Tesla და მისი ფასიანი ქაღალდები
საერთაშორისო კომპანიებისთვის ფასიანი ქაღალდები მათი წარმატებით ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. როდესაც კომპანიის აქციის ფასი იზრრდება, იზრდება ამ კომპანიის მეწილეების შემოსავალი, კომპანია ხდება მეტად ღირებული და რაც მთავარია მას აქვს ზრდის საშალება. კომპანიის აქციების ფასისა და მისი ცვლილების ისტორიის მიხედვით მსხვილ მასთან თანამშრომლობა. მოდით გავიგოთ ღირს თუ არა Tesla-სთან თანამშრომლობა, როგორია მისი აქციების ფასი, რა ცვლილებები განიცადა მან და რას ველოდოთ მომავალში.
სურათზე მოცემულია Tesla-ს აქციების ფასის ცვლილება ბოლო 5 წლის განმავლობაში. როგორც ჩანს აქციების ფასი საგრძნობლად გაიზარდა, დღეს კი კომპანიის ერთი აქცა $832.63 ღირს. Tesla-ს აქციის ღირებულება მაქსიმალური გახდა 2021 წელს, ეს იყო $1222.
Tesla-მ, როგორც ბრენდმა და ავტომწარმოებელმა, მცირე დროში დიდ წარმატებას მიაღწია. 2020 წლისთვის კი კომპანიის აქციათა ფასის წარმოუდგენელი ზრდა ბიზნესსამყაროს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად იქცა.
Forbes-ის თანახმად, Tesla-ს აქციების ღირებულება 291%-ით გაიზარდა. შედეგად მან 2020 წელს მსოფლიოში ღირებულებით ნომერ პირველი საავტომობილო კომპანიის სტატუსი მოიპოვა, რომლის საბაზრო წილი $254 მილიარდს უტოლდება.
Miller Tabak-ის მარკეტინგის სტრატეგის – მეტ მალის თქმით, ეს წარმატება არც ისეთი შესანიშნავია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. როგორც უოლ სტრიტის მოვაჭრეები იტყოდნენ, საქმე შესაძლოა, გვქონდეს ეკონომიკურ Bubble-თან. მალის აზრით, აქციების ფასის ზრდა გამოწვეულია იმით, რომ აქციების გადამყიდველები სამომავლოდ ჩინეთიდან გაზრდილ მოთხოვნას ვარაუდობენ. თუმცა, თუ ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით არ წავა, შეიძლება, მათ დიდი ზარალი ნახონ, Tesla-ს აქციების ფასი კი საგრძნობლად დაეცეს.
Tesla-ს გარშემო არსებულ თავბრუდამხვევ ვითარებას ანალიტიკოსი ადამ ჯონასიც ეხმაურება. ჯონასი უკვე დიდი ხანია Tesla-ს ბრენდის ანალიტიკოსია.
„ჩვენ გვახარებს Tesla-ს გარშემო განვითარებული მოვლენები და წარმატება. ის სრულად დომინირებს მსოფლიოს მნიშვნელოვან ბაზრებზე go-to-market სტრატეგიითა და ხარისხიანი წარმოებით. თუმცა, ამავდროულად, მინდა აღვნიშნო ფაქტი, რომ პროცესი და თანმხლები რისკები არ არის სათანადოდ შეფასებული,“ – ამბობს ჯონასი.
მიუხედავად ექსპერტების დამაჯერებელი მსჯელობებისა, ყველაფერი შეიძლება იმაზე ბევრად მარტივი იყოს, ვიდრე ჩანს. შესაძლოა, ეკონომიკური Bubble გასკდეს, ან ბრენდმა კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები. თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც კომპანიის წარმატების მძლავრი იარაღია და მისი უგულებელყოფა არც ისე ჭკვიანურია. Tesla-ს წარმატება ბევრ ფაქტორს ეფუძნება, ერთ-ერთი მისი მფლობელის – ილონ მასკის ფაქტორია. მასკის მიმართ ადამიანების განსაკუთრებული დამოკიდებულება ბრენდის მოთხოვნაზეც ახდენს გავლენას.
ამის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს კომპანია Apple-ის მფლობელი – სტივ ჯობსი. ილონ მასკისა და სტივ ჯობსის მსგავსი ლიდერები ადამიანებს შთაგონებით ავსებენ და უკან დიდ სიყვარულს იღებენ. შესაბამისად, სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ აღმოჩნდება, რომ Tesla-ს წარმატება ილონ მასკის პიროვნებას უკავშირდება.
IBSU, მარკეტინგის პროგრამა
ალინა აკობაშვილი