აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის საუკეთესო და ყველაზე ცუდი სლოგანები

COVID – 19 შემოჭრამდე

ამერიკული საპრეზიდენტო კამპანიები რიგ შემთხვევაში მართლაც, რომ ბრენდულ პოლიტიკურ სლოგანს გვაძლევს. ზოგიერთი იმედის მომცემი იყო, მაგალითად 1932 წელს Franklin Delano Roosevelt-ის პირობა – „ბედნიერი დღეები კვლავ დადგება“, ან 2008 წელს Barack Obama-ს შეთავაზება „ცვლილებები, რომლისაც უნდა გვჯეროდეს“. სხვები მარტივი და დასამახსოვრებელი იყო, როგორიცაა 1952 წელი Dwight Eisenhower – ”ჩვენ მოგვწონს Ike“ ან 1964, Lyndon Johnson „მთელი გზა LBJ-თან ერთად“.

სლოგანები კამპანიას ერთი ფრაზით აჯამებს. მათგან საუკეთესოები გვამახსოვრდება, ლაკონურია და ამომრჩევლების პრობლემებთან დაკავშირებული. ამჟამინდელმა საარჩევნო ციკლმა დაახლოებით ორი ათეულობით წინასაარჩევნო სლოგანი მოგვიტანა, მაგრამ ამომრჩევლების გამოხმაურებების მიხედვით, სავარაუდოდ, არც ერთი მათგანი ისტორიის წიგნში ვერ მოხვდება. 10-დან საუკეთესო ბომბარდირების ქულები 6,6-ია.

აი, როგორ გამოიყურება 2020 წლის პრეზიდენტის პოსტზე პრეტენდენტების სლოგანები.

 

 

1258 დარეგისტრირებული ამომრჩევლის გამოხმაურებებზე დაყრდნობით, მომდევნო საარჩევნო ციკლში მომავალი მომგებიანი თემაა – მაგრამ, სითამამე არა. ექვსიდან სამი საუკეთესო სლოგანი სპეციალურად იყენებს სიტყვა „მომავალს“, რაც პრეზიდენტ ტრამპის ხედვას – ამერიკის ძველი დიდების შენარჩუნება – ეწინააღმდეგება. დონალდ ტრამპის მომდევნო სლოგანი „დანაპირები შესრულებულია, დანაპირები უზრუნველყოფილია“ გამოკითხვის მონაწილეებზე უკეთ ზემოქმედებდა, ვიდრე მისი ძირითადი სლოგანი „შევინარჩუნოთ დიადი ამერიკა.“

მოუთმენლად ველოდები

ყველზე შედეგიანი Bernie Sanders-ის სლოგანია „მომავალი, რომლისაც შეიძლება გვჯეროდეს“. გამოკითხულებმა სლოგანი „უბრალოდ“ და საკმაოდ „კლიშედ ქცეულად“, მაგრამ „იმედისმომცემად“, „ოპტიმისტურად“ და „შთამაგონებლად“ დაასახელეს. Tim Ryan-ის და John Delaney-ის ფრთიანმა ფრაზებმა მსგავსი უკუკავშირი გამოიწვია.

მეორე მხრივ, Elizabeth Warren-მა ქება სლოგანის გამო: „Dream Big. Fight Hard – იოცნებე დიდზე. მთელი ძალით იბრძოლე“ გამო დაიმსახურა. გამოკითხვის რესპოდენტებმა განაცხადეს, რომ ეს „კარგი მესიჯი“ იყო, რომელმაც აშშ-ში ბავშვობაში არალეგალურად ჩამოსული ახალგაზრდების გაჭირვებული მდგომარეობა შეგვახსენა. ეს ახალგაზრდები, ხომ „მეოცნებეების“ სახელით არიან ცნობილები. Longshot კანდიდატმა Michael Bennet-მა საკუთარი სლოგანით ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილი დაიკავა „ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები“ – აი კიდევ ერთი იმედისმომცემი და პერსპექტიული თემა.

მეტი შანსების მქონე კანდიდატი Joe Biden მომავლის ვარდისფერი სურათის დახატვის მცდელობაში არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. ამომრჩევლების აზრით, მისი მე-16 ადგილზე გასული სლოგანი „ჩვენი საუკეთესო დღეები, ჯერ კიდევ წინაა“ ერთდროულად ოპტიმისტური და რაღაცნაირად „პირქუში“ და „ოდნავ დეპრესიულია“.

ამ თემის ასამუშავებლად ძალისხმევა არ დაიშურა Pete Buttigieg-მა, თუმცა მისი სლოგანი „ახალი სტარტი ამერიკისათვის“ მე-20 ადგილზე გავიდა. თუმცა იდეა ცოტაოდენი მიმზიდველობით გამოირჩეოდა, რესპოდენტების უმრავლესობა ვერ მოისყიდა. „ის საკმაოდ მიამიტურია. მომავალი პრეზიდენტი მემკვიდრეობით უზარმაზარ ქაოსს, და არა სუფთა ფურცელს მიიღებს. როგორც ჩანს, ეს კანდიდატი ამისათვის მზად არ არის“, – აღნიშნა ორეგონის შტატის 51 წლის დემოკრატმა. „ამერიკას ახალი სტარტი არ სჭირდება; ჩვენ ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ გამოწვეულ პრობლემებს უნდა გავუმკლავდეთ და გემი საპირისპირო მიმართულებით მოვაბრუნოთ“, – განაცხადა ჯორჯიას შტატის 44 წლის დამოუკიდებელმა ამომრჩეველმა მანდილოსანმა.

მამაცობა

პაკეტის ქვედა ნაწილში ორი სლოგანია, სადაც გამოყენებულია სიტყვა „მამაცი“, რომელმაც გამოკითხული რესპოდენტების კრიტიკა დაიმსახურა. Joe Walsh-ის მესიჯი „იყავი მამაცი“, Melania Trump-ის არა ნაკლებ ცუდად მიღებული სლოგანის „იყავი საუკეთესო-ს“ მსგავსია. ამომრჩევლები კითხულობდნენ: „მე ჯარში მივდივარ თუ ხმის მისაცემად?“ და „რატომ უნდა ვიყო მამაცი?“ „ველოდო ცუდს, თუ ხმას შენ მოგცემ?“

რესპოდენტები Kirsten Gillibrand-ის მესიჯმაც (ამჟამად ამოღებულია) „მამაცები იმარჯვებენ“ შეაშფოთა. „ზოგადად რას უნდა ნიშნავდეს? Atlanta Braves-მა გაიმარჯვა? როგორც პოლიტიკურ სლოგანს არანაირი აზრი არ აქვს,“ – აღნიშნა 41 წლის დამოუკიდებელმა მამაკაცმა ამომრჩეველმა ნიუ-მექსიკოდან.

ვინ არის პირველი?

მეცხრე და მე-14 ადგილზე გასულებმა Bill de Blasio და Andrew Yang-მა საკუთარ სლოგანებში სიტყვა „პირველი“ შეიტანეს, რამაც გამოკითხვის მონაწილეებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ნიუ-იორკის მერმა სლოგანით „პირველ რიგში მშრომელები“ რამდენიმე ამომრჩეველი შეურაცხყო. მაგალითად, 31 წლის ქალმა-დემოკრატმა ნიუ-იორკიდან შეკითხვა დასვა: „ნუთუ ეს იმათი მარგინალიზაცია არ არის, ვისაც მუშაობა არ შეუძლია? რა უნდა ვთქვათ ახალგაზრდებზე, ასაკოვან და ინვალიდ მოქალაქეებზე? ისინი არ უნდა ჩავთვალოთ?“ მეორე კრიტიკოსი, 48 წლის დამოუკიდებელი ამომრჩეველი ქალი ინდიანიდან ამბობს: „ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ კანდიდატები მათი და არა მარტო დასაქმებულების წარმომადგენლები არიან.“

რაც შეეხება Yang-ის სლოგანს „კაცობრიობა პირველ რიგში“, ამომრჩევლებმა ხმამაღალი პასუხი გასცეს: „რისგან ან ვისგან განსხვავებით?“ 37 წლის რეპუბლიკელი ნევადიდან კითხულობს: „რას ნიშნავს? პირველ რიგში კაცობრიობა ისევე ჟღრს, როგორც „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, მაგრამ სლოგანი აშკარად ბუნდოვანია.“

სულიერი ერთობა

რამდენიმე კანდიდატმა საკუთარ სლოგანებში ყურადღება ერთიანობასა და ინკლუზიურობაზე გაამახვილეს. მილიარდერმა აუტსაიდერმა Tom Steyer-მა გაჭიანურებული სლოგანით საპატიო მე-7 ადგილი დაიკავა: „არაფერია იმდენად მძლავრი, როგორც ამერიკელი ხალხის ერთიანი ხმა.“ ამომრჩევლებმა სლოგანი „სიტყვამრავლად“ და „ძალიან გრძლად“ ჩათვალეს და განაცხადეს: „ეს სლოგანი კი არა, უფრო ესეს მსგავსია!“ მიუხედავად ამისა, მესიჯი „დამაჯერებლად“, „გულწრფელად“ და „პოზიტიურად“ ჩაითვალა.

ასევე, საზოგადოებაში კარგად მიღებულმა Kamala Harris-მა, სასამართლო დარბაზით ინსპირირებული სლოგანით „ხალხისთის“ მე-8 ადგილი დაიკავა. Bernie Sanders-ის ალტერნატიულმა სლოგანმა უბრალოდ ააფეთქა ტოპ-10 – „მე არა. ჩვენ.“ იმის გამო, რომ კანდიდატები საკუთარ თავზე მაღლა სხვებს აყენებენ, ორივე სლოგანმა მოწონება დაიმსახურა.

ამ თემასთან დაკავშირებულმა სხვა მესიჯებმა პოპულარობა ვერ მოიპოვეს. Beto O’Rourke სლოგანი „ჩვენ ყველა ერთად ვართ“, გამოკითხვის მონაწილეების მხრიდან დაცინვის საგანი გახდა. ნებისმიერი, 30 წელზე ახალგაზრდა ადამიანისათვის სლოგანი დისნეის ფილმის სათაურთან ასოცირდება.

„ეს რა არის -მაღალი კლასის მიუზიკლია? (საუბარია ფილმზე), O’Rourke-მა სლოგანზე უარი უნდა თქვას“, – დაწერა 26 წლის რესპუბლიკელმა კალიფორნიიდან.

Cory Booker-ის სახელი ასევე დაკავშირებულია სლოგანთან – “We Rise” – „ჩვენ გავიზრდებით“, რომელმაც გამოკითხვის მონაწილეები შეაცბუნა. „ჩვენგან უმრავლესობა ჯერ კიდევ ცოცხალია, დღის განმავლობაში, რაღაც მომენტში ვდგებით.“ – შენიშნა 64 წლის დემოკრატმა ტექსასიდან. – „რა? ჩვენ გავიზრდებით? ვინ გაიზრდება? როდის გაიზრდება? მზის ამოსვლამდე? ეს ძალიან უბრალო და ღიაა“, – განაცხადა 30 წლის დემოკრატმა ლუიზიანიდან.

სიტყვების წარუმატებელი შერჩევა

ზოგიერთი კანდიდატი ცალკეული სიტყვების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს. ზოგიერთი ამომრჩეველი Joe Biden-ის მიერ სიტყვა „ტყუილის“ გამოყენების გულწრფელობაში დაეჭვდა. ამჟამინდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში, პოლიტიკურ სლოგანში სიტყვა „ტყუილს“ არ გამოვიყენებდი“, – გაგვაფრთხილა 39 წლის დემოკრატმა ვირჯინიიდან.

შესაძლოა, Steve Bullock-ი პოპულარული მიუზიკლის “Hamilton”-ის გადამისამართებას შეეცადა და სლოგანით “A Fair Shot for Everyone“ – „ყველასთვის ერთნაირი შესაძლებლობები“ სურდა საკუთარი შანსების შენარჩუნებისათვის. მაგრამ სიტყვა „Shot“ ბევრს არ მოეწონა. „სავარაუდოდ, ამერიკაში ისეთი გარემო არ არის, რომ სლოგანში მინიშნება იარაღზე გაკეთდეს“, – დაწერა 59 წლის დემოკრატმა არიზონიდან.

Joe Sestak ხედვა ღირსების დაბრუნებას და სახელმწიფო თანამდებობაზე პატიოსნებას გულისხმობდა, მაგრამ მისის სლოგანი „ანგარიშვალდებულება ამერიკის წინაშე“ ბევრი ამომრჩევლისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. „კარგი იდეაა, მაგრამ „ანგარიშვალდებულება“ ბუღალტერს და ფულს მაგონებს. ეს საკმაოდ მშრალი, უინტერესო სლოგნია“, – დაწერა 44 წლის რესპუბლიკელმა ვაშინგტონიდან.

აი ასე ვითარდებოდა სლოგანების რბოლა მანამდე ვიდრე ამერიკას და სამყაროს COVID-19 დაეტაკებოდა. მალე ყველაფერი შეიცვლება და სლოგანებიც მათ გზას გაჰყვება. ამის შესახებ ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ მარკეტინგის სახლის გვერდებზე.

 

მოამზადა ტრეისი ჯონსმა