Sharp – წარმოშობის ისტორია
ავტორი: ნანო გვასალია
იაპონური კორპორაციების წარმოშობის ისტორიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ისინი მოგვითხრობენ შრომის მოყვარეობაზე, სამშობლოს სიყვარულსა და მიზანსწრაფულობაზე. მითუმეტეს იმ დროში (საუბარია მე-20 საუკუნეზე), როდესაც იაპონია დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, ის მსოფლისო ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიული სახელმწიფო გახდა.
ახლა მოგითხრობთ იმ კომპანიის ისტორიას, რომელიც დაარსდა მე-20 საუკუნის დასაწყისში და მისი წვლილი შეიტანა იაპონიის ეკონომიკურ სიძლიერეში.ეს გახლავთ კომპანია „შარპი“.
„საუკუნის წინ ეს კომპანია დააფუძნა გამომგონებელმა. ახლა ჩვენ ვიგონებთ პერსონალურად მიღებულ მომავალს, რაც საშუალებას მისცემს ხალხს ყველგან იყოს ორიგინალური. Sharp-ი აყალიბებს მომავალს“. (კომპანიის თანამშრომლებისგან)
კომპანია დაარსა იაპონელმა ახალგაზრდამ ტოკუძი ჰაიაკავამ 1912 წლის 15 სექტემბერს, ოსაკაში. შარპი ბაზარზე ჩნდება ორიგინალური, ინოვაციური პროდუქტებით, რაც ხალხის ცხოვრებას უფრო მრავალფეროვნებას სძენს და მუშაობას ეფექტურს ხდის. ჰაიაკავა მიიჩნევდა, რომ ის გულწრფელობისა და კრეატიულობს საუკუნეში დაიბადა. მას სურდა რაიმე ღირებულისათვის მიეღწია და სწორედ ეს გახდა მიზეზი კომპანიის დაარსებისა. ტოკუძის გააჩნდა თავისივე დევიზი, რომელიც ასე გამოიყურება: „გააკეთე პროდუქტები, რომელთა მიბაძვა სხვა კომპანიებსაც სურთ“. და სწორედ აქედან ხდება მისი აღმასვლას. 1915 წელს ბაზარზე იწყებს ნიკელის კორპუსიანი მექანიკური ფანქრის სერიულ წარმოებას, რომელიც გათლას არ საჭიროებს.
მოგეხსენებათ იაპონია წყნაროკეანულ ცეცხლოვან რკალში მდებარეობს, რის გამოც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საფრთხეს წარმოადგენს მიწისძვრა და ცუნამი. 1923 წელს კი იაპოინიამ უდუდესი დანაკარგი განიცადა, მიწისძვრის გამო.სწორედ ამ ინციდენტს შეეწირა ჰაიაკავას ფანქრების ქარხანაც. მიუხედავად ამისა ის დანებებას არ აპირებს და ცხოვრებას არ ნებდება. რის შედეგადაც ტოკუძი 1924 წლის სექტემბერში ხსნის თავისი მექანიკური ფანქრების ახალ კომპანიას „HAYAKAWA METAL WORKS“. ამის შემდეგ ის მუდამ ფიქრობდა, რომ შეექმნა უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები. სწორედ მაშინ, როდესაც ჰაიაკავა ტოკიოს ხმაურიან ქუჩებში დაიარებოდა ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში თვალი მოჰკრა რადიომიმღებს, რომელმაც თითქოსდა მასში ახალი იდეა გააღვივა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა შეექმნა ისეთი მოწყობილობები, რომლებიც იმ დროისთვის თანამედროვე და მოთხოვნადი იქნებოდა. 1925 წელს კი გამოდის კომპანიის პირველი რადიომიმღები წარწერით “ Made in Japan”. ტოკუძი ცდილობდა უფრო მეტი და ახალი პროდუქტების წარმოებას. 1926 წლიდან ინტერესდება ტელევიზორების წარმოებით და 1951 წელს უშვებს თავის პირველ შავ-თეთრ ტელევიზორს, რასაც მოჰყვება მაცივარი, სარეცხი მანქანა. როგორც ვხედავთ კომპანია ცდილობს არ ჩამორჩეს მსოფლისო და ფეხს უწყობს სიახლეებს. 1959 წლიდან ფართოვდება და უშვებს შარპის კონდენციონერებს, ელექტროგრილსა და ვინტილატორებს. როგორც უკვე ვახსენე ტოკუძის სურდა იაპონელი მოსახლეობისათვის ცხოვრება უფრო გაეადვილებინა და ამისათვის ძალ-ღონეს არ იშურებდა.
„შარპი“ არ კმაყოფილდება მის მიერ წარმოებული მოწყობილობებით და 1964 წელს, როდესაც იაპონია ტოკიოში ოლიმპიური თამაშებისათვის ემზადებოდა, წარმოადგინა ფუნდამენტურად ახალი პროდუქტი, მსოფლიოს პირველი ტრანზისტორ-დიოდური ელექტრო კალკულატორი.
1970 წელს კომპანია თითქოს ახალი ფურცლიდან იწყებს მოღვაწეობას. ის იცვლის სახელს და ხდება „Sharp Corporation”, ასევე კომპანიის სათავეში მოდის ახალი პრეზიდენტი აკირა საეკი. „შარპი“ იაპონიის საზღვრებს 1982 წელს სცდება და პირველად ოფისს ფილიპინებში ხსნის. ამავე წლიდან კომპანიისათვის მნიშვნელოვანი გარღვევა იწყება პორტატული კომპიუტერების გამოშვებისას. ის წლების განმავლობაში ავითარებდა და ხვეწდა მის შესაძლებლობებს, მაშასადამე ის ამ პერიოდში უშვებდა სხვადასხვა მაღალი დონის ლეპტოპებსა და კომპიუტერებს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია იყო ომში დამარცხებული, დაბომბილი, ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყანა, თუმცა 1950-73 წლებში იაპონიის ეკონომიკა 9,2 %-ით გაიზარდა, რასაც მოგვიანებით „იაპონიის ეკონომიკური სასწაული“ უწოდეს. ასეთი მაღალი ზრდის ტემპში ყველაზე დიდი წვლილი ტექნოლოგიურ პროგრესს შეჰქონდა. ეს ყველაფერი კი იაპონიის ტექნოლოგიური კომპანიების დამსახურებაა, სწორედ ერთ-ერთი მათგანია „შარპი“.
დღესდრეობით „შარპი“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში კომპიუტერული, საყოფაცხოვრებო და ელექტრონიკის წარმოების დარგში. მას უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქვს ოფისი გახსნილი და ბაზარზე თხევად-კრისტალური მონიტორების წარმოებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
მეო 2021
ნანო გვასალია