წარმატება პროცესია და შეწყდება მაშინ, როცა კომპანია მოდუნდება
წარმატების მიღწევა ერთხელ და სამუდამოდ მიღწეული მწვერვალი როდია, წარმატება, პროცესია და შეწყდება, მაშინ, როცა კომპანია მოდუნდება. მწვერვალებსა და აღმართებს მუდამ მოსდევს ფერდობები და დაღმართები, რომელებზეც ფეხის დაცდენის შემთხვევაშიც ადამიანმა თუ კორპორაციამ, სიცოცხლის შენარჩუნება და ფეხზე წამოდგომა უნდა შეძლოს, რათა ახალი სისხლითა და განახლებული სიცოცხლისუნარიანობით განაგრძოს მწვერვალების დაპყრობა. სწორედ კომპანიის მიზნისკენ სწრაფვის სტრატეგიაა მარკეტინგი.
ყველა კომპანიას სჭირდება კარგად გაანალიზებული, ცოდნითა და გამოცდილებით დადასტურებული აუჩქარებელი, სწორი ფორმულირებით გადადგმული ნაბიჯები, რათა ბიზნეს ისტორიის „შავ ფურცლებზე“ არ მოხვდნენ. იმ კომპანიების სიაში, რომლებმაც ერთი არასწორი მოქმედებით „გააუფასურეს“ თავიანთი პროდუქტები.
მაგალითად, Volkswagen-მა 2002 წელს გამოუშვა ახალი ავტომობილების მოდელი -Phaeton, რომელიც მათივე დახასიათებით იყო პრემიუმ კლასის სრულმაშტაბიანი ფუფუნების სატრანსპორტო საშუალება.
გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკაში დასრულდა 2006 წელს. გლობალურად კი 2016 წელს. Phaeton გამიზნული იყო ფუფუნების მომხმარებელთა კატეგორიაში, რომლებიც აპირებდნენ შეეძინათ BMW, Mercedes-Benz, Audi & Lexus-ის ავტომობილები. რატომ მოხდა ასე და რა იყო Volkswagen-ის წარუმატებლობის მიზეზი?!
პასუხი მარტივია უბრალოდ, ცუდი მარკეტინგი. კომპანია ყოველთვის ხალხისთვის ხელმისაწვდომ ავტომობილებს უშვებდა. სწორედ ამის გამო მომხმარებელმა ვერ გაიგო, თუ რატომ უნდა ეყიდათ ისეთი საშუალო ბრენდის ავტომობილი 700000 დოლარად, როგორიც Volkswagen-ია და არა BMW, Lexus, Toyota და ა.შ. თუმცა მას შეეძლო შეექმნა ახალი ბრენდი, ისევე როგორც BMW-მ შექმნა MINI, Toyota-მ Lexus ამ შემთხვევებში მშობელი ბრენდები კვლავ ინარჩუნებენ თავიანთ გავლენას ახალ ბრენდზე, მასაც შეეძლო ბაზარზე გაეშვა Phaeton-ი, როგორც ცალკეული და გამორჩეული ბრენდი Volkswagen-ისგან.
ასევე შეგვიძლია მარკეტინგულ სიბეცეს მივაწეროთ კოკა კოლას ქმედება 1985 წელს კოკა კოლამ 99 წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ ხმარებიდან ამოიღო თავდაპირველად გამოშვებული კოლა და მის ნაცვლად გამოუშვა ახალი ფორმულის მქონე, New Coke, უფრო ტკბილი და მსუბუქი გემოთი.
საწყის ეტაპზე, რეკლამირებისა და პროპაგანდის შედეგად New Coke კარგად იყიდებოდა, მაგრამ მალე, საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შედეგად, გაყიდვები შემცირდა, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ფოსტისა თუ ტელეფონის ზარების მეშვეობით. კოკა-კოლას დღეში1500 ზე მეტი განაწყენებული მომხმარებელი უკავშირდებოდა.
ერთ-ერთმა გაბრაზებულმა მომხმარებელმა კომპანიას მისწერა, წლის მთავარი სულელი კომპანია კოკა კოლა არისო. „ძველი კოლას მსმელები“ მასობრივი აქციების მუქარით, მოითხოვდნენ ძველი ფორმულის დაბრუნებას. მიუხედავად ყველაფრისა, კოკა-კოლამ მაინც მოახერხა თავისი ერთგული მომხმარებლების შენარჩუნება, რომლებიც არასწორი მარკეტინგით კინაღამ დაკარგა.
მაგალითებიდან გამომდინარე, მარტივი მისახვედრია, რომ მარკეტინგი კომპანიასა და საზოგადოებას შორის შუამავალია. ამიტომ მას განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფაქიზე სჭირდება. ბიზნესში მარკეტინგის როლი იმდენად დიდია, რომ მისი წარმატებულობა თუ წარუმატებლობა, ძირითადად მასზეა დამოკიდებული. მარკეტინგმა არ უნდა მისცეს ბიზნესს „ჭიად ქცევის საშუალება“, რადგან როგორც კანტი ამბობს „ვინც ჭიად იქცევა, ნუღა დაიჩივლებს, რაღატო მსრესენო“.
ავტორები: მარიამ თვარაძე, ანი ზოზირაშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა