Tesla – ბრენდის სტრატეგია
IBSU, მარკეტინგის პროგრამა
ხელმძღვანელი: კახაბერ ჯაყელი
სტუდენტი: ალინა აკობაშვილი
რა გახსენდებათ, როდესაც გესმით Tesla-ს სახელი? თქვენ ალბათ მაშინვე ილონ მასკზე იწყებთ ფიქრს. ან შესაძლოა გახსენდებათ ის მეგობარი ვინც ყოველთვის Tesla-ზე საუბრობს და მის უპირატესობებს აღნიშნავს. შეიძლება სულაც თქვენ ხართ მეგობრის ამპულაში და თქვენ საუბრობთ ყველგან Tesla-ზე. საერთო ჯამში, ის რაც Tesla-ს ხსენების შემდეგ გახსენდებათ სწორედაც, რომ მიუთითებს მისი ბრენდინგის სტრატეგიის ეფექტურობაზე.
2003 წელს კომპანია გამჩნდა უდიდეს კონკურენტუნარიან ინდუსტრიაში და დაუპირისპირდა უმსხვილეს ავტომწარმოებელ კომპანიებს. მან შეძლო და აღმაჩინა საკუთარი ნიშა, რომელშიც უმოკლეს დროში ლიდერობა მოიპოვა. ის ჩამოყალიბდა როგორც, ერთ-ერთი უმსხვილესი, ლიდერი ელექტრო მანქანების მწარმოებელი კომპანია. დღეს ელექტრო მანქანის ხსენებისას ალბათ ყველა ჩვენგანს გვახსენდება Tesla, რაც მის უდაო ლიდრეობას გულისხმობს.
დღესდღეობით რეკლამა და მარკეტინგი უდიდეს როლს თამაშობს კომპანიის წარმატებაში, თუმცა Tesla აღნიშნავს, რომ თავდაპირველად უნდა ვიცოდეთ თუ რისთვის არსებობს კომპანია რა არის მისი მთავარი ღირებულება და როგორ მივაწვდით ჩვენს ღირებულებებს მომხმარებელს.
ავღნიშნავ იმ 5 მიზეზს თუ რატომ არის ტესლა ლიდერი და რა ხერხებით უმკლავდება მის კონკურენტებს.
$0 მარკეტინგის ბიუჯეტი
როგორც დამწყებ ისე ჩამოყალიბებულ კომპანიებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი თანხის დახარჯვა საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის. მოცემული ხარჯი ტრადიციული მარკეტინგის განხორციელებას გულისხმობს, რომლის მიზანი ძირითადად არის ბრენდის ცნობადობისა და მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდა.
განსხვავებით სხვა ავტომწარმოებელი კომპანიებისა, რომლებიც უამრავ ფულს ხარჯავენ მარკეტინგში, Tesla-ს აქვს სხვა სტრატეგია არჩეული. ილონ მასკმა Twitter-ში აღნიშნა: „ტესლა არ ახორციელებს რეკლამას და არ იხდის რეკლამაში. ამის ნაცვლად, ჩვენ ფულს ვიყენებთ პროდუქტის გაუმჯობესებაში.“ რასაკვირველია ეს სტრატეგია სრულიად განასხვავებს ბრენდს კონკურენტებისგან.
ყველასთვის მომხიბვლელი ოცნება
რა არის ის მომხიბვლელი ოცნება, რომელსაც კომპანია მის მომხმარებელსა და სრულიად დედამიწის მოსახლეობას სთავაზობს? ეს არის მისი მისია „დააჩქაროს მსოფლიოს მდგრად ენერგიაზე გადასვლა“. მოცემული მისია ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ადამიანებს აძლევს იმის იმედს, რომ კომპანია ნამდვილად შეძლებს დიდი წვლილი შეიტანოს დედამიწის გარემოს გუმჯობესებაში. ელექტრო მანქანების წარმოება კი ამის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. Tesla ყოველთვის ცდილობს მისი ელექტრო მანქანები დამატებითი ღირებულებით დატვირთოს, რაშიც იგულისხმება მანქანების გამორჩეული დიზაინი და მისი სისწრაფე.
მომხმარებლის გამოცდილება
Tesla-ს მომხმარებლები ძირითადად არიან ის ადამიანები ვინც ცდილობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. კომპანია თავისმხრივ მაქსიმალურად ცდილობს მათ შესთავაზოს საკუთესო პროდუქტი და შეძენის შემდგომი მომსახურება.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კომპანიას აქვს უშუალო კომუნიკაცია მომხმარებელთან, მათ არ ყავთ დილერები. ის ასევე ცდილობს მომხმარებელს პოზიტიური განწყობა შეუქმნას და დადებითად დაამახსოვროს ბრენდი. მანქანის მფლობელებს Tesla სთავაზობს ყიდვის შემდგომ მომსახურებას, მათ ყავთ მაღალი დონის გამოცდილი ტექნიკოსები, რომლებიც მანქანის დაზიანების შემთხვევაში მოემსახურებიან და სრულიად ახალს დაუბრუნებენ მფლობელს. ამასთან ერთად მომხმარებლებს უფასოდ აქვთ წვდომა დამტენ სადგურებთან და შეუძლიათ უამრავი უპირატესობით სარგებლობა. ეს ყველაფერი ზრდის ბრენდისადმი ლოიალური მომხმარებლების რაოდენობას. ისინი ყოველთვის რეკომენდაციას უწევენ კომპანიას რაც თავისხმრივ კომპანიის ცნობადობას ზრდის და მის მიმართ ნდობას აძლიერებს.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი
ილონ მასკი Tesla-ს განუყოფელი ნაწილია, კომპანიას ამ პიროვნებასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ილონ მასკმა კარგად იცის თუ როგორ მართოს კომპანია და როგორ მოიპოვოს მომხმარებელში ნდობა. ის Twitter-ის საშუალებით აქტიურად ეკონტაქტება საკუთარ გამომწერებს, აწვდის მათ ინფორმაციას კომპანიის შესახებ და გამჭვირვალედ საუბრობს ყველა გამოწვევაზე რის წინაშეც დგას Tesla. ამ მხრივაც გამოირჩევა Tesla მისი კონკურენტი კომპანიებისგან, რადგან სხვა აღმასრულებელი დირექტორები მაქსიმალურად ცდილობენ სიფრთხილე გამოიჩინონ მომხმარებელთან კომუნიკაციის დროს და ნაკლებად საუბრობენ სოციალურ ქსელებში. ილონ მასკი კი პირიქით თვლის, რომ ასეთი ურთიერთობა მომხმარებელთან უფრო გაზრდის მათში ერთგულების გრძნობას, ეს ქმნის მისაწვდომობისა და ავთენტურობის აღქმას.
ეფექტური დიზაინის ელემენტები
ამ ყველაფრის მიუხედავად, Tesla-მ არ მიატოვა ტრადიციული მარკეტინგული სიბრძნე. მაგალითად, მისი ლოგო არის დახვეწილი და გამორჩეული. ელექტროძრავა, რომელიც მათი პროდუქტის მნიშვნელოვანი ნაწლია, ლოგოში “T” ასო ბგერის ფორმას იღებს. გარდა ამისა წითელ ფერს აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა, ის გონებაში დიდი ხანი რჩება რაც ბრენდის დამახსოვრებას იწვევს.
ლოგო და ემბლემა გვახსენებს კომპანიის ფოკუსირებას უკეთესი მომავლისკენ. მათი ყურადღება დეტალებზე აღნიშნავს, რომ ისინი ღრმად ზრუნავენ მათი პროდუქტების ესთეტიურობაზე. Tesla-ს ლოგოს ბრენდინგი წარმოადგენს დიზაინის წარმატებული გამოყენების შესანიშნავ მაგალითს კომპანიის ბრენდის იდენტობის გასაძლიერებლად.