რამდენად აკმაყოფილებენ სამშენებლო კომპანიები თბილისში მომავლის კონცეფციას?

თბილისი იზრდება, საარსებო ჰაერი მცირდება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ყოველწლიურად დედაქალაქს რამდენიმე ათეული ახალი საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსი ემატება. მოთხოვნა/მიწოდების ზრდის პარალელურად იზრდება კონკურენციაც. სამშენებლ ო კომპანიების რეკლამებს დღეს ყველგან წააწყდებით. ამ კონკურენციაში გამორჩეულობა კი მარტივი საქმე არაა, თუმცა კომპანიებზე, რომელზეც სტატიაში უნდა მოგიყვეთ, ეს შეძლეს და ბიზნესის ისეთი მიდგომა დაისახა, რომელიც მოგებიანი არა მარტო დეველოპერული კომპანიისთვის, არამედ მომხმარებლისთვისაცაა.

 

  1. რედკო

 

დეველოპერული კომპანია რედკო 2012 წელს დაარსდა და ამ დროიდან მოყოლებული კომპანიის გუნდი ადევნებს თვალს დინამიკას და უახლეს ტენდენციებს თანამედროვე საცხოვრებელი და რეკრეაციული კონცეფციების შემუშავებისთვის.

კომპანიის მიერ პროექტების განხორციელება მოიცავს როგორც აპარტოტელების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და დამატებითი ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, ასევე მათ მშენებლობას და შემდგომ მართვას. იმისათვის, რომ კერძო პირების ინვესტიცია კიდევ უფრო მომგებიანი გახდეს, რედკო გთავაზობთ შეძენილი ბინების გაქირავების მომსახურებას.

რედკოს სერვისებში შედის აშენება, გარემონტება, გაყიდვა და მართვა. რედკოში აპარტამენტის შეძენა საქართველოს 4 რეგიონში შეგიძლიათ.
კომპანიის ბიზნეს პორტფოლიო მოიცავს სხვადასხვა ტიპის პროექტს საქართველოს მასშტაბით:

ბათუმიბათუმი თაუერ – პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი 91 რეზიდენციით და 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო Le Méridien ბათუმი

გუდაურიახალი გუდაური – აპარტოტელების ქსელი, სადაც აპარტამენტების შეძენა 30 კვ.მ.-დან არის შესაძლებელი და 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო Radisson Blu Gudauri

ბაკურიანიველი – სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი
თბილისი • სახლი მზიურთან – საცხოვრებელი კომპლექსი

საშუალოდ 1მ2 ფასია 5200 ლარი

 

  1. მ2

 

კომპანია -ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელი არის საინვესტიციო კომპანია “საქართველოს კაპიტალი“. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.

კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია:

  • უძრავი ქონების განვითარება;
    • ქონების (საკუთრების) მართვა.
    • სასტუმროების ქსელის განვითარება და მართვა;
    • მშენებლობის მენეჯმენტი.

2017 წლიდან კომპანია -ის საქმიანობას სამშენებლო მენეჯმენტის მიმართულება დაემატა.

სამშენებლო კომპანია “ბიქეი კონსთრაქშენი” (რებრენდინგამდე ბკ კაპიტალი) სამშენებლო ბაზარზე 1993 წლიდან მოღვაწეობს. მას მშენებლობის 26-წლიანი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსებისა და სასტუმროების მშენებლობის მიმართულებით.

დღეისათვის კომპანია -ის ანგარიშზე 10 დასრულებული და შესახლებული კომპლექსია. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად ავითარებს სასტუმროების მიმართულებას. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო “რამადა ენკორ თბილისი” 2018 წლის მარტიდან მასპინძლობს სტუმრებს

 საქართველოში ქმნის ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების ახალ სტანდარტებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ინოვაციების დანერგვა შესაძლებლობას გვაძლევს ყოველთვის დავიცვათ მშენებლობის ვადები და განსაკუთრებულად ვიზრუნოთ ხარისხზე.

მშენებლობისას ვიყენებთ ისეთ ნოვატორულ სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი შენობების მდგრადობასა და ენერგოეფექტურობას. ინოვაციური მიდგომებით ვგეგმავთ გარემოს ისე, რომ თითოეული კვადრატული მეტრი ეფექტურად იყოს განაწილებული და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს.

საშუალოდ 1მ2 ფასია 3600 ლარი

 

  1. აქსისი

 

პოსტსაბჭოთა პერიოდსა და სივრცეში გაჩნდა მრავალი გამოწვევა ქვეყნის განვითარების კუთხით. „აქსისი“ იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ეს გამოწვევა მიიღო და გახდა თავისი დარგის პიონერი და სხვადასხვა მიმართულების განვითარების ინიციატორი. ქვეყანაში შემოიტანა თანამედროვე არქიტექტურის, მენეჯმენტისა და მომსახურების სრულიად ახალი მიდგომა. მისმა საქმიანობამ აგრეთვე განაპირობა ახალი დარგებისა და ბიზნესების გაჩენის აუცილებლობა, რითაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

კომპანია დაარსდა 1998 წელს. სწორედ მაშინ აშენდა პირველი ტერასული ტიპის საცხოვრებელი სახლი საქართველოში. მას შემდეგ „აქსისის“ ასოცირება მუდმივად ხდება ინოვაციასა და პირველობასთან. იგი გახდა დარგის ლოკომოტივი და ბაზარზე სტანდარტის დამნერგავი დეველოპერული კომპანია. სწორედ მან შემოიტანა საქართველოში სიტყვა „დეველოპმენტის“ ცნება, დაიწყო პირველი „პალასების“ სერია უნიკალური მომსახურებით და პირველი ტყუპი ცათამბჯენის „აქსის თაუერსის“ მშენებლობა საქართველოში.

ჩვენი პროექტები გამოირჩევა თავისი მასშტაბებით, მრავალფეროვნებით, ინოვაციური მიდგომებით, თანამედროვე არქიტექტურითა და რაც მთავარია ხარისხით, რის გამოც წლებია მომხმარებელი ირჩევს „აქსისს“.

კომპანიის  წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ხარისხიან მასალებთან და ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ერთად არის ის გუნდი, რომელიც ჩართულია პროდუქტის შექმნის სხვადასხვა ეტაპში.

„აქსისმა“ თავისი არსებობის ისტორიაში პროფესიონალთა თაოებები გამოზარდა. მათი ერთგულება, ცოდნა და გამოცდილება წარმოადგენს კომპანიის უმთავრეს აქტივს. ორგანიზაცია აერთიანებს 9 დეპარტამენტს: არქიტექტორულს, საინჟინროს, სამშენებლოს, დიზაინის, პროექტების მართვის, ფინანსების, იურიდიულ, გაყიდვებისა და სერვისის და მარკეტინგის განყოფილებებს. აქსისის გუნდი წლებია ემსახურება საერთო იდეას საერთო ღირებულებებით: ხარისხი, ინოვაცია, განვითარება.
„აქსისის“ ორგანიზაციული სტრუქტურა უნიკალურია იმით, რომ დეველოპმენტში ჩართული სხვადასხვა დარგი მოქცეულია ერთ სამზარეულოში ერთი დეველოპერის გარშემო. ხოლო საბოლოო პროდუქტის მიღებისას ყველა თანამშრომელი გრძნობს თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი შექმნის პროცესში

საშუალოდ 1მ2 ფასია 4500 ლარია

 

მარკეტინგი ამ კომპანიების რომლებიც ზემოთ ჩამოგითვალეთ არის რაფინირებული, მომხმარებელზე ორიენტირებული. ქართველებს უყვართ მარკეტინგული ძიებები როგორც ჩანს , მაგრამ გვაქვს პრობლემებიც, სულ მთლად დაგვავიწყდა მწვანე გარემო რომელიც უკვე თბილისიდან გაქრა.

პაულ რომერის ჩართერული ქალაქები

რა იქნება მომავლის პრობლემა თბილისისათვის? მე ყურადღებით წავიკითხე და გავაანალიზე ნობელის პრემიის ლაურიატის პაულ რომერის ნაშრომი ეგრეთ წოდებული „ჩართერული ქალაქების შესახებ“, ჩანს რომ ისინი ბაზარზე მალე შემოვლენ. ჩართერული ქალაქები უფრო მეტ ბედნიერებას აგრძნობინებს თავის მომხმარებელს ვიდრე ეს თბილისის მსგავს დაუგეგმავ ქალაქს შეუძლია, ჩართერულ ქალაქებში იქნება უფრო მეტი ველოტრეკი, ველოტრანსპორტის ზოლი, ჰაერი და მზე, სისუფთავე და სიმშვიდე, მომარაგება და სიხარული.

ჩართერული ქალაქები სხვა სტილის იქნება, ენერგიას მზის სისტემები გამოიმუშავებს, უნარჩენო გადამუშავების კაბინები ქალაქს ნარცენებისაგან ისე გაწმენდს რომ მოსახელობა ამაში ფულსაც მოიგებს, უნარჩენო ქალაქები, ანუ ქალაქი ნაგავის გარეშე წარმოიგიდგენიათ? ჩართერულ ქალაქებში ყოველი სახლი მწვანე ნარგავებით იქნება გაჯერებული, ხოლო მოსახლეობა მიწასთან იქნება ახლოს. ღრუბლებს ზემოთ ცხოვრება ეს ხანმოკლე პერიოდის გართობაა. თუ გსურს ბედნიერება 3 რამ უნდა გქონდეს:

  • ოჯახი
  • მწვანე გარემო
  • მომავლის რწმენა

ამ ყველაფერს ჩართერული ქალაქები, პირდებიან უკვე მომხმარებელს. ამ ფონზე თბილისი არის დაღლილი დიდი გოლიათი, რომელიც უკონცებციოდ ვითარდება. კომპანიები რა თქმა უნდა დიდ მოგებას ელტვიან! მაგრამ ხალხი დარჩენილი მწვანე საფარის გარეშე დღითი დღე უფრო მეტად განიცდის თავის მიზერულ ყოფას.

როგორც ჩანს მალე საქართველოშიც გაჩნდებიან ჩარტერული ქალაქები და ჩვენი ცხოვრება გარდაიქმნება. ხოლო რა ეშველება თბილისს? ეს კითხვა მეცნიერულ დონეზე უნდა გადაწყდეს! გავითვალისწინოთ პაულ რომერის კონცებცია, ვიაზროვნოთ სამომავლოდ, ჩანვრთოთ ახალგაზრდობა ამ პროცესში და გარდავქმნათ ჩვენი საყვარელი თბილისი მომავლის კონცებციების გამოყენებით.

 

ავტორი: დავით რაშოევი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი