გარანტი არ არიან; დაწესებულებამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. ხარისხი უბრალოდ ის არ არის, რაზედაც უნდა ინერვიულოთ, როდესაც საჯარო კონტროლის აუცილებლობა დგება; ის თითოეულ პროცესში უნდა არსებობდეს, იქნება ეს სწავლება თუ განათლება, კვლევა ან ადმინისტრირება და მხარდაჭერა.
Chris Greensted-ი თვლის, რომ სხვა ფუნქციებთან ერთად, როგორიცაა კვლევა, სწავლება და განათლება, მარკეტინგი და ფინანსები, სკოლებს ხარისხის ამაღლების მიზნით მართვის ფორმალური სისტემა უნდა ქონდეთ. სისტემამ უნდა დაადგინოს ეფექტურობის მაჩვენებლები და სტანდარტები, მიიღოს ზომები, სადაც ეს საჭირო გახდება და მოითხოვოს რეგულარული ანგარიშგება. საუკეთესო ხარისხის სისტემებმა ასევე უნდა უზრუნველყოს ბალანსი ფორმალობასა და „ადვილად შემოწმებადი მასალის შესახებ“ შორის, რათა თავიდან აიცილოს გადაჭარბებული ბიუროკრატია (Greensted, 2008).
თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება. სინამდვილეში, სწორედ ბიზნეს-განათლებაში ხარისხის მართვის სისტემებმა აიძულა ზოგიერთი ბრიტანული ბიზნეს-სკოლა შეექმნა კონსორციუმი, რომელიც ხარისხის სრულყოფაზე იზრუნებდა. და თუმცა (ამჟამად არარსებული) ბიზნეს-განათლების ხარისხის პროექტს (QuBE), როგორც ჩანს, ბრიტანეთში არსებულ სიტუაციაზე რომ იყო მორგებული, მის რეკომენდაციებს და კვლევებს უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს.
ამ ფარგლებში შესწავლილი იყო ბიზნეს განათლების რამდენიმე პროვაიდერი და მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან ერთად კვლევა ჩატარდა რომელიც მოიცავდა: მასწავლებლებს, სტუდენტებს, უივერსიტეტეტბის მენეჯერებს, დამსაქმებლებს და ხარისხის მართვის სპეციალისტებს.
აღმოჩნდა რომ არსებობს რეალური სტანდარტების დიდი მრავალფეროვნება: ზოგიერთი სკოლა ექსტრაორდინარული იყო, სხვები გაუმჯობესებას საჭიროებდნენ. ასევე აღმოჩნდა, რომ ძალიან ხშირად, ხარისხი – ხარისხის კონტროლის რომელიღაც მარტივ სისტემაში უბრალოდ ფორმალურ ნიშანს ✔ ნიშნავდა და არ სტუდენტების გამოცდილებაზე ზრუნვას;
მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების შეკრება ხორციელდებოდა, ისინი პრობლემების გადასაჭრელად არ გამოიყენებოდა.
ბიზნეს-სკოლებს ხარისხის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ:
- ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ: ისინი აღიარებდნენ, რომ ხარისხი პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ მონიტორინგის სისტემები მათ არ გააჩნდათ.
- მათ დაიწყეს ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ ფრაგმენტულად და არაეფექტურად.
- მათ დანერგეს ხარისხის სისტემა, მაგრამ ხარისხის შესაბამისობის და არა მისი გაუმჯობესების.
ზოგიერთ სკოლებზე შეიძლება ითქვას რომ:
- ისინი ხარისხის ზრდის სტადიაზე იმყოფებოდნენ: ხარისხი კულტურაში იყო ჩანერგილი.
- ისინი სამაგალითო სკოლები იყო.
“დეკანის დილემა“
პროექტის ფარგლებში შემუშავდა რიგი დიაგნოსტიკური, საინფორმაციო-საგანმანათლებლო და პრობლემის გადაწყვეტის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენება სკოლებს ხარისხის გაუმჯობესებისათვის შეეძლოთ. მასში შედიოდა მენეჯერული თამაში, „დეკანის დილემა“, სამაგიდო თამაში, სადაც მოთამაშეები, რიგითობის დაცვით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იმგვარად იღებენ, რომ ხარისხის სფეროში დაწესებულების პოლიტიკა გაამყარონ.
ხარისხის სისტემების მოდელები
ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოხსენებას წარმოადგენს ის, სადაც აღწერილია მოდელები, რომლებზედაც ხარისხის სისტემები შეიძლება დაფუძნდეს. Hodgkinson და Kelly-მა (2007) განიხილეს რიგი მოდელი, რომლებიც ცხრილში I-ია აღწერილი:
Table I. მოდელები და პროცესები, რომელიც უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ხარისხის უზრუნველსაყოფად გამოიყენება
ამ მოდელებისგან თითოეულს, საკუთარი ძლიერი მხარეები გააჩნია. ხარისხის ტოტალური მართვა საერთო ორგანიზაციული მიდგომაა, რომელიც ბიზნესში ფართოდ გამოიყენება და უმაღლესი განათლებისათვის, როგორც მისადაგებული მოდელის პროპაგანდა წარმატებულად მიმდინარეობს. ხარისხის მართვის ევროპული სისტემა აგრეთვე გლობალურია, თუმცა, ზოგჯერ სასურველია მაჩვენებლების დაბალანსებული სისტემის გამოყენება, ვინაიდან მას მიზნების, ზომების და მიზნობრივი მაჩვენებლების ხედვა ოთხ სხვადასხვა სფეროში გადაჰყავს:
- ფინანსები
- მომხმარებელი
- შიდა საქმიანობა
- ინოვაციები და სწავლა.
ცხრილი I-ში 1-3 მეთოდები რეალიზაციისას საკმაოდ რთული და შრომატევადია, ამიტომ 4-7 მეთოდები, ზოგჯერ უფრო მისაღებია, ვინაიდან ნაკლები მაშტაბურობით ხასიათდებიან და მართვა ადვილია. თუმცა, ავტორების მტკიცებით, თავისთავად არც ერთი მეთოდი საკმარისი არ არის და თანხმდებიან მულტი-პარადიგმატულ დირექტივაზე, სადაც მეთოდები ერთმანეთთან შესაბამისობაში გამოიყენება, რათა ერთმანეთის ნაკლოვანებები დაიფაროს.
ისინი ციტირებენ პროცედურებს, როგორც მათ მიერ რეკომენდირებული მიდგომის შესრულების გარკვეული გზებს, რომელიც წინა თემატური კვლევიდან გამომდინარეობს (Hodgkinson and Brown, 2003):
- პრობლემებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით რიგი სტრუქტურირებული სემინარების და თათბირების ჩატარება.
- ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომლების თანაბრი მოსმენა და დარწმუნება, რომ აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს შორის არანაირი წინაღობა არ არსებობს.
- არასწორზე მარტო დაკვირვებით არ შემოიფარგვლა-აღნიშნეთ წარმატება.
- დარწმუნება რომ მენეჯმენტის მხრიდან მხარდაჭერით სარგებლობთ: მოიწვიეთ დეკანები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები სემინარებზე, ჩაატარეთ ბრიფინგები. ყურადღება მიაქციეთ: თუ ისინი ხარისხის ამაღლებისაკენ არ მიისწაფიან, სკოლაც იმავე დონეზე დარჩება.
- გამოიყენეთ გრადუალისტური მიდგომა და არ იჩქაროთ.
- შეიცანით თქვენი, როგორც სკოლის ფასეულობა და გააგრძელეთ წინსვლა.
ყველაზე მთავარი მთელი სკოლის ჩართულობაა, რათა ხარისხის კულტურამ მთელი ორგანიზაცია განმსჭვალოს.
საერთაშორისო აკრედიტაცია
ბიზნეს სკოლის საბოლოო მიზანი ორი ძირითადი ორგანიზაციისაგან, რომელიც მენეჯერული განათლების ხარისხის მხარდასაჭერად შეიქმნა, აკრედიტაციის მიღება უნდა გახდეს. ეს ორგანიზაციებია: კოლეგიური ბიზნეს სკოლების ხელშეწყობის ასოცოაცია (AACSB) და მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდი (EFMD).
ამ ორგანიზაციებიდან აკრედიტაციის მიღება იმის მაჩვენებელია, რომ სკოლა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია, სადაც ბიზნესის სფეროში განათლების მიღება შესაძლებელია.