To accelerate the World’s transition to sustainable energy
ალინა აკობაშვილი
იმისათვის, რომ კომპანია იყოს წარმატებული და ერთ-ერთი გამორჩეული ბაზარზე, საჭიროა კომპანიის დამფუძნებლებმა მკაფიოდ განსაზღვრონ მისია. ეს არის მთავარი იდეა, რომლისთვისაც ორგანიზაცია მუშაობს, მისი არსებობის მიზეზი. შეიძლება ითქვას, რომ მისია არის კომპანიის გრძელვადიანი მიზანი და მისი საქმიანობის არსი. რასაკვირველია მისია შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს ან მოდიფიკაცია განიცადოს, თუმცა მისი მთავარი აზრი ყოველთვის უცვლელი იქნება.
გიგანტი კომპანიები ცდილობენ შექმნან აზრიანი და მოტივაციის შემქმნელი მისიის განაცხადი, ხაზს უსვამენ კომპანიის ძლიერ მხარეებს. მაგალითად „ნაიკი“, მისი მისიაა „ჩვენ მსოფლიოს ყველა სპორტსმენს შთაგონებასა და ინოვაციას ვთავაზობთ“. ამ უძლიერეს კომპანიას აქვს ბაზარზე ორიენტირებული მისია რაც მისი წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.
„ნაიკის“ მსგავსად საინტერესოა ასევე კომპანია “Tesla”, რომლის მისა „დავაჩქაროთ მსოფლიოს მდგრადი ენერგიის წყაროზე გადასვლა“. ცხადია, რომ ტესლა მომავლის კომპანიაა, რომელიც თანამედროვე დიზაინსა და მდგრადი განვითარების კონცეფციებით ცვლის სატრანსპორტო ინდუსტრიას. დამანგრეველი ინოვაციური ძალა უკვე იგრძნობა ელექტრონული მანქანების ინდუსტრიაში და სადისტრიბუციო ქსელში. “Tesla”-ს სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ინოვაციურობა. ინოვაცია, რომელიც ქმნის ახალ ბაზარს და ახალ ღირებულებას, ძველი სააბზრო ლიდერების, პროდუქტებისა და კონცეფციების ჩანაცვლებით.
კომპანიის მისიის განაცხადის მთავარი კომპონენტებია:
- დააჩქაროს გლობალური ცვლილებები. Tesla-ს მთელი ბიზნეს მოდელი ეფუძნება მის გადაწყვეტილებას, მიიყვანოს მსოფლიო ენერგიის ტრადიციული მოხმარებიდან უფრო მდგრადი და სუფთა ენერგიის წყაროებამდე, განსაკუთრებით საავტომობილო მანქანების ინდუსტრიაში. ტესლა მიუთითებს, რომ დროა მსოფლიომ დააფასოს პლანეტის სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა და ეს იწყება ენერგიის წყაროებით, რომლებიც გამოიყენება ყველა სექტორში. მისი მანქანების მოდელების ფართო სპექტრი მიუთითებს, იმას რომ კომპანია ასრულებს საკუთარ მისიას.
- კომუნიკაციის გაუმჯობესება. სუფთა და მდგრადი ენერგიის საშუალებით, Tesla პირდაპირ ხელს უწყობს საზოგადოების საერთო კეთილდღეობას და მათი ჯანმრთელობის გაუნჯობესებას გარემოს ნაკლები დაბინძურებით. ტესლა მომხმარებელს სთავაზობს ბევრად ეფექტურ სატრანსპორტო საშალებებე, რომლებიც მნიშვნელოვნად ეკონომიური და ბიუჯეტურია. ასევე ქმნის მზის პანელებს, რაც კაცობრიობის სუფთა და მწვანე მომავლის საწინდარია.
- მოლოდინის გადაჭარბება. Tesla პატივს სცემს მომხმარებლების მოთხოვნილებებს, სწორედ ამიტომ ის საშუალებას აძლევს მათ წვლილი შეიტანონ მანქანის დიზაინის ცვლილებაში, მომხმარებელს შეუძლია სასურველი დიზაინის მანქანა შეუკვეთოს. მსგავსი სახის მომსახურება კონკურენტ კომპანიებში იშიათია, ეს არის კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტორი. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად არის ჩართული ტექნოლოგიების განვითარებაში, სადაც მდგრადობა არის ძირითადი ფაქტორი.
ტესლას მთავარი ღირებულებებია: საუკეთესოს კეთება, რისკების მართვა პატივისცემა, მუდმივი შემეცნება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. Tesla იყენებს ამ ფასეულობებს, როგორც პრინციპებს, რომლებიც არეგულირებს ყველა დაინტერესებული მხარის და მისი სამუშაო ძალის საერთო დამოკიდებულებასა და პრაქტიკას.
კომპანიის სლოგანია: “To accelerate the advent of sustainable transport and electric technology. „დააჩქაროს მდგრადი ტრანსპორტისა და ელექტრო ტექნოლოგიების გამოჩენა.“
IBSU, მარკეტინგის პროგრამა
სტუდენტი: ალინა აკობაშვილი