TOP 10 განსაკუთრებული პროდუქტი ქართული ბრენდების მაგალითზე

უკვე დროა განვიხილოთ ის ქართული ბრენდები, რომლებიც გამორჩეულები არიან არა მარტო საქართველოში არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

  1. Janini – ჯანინი

ბრენდი JANINI ქართულ ბაზარზე 2016 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა და მაშინვე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან.

მისი შემქმნელი ნინო ჯანიძე პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა, სრულიად განსხვავებულ სფეროში მოსინჯა ძალები. იგი ორიგინალური დიზაინის, დახვეწილ, გემოვნებიან და რაც მთავარია, საავტორო სამკაულს საკუთარი ხელით ამზადებს.

სამკაულები სუტაჟისგან მზადდება. „ჯანინის“ სამკაულს თავისი განსხვავებული სტილითა და ფერთა შეხამებით ძალიან ბევრი ცნობს და გამოარჩევს.

„ჯანინის“ მომხმარებლები არიან, როგორც ქართველები, ისე უცხოელები. შოურუმში მონაწილეობის დროს კოლექციის საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ უცხოელებმა შეიძინეს.

ბრენდის მთავარი მიზანია ექსპორტზე გასვლა და საქართველოს გარდა მისი შეძენა უკვე შესაძლებელია უკრაინაში.

 

 

 

 

 

  1. „გრევ“

„გრევ“-ი არის კიდევ ერთი ქართული ბრენდი, რომელიც გვთავაზობს მრავალფეროვან სამკაულებს. მისი დამაარსებელია ბნ. გია რევაზიშვილი და ბრენდის სახელიც სწორედ მისი სახელისა და გვარისგან მომდინარეობს. იგი დიდ ყურადღებას უთმობს არა მარტო ბრენდის წარმატებაზე ზრუნვას, არამედ მომავალი თაობის გამოზრდასაც. იგი დაინტერესებულ პირებს უფლებას აძლევს დაეუფლონ ცივი მინანქრით მუშაობის ტექნოლოგიას და გახდნენ ამ მრავალფეროვანი ისტორიის შემოქმედნი.

 

 

ზოგადად სამკაულებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ადამიანის შინაგანი სამყაროსა და განწყობის გამოსახატად და სწორედ ამიტომ “გრევ”-ში თითოეული სამკაული განსაკუთრებული მონდომებით და სიყვარულით მზადდება. სწორედ ეს განაპირობებს გამოყენებული მასალებისა (თხევადი კრისტალი, ოქრო, მარგალიტი, ბრილიანტი, ვერცხლი, ბუნებრივი საფირი, ფირუზი და ა.შ.) და ტექნოლოგიების არჩევანს.

 

  1. მარიამ გიორგაძე – MG

ქართული ბრენდი “მარიამ გიორგაძე – MG” ექსკლუზიური ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების წარმოებაზე ორიენტირებული საოჯახო ბიზნესია, რომელიც 2009 წლიდან უმაღლესი ხარისხის ნატურალური ტყავის ორიგინალურ ჩანთებს, ქამრებს, ჰალსტუხებს, საფულეებს, საათებს და სხვა 100% ხელნაკეთ ნაწარმს სპეციალური შეკვეთით ამზადებს.

ბრენდი – “მარიამ გიორგაძე – MG” ექსკლუზიური ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების ქართული ბრენდია.

ბრენდს ტყავის დამუშავების საკუთარი ტექნოლოგია გამოარჩევს. ყოველი აქსესუარი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნატურალური ნედლეულით მზადდება, რომელიც ყოველ ჯერზე დამკვეთის სურვილით ირჩევა. ტყავი სპეციალური დამუშავების შემდეგ განსაკუთრებულ თვისებებს იძენს და მხოლოდ ამის შემდეგ მზადდება მისგან სასურველი ნაწარმი.

ბრენდი ძირითადში ორიენტირებულია ექსკლუზიური ჩანთების, ქამრების, ჰალსტურების, საფულეების და საათების შექმნაზე, თუმცა პერიოდულად მზადდება სხვა აქსესუარებიც როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის.

 

  1. „ტომარა“

ქართული ჩანთების ბრენდი „ტომარა“ სამმა მეგობარმა ნატალი ნოზაძემ, ქეთა რატიანმა და მარიამ შენგელიამ სპონტანურად შექმნეს. მათი პირველი ჩანთები 2015 წლის აგვისტოში შეიკერა ლიმიტირებული რაოდენობით. მინიმალური სასტარტო კაპიტალისა და მინიმალური რეკლამის მიუხედავად ბრენდმა მალევე დიდი აღიარება მოიპოვა და დიდი დაინტერესება გამოიწვია. თავდაპირველად ბრენდი წარმოებისთვის მხოლო დ ტყავს იყენებდა, რადგან მათი მთავარი პრინციპია საუკეთრსო ხარისხი, მაგრამ შემდგომ გადაწყვიტეს პროდუქცია სხვადასხვა სეგმენტის და ასაკის მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინათ რის გამოც პროდუქტის წარმოებაში დაემატა მაღალი ხარისხის ტყავის შემცვლელი და ნატურალური ქსოვილები.

საქართველოს გარდა, „ტომარას“ მიერ წარმოებული ჩანთები ნიუ-იორკის მაღაზია Malat-ში და მოსკოვის In love with Georgia-ში წარმატებით იყიდება.

ამ ეტაპზე „ტომარა“ მხოლოდ ქალბატონებს სთავაზობს ჩანთებს, თუმცა მეგობრები სამომავლოდ წარმოების გაზრდას, ბრენდის გაფართოებას და პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავენ.

 

  1. Crosty

ეს არის ფეხსაცმელების ძვირადღირებული ქართული ბრენდი რომელიც 2015 წელს დაარსეს ძმებმა გიორგი და შოთა მიქაიამ. ბრენდი აერთიანებს ქართული ფეხსაცმლის დამზადების ტრადიციებს თამამი ნიმუშებით, რომლებიც საუბრობენ შემოქმედებითობაზე, პროგრესზე და უპირველეს ყოვლისა თავისუფლებაზე.

ეს არის ბრენდი, რომელიც მსოფლიოს იპყრობს და დამაარსებლების თავდაპირველი მიზანიც სწორედ ეს იყო.

საქართველოში მასალების სიმცირის გამო ბრენდი თავდაპირველად თურქულ ტყავს იყენებდა, მაგრამ მისი გამოყენება მალევე შეწყვიტა, რადგან ბრენდი ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს და ზუსტად ამიტომ დაიწყეს უმაღლესი ხარისხის მასალების ძებნა, რასაც იტალიაში მიაკვლიეს. მათ ორი თვე გაატარეს რეგიონში, სადაც ყველა წარმატებული ბრენდი – Givenchy, Prada, Balenciaga თუ Chanel იწარმოება. ამის შემდეგ გააფორმეს კონტრაქტი მწარმოებლებთან და დაბრუნდნენ საქართველოში, სადაც უკვე საკუთარი პროდუქციის წარმოებას შეუდგნენ. იდეა გაჩნდა 2015 წლის ნოემბერში პროდუქტი კი გაყიდვაში ჩაეშვა 2016 წლის ნოემბერში.

ბრენდის დაარსებიდან 2 წლის შემდეგ იგი უკვე მსოფლიოს 17 ქვეყანაში იყიდებოდა. მისი ფეხსაცმლის ფასი კი 300 დოლარს აჭარბებს.

 

  1. ზარაფხანა

ეს მრავალსაუკუნოვანი ქართული საიუველირო მაღაზიაა, რომელიც 1939 წელს დაარსდა. თავიდან ის საწარმოს წარმოადგენდა და მას ,,ეროვნული ზარაფხანა’’ ერქვა, 2005 წელს კი კერძო საკუთრება გახდა. კომპანია იყენებს ბუნებრივ ქვებს, როგორც ძვირფას, ასევე არაძვირფასს და იყენებს ოქროს, ვერცხლს და თითბერს.

 

 

კომპანია იყენებს ძველ ოქრომჭედლობის ტრადიციებს პროდუქციის დამზადების დროს, მიუხედავად ამისა თანამედროვეობას არასოდეს ჩამორჩება, სწორედ ეს გამოარჩევს მას კონკურენტებისაგან. კომპანია სწავლობს მომხმარებლების სურვილებს და ითვალისწინებს მოდის ტენდენციებსაც.

 

  1. ავთანდილი

მოდის სახლი ,,ავთანდილი’’ 2000 წელს დაარსა ავთანდილ ცქვიტინიძემ, რომელიც უამრავი ჯილდოს მფლობელია და მისი პოპულარობა ცდება საქართველოს ფარგლებს. კომპანია აწარმოებს სამოსს და აქსესუარებს. საქართველოს ტერიტორიაზე მოდის სახლს გააჩნია მაღაზიები ორ ქალაქში: თბილისსა და ბათუმში. ავთანდილის მიერ შექმნილი კოლექცია ყოველთვის გამოირჩევა უნიკალურობით, სიახლეებითა და თანამედროვე მოდური ტენდეციებით.

 

 

 

 

 

  1. დოთსი

მეორე ცნობილი მოდის სახლი ,,დოთსი’’, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მოდისა და ცხოვრების სტილის შერწყმას, ასევე აქ შეხვდებით არა ერთი, არამედ რამდენიმე ნიჭიერი ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს. კომპანიის პროდუქტი მოიცავს სამოსს, ფეხსაცმელს, აქსესუარებსა და სუვენირებს.

 

კომპანიის მთავარი მიზანი და სლოგანია ,,ჩაიცვი ქართული’’. ,,დოთსი’’ ცდილობს ხელი შეუწყოს ქართველი დიზაინერების პოპულარობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

 

  1. სოაპია

“სოაპია” ახალი ქართული ბრენდია, რომელიც აწარმოებს თავის მოვლის საშუალებებს, კერძოდ ხელნაკეთი საპნები, ტანის ლოსიონები, კარაქები და აბაზანის სანელებლები. კომპანია 2018 წელს დაარსდა და საკმაოდ წარმატებით ახორციელებს ონლაინ გაყიდვებს. მომხმარებლებს იზიდავს როგორც ვიზუალი, ასევე ნატურალური ინგრედიენტები, რომელიც ჯანმრთელობისთვის გაცილებით უფრო უსაფრთხოა. კომპანია სამომავლოდ გეგმავს ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას, სხვადასხვა ბრენდის მაღაზიებში შესვლას და საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლასაც.

 

 

  1. ANOUKI

,,ANOUKI ARESHIDZE’’ არის მესამე ქართული წარმატებული მოდის სახლი, რომელიც დამაარსებლის, ანუკი არაშიძის სახელს ატარებს. მოდის სახლი მომხმარებელს სთავაზობს სამოსს და აქსესუარებს.მოდის სახლის პოპულარობა ცდება საქართველოს ფარგლებს და მას უამრავი მომხმარებელი ყავს საზღვარგარეთაც. დიზაინერი საკმაოდ ხშირად ესწრება მოდის კვირეულებს უცხოეთში, ამიტომ მისი სამოსი არასოდეს ჩამორჩება მოდურ ტენდენციებს.

 

ავტორები: მარიამ მიქელაძე, ლიკა დავაძე
IBSU, მარკეტინგის და მენეჯმენტის პროგრამა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი