Tesla-ს მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება
IBSU, მარკეტინგის პროგრამა
ხელმძღვანელი: კახაბერ ჯაყელი
სტუდენტი: ალინა აკობაშვილი
თუ გავესაუბრებით Tesla-ს მომხმარებლებს დავრწმუნდებით, რომ კომპანიას მათთან მჭიდრო კავშირი და ურთიერთობა აქვთ. კომპანიას და მის აღმასრულებელ დირეკტორს ილონ მასკს ესმით, რომ მათი პროდუქტი იმაზე ბევრად მეტია ვიდრე მანქანების შეთავაზება მომხმარებლისთვის. მათთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კავშირი და მათთვის უმაღლესი ხარისხის ინოვაციური პროდუქტის შეთავაზება.
Tesla ქმნის მოძრაობას
კომპანია მომხმარებელს მხოლოდ მანქანებს არ სთავაზობს, მისი მისიაა „დააჩქაროს მსოფლიოს მოსახლეობის მდგრად ენერგიაზე გადასვლა“. ამ მისიით ის მის მომხმარებელს რაღაც ღირებულისა და მნიშვნელოვანის ნაწილად ქმნის. როდესაც მომხმარებელი შეიძენს ტესლას პროდუქტებს, ისინი ამით უდიდესი მოძრაობისა და მისიის ნაწილი ხდებიან. ეს გულისხმობს დედამიწის სიცოცხლეზე ზრუნვასა და გაფრთხილებას. ეს კი კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს კომპანიისა და მომხმარებლების კავშირს.
ილონ მასკი ასევე აღნიშნავს, რომ იგი არ აღიქვამს კონკურენტ ავტო მწარმოებელ კომპანიებს როგორც მის მოწინააღმდეგეებს. ის მოუწოდებს მათ, რომ მიბაძონ ტესლას და მათაც აწარმოონ ელექტრო მანქანები. კომპანიის ლიდერი ყოველთვის დიდი სიხარულით ხვდება, როდესაც სხვა კომპანიები ეექტრო მანქანების წარმოებას იწყებენ და თვლის, რომ რაც უფრო მეტი ელექტრო მანქანა იქნება მით უფრო მეტად გავუფრთილდებით ჩვენს გარემოს.
მომხმარებელს სთავაზობს თვითმომსახურებას
აღსანიშნავია, რომ ტესლა საკუთარ ვებ-გვერდზე დაინტერესებულ მომხმარებელს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას. მოცემულია ის ყველა უპირატესობა და მახასიათებლები რაც მანქანას გააჩნია, ასევე ვიზუალური ფოტოსურათები და რაც მტავარია პროდუქტის ფასი. მათ საიტის საშალებით შეუძლიათ შეიძინონ სასურველი მანქანა ან სხვა პროდუქტი, რაც ძალიან კარგია დროის დასაზოგად და უბრალოდ მათთვის ვისაც სურს დამოუკიდებლად შეიძინოს მანქანა.
ამასთან ერთად რა თქმა უნდა ტესლას აქვს შოურუმებიც, სადაც არიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც ეხმარებიან მომხმარებელს სასურველი მანქანის შერჩევაში.
მომხმარებელთან რაც შეიძლება ახლოს ყოფნა
კომპანია მაქსიმლაურად ცდილობს იყოს ახლოს მის მომხმარებელთან, განსხვავებით სხვა კომპანიებისა, რომლებიც თანამშრომლობენ დილერებთან მათი პროდუქტოსა და მომსახურების გასაყიდად, ტესლა ამჯობინებს ჰქონდეს პირდაპირი კავშირი მის მომხმარებელთან. ამით მას შეუძლია გააკონტროლოს მომხმარებლების შთამბეჭდილებები, დაამყაროს მათთან ახლო კავშირი და ამასთან ერთად გაითვალისწინოს მათი შეხედულებები და რჩევები.
პროდუქტის გაუმჯობესება და მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინება
ტესლა მომხმარებელს სთავაზობს ფანტასტიკურ პროდუქტებს, კომპანია ყოველთვის ცდილობს რომ გააუმჯობესოს და განაახლოს ისინი. თავდაპირველად მომხმარებლებისათვის დამტენი სადგურების არ არსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ამის საპასუხოდ კომპანია მაქსიმალურად შეეცადა მათი რაოდენობა გაეზარდა. აშშ-ში და ევროპაში ამჟამად დამტენი სადგურები ხელმისაწვდომია უმსხვილეს სავაჭრო ცენტრებთან, რესტორნებთან, სასტუმროებთან და მაგისტრალებთან ახლოს. რასაკვირველია ეს პრობლემა კვლავ არსებობს და სასურველია მათი რაოდენობა სხვა ქვეყნებშიც გაიზარდოს რათა ელექტრო მანქანების მომხმარებისკენ ვუბიძგოთ ადამიანებს.
ამასთან ერთად ერთ-ერთი პრობლემა რომელსაც ტესლას მომხმარებლები აღნიშნავდნენ არის ის, რომ მანქანის 50%-მდე დატენვას ჭირდებოდა 20 წუთი რაც მათთვის ძალიან დიდ დროს მოითოვს, ამის საპასუხოდ კომპანიამ შესთავაზა მომხმარბლებს მანქანის ძველი აკუმულატორის ახლით ჩანაცვლება სულ რაღაც 90 წამში, რა თქმა უნდა ეს გარკვეულ თანხასთან არის დაკავშირებული.
კომპანია ასევე ცნობილია იმით, რომ ნამდვილად უსმენს და ითვალისწინებს თავისი მომხმარებლების გამოხმაურებას: ის ყოველ კვირას აკეთებს დაახლოებით 20 საინჟინრო ცვლილებას თავის Model S მანქანაში. გარდა ამისა, რემონტის 80%-ის მოგვარება დისტანციურად არის შესაძლებელი რადგან ტესლას ტექნიკოსებს აქვთ წვდომა მანქანასთან. თუ არის რაიმე პრობლემა, რომელიც დისტანციურად ვერ მოგვარდება, ტექნიკოსები წაიყვანენ მანქანას შეაკეთებენ და დააბრუნებენ უკან.
იყავი გულწრფელი და გამჭვირვალე
დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პატიოსნება და გამჭვირვალობა არის Tesla-ს ბრენდის მნიშვნელოვანი ნაწილიც. ეს, ალბათ, მისი სტრატეგიის ნაწილია, რომ გამოირჩეოდეს სხვა ავტომობილების ბრენდებისგან, რომლებიც ბევრად უფრო კონსერვატიულები არიან და ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას მომხმარებელთან კომუნიკაციას. ამის მაგალითია, ის რომ ტესლას ერთ-ერთი მოდელის, model 3-ის მიწოდება შეჩერდა, წარმოების პრობლემების გამო. რამაც რასაკვირველია მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა აქაც გონიერებას მიმართა და Twitter-ის საშუალებით აუხსნა ადამიანებს თუ რატომ არის მიწოდება შეჩერებული და რა პრობლემის წინაშე დგას კომპანია. ამ გულწრფელობით კიდევ უფრო მეტად ხაზი გაესვა Tesla-სთვის მომხმარებელთან ურთიერთობის მნიშვნელოვნებას.