აშშ-ში მარიხუანას მარკეტინგი და მარიხუანას ფესტივალი იწყება

Cultivate MI Solutions LLC-ის მიერ მიჩიგანში რეკრეაციული მარიხუანის გაყიდვების ზრდასათან ერთად, ბუნებრივია უნდა ველოდოთ მარკეტინგული ღონისძიებების გამოჩენას. ტატიანა გრანტი, Tatiana Grant, CEO of Detroit-based Cultivate MI Solutions გახდა პირველი მარკეტინგული კომპანია, რომელმაც შტატში მარიხუანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე ლიცენზია მიიღო. Grant, სპორტის სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობების და Auburn Hills-ში გასართობი სანახაობების კოორდინატორი და Infused PR & Events მფლობელი, აგრეთვე 20 წლის ასაკში Crain’s 20 პრემიის ლაურეატი, ამჟამად აპირებს თავისი პირველი, მარიხუანისადმი მიძღვნილი ფესტივალის ჩატარებას, სადაც მარიხუანა ლეგალურად გაიყიდება.

Crain’s Detroit Business: რა გახდა მარიხუანასთან დაკავშირებულ ღონისძიებისათვის ლიცენზიის მოპოვების მიზეზი?

Grant: 2014 წელს დავაარსე საკვები პროდუქტების მიწოდების კომპანია, სახელწოდებით Flash Delivery. იმის ნაცვლად, რომ წინააღმდეგობა გამეწია Doordash და Uber Eats-თვის, მე კომპანიიდან წასვლა გადავწყვიტე. მაგრამ ჩემმა მენტორმა მითხრა, რომ მარიხუანას მიწოდებაზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება, ვინაიდან ეს უკვე ლეგალური გახდა. ამიტომ გავეცანი ლიცენზიის ტიპებს და ინვესტორიც კი ვნახე. სიმართლე გითხრათ, პროგნოზები, რომელიც უნდა გამეკეთებინა, მკაფიო არ იყო. რჩევისათვის მეგობრებს, კალიფორნიასა და კოლორადოში მივმართე, სადაც მარხუანა ლეგალიზირებული იყო. რთული ბიზნესია, ამიტომ მარკეტინგის მხარეს დარჩენა გადავწყვიტე. PR-ს და მარკეტინგის კუთხით წარმატებული ბიზნესი უკვე მქონდა და მარიხუანასთან დაკავშირებული კომპანიები ამგვარ სერვისებს საჭიროებდნენ. კლიენტმა დეტროიტში ფართოდ მასშტაბური ღონისძიების ჩატარება მთხოვა. ჩავატარე კვლევა და ვნახე ლიცენზია ღონისძიების კოორდინატორზე. როგორც კანონმდებლობაში იყო ჩაწერილი, ნებისმიერი ღონისძიება, სადაც შეგიძლიათ THC-ს მოხმარება, ყიდვა ან გაყიდვა, ლიცენზიას ღონისძიებაზე მოითხოვს. მე ამაში ხელსაყრელი შესაძლებლობა დავინახე.

რა ტიპის ღონისძიებების ჩატარებას აპირებთ?

ჩვენ ღონისძიების პროდიუსერები ვართ. როდესაც The Palace-ში ვმუშაობდი, ღონისძიებების პროდიუსერი ვიყავი. პროფესიით, ფორმალურად ღონისძიებების ორგანიზატორი ვარ. ასე, რომ მოვლენის ნებისმიერი ტიპი, სადაც მარიხუანა მოიხმარება ან იყიდება, უკვე რეალურია. ზოგიერთ კლიენტს სადილების სერია სურს. ვიწრო წრეში ინტიმური შეხვედრა, ინსპირირებული საკვებით, საზეიმო ვახშმით და ა. შ. აი ერთი მაგალითი. ყველაფერი, რისი კურატორიც შეიძლება ვიყოთ – რაც აკეთილშობილებს და ბრენდის, ბალახის პოტენციის და ხარისხის  დემონსტრირებას ახდენს და ა.შ. ჩვენ, ღია სივრცეში შეგვიძლია ეს გზა ბოლომდე გავიაროთ,რაც Cannabis Cup-ის ანალოგიურია. ამ ტიპის ღონისძიებისას, თქვენ პოლიციასთან, სახანძრო სამსახურთან და უსაფრთხოებასთან ურთიერთობის სრულიად განსხვავებულ დონე გაქვთ. სპონსორების რაოდენობამ იმატა. ამას ლიცენზია სჭირდება. როდესაც თქვენ გყავთ მომწოდებლები, რომლებიც ღონისძიების ფართო აუდიტორიაზე მარიხუანას ყიდიან, ლიცენზიის აღება აუცილებელია.

თქვენ ღონისძიების ჩატარებას აპრილში, ჰეიზელ-პარკში აპირებთ? ამის შესახებ, რისი თქმა შეგიძლიათ?

ჯერ-ჯერობით, ბევრი არაფრის. ჩვენ, ღონისძიების ჩატარების მიზნით, მიჩიგანის შტატის შესაბამის ორგანოებს ოფიციალურად უკვე მივმართეთ. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ეს პირველი ლიცენზირებული ღონისძიებაა, სადაც შეძლებთ მარიხუანის ყიდვას და მოხმარებას. ეს იქნება საჯარო ღონისძიება, ცნობილი წამყვანის მონაწილეობით, რომელიც ექსცენტრიული თემატიკით წარსდგება. მარიხუანას ბრენდის და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიჩიგანის ადგილობრივი მცირე საწარმოების მხრიდან ბევრი მონაწილე გვეყოლება. გაითვალისწინეთ სწრაფი კვების კომპონენტიც. ეს იქნება ღონისძიება ღია სივრცეში, სადაც ადამიანებს ექნებათ ბევრი საკვები და გასართობ კომპონენტთან ერთად, ადგილობრივ მცირე ბიზნესს დაუჭერენ მხარს.

მარიხუანას ბიზნესის რომელი სახეობებია ჩართული?

ძირითადად საცალო მოვაჭრეები. ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ მიჩიგანში ან დეტროიტში ფილიალები არ გააჩნიათ, მაგრამ ამ რეგიონში ძალების მოსინჯვა სურთ. ზოგიერთი კომპანია მიჩიგანის ცენტრთან ახლოსაა და ამ ბაზარზე წვდომის სხვა საშუალება არ აქვთ. ღონისძიება მათ მონაწილეობის საშუალებას მისცემს, თუნდაც ეს დროებითი მოვლენა იყოს. მაგრამ, ეს ძირითადად მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდებია. ამ ღონისძიებებზე ადამიანებს რეალურად შეეძლებათ პროდუქტის შეძენა. შეუძლიათ უფრო ახლოს გაეცნონ საცალო ბრენდებს, რომლებიც ადგილობრივი არ არის, მაგრამ მაღაზიებიდან იცნობენ. ჩვენ კლიენტებს პროდუქტების სრული პორტფელის გაყიდვა და მომხმარებლებთან ურთიერთობის საშუალება ექნებათ.

ვინ არიან ღონისძიების სამიზნეები ?

ყველა, ვინც მარიხუანითაა დაინტერესებული. აგრეთვე არსებობს ხანდაზმული და უფროსი ასაკის მოქალაქეები, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ. შესაძლოა, აღქმები იცვლება. ეს ღონისძიება ადამიანებს, რომლებისთვისაც პოლიკნინიკებში სიარული მოუხერხებელია, მწვანე შუქს აუნთებს, საკუთარი თვალით დაანახებს, რა ხდება მსგავს ღონისძიებებზე. ისინი ნაკლები წნეხის ქვეშ არიან და თუ მონაწილეობის მოთხოვნა ან სურვილი აქვთ, მათ ეს შეუძლიათ.  და თვენი ნამდვილი, კონსერვატორი მომხმარებელი, რომელიც წლების განმავლობაში მარიხუანას ეწეოდა, თავს, როგორც საკუთარ სახლში, ისე იგრძნობს. სავარაუდოდ, მათთვის ეს  საზეიმო საქმეა, ღონისძიებაზე საჯაროდ მონაწილეობა და მარიხუანით სიამოვნების მიღება.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს სრულიად ახალი დარგია, რა პრობლემებს აწყდებით?

ჩვენ დიდი დრო დაგვჭირდა. ვიდრე გვსურდა იმაზე მეტი დრო, შტატის შესაბამის ორგანოებში მიმართვას მოვახმარეთ. არსებობს დაზღვევასთან დაკავშირებული გართულებები. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა სადაზღვევო კომპანიის მოძებნა. მთელ ქვეყანაში არსებობს ერთ კომპანია, მაგრამ საკმაოდ ძვირი. ვინაიდან ვხედავთ, რომ ეს დარგი ფართო აღმოჩენაა, მსგავს ღონისძიებებზე ხარჯები უკიდურესად მაღალია. ეს იქნება შემთხვევა, როდესაც მხოლოდ მსხვილი ღონისძიებები შეძლებენ ამ პროცესის გავლას. მხოლოდ მოვლენები, საიდანაც მნიშვნელოვან შემოსავალს პროგნოზირებთ, ამართლებს თავდაპირველ ხარჯებს. ჩვენი სადაზღვევო აგენტებიც კი არ ელოდნენ, რომ შემოსავალი ასეთი მაღალი იქნებოდა. ვხედავ, რომ მოთხოვნა ბაზარზე ინფორმირებულობის და ცნობისმოყვარეობის ზრდასათან ერთად იზრდება, მაგრამ ფასები აუცილებლად უნდა შემცირდეს.

 

სტატია მოამზადა ტრეისი ჯონსმა (Tracey Jones)