Tesla – დიფერენციაციის სტრატეგია

ალინა აკობაშვილი

მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა მანქანებზე იზრდება, რაც გამოწვეულია, ტექნოლოგიური მიღწევებით, მომხმარებელთა საჭიროებების ცვლილებებითა და მდგრადობის პოლიტიკით. ელექტრო მანქანების ერთ-ერთი წამყვანი და უმსხვილესი მწარმოებელია Tesla, მასთან ერთად მთავარი მოთამაშეები არიან Ford და GM. Tesla აპროექტებს, აწარმოებს და ყიდის ელექტრო მანქანების მასობრივი ბაზრისთვის.

საინტერესოა რომელ სტრატეგიას იყენებს კომპანია იმისათვის, რომ იყოს ლიდერი და კონკურენცია გაუწიოს ელექტრო მანქანების მწარმოებელ კომპანიებს.

Tesla-ს სტრატეგია

Tesla იყენებს დიფერენციაციის სტრატეგიას იმისათვის, რომ კონკურენცია გაუწიოს კონკურენტ კომპანიებს. მისი სტრატეგია გამოიხატება იმაში, რომ ის აწარმოებს ავტომობილების შეუდარებელ მოდელებს, რომლებიც განასხვავებენ Tesla-ს სხვა ავტომწარმოებლებისგან. მისი მანქანების მოდელები აღჭურვილია ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიით, რაც მას მიმზიდველობას მატებს.

2013 წელს კომპანიამ გამოუშვა ახალი მოდელი, Model S, რომელმაც საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა, მოცემული მანქანა იყო ძვირადღირებული და შესაბამისად არ იყო ხელმისაწვდომი ყველასთვის , ამიტომ შემდეგ მან შექმნა Model 3 რომელიც ბიუჯეტური მანქანების კატეგორიას მიეკუთვნება.

Tesla-ს ფართო დიფერენციაციის სტრატეგიის მხარდამჭერი ფუნდამენტური მიზნები მოიცავს: მაღალი ხარისხის პროდუქტის და გამორჩეული დიზაინის მქონე პროდუქტის შექმნა, ამასთან ერთად კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებთან. ტესლა ასევე იყენებს პროდუქტის დიფერენციაციას, მაგალითად ისეთი ბატარეების შექმნა, რომელიც განკუთვნილია ოჯახებისთვის, ეს ეხმარება მას ბიზნესის ზრდაში. მისი ზრდის სტრატეგიის ერთ-ერთი მახასიათებელია ბაზრის პენეტრაცია აგრესიული მარკეტინგით.

Tesla-ს ბიზნეს მოდელი

Tesla-ს უნიკალური ბიზნეს მოდელი განსხვავდება სხვა წამყვანი ავტომწარმოებლების მიერ გამოყენებული ტრადიციული მიდგომებისგან, ელექტრო მანქანების მარკეტინგის, მომსახურებისა და დატენვის კუთხით. ავტომწარმოებლების უმეტესობა – Ford და GM – ყიდიან ფრენჩაიზას დილერებთან. ამის საპირისპიროდ, Tesla იყენებს პირდაპირ გაყიდვებს, რომლებიც მოიცავს 159 შოურუმს სტრატეგიულ ადგილებში აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ა.შ. დიდ ქალაქებში.

Tesla-ს სერვისიც უნიკალურია. მისი სერვის ცენტრების 159 ლოკაცია არსებობს. ფირმამ შეიმუშავა “სერვის პლიუსი” საცალო გეგმა, რომლის მიხედვითაც იგი სთავაზობს მომხმარებლებს ავტომობილების მომსახურებას საცალო ცენტრების მეშვეობით. გარდა ამისა, Tesla იყენებს “Tesla Rangers”-ს (ტექნიკოსებს) მანქანების მომსახურებას ადგილზე ან სახლებში. ტექნიკოსებს ასევე უშუალოდ აქვთ წვდომა მოდელ S-ის მონაცემებზე და პრობლემის დიაგნოსტიკა სერვისის დაწყებამდე.

Tesla არის არა მხოლოდ ელექტრო მანქანების მწარმოებელი, არამედ გლობალური ლიდერი განახლებად ენერგიასთან მიმართებაში. ის საკუთარ მანქანებში იყენებს მოწინავე ტექნოლოგიებს – უახლეს ბატარეებს და ავტოპილოტის სისტემებს. მისი ამჟამინდელი ფართო დიფერენციაციის სტრატეგიის ბიზნეს დასაბუთება არის ის, რომ თავდაპირველმა დიფერენციაციამ საშუალება მისცა ტესლას შეექმნა უნიკალური პროდუქტი – ელექტრო სპორტული მანქანა (Model S) – მაღალი დონის ბაზრისთვის.

მაღალი კლასის მომხმარებლები უფრო მიმღებლები არიან ბაზარზე პირველად შემოტანილი უნიკალური პროდუქტების მიმართ. ამ გზით კომპანია ჩამოყალიბდა, როგორც უნიკალური, პრემიუმ ბრენდი. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც გახდა ძლიერი ბრენდი თავის ინდუსტრიაში და შემცირა წარმოების ხარჯები, Tesla გადავიდა ფართო დიფერენციაციის სტრატეგიაზე, რათა შეექმნა დაბალი ფასიანი მანქანები მასობრივი ბაზრისთვის. ეკოლოგიურად სუფთა მანქანებზე და პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნა ასევე ხელს უწყობს Tesla-ს მანქანებზე მოთხოვნის ზრდას.

Tesla-მ ასევე შეაღწია განახლებადი ენერგიის სექტორში, როგორც მისი ფართო დიფერენციაციის სტრატეგიის ნაწილი. 2015 წელს ფირმამ გამოუშვა თავისი პირველი “სახლის Powerwall და Powerback” ენერგიის შესანახი სისტემები – 210 კვტ/სთ ბატარეების სიმძლავრე – ოჯახებისთვის. ის ასევე თანამშრომლობდა Panasonic-თან Giga-ს ქარხნის დასაფუძნებლად, რათა განევითარებინა ბატარეის ელემენტები მისი ელექტრო მანქანებისა და სახლებისთვის. ქარხანამ გაზარდა Tesla-ს სიმძლავრე და შეამცირა წარმოების ხარჯები.

Tesla Ansoff Matrix

მოცემული მატრიცა იყოფა 4 სტრატეგიად, რომლებსაც სხვადასხვა კომპანიები იყენებენ. რაც შეეხება Tesla-ს, ის იყენებს ოთხივე მათგანს.

  • Market Penetration – გულისხმობს არსებულ ბაზარზე არსებული პროდუქტით შესვლა. კომპანია აწარმოებს რამდენიმე მოდელის მანქანას, ასევე მზის სახურავებსა და პანელებს, სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას მის მომხმარებლებს, აწარმოებს ბატარეებს.
  • Product development – გულისხმობს არსებულ ბაზარზე ახალი პროდუქტით შესვლა. ტესლა ყოველთვის ცდილობს საკუთარი პროდუქტები განავითაროს, დახვეწოს და უკეთესი ვერსია შესათავაზოს მის მომხმარებელს. ის ასევე აწარმოებს ლითიუმის ბატარეებს, რომელსაც იყენებს საკუთარი მანქანებისთვსი თუმცა, აპირებენ ამ ბატარეების გაყიდვას რაც ასევე ახალი პროდუქტი იქნება კომპანიისთვის.
  • Market Development – გულისხმობს არსებული პროდუქტით ახალ ბაზარზე შესვლა. კომპანია ყოველთვის ცდილობს ახალი ბაზარი აითვისოს, ამჯერად მისი სამიზნე არის ინდოეთი სადაც სურს საკუთარი მანქანების გაყიდვა.
  • Diversification – გულისხმობს ახალი პროდუქტით ახალ ბაზარზე შევლა. როდესაც კომპანია გამოჩნდა ის ამ სტრატეგიას იყენებდა და ასე აითვისა ელექტრო მანქანების ბაზარი. Tesla არის ინოვაციური კომპანია ამიტომ ის ყოველთვის იყენებს დივერსიფიკაციის სტრატეგიას, მისი CEO ილონ მასკიც ინოვაციური ადამიანია და შეიძლება ვთქვათ, რომ კომპანია ყოველთვის გაგვაოცებს ახალი იდეებითა და პროდუქტებით.

 

IBSU, მარკეტინგის პროგრამა, სტუდენტი: ალინა აკობაშვილი

ხელმძღვანელი: კახაბერ ჯაყელი