ქვეყნის მარკეტინგი – ბრენდი სახელად სინგაპური
სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკული, კუნძულოვანი ქალაქი-სახელმწიფოა. კუნძულზე წიაღისეული არ მოიპოვება. იგი მხოლოდ 680 კვადრატული კილომეტრია. ერთ დროს აქ მეთევზეები ცხოვრობდნენ. უფრო ადრე კი მეკობრენი. წყალი რომ წყალია, იმასაც კი მატერიკიდან ეზიდებიან. მიუხედავად რესურსების არარსებობისა სინგაპურმა სწორი მარკეტინგითა და ბრენდინგით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკით მოახერხა სასწაული – ის უმდიდრესი ხალხის ქვეყანა გახდა. ქვეყნის მოსახლეობა სამი იფიციალური ეთნიკური ჯგუფისაგან შედგება: ჩინელები, მალაიელები და ინდოელები.
რატომ ღირს, რომ ამ ქვეყანას დაუკვირდეთ კარგად? სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. გამომდინარე იქიდან, რომ სინგაპური ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, ოთხი ოფიციალური ენიდან ინგლისური ერთ-ერთია. ასევე ხშირად გამოიყენება „ლინგვა ფრანკა“.
1965 წელს დამოუკიდებლობის მიღების მომენტიდან, სინგაპური ტურისტებს აღმოსავლურ და მულტიკულულტურულ ფასეულობაზე აშენებულ საზოგადოებას სთავაზობს, რაც უპირატესობაა საერთაშორისო ინვესტიციების, მოგზაური ბიზნესმენების, ტურისტების, მდიდარი პენსიონრების და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანების მოზიდვისათვის. რომ დაუფიქრდეთ მსოფლიო ისტორიას, სწორედ მულტიკულტურული ფასეულობები იზიდავდა გენიოსებს, რომლებიც ხშირად მთელს თავიანთ ძალმოსილებას უცხო, მაგრამ მათთვის ახალ სამშობლოში ხარჯავდნენ. აი მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველა მიუსაფარისა და ჩაგრულის სამშობლოდ მოახერხეს თავისი თავის „პოზიციონირება“. ამან კი ამერიკის უდიდესი ეკონომიკური წარმატება და მრავალი გამარჯვება გამოიწვია. ფრანგმა პროტესტანტებმა, ბართლომეს ღამის ტრაგიკული მოვლენებიდან გამომდინარე, საფრანგეთიდან გაქცევის შემდეგ გააძლიერეს გერმანიის ეკონომიკა. იგივე მოხდა ევროპაში ებრაელების დევნის შემდეგ. ებრაელებმა თურქეთს მიაშურეს და მას მრავალი საინტერესო ინოვაცია შესძინეს. ოსმალთა იმპერია მალე ევროპის ყველაზე ძლიერი ძალა გახდა. წესრიგზე ორიენტირებული მულტიკულტურული ფასეულობებით მუშაობს სინგაპურის ეკონომიკა, სოციუმი, ბიზნესი და კანონმდებლობა.
ამ ოდესღაც მეთევზეების სოფელში ეხლა 4 მილიონი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს. ტროპიკული ჰავით განთქმულმა ქალაქმა, 2019 წელს 19,1 მილიონი ვიზიტორის მოზიდვა შესძლო. ამ უზარმაზარმა რაოდენობამ ტურისტებისამ, სინგაპურს 27 მილიარდი ამერიკული დოლარი შესძინა.
კუნძულოვანი ქვეყნისათვის ტურიზმი უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი ძირითადი, მსხვილი წყაროა. სინგაპურის ტურიზმის საბჭოს (STB) განცხადებით, სინგაპურის ეკონომიკაში ტურიზმის პირდაპირი წვლილი 8%-ს შეადგენს, ხოლო ტურიზმის სფეროში 170 000 ადამიანი დასაქმებული.
თუმცა, სინგაპურის ტურისტული ინდუსტრიის ზრდა არათანაბრად მიმდინარეობს და ხშირად საფრთხეების წინაშე დგება. საფრთხეების დიდი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არსებულ მკაცრ კონკურენციას უკავშირდება. ბანგკოკი, კუალა-ლუმპური, ჯაკარტა და მანილა – სიცოცხლით სავსე მეზობელი ქალაქებია, რომლებიც ტურისტების მოზიდვის კუთხით კონკურენტები არიან. 1990-ინი წლების შუაში, როდესაც რეგიონის მხრიდან კონკურენცია გაიზარდა, სინგაპურში ვიზიტორების რიცხვის კლება შეიმჩნეოდა, აგრეთვე შემცირდა ერთ სულ მოსახლეზე ერთი ვიზიტორის ხარჯი და ქვეყანაში დაყოვნების ხანგრძლივობა.
სინგაპურის ტურიზმის „მუხლებზე დჩოქებაში“ შემდეგმა ფაქტორებმა დიდი როლი ითამაშა:
- აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი,
- 2002 წელს აფეთქებები ბალიზე,
- ომი ერაყში,
- 2003 წლის დასაწყისში, მწვავე რესპირატორული სინდრომის ეპიდემია .
თუმცა, ამ კრიზისების ხედვა ტურიზმის სტრატეგიამ სრულად მოიცვა, ეხლა სინგაპურის ტურიზმი COVID-19-ს ებრძვის და 2020 წლის ივნისში ქვეყნის გაღებისათვის ემზადება.
სინგაპურის ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ – 15 მაისისათვის კორონავირუსის პანდემიის 26.891 შემთხვევა დაფიქსირდა სინგაპურში. გამოჯანმრთელდა 7248 ადამიანი და გარდაიცვალა 21. დაავადების გავრცელება გრძელდება. 15 მაისს კიდევ 793 ახალი შემთქვევა დაფიქსირდა.
სინგაპურის მარკეტინგი
მარკეტინგული სტრატეგია და ბრენდის განვითარების კონცეფცია სინგაპურში შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: კონცეფცია “ახალი აზია – სინგაპური“ 1996 წელს მოვიდა მოქმედებაში. ის კონკურენციის გადალახვის, ადგილობრივი ტურისტული კომპანიების რესტრუქტურიზაციის და სინგაპურის ტურისტული ინდუსტრიისათვის ახალი პროდუქტების შექმნის გენერალური გეგმის ნაწილია. პროექტი კუნძულოვან ქვეყანა-სახელმწიფოში ტურიზმის პრომოციაზე აქტივობებს არ ზღუდავს. ის სინგაპურს, როგორც ახლო აღმოსავლეთის, ავსტრალიის, რეგიონის ნაწილს, განიხილავს. მთავარი ისაა რომ მარკეტინგული და ბრენდინგის კონცეფციები ტურიზმის სტრატეგიასთან ერთად – სინგაპურს, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტურისტული დედაქალაქის ფუნქციას აკისრებს. ეს გახლავთ სინგაპურის ბრენდინგის ახალი და მნიშვნელოვანი მიმართულება!
სინგაპურის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონალურ დედაქალაქად პოზიციონირება
ამ კონცეფციით გამოწვეული სინგაპურის ახლებური მარკეტინგული პოზიციონირება და თარგეთინგი ისაა რომ იგი ტურისტს გონებაში „უჯენს“ „წინადადებას ჩავიდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის დედაქალაქში“. სინამდვილეში სინგაპური ხომ არ გახლავთ პოლიტიკური დედაქალაქი ამ ვებერთელა რეგიონისა რომელიც ჩინეთისა და ავსტრალიის ტერიტორიებსაც ფარავს, მაგრამ ისაა „დედაქალაქის იმიჯის მქონე აგლომერაცია“ ,რომელიც იზიდავს რეგიონის ტურისტს. კონცეფციის მიხედვით, ამ უზარმაზარი რეგიონის დედაქალაქს – სინგაპურს ტურისტები აუცილებლად უნდა ეწვიონ. თუ ისინი რეგიონში იმყოფებიან, აუცილებლად მათ ტრანზიტით უნდა გაიარონ სინგაპური.
ბრენდი „ახალი აზია – სინგაპური“ მოიცავს რეგიონალურ ხედვასა და სტრატეგიას. ასევე, ბრენდი ქვეყნისათვის, როგორც დანიშნულების დამოუკიდებელ ადგილს, უზრუნველყოფს მიზანმიმართულ მარკეტინგულ მიმართულებას. მას სურს, რომ მსოფლიომ სინგაპური განსხვავებულად აღიქვას, როგორც ახალი აზია. სინგაპური კი ახალ აზიის ცენტრად გადააქციოს. ბევრი მხარე და სააგენტო მონაწილეობს ბრენდის „ახალი აზია – სინგაპური“ რეალიზაციაში. ეს ბრენდული სტილი, სინგაპურზე მუდმივი გლობალური ცნობიერების შესაქმნელად დამატებითი კამპანიების დახმარებით, მუდმივ განახლებაშია.
სინგაპურის ბრენდინგი
ბრედინგის პროცესი ევოლუციურია, ვინაიდან ახალ პირობებში სტრატეგიები იცვლება. ბრენდ სინგაპურის ისტორიის პროცესი უფრო ფართო ტურისტული სტრატეგიის ფარგლებში უნდა განვიხილოთ; როგორც უკვე ნახსენები იყო, სინგაპურს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტურისტულ დედაქალაქად გადაქცევა სურს. ის აზიასა და ავსტრალიაში დანიშნულების პუნქტებამდე მოხერხებულ წვდომას სთავაზობს.
კონცეფციის ისტორია
1995 წელს სინგაპურში ტურიზმის დაგეგმვის (NTPC) ოთხი ეროვნული კომიტეტი შეიქმნა. 1996 წელს გამოიცა მოხსენება „ტურიზმი 21: ტურისტული კაპიტალის ხედვა“. ეს მოხსენება ტურიზმის სფეროში სინგაპურის გენერალურ გეგმას წარმოადგენს. ამ კუთხით, ტურიზმის მართვის ეროვნულ სამმართველოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა მიენიჭა, ტურისტული ბიზნესი გადახედვას დაექვემდებარა, ხოლო სინგაპური, როგორც ტურისტული მიმართულება სხვა ადგილას გადაანაცვლეს. 1997 წლის ნოემბერში, სინგაპურის ტურიზმის სამმართველომ, ტურიზმის ხელშეწყობის სინგაპურის საბჭოს (STPB) გადაარქვა სახელი და ტურიზმის სინგაპურის საბჭო დაარქვა (STB).
ბრენდის იდენტურობის ახალი დანიშნულება, „ახალი აზია – სინგაპური“ 1996 წელს მოქმედებაში მოვიდა. STPB-მ გამოაცხადა, რომ პოზიციონირება „თანამედროვე სინგაპურის არსს უკეთესად გამოხატავს“. აღინიშნა, რომ თერთმეწლიანი პოზიცია „გასაოცარი სინგაპური“ „მომწიფებული სინგაპურული ტურისტული პროდუქტის ხარისხს ან სინგაპურის ტურიზმის ხედვას“ აღარ შეესაბამება (STPB, 1996). „ახალი აზია – სინგაპური“ სახელი – შეირჩა მას შემდეგ, რაც სინგაპურში მყოფი 1300 ტურისტის გამოკითხვა ჩატარდა. რესპოდენტებს დაუსვეს კითხვა – სინგაპურზე მიღებული შთაბეჭდილებებიდან რომელი უფრო იყო მიმზიდველი და ალტერნატიული ბრენდებიდან რომელს ანიწებდნენ უპირატესობას. რესპოდენტებმა „ახალი აზია – სინგაპური“ არჩიეს. ამ პროცესის წყალობით „ახალი აზია – სინგაპური“ დანიშნულების პუნქტის ხელახლა შეფუთვასა და განახლებაზე მკაფიო წარმოდგენას იძლევა. ის სინგაპურის ტურიზმის ინდუსტრიისათვის ახალი ინტერესების, ახალი პროდუქტების და ახალი შესაძლებლობების შექმნისაკენაა მიმართული.
„ახალი აზია – სინგაპურის“ პრომოცია სპეციალური კამპანიების მეშვეობით რეგულარულად მიმდინარეობს. მაგალითად, როდესაც მოქმედებაში პირველად მოვიდა, „ახალი აზია – სინგაპურის“ საპრომოციო გეგმა, სლოგანი იყო „რამდენად ადვილია სიამოვნების მიღება. რამდენად ძნელია დავიწყება“. ათასწლეულის მიჯნაზე სარეკლამო კამპანიას „მილენიუმის მანია“ დაერქვა – ქალაქი-სახელმწიფო ახალი ერის დაწყებას მიესალმებოდა და ზეიმობდა. აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, მაშინ, როდესაც მსოფლიო ტურისტული ბაზრის ზრდის ტემპი შენელდა STB-მ ახალი პროექტის „Live it up“-ის კამპანიის ინიცირება დაიწყო. ხოლო, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2003 წლის ბოლოს, ატიპიური პნევმონიის კერების ჩამონათვალიდან სინგაპური ამოიღო, კამპანია სახელწოდებით „სინგაპური გრიალებს“ დაიწყო.
ამგვარი კამპანიები ტაქტიკური ხასიათის მატარებლები არიან, რომლის დროსაც ორიენტირება კონკრეტულ ბაზრებზე ხდება, მიმდინარეობს სპეციალური ღონისძიებები და გამოიკვეთება განსაზღვრული ღირშესანიაშნაობები. ამ ფერადოვან კამპანიებით, „ახალი აზიის – სინგაპურის“ იმიჯის პროპაგანდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება. სარეკლამო განცხადებების ნახვა საერთაშორისო ახალი ამბების ჟურნალებში, გლობალურ სატელევიზიო ქსელებსა და ინტერნეტში შეიძლება.
1964 წლიდან, სინგაპურმა მხოლოდ სამჯერ შეცვალა ტურიზმის პოზიციონირება. 1960 და 1970-იან წლებში სინგაპური „ექსპრეს აზიად“ ითვლებოდა, სადაც აზიური კულტურის, ერების, ფესტივალების და სამზარეულოს ნაზავი იყო.
ყველაფერი ეს ერთ ადგილას, კომფორტულად იყო განთავსებული. 1980-იან წლებში სინგაპურის პოზიციონირება სლოგანით „გასაოცარი სინგაპური“ გაგრძელდა, სადაც თანამედროვეობის კონტრასტული იმიჯი და აზიური ეგზოტიკა იყო გაერთიანებული. ხაზი გაესვა აღმოსავლეთის და დასავლეთის, ახალი და ძველი სამყაროს თანაარსებობას (Chang,2019).
1990-იანი წლებიდან სინგაპური „ახალი აზია -სინგაპურის“ სლოგანით პოზიციონირებს. „გასაოცარი სინგაპურიდან „ახალი აზია – სინგაპურამდე“ ყურადღების გადატანაში ჰარმონიული გადანაცვლება არსებობს.
„გასაოცარი სინგაპური“ – თანამედროვე ქალაქში მოულოდნელი, მრავალფეროვანი და განსხვავებული ეთნიკური კულტურების პერსპექტიული კერაა. „ახალი აზია – სინგაპური“ – რომელშიც ეთნიკური კულტურებია, თანამედროვეობას კარგად შეერწყა. მეტაფორულად „გასაოცარი სინგაპური“ „აღწერს თანამედროვე გარემოში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების „შვედურ მაგიდას“, მაშინ როდესაც „ახალი აზია – სინგაპური“ მხოლოდ სინგაპურს, რომელსაც აღმოსავლეთ და დასავლეთ კულტურების სადნობ ღუმელად წარმოგვიდგენს. ეს უდავოდ საინტერსო და მიმზიდველია.
„ახალი აზია – სინგაპური“ ქალაქ-სახელმწიფოში თანამედროვეობის და განვითარების გადამეტებულ არსებობაზე პასუხია. სინგაპურის თავბრუსდამხვევმა მოდერნიზაციამ და ეკონომიკურმა განვითარებამ გამოიწვია ის, რომ ტურისტები წუხილს გამოთქვამენ – სინგაპური ზედმეტად თანამედროვეაო.
„გასაოცარი სინგაპურიდან“ „ახალი აზია – სინგაპურზე“ რე-ორიენტაცია, ეს არ არის სინგაპურის კულტურულ მიქსში თანამედროვე განვითარების შეყვანა; ნაცვლად ამისა, ბრენდის იმიჯში, ამ სახელმა, აღმოსავლური ეგზოტიკის შეგრძნება უნდა გააღვივოს. სინგაპურის საზოგადოების აზიური ასპექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ტურისტებისათვის ძნელად აღსაქმელი და შესამჩნევია. „ახალი აზია – სინგაპური“ ტურისტებს აქცენტს ქალაქის აღმოსავლურ ასპექტებზე აკეთებინებს. მაგალითად, განმარტებით ბარათში STPB-ს მარკეტინგული დეპარტამენტი აცხადებდა, რომ „ახალი აზიის“ ნახვა სინგაპურელთა ცხოვრების წესში, საჭმელში, მუსიკასა და სხვადასხვა ღირშესანიშნაობებში შეიძლება. ეს აიხსნება იმით, რომ სინგაპურელები თანამედროვე გარემოში ცხოვრობენ, მათი ცხოვრების წესი ცხოვრების ზოგიერთ ტრადიციულ საშუალებას ასახავს.
კონცეფცია „ახალი აზიის“ იმიჯის შექმნა
ისეთი ჩვეულებები, როგორიც მაგალითად, მაღლივ კორპუსებში სარეცხის ბამბუკის ჯოხებზე გაფენა, ისეთი კერძი, როგორიცაა ყველით სავსე roti prata (ინდური ბლითი, ჩვეულებრივ კვერცხით ან შიგთავსის გარეშე, სანელებელით კერით), კულტურული დაწესებულებები, როგორიცაა აზიური ცივილიზაციის მუზეუმი და Esplanade – Theatres on the Bay (სადაც, ტრადიციულ და თანამედროვე აზიურ ხელოვნებას და კულტურას ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით გვაზიარებენ), აგრეთვე ისეთი ადგილები, როგორიცაა Suntec City – თანამედროვე ნაგებობებით, რომელიც უძველესი ჩინური რწმენის – გეომენტიის მიხედვითაა აგებული, ახალი აზიის მაგალითებს წარმოადგენს.
„ახალი აზია – სინგაპური“ ადამიანებს თანამედროვე ფასადის უკან არსებულ აზიურ სულს ახსენებს.
თანამედროვეობის და ეკზოტიკური აზიის შეთავსებით, STB აბორიგენულ სინგაპურს გვიხატავს. STB ამტკიცებს, რომ სინგაპური ვითარდებოდა და ვითარდება აზიურ სტილში და მისი აღმოსავლური ტრადიციები შეიცვალა და მოდერნიზაცია განიცადა. კულტურის ეს მეტამორფოზული ასპექტები ჭეშმარიტად სინგაპურულად ითვლება. ბრედნის ფორმულირება ირიბად მიუთითებს, რომ აზიაც იგივე მიმართულებით მოძრაობს, თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სინგაპური პირველია. სამომავლოდ „ახალი აზია – სინგაპური“ იმედოვნებს ისეთი პროდუქტების შეთავაზებას, რომლებიც ერთდროულად ერთმანეთს ავსებენ და რეგიონში კონკურენტებისაგან გამორჩეული იქნებიან. როგორც მომდევნო ნაწილში იქნება განხილული, სინგაპურს რეგიონალური კონკურენტებისაგან ტურისტების ჩამოცილება არ სურს; ნაცვლად ამისა, STB ცდილობს, რომ ბრენდმა რეგიონალური მიმართულების სხვა იმიჯები შეავსოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია უნებლიედ აღიქვას, როგორც დანიშნულების ერთიანი პუნქტი, რათა რეგიონს უფრო მეტი ტურისტი ეწვიოს და სინგაპური, მოგზაურობის ბაზად და ჰაბად გამოიყენოს.
სად არის აზია სინგაპურში? Merlion – სინგაპურის ტურისტული ხატია, თანამედროვე ქალაქის ცენტრში.
„ახალი აზია – სინგაპურის“ კუთხით ტურიზმის განვითარების მიზნით, STB-მ ასევე რიგი ახალი პროდუქტები შეიმუშავა. ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი პროგრამის (TDAS) განხორციელება დაიწყო. ამ სქემის ფარგლებში 50 მლნ. აშშ დოლარი გამოიყო, რომელიც მომდევნო 10 წელიწადზე იყო გათვლილი. აუცილებლობიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო თანხის დამატებაც. ამის გარდა, ამ თანხების გამოყენებით შესაძლებელი გახდა შესათავაზებელი პროდუტქების შემუშავება, რომლებიც „ახალი აზია – სინგაპურის“ თემასთან თანხვედრაში იქნებოდნენ. მაგალითად, TDAS-ის ფარგლებში, STB-მა და სინგაპურის სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის სახელისუფლო ორგანომ,სინგაპურის აგროტექნოლოგიური პარკების საზღვრებში, ხუთ ურბანულ ფერმას ვიზიტორებზე ორიენტირებული პროგრამების გაფართოებასა და განვითარებაში დაეხმარა. აგროტურიზმის ფარგლებში პარკები, ქალაქის მიწათმფლობელობის ინტენსიური თანამედროვე ტექნოლოგიების ბრენდის დემონსტრირებას, იშვიათ და სინგაპურული სოფლის პირობებში განახორციელებენ. მნახველებს ფერმები ეგზოტიკურ და გაქრობის წინაშე მდგარ მცენარეებს, ეკოლოგიურად სუფთა და პესტიციდების გარეშე ბოსტნეულს, დეკორატიულ თევზებსა და ტროპიკულ ორქიდეას შესთავაზებენ (STB, 2019). გარდა ამისა, TDAS-ის ხელშეწყობით, ტურისტები ველორიკშების გაუმჯობესებული და საიმედო ვერსიით ისარგებლებენ, მათ შედარებით მომზადებული მძროლები მოემსახურებიან. გაუმჯობესებული ავტომობილი აკუმულატორის ძრავით არის აღჭურვილი, მსუბუქი, მინაბოჭკოვანი ეტლი გააჩნია, ხოლო ბორბლები უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. მაგრამ „ველორიკშას ორიგინალური დიაზაინი მის სიძველეს უსვამს ხაზს“ (STB-ს პრეს-რელიზი, 27 სექტემბერი 2012 წელი). ეს ასევე ნიშნავს, რომ ველორიკშას ადვილად შეუძლია ორი მგზავრის გადაყვანა, განსხვავებით თავდაპირველი ვერსიისა, რომელიც ერთ მგზავრზე გათვლილი, უფრო ვიწრო და არამოტორიზებული სატრანსპორტო საშუალება იყო.
გადავაქციოთ სინგაპური „ახალ აზიად“
„ახალი აზია – სინგაპური“ სინგაპურის „არსის“ აღწერას და გადმოცემას ცდილობს. ეს მომენტი STPB-ს მარკეტინგის მიმართულების დეპარტამენტის მოკლე ანგარიშშია ასახული „ახალი აზია – სინგაპური: კონცეფცია“ საქართველოშიც უნდა შევისწავლოთ და იქნებ მან მოგვივლინოს საქართველოსა და კავკასიის ხელახალი დანახვა მსოფლიოსათვის და ჩვენი განვითარებისათვის. აი მაგალითად რას ამბობს სინგაპურის მარკეტინგის კონცეფცია:
„ახალი აზია – სინგაპური“ ეს არ არის პროდუქტი, რომელსაც ადამიანი შეგნებულად ქმნის. ეს არის ჯამი: როგორ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვფიქრობთ. პროდუქტები, სული და გარემო- ყველაფერი ამის გამომხატველია.
STPB-ს მარკეტინგის მიმართულების დეპარტამენტის ანგარიშში ასევე წერია:
მოკლედ, „ახალი აზია – სინგაპური“ დღევანდელი სინგაპურის არსს გამოხატავს: მკაფიო, მრავალკულტურული, დახვეწილი ქალაქი-სახელმწიფო, სადაც ტრადიციები და თანამედროვეობა, აღმოსავლეთი და დასავლეთი ჰარმონიულად არის შერწყმული; ადგილი, სადაც შეიძლება დაინახო და იგრძნო ენერგია, რომელიც ახალ აზია – სინგაპურს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის დინამიზმის ნიმუშად აქცევს.
„ახალი აზია – სინგაპური“ ეს ხედვაა. ის ახალი ტურისტული პროდუქტების (მაგალითად, TDAS-ის დახმარებით) გენერირებას ახდენს და ვიზიტორებისათვის აღქმებსა და იმიჯებს აყალიბებს, ტურისტების ყურადღებას სინგაპურის ცალკეულ შთამბეჭდავ საგნებზე აფიქსირებს. STB, სინგაპურის კულტურული და ქუჩის ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობს. მაგალითად, STB ქალაქის რეკონსტრუქციის, საქალაქო ტრანსპორტის სამმართველოებთან და ნაციონალური პარკის საბჭოსთან თანამშრომლობს, რათა მოხდეს ჩინური კვარტალის გაახალგაზრდავება.
ამ მიზნით იხსნება და ვითარდება: ქუჩის ბაზრობები, აყენებენ ჩინურ საგზაო ნიშნებს, იქმნება მემკვიდრეობის ცენტრი, რაიონში წესრიგში მოყავთ გამწვანება. ყველაფერი ეს „ჩინური კვარტალის განვითარების სახელმძღვანელო გეგმის“ ფარგლებში მიმდინარეობს (STB, 2019). “STB-ს აქტიური მუშაობის კიდევ ერთი მაგალითია ადგილობრივი გარემოს გაახალგაზრდავება, როდესაც ატიპიური პნევმონიის კრიზისის პიკზე, საბჭომ დაიწყო ინიციატივის „ნაბიჯი წინ!“ განხორციელება. ეს იყო კამპანია, რომელიც „სინგაპურელებს სახლიდან გამოსვლას და სოციალურად პასუხისმგებელი ქცევის მანერაში მხიარულად დროის გატარებისაკენ მოუწოდებდა“. პროგრამა „ნაბიჯი წინ!“ ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირებისკენაა მიმართული. STB თვლის, რომ „ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება და ლოკალური გარემოს გამოცოცხლება სინგაპურში ტურისტების დაბრუნების წინაპირობაა“. კიდევ ერთი პროგრამის ფარგლებში, STB მნიშვნელოვან როლს თამაშობს სინგაპურის არტ და კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებაში. მაგალითად, STB-ს გეგმის თანახმად დაარსდა:
- სინგაპურის მხატვრული მუზეუმი,
- აზიური ცივილიზაციის მუზეუმი,
- სინგაპურის ისტორიული მუზეუმი,
- აგრეთვე თეატრები – Theatres by the Bay.
ამჟამად, ისინი ცენტრალური კულტურული დაწესებულებები და ქალაქ-სახელმწიფოს ცნობილი ტურისტული ღირშესანიშნაობებია. ეს არის STB-ს გეგმების ნაწილი – სინგაპურის ახალ აზიად, რეგიონალურ კულტურულ ცენტრად და „კულტურის გლობალურ ქალაქად“ გადაქცევა (STPB და MITA. ამგვარად, მთელ მსოფლიოში „ახალი აზია – სინგაპურის“ პრომოცია არა მარტო მიმდინარეობს, არამედ მოქმედებაშიც მოდის, შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობას შორის ინერგება. ეს აგრეთვე ხედვაა – სახელმწიფო კუნძულის გაახალგაზრდავებისა და გამოცოცხლებისაკენ მიმართული.
New Asia, future of the region
ამავე დროს, როდესაც შემოვიდა ტერმინი „ახალი აზია – სინგაპური“ მოხდა სინგაპურის, როგორც დანიშნულების ადგილად მოაზრებისაკენ სერიოზული გადაადგილება.
ჩვენი მიზანია, მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში სინგაპური წამყვანი ძალა და უნიკალური, მიმზიდველი ადგილი გახდეს, რომელიც, რეგიონალურ განვითარებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ ტურისტულ გამოცდილებას გვთავაზობს.
მიუხედავად იმისა, რომ „ახალი აზია – სინგაპური“ სინგაპურის უნიკალურ და მიმზიდველ ტურისტულ ადგილად გადაქცევისკენაა მიმართული, ის ასევე გაგებული უნდა იქნას, როგორც ქვეყანაში ტურიზმის რეგიონალიზაციასთან დაკავშირებული ფართო გეგმა. ნაცვლად იმისა, რომ ტურისტები მეზობელ მიმართულებებს ჩამოაცილოს, STB-ს სურს, რომ ტურისტებმა ეს მიმართულებებიც აირჩიონ, სინგაპურთან ერთად.
შეზღუდული ფიზიკური რესურსების მქონე ქალაქს, სინგაპურს სურს საკუთარი კონკურენტული მდგომარეობის გადახედვა. STB რეგიონალური თანამშრომლობისკენ ისწრაფვის, ქალაქი-სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ, სინგაპურის ტურისტულ აქტივობებს აფართოებს. მნიშვნელოვანწილად, ბრენდის „ახალი აზია – სინგაპურის“ იმიჯი მეზობელი ქვეყნების ეგზოტიკურ იმიჯებს ავსებს; ბრენდი სინგაპურის თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე ინფორმაციას ავრცელებს, აზიის მომავალ სახეს წარმოაჩენს. ირიბად, სინგაპური აცხადებს, რომ ის ცენტრია და რეგიონის, კონკრეტულად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დედაქალაქი. საკუთარ თავს, მოცემულ რეგიონში უნიკალურად და მოზაიკის ცენტრალურ ფრაგმენტად თვლის. რეგიონალიზაციის გეგმების ფარგლებში STB აცხადებს:
მიზანი შემდეგია: დიდი ქალაქის სინგაპურის უნიკალური მიმზიდველობის მეზობელი მიმართულებების კომპლემენტარულ ბუნებასთან, ისტორიულ და კულტურულ მიმზიდველობასთან გაერთიანება, რათა შეიქმნას უფრო ძლიერი, კოლექტიური ტურისტული პროდუქტი, რომელიც ყველა მხარეს სარგებელს მოუტანს. ეს სტრატეგია ვიზიტორების ნაკადს მნიშვნელოვნად გაზრდის და მთელი ტურისტული დარგის გრძლევადიან კონკურენტუნარიანობას ზოგადად, გააღრმავებს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის (ASEAN) სახელმწიფოების ასოციაციასთან რეგიონალური თანამშრომლობის ძიებაში სინგაპურმა, ფაქტიურად წარმატებას მიაღწია. ASEAN-ის წევრი ქვეყნებია: ბრუენი, ბირმა (მიანმარი), კამბოჯა, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი და ვიეტნამი – პოლიტიკურად განისაზღვრება, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ტურიზმის სფეროში ASEAN-ის თანამშრომლობა პირველად ოფიციალურად 1976 წელს გაფორმდა, მას შემდეგ, რაც ASEAN-ის ვაჭრობისა და ტურიზმის კომიტეტთან ჩამოყალიბდა ტურიზმის ქვეკომიტეტი. 1998 წლის იანვრამდე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. იანვარში ფილიპინებზე, ქალაქ სებუში შედგა ASEAN-ის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრების შეხვედრა (АСЕАН, 1998а). ASEAN-ის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრების ყოველწლიური შეხვედრები მიმართულია „ტურიზმის სფეროში ASEAN-ის ქვეყნების თანამშრომლობისათვის საერთო სიმტკიცის დემონსტრირებისაკენ – ტოპ-დირექტივები, მენეჯმენტი, სტიმული და სიმტკიცე უმაღლეს დონეზე. 1998 წლის თათბირზე ASEAN-ის ქვეყნების მთავრობებმა „ტურიზმის სფეროში ASEAN-ის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა“ მიიღეს (АСЕАН, 1998b). გეგმაში ხუთი სტრატეგიული თემა შედიოდა. ესენია:
- ASEAN რეგიონის, როგორც ერთიანი ტურისტული მიმართულების მარკეტინგი
- ტურიზმში ინვესტიციების სტიმულირება
- ტურიზმთან დაკავშირებული პერსონალი და განვითარება
- ეკოლოგიურად მდგრადი ტურიზმი
- ASEAN წევრ ქვეყნებში მოგაურობის გამარტივებული წესები.
რადგანაც სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ცენტრშია, სინგაპურის ტურიზმის საბჭოს სურს, რომ ამ რეგიონის ვიზიტორებმა სინგაპურით, როგორც მულტიკულტურული ბაზით და “ჰაბით” ისარგებლონ.
უკვე 2001 წლიდან, ASEAN ატარებს კამპანიას – ეწვიეთ ASEAN-ს; თუმცა, ეს რეგიონალური კამპანია, ცალკეული სახელმწიფოების ინდივიდუალურ ძალისხმევებთან შედარებით, შეზღუდულად რჩება. მიუხედავად ამისა, რეგიონალიზაციის საკუთარი სტრატეგიის ფარგლებში, სინგაპური აპირებს რეგიონალური ტურისტული პაკეტების ცენტრალური კომპონენტი გახდეს . მაგალითად, Singapore Airlines, სინგაპურის გავლით, სთავაზობს და პრომოციას უწევს რეგიონალურ ტურისტულ ცენტრებს, ხოლო სინგაპურის აეროპორტები ავიაკომპანიებს მათი, საჰაერო ტრანსპორტის ბაზის სახით გამოყენებას ურჩევს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქალაქების მხრიდან მძაფრი კონკურენციის პირობებში, იმისათვის, რომ სინგაპურმა დამაკავშირებელი ქალაქის სტატუსი მიიღოს, მთავრობამ შექმნა ავიაკვანძების ფონდი. ფონდში აკუმულირებული იქნა 124 მლნ. აშშ დოლარი. თანხა მოხმარდა ავიაკომპანიების შენარჩუნებასა და მოზიდვას (Straits Times, 2012). სინგაპურის რეგიონში ტურისტების მოგზაურობის საწყის და საბოლოო წერტილად გადასაქცევად დაიწყო სტრატეგია „ტურიზმის კარიბჭეს“ რეალიზაცია.
„ახალი აზია – სინგაპური“, პროპაგანდისტული თანამედროვე და აზიური იმიჯით, უნდა ასახავდეს ქვეყანას, როგორც აზიის სატრანსპორტო კვანძს, რომელიც დანიშნულების მეზობელ პუნქტებთან მოხერხებულადაა დაკავშირებული.
რეგიონის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გარდა, სინგაპურის ტურისტულ დედაქალაქად გადაქცევის მეორე სტრატეგია გულისხმობს ქალაქი სახელმწიფოს რეგიონის წარმომადგენლის სახით წარადგინოს – თითქოს იგი მართლაც რეგიონის დედაქალაქია- განსაკუთრებით ხელოვნების და კულტურის განხრით. როგორც ადრე იყო ნათქვამი, კონცეფცია „ახალი აზია – სინგაპური“ სინგაპურის „ხელოვნების გლობალურ ქალაქად“ გარდაქმნისკენაა მიმართული. მაგალითად, აზიური ცივილიზაციის მუზეუმი (ACM) და სინგაპურის ხელოვნების მუზეუმი (SAM) სინგაპურში აზიური ხელოვნების და კულტურული მემკვიდრეობის იმპორტს ახორციელებენ; ACM უძველესი აზიური კულტურული მემკვიდრეობის, დაწყებული ახლო აღმოსაველეთიდან და ჩინეთით დამთავრებული დემონსტრირებას ახდენენ, მაშინ როდესაც SAM – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების რეპრეზენტაციას ეწევა.
გარდა ამისა, სინგაპური არტ-ბიზნესის განვითარებას ცდილობს, გამოფენებზე ცნობილ მხატვრებს იწვევს, აწყობს მასობრივ გამოფენებს და თვითგამოხატვის მიზნით ხელოვანებს საუკეთესო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს. გრანდიოზული და სანახაობრივი კულტურული ღონისძიებები ტურისტებს, როგორც რეგიონიდან, ასევე მის ფარგლებს გარედან მოიზიდავს. თუმცა, ხელოვნების ყოვლისმომცველ და ავტორიტეტულ ქალაქად აღიარების გარდა, სინგაპურს ბიზნესის განვითარება აუქციონების, მუზეუმების მენეჯმენტის, პროფესიონალური სერვისების (მაგალითად, ხელოვნების საკითხებში კონსულტაცია) და დამხმარე სერვისების (მაგალითად, დაზღვევა და რესტავრაცია) მიმართულებით სურს. სინგაპური ახალი აზიური დამაჯერებლობის დემონსტრირებისაკენ მიისწრაფის, აშენებს აზიის რენესანსულ ქალაქს; სურს გახდეს დასავლეთის კულტურული ცენტრების, როგორიცაა ლონდონი და ნიუ-იორკი, აღმოსავლური ანალოგი. გეგმის თანახმად, სინგაპური აზიის, ახალი ადგილია, რომელსაც ტურისტები ეწვევიან, იმიტომ რომ ის რეგიონის კულტურული ცენტრია.
სინგაპურის, როგორც სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის უზარმაზარი რეგიონის ტურისტულ დედაქალაქად გადაქცევის მესამე სტრატეგია მდგომარეობს დახმარების სხვადასხვა მიმართულებით გავრცელებაში. სინგაპურის ტურიზმთან დაკავშირებული კომპანიები, მთელ რეგიონში (ASEAN-ის ფარგლებში) ტურისტულ ინფრასტრუქტურას ავითარებენ და ტურისტული ღირშესანიშნაობების მართვაში ეხმარებიან. მაგალითად, სინგაპურის STB-მ, ტაილანდის ტურიზმის სამმართველოსთან ერთად, ტაილანდში ტურიზმში ინვესტიციების სტიმულირებისათვის მრავალი საინვესტიციო სემინარი ჩაატარა. ტურიზში გარე ინვესტიციების წახალისებით, სინგაპურის ტურისტული კომპანიები – სასტუმროებისა, და ღირშესანიშნაობების ოპერატორები, სატრანსპორტო სერვისები და ა.შ – რეგიონის ტურისტულ რესურსებს იყენებენ და მიმზიდველ საინვესტიციო შემოსავლებს უკან სინგაპურში მოიზიდავენ.
მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა გოჰგოკტოხმა (Goh Chok Toh-მა) ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტროს და STB-ს დაავალა შეემუშავებინათ კამბოჯაში ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმა. როდესაც პრემიერ მინისტრი სიემრეაპში, ანკორის კარიბჭესთან იმყოფებოდა, მან განაცხადა: „თუ თქვენ მუცელი აგტკივდათ, როგორ უნდა მოიქცეთ? თუ გარშემო ტუალეტი არსად არ არის“. ის რა თქმა უნდა ხედავდა სიემრეაპას ტურისტულ პოტენციალს, მაგრამ რაიონში ტურისტებისათვის აუცილებელი კომფორტი შეზღუდული იყო. პრემიერ მინისტრს შეატყობინეს, რომ Singapore Airlines-ის შვილობილი კომპანია Silk Air, უშუალოდ სიემრეაპადან პნომპენში მგზავრების გადაყვანაზე უფლების მიღებაში იყო დაინტერესებული. სწორედ ამის პასუხად პრემიერ მინისტრმა CSR- ფარგლებში სინგაპურის ავიახაზებს სთხოვა ფული ჩაედო მეზობელი ქვეყნების ტუალეტების მოწესრიგებაში. „იქ ხომ რეგიონალური ტურისტები ჩვენგან მიფრინავენ, ამიტომაც უნდა დავეხმაროთ მეზობლებს და ტურისტებს. მარკეტინგული ჯაჭვი ერთნაირად უნდა იყოს ხარისხიანი სინგაპურშიც და მეზობელ რეგიონებშიც“. ამგვარმა მიდგომამ გაამართლა და ეხლა ტურისტული სერვისების ხარისხი მთელს აღმოსავლეთ აზიაში სინგაპურიდან იმართება.
მიგნებები და რეკომენდაციები
ჩვენ შევისწავლეთ სინგაპურის ბრენდინგის სტრატეგია და მისი მარკეტინგის კონცეფცია. დავინახეთ რომ ბრენდინგი სინგაპურში მართლაც რომ გულისა და გონების ჰარმონიული შერწყმით ხორციელდება. ეს სტატია გახლავთ ჩვენი დიდი კონცეფციის მხოლოდ მცირე ნაწილი. ვგეგმავთ საქართველოს სახელმწიფოს წარმოუდგინოთ ქვეყნის განვითარების მარკეტინგული სტრატეგია და ნაციონალური ბრენდინგის გეგმა, რომელიც რეგიონალური თვალსაზრისით იქნება განხილული. სინგაპურმა, მსგავსი სტრატეგიის დანერგვის შემდეგ ტურისტთა ნაკადი თავის ქვეყანაში 2 მილიონიდან 19 მილიონამდე გაზარდა. რამ გამოიწვია ეს სასწაული? ქვეყნის ხელახალმა მარკეტინგმა, მისმა სწორმა პოზიციონირებამ მსოფლიოს თვალში.
ვფიქრობთ, რომ არსებული მიდგომები საინტერესო იქნება საქართველოს ხელისუფლებისათვის და იმ ბიზნესმენებისათვის, რომლებმაც უნდა ააშენონ ახალი ქართული ეროვნული ბრენდი, სწორ მარკეტინგზე დაყრდნობით.
ავტორები: პროფესორი კახაბერ ჯაყელი, IBSU, მარკეტინგის პროგრამების კოორდინატორი, ტრეისი ჯონსი,
ASEAN/Marketing Agency, პროფესორი ჩანგ სენგ სენ გოიამა, ALSM University