TOP 10 განსაკუთრებული პროდუქტი მსოფლიოში

განსაკუთრებულ პროდუქტს ან მომსახურეობას გამორჩეული ფსიქოლოგიური ეფექტისათვის ელტვის მომხმარებელი. ამ ფსიქოლოგიურ ეფექტს დიდმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ ჰარალად მასლოუმ უწოდა სწორედ – პატივისცემის მოთხოვნილება. აქ საუბარია უფრო საკუთარი თავის პატივისცემაზე. მასლოუმ არ იცის „რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია“, მაგრამ იგი როგორც რეალური დოქტორი ფაუსტი ჩაუკვირდა ადამიანის სულს და აღმოაჩინა – საკუთარი თავის დაჯილდოვების ეფექტი. „აჰა შენ ჯონ როლექსი, დროა“ – ეუბნება ვინმე გამდიდრებული ჯონი საკუთარ თავს და ჩუქმნის მეორე „იდეალურ ჯონს“ სოციალურ სივრცეში ცნობად ბრენდ საათს. აი ასე შეიძლება გავახასიათოთ განსაკუთრებული პროდუქტი რომლის გამო დედამიწაზე ალბათ უამრავი ომიც კი მომხდარა.

მაგრამ მარკეტინგის თვალსაზრისით, ზოგადად განსაკუთრებული პროდუქტი არის პროდუქტი, რომელსაც უნიკალური მახასიათებლები ან ბრენდი აქვს, რომლის შესაძენად მყიდველთა გარკვეული ჯგუფი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს. მისი ფასი არის მაღალი, ხდება ექსკლუზიური დისტრიბუცია ერთ  ან რამდენიმე მაღაზიაში. განსაკუთრებულ  პროდუქტად შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი ფუფუნების საქონელი  როგორიცაა:

 

  1. ლუის ვიტონი – Louis Vuitton

1854 წელს დაიწყო Louis Vuitton-ის მოდის სახლის ისტორია. ლუის მიერ შექმნილი ჩანთების მოდელები ძალიან მალე მთელ საფრანგეთში პოპულარული გახდა, რასაც ხელი შეუწყო  ნაპოლეონ III-ის ცოლის 1855 წელს კომპანიამ ლონდონში, სახელგანთქმულ Oxford street-ზე პირველი ინგლისური მაღაზია გახსნა.

1959 წელს გადაწყდა შეეცვალათ სახელგანთქმული მონოგრამა, რათა გამოეყენებინათ იგი არა მარტო მსხვილ ობიექტებზე, არამედ აქსესუარებზეც.

1978 წელს Louis Vuitton-ის პირველი ბუტიკი იაპონიაში გაიხსნა და ამით კომპანიამ დაიწყო თავისი გავლენის გაფართოება აზიაში. მოგვიანებით, საფირმო ბუტიკები გაიხსნა ტაივანში (1983 წ.) და სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში (1984 წ.).

დღესდღეობით, მთელ მსოფლიოში შეხვდებით Louis Vuitton-ის სამასზე მეტ ბუტიკს. ყველაზე ცნობილი ბუტიკი მდებარეობს პარიზში, ელისეს მინდვრებზე, სადაც შეგიძლიათ არა მარტო შეიძინოთ LV-ს კოლექციის ნებისმიერი მოდელი, არამედ დაისვენოთ, მიირთვათ ფინჯანი ყავა და დაათვალიეროთ დიზაინერებისა და მხატვრების ამ მარკისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ექსპოზიცია.

 

  1. შანელი – Chanel

ფრანგული კომპანია შანელის (Chanel) ისტორია იწყება მე–XX საუკუნის დასაწყისიდან. მისი სახელი დაკავშირებულია რეალური პიროვნების, კომპანიის დამაარსებლის – გაბრიელ ბონხეერ „კოკო“ შანელის სახელთან.

1910 წელს პარიზში კამბონის ქუჩაზე გაიხსნა პატარა ქუდების ატელიე წარწერით „შანელის მოდები“.

კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაათავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი.

1919 წლიდან, კოკოს ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიის გამო დიზაინერის მოდლებში დაიწყო შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი.

1922 წელს კოკო შანელის და გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“ Chanel №5.

 

  1. ჰერმესი – Hermes

არის ფრანგული მაღალი მოდის ფუფუნების საქონლის მწარმოებელი, რომელიც დაარსდა 1837 წელს. ის სპეციალიზირებულია ტყავის, საოჯახო ავეჯის, პარფიუმერული ნაწარმის, საიუველირო ნაწარმის, საათების და მზა ტანსაცმლის წარმოებაზე.მისი ლოგო, 1950-იანი წლებიდან, სატუსაღო ცხენოსანია.

2008 წლისთვის ჰერმესს ჰქონდა 14 პროდუქტის განყოფილება, რომელიც მოიცავდა ტყავის, შარფების, შარვლის, ქალის ტანსაცმელს, სუნამოებს, საათებს, საკანცელარიო ფეხსაცმელს, ხელთათმანებს, მინანქარს, დეკორატიულ ხელოვნებას, ჭურჭელსა და სამკაულებს. Hermès- ის გაყიდვებში შედის 30% ტყავის ნაწარმი, 15% ტანსაცმელი, 12% შარფი და 43% სხვა ნაწარმი.

 

  1. გუჩი – Gucci

იტალიური მოდის და ტყავის ნივთების ლეიბლი. იგი დაარსებულია გუჩიო გუჩის მიერ ფლორენციაში, 1921 წელს. გუჩი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, პრესტიჟულ და ადვილად ცნობად მოდის ბრენდად.

Gucci მოქმედებს დაახლოებით 278 უშუალოდ ექსპლუატაციაში არსებულ მაღაზიაში მთელს მსოფლიოში 2009 წლის სექტემბრის მდგომარეობით და იგი ვაჭრობს ფრენჩაიზის საშუალებით და განყოფილების მასშტაბური მაღაზიებით. 2013 წელს ბრენდი 12,1 მილიარდ აშშ დოლარი ღირდა.

 

  1. როლექსი – Rolex

საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია, რომელიც დააარსეს ჰანს ვილსდორფმა და მისმა სიძემ, ალფრედ დეივისმა, 1905 წელს. როლექსი წარმატებული კომპანიების სიაში წამყვან რიგებს იკავებს და ერთი წელიწადის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიონამდე საათს აწარმოებს. როლექსმა თავისი იმიჯი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში შექმნა იმდროინდელი ცნობილი სახეების მეშვეობით. სწორედ მას ეკუთვნის ისეთი ინოვაციები როგორებიცაა: პირბელი საათი თარიღით, პირველი ავტომატური საათი და პირველი წყალგაუმტარი საათის კორპუსი. დღეს როლექსის საათები და მისი სახელი ფუუფუნებასთან ასოცირებული ნივთების სიაშია.

 

  1. Cartier

კომპანია დაფუძნდა საფრანგეთში, პარიზში 1847 წელს. აწარმოებს და ყიდის სამკაულებსა და საათებს, ფლობს 200 მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია 125 სხვადასხვა ქვეყანაში. 2018 წელს, Forbes-მა ის დაასახელა ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდებს შორის, სადაც 59-ე ადგილი დაიკავა. კომპანიას საკმაოდ გრძელი ისტორია გააჩნია, მის მომხმარებლებს შორის იყო დიდი ბრიტანეთის მონარქი, ედუარდ მეშვიდეც.

 

  1. Burberry

,,ბარბერი“ 1856 წელს დაარსდა დიდ ბრიტანეთში, 164 წლის წინ და შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში. მასში დასაქმებულია 9752 ადამიანი. კომპანია თავიდან წარმოადგენდა მოდის სახლს, თუმცა მოგვიანებით გადაინაცვლა მაღალი მოდის ბაზარზე. კომპანიის მაღაზიები წარმოდგენილია 51 ქვეყანაში მსოფლიოს გარშემო. მისი ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია, ის აწარმოებს სამოსს, აქსესუარებს, სათვალეებს და კოსმეტიკას. ,,ბარბერის“ წლიური შემოსავალია 437 ათასი მილიონი დოლარი.

 

 

 

  1. Laurent

,,სეინტ ლორენი“ დაფუძნდა საფრანგეთში, პარიზში 1961 წელს. მისი დამფუძნებლები არიან: ივ სეინტ ლორენ და პიერ ბერჰე. კომპანია აღიარებულია ერთ-ერთ ცნობილ მოდის სახლად მთელ მსოფლიოში და აწარმოებს პროდუქტს როგორც ქალებისათვის, ასევე მამაკაცებისათვის. მის ნაწარმს წარმოადგენს ტყავის ნივთები, ფეხსაცმელები და სამკაულები, მოგვიანებით კომპანიამ დაიწყო პარფიუმერიის წარმოება და მისი სუნამოები საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ სავაჭრო ბაზრებზე.

 

 

 

 

  1. Prada

პრადა არის მაღალი მოდის კომპანია, რომელიც დაარსდა იტალიაში, მილანში 1913 წელს და დღემდე აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ფუფუნების საგნებს, კერძოდ ტყავის აქსესუარებს, ფეხსაცმელებს, პარფიუმერიას და ა.შ. მის მფლობელობაშია 618 მაღაზია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ყოველწლიური შემოსავალია 333 ათასი მილიონი დოლარი, დასაქმებულთა რაოდენობა კი 12,414 ადამიანი. პრადა საკმაოდ აქტიურად გვხვდება კინო ინდუსტრიაში, რაც აშკარად ზრდის მის პოპულარულობას.

 

  1. Dior

დიორი დაფუძნებულია 1946 წელს, 73 წლის წინ საფრანგეთში, პარიზში და აწარმოებს სამოსს, ფეხსაცმელს, კოსმეტიკას, პარფიუმერიას და კანის მოვლის საშუალებებს. კომპანია არა მხოლოდ ქალებზე, არამედ მამაკაცებსა და ბავშვებსაც სთავაზობს პროდუქციას. კომპანია ფლობს 210 მაღაზიას მთელ მსოფლიოში, ყოველწლიური შემოსავალი კი შეადგენს 9 ათას ბილიონ დოლარს, დასაქმებულტა რაოდენობა შეადგენს 84,981 ადამიანს. დიორი მთელი ფრანგული მოდის ბაზრის ექსპორტის 75% იკავებს და ექსპორტის 5%.

ამ ჩამონათვალში არ მოხვდა არცერთი ქართული ბრენდი სამწუხაროდ. მაგრამ მომავალში შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია 10 საუკეთესო ქართული განსაკუთრებული პროდუქტის შესახებ.

დღეს პირველს გეტყვით:

ბრენდი JANINI ქართულ სივცეში ახალი გამოჩენილია, მაგრამ რატომ ქვია მას ასეთი სახელი?

 

ავტორები: მარიამ მიქელაძე, ლიკა დავაძე
IBSU, მარკეტინგის და მენეჯმენტის პროგრამა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი