სად ჩავდოთ ფული? EV მარკეტინგში! ტესლა თუ ნიო?

დღეს მსოფლიოს EV ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება. რა არის EV, თუ არა Electro Vehicle, ანუ ელექტრო მანქანა რომლის მიმზიდველობა სწრაფად გაიზარდა.

ტესლა – Tesla (TSLA), ყველაზე საინტერესო კომპანიაა EV ბაზარზე. მის ხელმძღვანელს კარგად იცნობთ, ეს ილონ მასკი გახლავთ. რაც ყველაზე საინტერესოა ტესლას აქცია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადია საფონდო ბირჟებზე და მას ინვესტორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან. ტესლამ 2020 წელს 499000 ავტომობილი ან დონავ მეტიც კი, მიაწოდა ბაზარს.

ტესლას აქციის ფასმა 810 ამერიკულ დოლარს მიაღწია 2021 წლის იანვრის დასაწყისში.

თუ დავაკვირდებით დავინახავთ რომ 2018-2020 წლის განმავლობაში ტესლას აქციის ფასი 62 დოლარიდან იზრდება, იგი არც 810 დოლარზე გაჩერდება, რადგანაც მოთხოვნა ელექტრო მანქანებზე ყოველივეს იპყრობს.

ამ მიმზიდველ აქციაში რომ ჩაგედოთ 1000 ამერიკული დოლარი 2018 წლის დასაწყისში როცა მისი აქცია დაახლოვებით 66 დოლარი ღირდა, ეხლა გექნებოდათ დაახლოვებით – 12272 ამერიკული დოლარი.  ამგვარი მომგებიანობა ძალიან მიმზიდველია მსოფლიო ინვესტორებისათვის.

რა ხდება EV ბაზარზე? აქ საოცარი დოღია, რომლებშიც ქვეყნები ჩაერთნენ. ნაციონალური მარკეტინგი მოწინავე ქვეყნების ლიდერებს აიძულებს რაიმე შთამბეჭდავი ნაბიჯი გადადგან გარემოს დაცვის კუთხით და აი შანსიც. ნორვეგია ლიდერობს ელექტრო მანქანების რაოდენობაში. ამას ნაციონალურ მარკეტინგში EV Adoption Rate-ს უწოდებენ. ანუ ქვეყნებისათვის მნიშვნელოვანი გახდა ელექტრო მანქანების რაოდენობა და სიხშირე. ნორვეგია EV Market-ით ლიდერობდა, მანამ სანამ მას დიდი კონკურენცია არ გამოუცხადა ჩინეთმა.

ჩინეთი საოცარი სახელმწიფოა. მისი კომუნისტი ლიდერები ძალიან კარგად გრძნობენ მსოფლიო ეკონომიკის და ასევე მარკეტინგის მაჯისცემას. ჩინეთმა რამოდენიმე წლის წინ გადაწყვიტა ელექტრო მანქანების უზარმაზარი ბაზარი შეექმნა და ყვითელი დრაკონის EV აღმასვლა დაიწყო.

ჩინელები ყოველივეს დასძლევენ მოთმინებითა და განუმეორებელი სიბეჯითით – ამბობს მათი 5000 წლოვანი ანდაზა. აქაც ჩინელებმა იშრომეს და როგორც რამოდენიმე წლის წინ შექმნეს მსოფლიოში პირველი ავტოინდუსტრია, ეხლაც შექმნეს ელექტრო მანქანების EV ინდუსტრია. ამ ინდუსტრიაში რამოდენიმე წამყვანი ბრენდია. მათზე დაწვრილებით შემდეგ სტატიებში მოგიყვებით. ეხლა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მათგანზე შევჩერდებით – ეს გახლავთ ნიო.

NIO-ს ელექტრო ავტომობილს ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება ახასიათებს. მის პაკეტებს შორის გამოირჩევა:

  • AI – ხელოვნური ინტელექტი;
  • ავტომობილი საუბარს და ხმას კარგად არჩევს და ემორჩილება
  • სისწრაფე მისაღებია

ნიო-მ მხოლოდ 43728 ავტომობილი მიაწოდა ბაზარს 2020 წელს მაგრამ წინა წელთან შედარებით მისი საბაზრო წილი 112% -ით გაიზარდა. ნიოს აქციის ფასი 19%-ით „ახტა“ და მეტად საინტერესოდ გამოიყურება ინვესტორებისათვის.

ეხლა ჩავატაროთ ბენჩმარკინგი ტესლასა და ნიოს შორის.

  1. NIO ისევე როგორც TESLA ელექტრო ავტომობილების EV ბაზარზე პრემიალურ სეგმენტს იკავებს;
  2. ნიოს, ისევე როგორც ტესლას, მოხმარებლის გონებაში პრემიალურ ბრენდად უნდა რომ წარმოჩინდეს;
  3. სამოძრავო დისტანცია ნიოს აქვს 510 კილომეტრი; .
  4. სისწრაფე 0 დან 100 კილომეტრამდე საათში ნიო-ს  მიერ 4,4 წამში მიიღწევა;
  5. ნიოს ხელოვნური ინტელექტის რობოტი NOMI გვთავაზობს მაღალი დონის ხმოვან იტერაქციას მძღოლთან.
  6. ხმის შეცნობა და ხელოვნური ინტელექტი, ვერბალური ბრძანებები და AI ინტელექტი ჩინურ ბრენდს – ნიოს ტესლაზე უკეთესი აქვს.
  7. ფუნდამენტური და ტექნიკური ანალიზით ნიო, როგორც ბრენდი და როგორც საინვესტიციო ფასეულობა ტესლას არ ჩამოუვარდება.

გაწვდით NIO-ს აქციის განვითარების ჩარტს:

NIO-ს ერთი აქციის ფასი 2020 წლის დასაწყისში 3,45 დოლარი ღირდა. ეხლა კი მისმა ფასმა 54 დოლარს მიაღწია. რომ გეყიდათ 1000 დოლარით ნიოს აქციები 2020 წელს შესაძლოა 4 დოლარად 250 ცალი აქცია შეგეძინათ, რომელთა ფასი დღეს უკვე 13.500 ამერიკული დოლარი იქნებოდა.

„ფული ხელის ჭუჭყია“, როგორც ამბობენ მაგრამ შესაძლო ან ფაქტიური ამონაგები მაინც ჩვენი გონების სისხარტეზე მიუთითებს.

ბრენდებში გასანხორციელებელ საინვესტიციო სტრატეგიებზე შემდეგ დაწვრილებით მოგითხობთ.

 

პროფესორი კახაბერ ჯაყელი

IBSU, მარკეტინგის პროგრამების კოორდინატორი