ყოველდღიური პროდუქტი, ჩაი და ბრიტანეთი

ყოველდღიური პროდუქტი არის პროდუქტი, რომლსაც მომხმარებელი ყიდულობს ხშირად და მინიმალური ძალისხმევით. ჩვენ განვიხილავთ ბრიტანეთისა და ჩაის მაგალითს, ვინაიდან ამ ქვეყანაში ჩაის კულტურა საკმაოდ პოპულარულია და სტატისტიკის მიხედვით ბრიტანეთის მოსახლეობა ყოველდღიურად 165 მილიონ ფინჯან ჩაის მიირთმევს. ჩაის კულტურა ჯერ კიდევ ძველი დროიდან იწყება და შემოსვლისთანავე იპყრობს თითქმის ყველა სფეროს, დაწყებული მოდიდან დამთავრებული მებაღეობით. ჩაიმ ჯინიც კი ჩაანაცვლა, რამაც სიცოცხლის საშუალო მაჩვენებლის ზრდაზეც იმოქმედა. უინსტონ ჩერჩილი კი თვლიდა, რომ ამ გემრიელმა სასმელმა დიდი დახმარება გაუწია მას და მთელ “ბებერ ინგლისს” გერმანიის დამარცხებასა და ჯარისკაცების საბრძოლო სულიკვეთების ამაღლებაში. დროსთან ერთად, ჩაის სმა ცხოვრების სტილად იქცა – “ფინჯანი ჩაი” კი ესთეტურ ტრადიციად ჩამოყალიბდა.

შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ დიდ ბრიტანეთში ჩაის ბრენდებს შორის მაღალი კონკურენციაა. გამოიკითხული მოსახლეობიდან დადგინდა ბრიტანული წარმოების ლიდერი ჩაის ბრენდები. ყველაზე პოპულარული ბრენდი აღმოჩნდა ჩაი “PG tips”. განვიხილოთ რამ განაპირობა მისი ლიდერობა.

როგორც ცნობილი გახდა, კომპანიამ ბრენდი სრულიად განაახლა, ახალი მარკეტინგული კამპანია მას 5 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელშიც მოიაზრებოდა, როგორც გარე რეკლამები ასევე სოციალურ მედია. რეკლამები ნოემბრის შუა რიცხვებიდან გავრცელდება და მიზნად ისახავდა ახალგაზრდა აუდიტორიის ზრდასა და მათზე პოზიტიურ ზემოქმედებას. ახალი კამპანია მდგომარეობს შემდეგში: შექმნას პერსონაჟი, მაიმუნის სათამაშო, რომელიც ერთგვარი ბრენდის სახეც გახდა მოგვიანებით და ხალხმაც მარტივად აიტაცა. მაიმუნი ყველა რეკლამაში სხვადასხვა სიტუაციაში გვევლინება და ბოლოს მისი არჩევანი ჩაის დალევაზე ჩერდება. ერთ-ერთი რეკლამის შინაარსი შემდეგნაირია: მაიმუნი რესტორანში ზის, მენიუს ათვალიერებს და ბოლოს ამბობს შემდეგ სიტყვებს: “Keep it tea”, რომელიც კომპანიის სლოგანსაც წარმოადგენს.

 

 

ეს ერთი შეხედვით მარტივი და ადვილად აღსაქმელი რეკლამა გახდა “PG tips”-ის ცნობადობის ამაღლების მიზეზი. ბრენდმა ახალი შეფუთვის ჩაი თაროზე გამოსაჩენ ადგილას დადო, რადგან მომხმარებლის ყურადღება ადვილად მიეპყრო. შესაბამისად ბრენდმა დააკმაყოფილა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის კრიტერიუმები: ფასი – დაბალი, დისტრიბუცია – ფართო და მოსახერხებელი ადგილი, სტიმულირება – მასიური სტიმულირება მწარმოებლის მიერ.

 

ავტორები: თამარ გოგელია, მამუკა კოპალეიშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი