ბირჟა და საბირჟო ამბები

COVID – 19 გან მოგებული კომპანიები

კორონავირუსის დროს აშკარა მოგება ნახეს რამოდენიმე ათეულმა კომპანიამ დედამიწის გარშემო. ლიდერები არიან ამაზონი და ვოლმარტი.

საოცარი კომპანია Amazon განაგრძობს ახალ-ახალი ადამიანების დაქირავებას, როგორც იცით ამერიკაში 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა ითხოვა დახმარება უმუშევრობის გამო!

შესაბამისად გაიზარდა ამაზონის ფრონტ ოფისის თანამშრომლების შიში კორონავირუსისაგან და ხშირად სწორედ ამ კითხვებს უსვამდნენ ამაზონის ხელმძღვანელობას – „როგორი არის დაცული ადამიანი COVID – 19 -გან თქვენს ფრონტ ოფისებში“. მოკლედ ეს ვირუსი მართლაც მარკეტინგის თანამდევ ნაწილად გადაიქცა და როცა ამაზონის თანამშრომლები ყვებოდნენ, იმ დამაჯერებელი ზომების შესახებ რასაც ისინი თავიანთ ოფისებში ატარებდნენ ვირუსის წინააღმდეგ, ყველა მშვიდდებოდა და მათ შორის ინვესტორებიც. ამას ისიც ადასტირებს რომ ამაზონის აქცია , რომელიც ბირჟაზე შეგიძლიათ მოძებნოთ როგორც AMZN, მაღალი ფასეულობით გამოირჩეოდა და მისი კურსი პარასკევს იყო – $2,410.22.

ბოლო ერთი წლის ამაზონის კურსის განვითარება:

 

 

ბოლო 5 დღის კურსი:

 

 

შესაბამისად ამაზონის ღირებულებამ მიაღწია – $1.2 trillion-ს.

კორონავირუსის პერიოდში როგორც ვხედავთ ამაზონი იყო დიდი ლიდერი და ასევე ვოლმარტი, რადგანაც ხალხი შეკეტილი თავის სახლებში დიდი რაოდენობით საქონელს იმარაგებს და ასევე მრავალ ონლაინ შეკვეთას ახორციელებს.

ვოლმარტის აქციამ ბოლო წელს შემდეგი გზა გაიარა:

 

 

როგორც ვხედავთ COVID – 19 შემოტევის დროს ვოლმარტის კური ძალიან წინ გაიჭრა და საოცარი წარმატებები მოიპოვა.

ბოლო ხუთი დღის ტესტიც აჩვენებს ვოლმარტის კურსის გაუმჯობესების შესაძლებლობებს:

 

 

მისი კურსი ოთხშაბათს 132 დოლარს აღწევდა ხოლო, ორშაბთს კი გახდა 129.36 დოლარი. მაგრამ თუ დავაკვირდებით ამ კურსის განვითარებას მივხვდებით რომ, თუ ამერიკის ეკონომიკა გაიღება, მაშინ იგი არ გაიზრდება და თუ აშშ-ს ეკონომიკა ისევ ჩაკეტილი დარჩება, ვოლმარტის კურსი შესაძლოა 135 დოლარიც გახდეს.

ნებისმიერი ინფორმაცია ტრამპის ოფისიდან საბირჟო კურსებზე გავლენას გააგრძელებს როგორც ჩანს.

ავტორები: კახაბერ ჯაყელი, ივანე კერესელი