საერთაშორისო ბიზნეს-სკოლები და ხარისხის ძიება – მარგარეტ ადოლფუს

თარგმანი : ტრეისი ჯონსი, კახაბერ ჯაყელი

II ნაწილი – AACSB-ს და EFMD-ს შესახებ

როგორც AACSB, ასევე EFMD არაკომერციული ორგანიზაციებია, რომელთა მისია ბიზნესის და მენეჯმენტის სფეროში უმაღლესი განათლების სტანდარტების ნებისმიერი ეროვნული მთავრობისაგან დაცვაა.

ორივე ორგანიზაცია ემხრობა ხარისხის ზრდის სისტემას, რომელიც უფრო ევოლუციურ, ვიდრე მარეგულირებელ ხასიათს ატარებს. თუმცა ამ ორ ორგანიზაციას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს, რომელიც მათი ისტორიიდან და თავდაპირველი მისიიდან გამომდინარეობს.

AACSB 1916 წელს შეიქმნა, როგორც კოლეგიური ბიზნეს სკოლების ამერიკული ასოციაცია, რომლის მიზანი ბიზნეს კვლევების, როგორც აკადემიური დისციპლინის სერიოზული კრიტიკისაგან დაცვა გახდა. ძირითადად, მისი წევრები აკადემიური ბიზნეს სკოლები იყო.

EFMD-ც ანალოგიური მისიით შეიქმნა – მენეჯმენტის განვითარების უწყვეტი სრულყოფა – მაგრამ აოსოციაციის წევრები მოვიდნენ კორპორაციებიდან, აგრეთვე აკადემიური ბიზნეს-სკოლებიდან. ეს ასახავს ევროპასა და ამერიკას შორის დირექტივებში განსხვავებას: პირველში ბიზნეს განათლება კორპორაციის რეალურ სამყაროში იმავე ხარისხით არის დაფუძნებული, როგორც უნივერსიტეტში.

მიუხედავად განსხვავებებისა, EFMD-ს აკრედიტაციის სტანდარტები, ხარისხის ზრდის ევროპული სისტემა (EQUIS), მოქმედებაში 1999 წელს შევიდა, დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც AACSB-მ საერთაშორისო ბაზრის დაკმაყოფილების მიზნით, საკუთარ სტანდარტებს გადახედა.

შედეგად, ეს ორი რამდენადმე განსხვავებული ორგანიზაცია მაღალი დონის მოთამაშეებს წარმოადგენენ. EFMD-ს (Shenton 2010) ხარისხის სერვისების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის  Gordon Shenton-ის სიტყვებით, EQUIS-მ  122 სკოლის, ხოლო AACSB-მ ამერიკის ფარგლებს გარეთ – 110 (რომელთაგან 17 კანადაში ფუნქციონირებს) სკოლის აკრედიტაცია მოახდინა.

 

შეფასება

სტანდარტების და აკრედიტაციის მიღების პროცესში ამ ორგანიზაციის შეფასებებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია.

პირველი მნიშვნელოვანი განსხვავება – რას აფასებენ:

  • EQUIS: სკოლას ზოგადად აფასებეს, პროგრამებით, პირველი საფეხურიდან დოქტორის ხარისხამდე (PhD), აგრეთვე კვლევებს, ელექტრონული სწავლების ნებისმიერ ერთეულს, მენეჯმენტის კვალიფიკაციას და საზოგადოებასთან ურთიერთობას. განსაკუთრებით ეს ეხება სკოლის საერთაშორისო ასპექტს და ბიზნესთან მის ურთიერქმედებას.
  • AACSB: „სააკრედიტაციო ერთეული“ ეს არის ინსტიტუცია, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც დეპარტამენტი ორგანიზაციის შიგნით, მაგალითად ბიზნეს-სკოლა ან ბიზნეს განათლების ფაკულტეტი. AACSB საკუთარ პროგრამებს აფასებს, დაწესებულებამ შეიძლება ზოგიერთი პროგრამის ამოღება მოითხოვოს (მაგალითად ისეთების, რომლებიც სპეციალიზირებულია ან შეიცავს სკოლის მიერ მართვად უმნიშვნელო კომპონენტს და ბიზნესზე სრულად არ არის ორიენტირებული, მაგალითად ეკონომიკა ან სტატისტიკა).

 

სტანდარტები

ცხრილში, ქვემოთ, მოცემულიასტანდარტების მოკლე შინაარსი. სრული ვერსიები, აგრეთვე რჩევები, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ინტერპრეტაცია და რა სახის დოკუმენტაციის წარდგენაა საჭირო, შეგიძლიათ ნახოთ ორგანიზაციების ვებ-გვერდზე:

 

სტანდარტებს შორის ძირითადი განსხვავებები სიღმისეულ და სიფართოვეს შორის შედარებაში გამოიხატება.

AACSB დეტალურად აღწერს სწავლების ამოცანებს, პროგრამებს/გარანტიებს, აგრეთვე ფაკულტეტებსა და სტუდენტებს – ფაქტიურად, უფრო ფართოდ, ვიდრე EQUIS, თუმცა, თავის მხრივ, უკანასკნელი უფრო მკაცრად აფასებს მოცემულ სფეროს. უკანასკნელ წლებში EQUIS პროგრამებსა და სტუდენტებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს.

EQUIS უფრო ფართოა საკუთარ მოთხოვნებში და ისეთ დამატებით სფეროებს განიხილავს, როგორიცაა: საერთაშორისო ასპეტი, კორპორატიული და პროფესიონალური მნიშვნელობა, აგრეთვე საზოგადოებასთან კავშირები.

სხვა განსხვავებები მდგომარეობს იმაში, რომ AASCB შეიქმნა, როგორც ეროვნული ორგანო, მაშინ როდესაც EQUIS-ის თავდაპირველი ამოცანა საერთაშორისო ბიზნეს-სკოლების ხარისხი იყო.

ეპოქაში, სადაც უმაღლესი განათლება სულ უფრო გლობალურ მნიშვნელობას იძენს, საერთაშორისო ასპექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კორპორაციული კავშირების და ხელმძღვანელების კლასიფიკაციის სტანდარტები EFMD-ს კორპორატიულ სამყაროსთან კავშირს ასახავს და AACSB-ს სტანდარტებში ასახული არ არის.

AACSB-ს ბევრი რაოდენობრივი სტანდარტი გააჩნია, მაშინ როდესაც EQUIS უფრო ხარისხობრივზეა ორიენტირებული. ეს ნიშნავს, რომ AACSB-ს უფრო დირექტიული მიდგომა აქვს, მაშინ როდესაც EQUISმოელის, რომ სკოლები საკუთარ უპირატესობას, გარკვეულწილად, თავისი კუთხით გაამართლებენ.

 

პროცესი

ის, რაც ამ ორ ორგანიზაციას აერთიანებს არის ის, რომ ისინი თვითშეფასების ორ კონცეფციაზე და საჯარო განხილვაზე არიან დაფუძნებულები და გამოცდილი დეკანებს, (რომლებიც მზად არიან კოლეგიალური რეცენზენტების სახით ან შესაბამის კომიტეტებში იმოქმედონ) ეყრდნობიან.

ორივე პროცესი, თუმცა სრულყოფილი და მომთხოვნი, განვითარებადია იმ კუთხით, რომ სკოლა თვითკონტროლის და ბიზნესის სხვა სფეროებიდან გამოცდილი ადამიანების მხრიდან საჯარო განხილვების რეჟიმში გადადის.

თუმცა, პროცესის ხანგრძლივობიდან და მხარდაჭერის სახიდან გამომდინარე, არსებობს განსხვავებები.

 

EQUIS

EQUIS-ს პროცესი მოიცავს ოფიციალური განაცხადის შეტანას, რომელსაც მოსდევს ერთდღიანი გაცნობითი შეხვედრა. შემდეგ ოფიციალური კომიტეტი გადაწყვეტს, აქვს თუ არა სკოლას აკრედიტაციის მიღების უფლება; სხვა სიტყვებით, აქვს თუ არა სკოლას შანსი ორი წლის განმავლობაში მიიღოს აკრედიტაცია.

თუ ასეა, სკოლა შემდეგ ეტაპზე გადადის, ამავდროულად ყურადღება უნდა გამახვილდეს შესაძლო პრობლემურ სფეროებზე. შემდეგ EQUIS-ს მითითებებიდან გამომდინარე უნდა დაიწყოს თვითშეფასების პროცესი.

შემდეგ ეტაპს ექსპერტული შეფასება წარმოადგენს, რომელიც ორნახევარი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და შედგება მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუებისაგან. შემდეგ EQUIS-ს აკრედიტაციის მინიჭების საბჭოსთვის დგება ანგარიში. ორგანო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. არსებობს სამი ვარიანტი:

  1. ხუთ წლიანი აკრედიტაცია,
  2. სამ წლიანი აკრედიტაცია, პრობლემატურ სფეროებში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის მოთხოვნით, და
  3. უარი აკრედიტაციაზე.

მთელი პროცესი ერთიდან ორ წელს მოიცავს. აკრედიტაციის ბოლო პერიოდში სკოლები მე-4 ეტაპიდან გადიან განმეორებით ციკლს-თვითშეფასებაზე ანგარიშის შემუშავება და კოლეგიალური შემოწმების მიზნით ახალი ვიზიტი.

 

AASCB

მეორეს მხრივ, AASCB-ს აკრედიტაციის პროცესი უფრო მეტ დროს მოითხოვს და შერჩევის წინასწარი სტადია არსებობს. სკოლა უფლების მიღებაზე განაცხადს აკეთებს, რომელიც აკრედიტაციამდელი კომიტეტის მიერ ფასდება, რომლის რეკომენდაციები აკრედიტაციის საკორდინაციო საბჭოს გადაეცემა.

ამავე დროს, აკრედიტაციამდელი კომიტეტი, პროცესის დროს, სკოლის მენეჯმენტისათვის გამოყოფს მრჩეველს და აკრედიტაციის გეგმის შემუშავებაში ეხმარება. გეგმა სტრატეგიული გეგმის შესაბამისი უნდა იყოს. როგორც კი აკრედიტაციის გეგმა მზად არის, მისი წარდგენა აკრედიტაციამდელ კომიტეტში ხდება, რომელიც მას იხილავს, ხოლო შემდეგ თავდაპირველი აკრედიტაციის კომიტეტს საკუთარი რეკომენდაციებით წარუდგენს.

როგორც კი თავდაპირველი აკრედიტაციის კომიტეტი დაკმაყოფილდება, აკრედიტაციის გეგმის რეალიზაცია შესაძლებელი ხდება. მრჩეველი სკოლის დახმარებას განაგრძობს და ქმნის ყოველწლიურ ანგარიშს. როდესაც მრჩეველი და სკოლა ჩათვლიან, რომ საკმარისი დრო გავიდა, შესაძლებელი ხდება თავდაპირველ აკრედიტაციაზე განაცხადის შეტანა.

პროცესის შემდეგი ნაწილი დაახლოებით ორი წელიწადი გრძელდება. ექსპერტული შემოწმების ჯგუფი ცვლის მრჩეველს, რათა თვითშეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით სკოლას კონსულტაციები გაუწიოს. დასრულების შემდეგ თვითშეფასების ანგარიში ექსპერტული ჯგუფის მიერ განიხილება, რომელიც სკოლას სტუმრობს და წინ წამოჭრის თვითშეფასების ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხებს.

თუ აკრედიტაცია მინიჭებულია, სკოლა მომსახურების ეტაპზე გადადის, რომელიც აკრედიტაციის მხარდამჭერი კომიტეტის მიერ კონტროლდება და მომსახურების ანალიზს მოიცავს. უკანასკნელი გულისხმობს აკრედიტაციის მიღებიდან მე-5 წელს სკოლაში ვიზიტს, აგრეთვე თვითშფასებაზე კიდევ ერთ ანგარიშს და ექსპერტული შემოწმების ჯგუფს. ამის შემდეგ აკრედიტაცია შესაძლოა კიდევ 5 წლით გახანგრძლივდეს.

 

შედარება

ორივე პროცესი თავისი უპირატესობებით და ნაკლოვანებებით ხასიათდება. რაც AACSB-ს შემთხვევაში ხანგრძლივი და ბიუროკრატიული პროცესია EQUIS-თან შედარებით, რომელიც უფრო „ადვილად მისადგომია“. თუმცა, მისი მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის მრჩევლის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რაც წარუმატებლობის რისკს ამცირებს.

სხვა მხრივ, იმ სკოლებმა, რომლებმაც EQUIS-ს აკრედიტაციის მიღება ვერ შეძლეს, დეტალურ უკუკავშირს იღებენ. ამგვარად, EQUIS უფრო მეტ პასუხისმგებლობას სკოლას აკისრებს, რათა მან, აკრედიტაციისათვის აუცილებელი  ფასეულობა დაადასტუროს. თუ სკოლა მოთხოვნილ სტანდარტს არ შეესაბამება, მას განაცხადის ხელმეორედ შეტანის უფლება აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი სკოლა წარმატებას მეორე ცდაზე აღწევს.

ორივე სისტემა მუდმივ სრულყოფას მოითხოვს. AACSB-ს მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ აკრედიტებული დაწესებულებები ხარვეზების აღმოსაფხვრელად მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ. EQUIS სამი წლიანი აკრედიტაციის მქონე სკოლებს ყოველწლიურ ანგარიშებს სთხოვს. აქ უნდა გამოჩნდეს განსაზღვრულ სფეროებში მიღწეული პროგრესი, რაც სწავლების პროცესს გააუმჯობესებს, აგრეთვე უკუკავშირი იმის თაობაზე არის თუ არა ეს პროგრესი დამაკმაყოფილებელი. ხუთწლიანი აკრედიტაციის მქონე სკოლებმა ხუთი წლის განმავლობაში განვითარების სამი მიზანი უნდა წარმოადგინონ. ხოლო შემდეგ შუა სემესტრში არსებულ პროგრესზე ანგარიში  აუცილებელია.

 

რაშია აკრედიტაციის ფასეულობა?

ეჭვგარეშეა, EQUIS-ში ან AACSB-ში აკრედიტაციაზე განაცხადის შეტანა დიდ დროს და ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ რა სარგებელი მოაქვს მას?

სარგებელი მარკეტინგულ ხასიათს ატარებს. ეს გახლავთ:

  1. კონკურეტნტებისაგან დიფერენციაცია. ვინაიდან აკრედიტაციას არსებული ბისზნეს-სკოლებიდან მხოლოდ უმცირესი ნაწილი იღებს, რაც ნიშნავს ბიზნეს განათლების ელიტაში ავტომატურ შესვლას. აკრედიტაცია განვლილი სკოლის, როგორც ბრენდის ფასეულობა იზრდება.
  2. პროცესი: ის ფაქტი, რომ სკოლა შეფასების კრიტერიუმების ნაკრების მკაცრ კონტროლს გადის, რომელთანაც შესაბამისობა აუცილებელია, აგრეთვე ახდენს თვითშეფასებას და ექსპერტებისაგან შეფასების ეტაპსაც. ყოველივე ეს სწავლების პროცესის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
  3. ტალღისებრი ეფექტი, როდესაც აკრედიტაციის მიღების მიზნით, წარმატებული კონკურენტული სკოლები საკუთარი თავის გაუმჯობესებას ცდილობენ (Cornuel and Urgel, 2009).

Lejeune და Vas (2009) ციტირებენ კვლევას, სადაც ნაჩვენებია, რომ AACSB-ს ადმინისტრაციული დატვირთვის გაზრდა შეუძლია. ისინი ამტკიცებენ, რომ მათი კვლევებიდან გამომდინარე EQUIS-ს სტანდარტებს ისეთივე ეფექტი არ აქვს.  ნაცვლად ამისა ეს პროცესი ღია კულტურას უწყობს ხელს. AACSB-ს სასარგებლოდ მუშაობს სტუდენტების სწავლება, რომელსაც, როგორც Lejeune და Vas-ი აღნიშნავენ.

 

აკრედიტაციის სხვა ფორმები – პროგრამები

მიუხედავად იმისა, რომ EQUIS-გან ან AACSB-გან აკრედიტაციის მიღება შეიძლება საბოლოო მიზანი იყოს, ზოგიერთი სკოლა შესაძლოა არ იმყოფებოდეს იმ კონდიციაში, როდესაც ამ პროცესის გავლა გონივრულია. მათ შეუძლიათ, მაგალითად, არ ჰყავდეთ მუდმივი პედაგოგების გარკვეული რაოდენობა; ან საკმარისად „საერთაშორისო“ არ იყვნენ, რათა EQUIS-გან სრულფასოვანი აკრედიტაცია მიიღონ.

ამგვარი სკოლებისათვის მიზანშეწონილია კონკრეტულ პროგრამებზე ყურადღების გამახვილება. EFMD პროგრამების აკრედიტაციის საკუთარ სისტემას (EPAS) მართავს, მაშინ როდესაც MBA ასოციაცია ბიზნესს ადმინისტრირების (MBA) მაგისტრის ხარისხის აკრედიტაციას ახორციელებს.

 

EPAS

EPAS 2005 წელს ამოქმედდა და ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტურანტურის დონეზე რიგი პროგრამების აკრედიტაციას ახორციელებს (როგორც ზოგადი, ასევე სპეციალური, მ.შ. „ბოლონიამდელი კვალიფიკაცია“). განხილვა ცალკეულ პროგრამებზე მხოლოდ ინსტიტუციონალური ასპექტების ტარდება.

პროცესი სტანდარტების ხუთ ძირითად სფეროს მოიცავს და მოკლედ, ქვემოთ არის გადმოცემული:

  1. ინსტიტუციონალური კონტექსტი
  • ინსტიტუციამ, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კონტექსტის გაგების დემონსტრირება უნდა მოახდინოს, მ.შ. სადაც ეს მისაღებია, ბოლონიის რეფორმები.
  • ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი, რესურსებით უზრუნველყოფილი და საკმარისად კარგად მართული უნდა იყოს, რათა მდგრადობა შეინარჩუნოს.
  • საერთაშორსიო და კორპორატიული საქმიანობის მიმდევარი უნდა იყოს.
  • პროფესურის და პედაგოგების შემადგენლობა (იქნება ეს მუდმივი, დამხმარე, სპეციალისტები ან მოწვეული – ყურადღება მიაქციეთ, მუდმივ შემადგენლობას არ ითხოვენ) განხილული პროგრამებისათვის საკმარის გამოცდილებას უნდა ფლობდეს, იყოს აქტიური მკვლევარი და პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინოვაციებში იღებდეს მონაწილეობას
  1. პროგრამის მიზანი
  • მიზნები ორგანიზაციის მიზნების და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების შესაბამისი უნდა იყოს; პროგრამა შესაბამის ბაზარზე უნდა იყოს ორიენტირებული, ხოლო პრომოცია – პროფესიონალური დონის შესაბამისი.
  • სწავლების სავარაუდო შედეგები მკაფიოდ უნდა მიუთითებდეს, თუ რა უნდა იცოდეს და შეეძლოს სტუდენტს სწავლის დამთავრების შემდეგ; სასწავლო პროგრამაში უნდა შედიოდეს საერთაშორისო და კორპორატიული ასპექტები და მოახდინოს სოციალური ტენდენციების აღქმის დემონსტრირება.
  • პროგრამის რეალიზაცია სათანადოდ უნდა მოხდეს და სწავლების დაგეგმილი შედეგების მიღწევის საგანაზე მკაცრად უნდა შეფასდეს.
  1. პროგრამების მიწოდება და ოპერაციები
  • შემსვლელთათვის მოთხოვნები მისაღები და მიზნობრივი ბაზრისათვის საკმარისად მკაცრი უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ორგანიზაცია მომხმარებელზე ორიენტირებული უნდა იყოს და გააჩნდეს ინდუქციური პროცესი.
  • პედაგოგიკა: სხვადასხვა პედაგოგიური მეთოდების გამოყენებით, სტუდენტებს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო გამოცდილება უნდა ჰქონდეთ..
  • სტუდენტები განათლებულ ადამიანებად უნდა ჩამოყალიბდნენ.
  • სტუდენტები „კულტურულ ინტერნაციონალიზაციას“ უნდა დაექვემდებარონ, სადაც შედის პედაგოგების, სტუდენტების და სასწავლო მასალების ნაზავი
  • გამოყენებული უნდა იქნას კორპორაციული ბმულები.
  1. პროგრამის შედეგები
  • შესაფასებელი სამუშაო სწავლების სავარაუდო შედეგები – სწავლების ხარისხის შესაბამისი უნდა იყოს.
  • კურსდამთავრებულთა ცოდნის დონე კურსდამთავრებულის პროფილის და საერთაშორისო ნორმების შესაბამისი უნდა იყოს, ხოლო სტუდენტებს დასაქმებაში ხელი უნდა შეუწყოს.
  • კურსდამთავრებულებისათვის მხარდაჭერა და საჭირო აქტივობები უნდა გაგრძელდეს.
  • პროგრამა საერთაშორისო რეპუტაციით უნდა სარგებლობდეს.
  1. ხარისხის უზრუნველყოფის პროცესები
  • მიზნის შემუშავების უზრუნველყოფა და პროგრამების დამტკიცება ფორმალური, ეფექტური და მკაცრი უნდა იყოს, პერიოდული განხილვებით;.

აკრედიდაციის პროცესი ძალიან ჰგავს EQUIS-ს აკრედიტაციის პროცესს, განსხვავება იმაშია, რომ განაცხადის შეტანის შემდეგ, გაცნობითი შეხვედრა სატელეფონო მოლაპარაკებით არის შეცვლილი. მთელი პროცესი, საშუალოდ ექვსიდან ცხრა თვემდე გრძელდება.

თუმცა ეს სტანდარტები შედარებით მიზანმიმართულია, ისინი უპირობოდ გამოიყენება და წარმატება სკოლის კრიტერიუმი შეიძლება გახდეს –  სკოლას სრულმაშტაბიან აკრედიტაციაზე განაცხადის გაკეთების სრული უფლება აქვს (Greensted, 2008).

 

MBA-ს ასოციაცია

МВА ასოციაცია (www.mbaworld.com) საკუთარ თავს, როგორც საწევრო ორგანიზაციას წარმოაჩენს (MBA სტუდენტები და კურსდამთავრებულები), რომელიც MBA-ს ხარისხის, ბიზნეს ადმინისტრატორის დოქტორის და მაგისტრის წოდების გამცემი ორგანიზაციების აკრედიტაციას ახდენს.

EPAS-გან განსხვავებით, სხვა სახის ბიზნეს პროგრამების აკრედიტაციას ორგანიზაცია არ ახორციელებს.

 

ფაკულტეტი

ფაკულტეტი „შესაბამისად კვალიფიციური და ნდობით აღჭურვილი უნდა იყოს“. მოსალოდნელია, რომ, მოსწავლეთა 75% -ი PhD  ხარისხს მიიღებს. ფაკულტეტის პედაგოგები აქტიური მკვლევარები უნდა იყვნენ, ჰქონდეთ საქმიანი კავშირები და შეცნობის განსაკუთრებული უნარი. პროგრამების ეფექტურად მიმდინარეობის და რესურსების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საკმარისი პედაგოგიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

 

სტუდენტები

მიღების პროცედურა სიმკაცრით უნდა გამოირჩეოდეს: MBA-ს ხარისხის მიღების კანდიდატებს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და ინგლისური ენის საკმარისი ცოდნა უნდა გააჩნდეთ; მათ ასევე უნდა ჰქონდეთ ისეთი უნარ-ჩვევა, რასაც გუნდური მუშაობის დროს გამოიყენებენ.

 

მიზანი და შედეგი

სავარაუდოდ, იმ იმედით, რომ პროგრამა, რომელიც აკრედიტაციაზე პრეტენზიას აცხადებს, ამ მოთხოვნების შესაბამისი იქნება. აგრეთვე გათვალისწინებული იქნება კურსდამთავრებულთა, დამსაქმებელთა და სპონსორების აზრები.

 

სწავლების კურსი

  • არსი და მიზანი – სტრატეგიულ მენეჯმენტსა და ლიდერობაზე უნდა იყოს ორიენტირებული; თეორიაში ფესვგადგმული, მაგრამ პრაკტიკასთან კავშირში უნდა იყოს პროცესი.
  • ცოდნა, უნარები და შეცნობა – ცოდნის ძირითადი სფეროების მოცვა, რომელიც ზოგად მენეჯმენტს ემყარება’ უნდა შეიცავდეს პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროექტს.
  • მიწოდება და შეფასება – მთელი რიგი მეთოდით ხორციელდება, ჯგუფური მუშაობის მნიშვნელობა. შეფასება მკაფიო და ყოველმხრივი უნდა იყოს, უკუკავშირით.
  • რეჟიმი და ხანგრძლივობა – შესაძლო რეჟიმების დიაპაზონი, რომელთა ხანგრძლივობა, როგორც მოსალოდნელია, სრული სამუშაო დღის წელიწადს ან არასრული სამუშაო დღის შემთხვევაში ორ წელიწადს შეადგენს.

 

რეზიუმე

მოცემულ სტატიაში ბიზნეს-სკოლების ხარისხი სხვადასხვა კუთხით არის განხილული: არსებობს საჯარო სააკრედაციო საბჭოების ხარისხის სტანდარტები როგორც სასწავლო დაწესებულებებისთვის, ასევე პროგრამებისათვის. თუმცა, არა ნაკლებ მნიშვნელოვანია პროცესი, რომელსაც სკოლა ხარისხის საკუთარი სისტემის ასამოქმედებლად იყენებს. პროცესი მენეჯმენტის მიერ უნდა იყოს მხარდაჭერილი და დაწესებულების საქმიანობის ყველა ასპექტი იქნეს გააზრებული. პირველ რიგში, ხარისხის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა – ხარისხის ამაღლება, რაც ნიშნავს ფასეულობის დამატებას იმაზე, რაც უკვე გვაქვს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნესის განათლების დროს, არასოდეს გაჩერდეთ ერთ ადგილზე – როგორც ეს ჩვენს სწრაფად ცვალებად სამყაროშია მართებული.

References

Cornuel, E. and Urgel, J. (2009), “The role of EPAS“, Special Supplement: “EFMD programme accreditation – impact and development of EPAS”, Global Focus, Vol. 3 No. 1, pp. 1-2.

EFMD (2010), EQUIS Brochure (EQUIS – European Quality Improvement System: The EFMD accreditation for international business schools), available at: www.efmd.org/index.php/accreditation-/equis/equis-documents [accessed 27 July 2010].

Elton, L. (2001), “Quality assurance through quality enhancement”, Educational Developments, Vol. 2 No. 4, pp. 1-3.

Greensted, C. (2008), “Do business schools need formal quality assurance systems?“, Global Focus, Vol. 2 No. 1, pp. 18-21.

Hodgkinson, M. and Brown, G. (2003), “Enhancing the quality of education: a case study and some emerging principles”, Higher Education, Vol. 45 No. 3, pp. 337-352.

Hodgkinson, M. and Kelly, M. (2007), “Quality management and enhancement processes in UK business schools: a review“, Quality Assurance in Education, Vol. 51 No. 1, pp. 77-91.

Lejeune, C. and Vas, A. (2009), “Organizational culture and effectiveness in business schools: a test of the accreditation impact“, Journal of Management Development, Vol. 28 No. 8, pp. 728-741.

 

დასაწყისი