ამერიკის ეკონომიკამ პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში „შეკუმშვა“ დაიწყო, მაგრამ ზოგი ბრენდი ძლიერდება
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში ამერიკის ეკონომიკამ დაიწყო „შეკუმშვა“. ამერიკის ეკონომიკური ანალიზის ბიურომ გამოაცხადა, რომ 2020 წლის პირველი კვარტალი იყო ყველაზე უარესი 2008 წლის შემდეგ. 2020 წლის აშშ-ს პირველი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტი, 4,8% -ით შემცირდა წლიურ განზომილებაში გადაყვანით.
ამ მაჩვენებელს ემატება სამომხმარებლო დანახარჯების მკვეთრი დაცემა. ამგვარი შემცირება სამომხმარებლო ხარჯების, ამერიკას 1980 წლიდან არ უნახავს. მრავალი ამერიკელი აცხადებს რომ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა.
რასთან გვაქვს საქმე?
ამერიკელი ეკონომისტები აცხადებენ, რომ სრულიად სხვა სიტუაციასთან აქვთ საქმე ამჯერად, რადგანაც თუ რეცესია ზოგადად ყოველთვის მანუფაქტურინგის პრობლემებით იყო წარმოშობილი, ეხლა სხვა მდგომარეობაა. ეკონომიკის შეკუმშვას იწვევს ეგრეთ წოდებული „გაცნობიერებული შიში დაინფექცირების მიმართ“.
ანუ პირველად ცივილიზაციის ისტორიაში რეცესიას და შესაძლოა ყველაზე დიდ კრიზისსაც იწვევდეს ადამიანის გონებაში კარგად პოზიციონირებული შიში COVID -19 – მიმართ.
ამერიკის ეკონომიკა გარკვეული კომის პერიოდში შედის, მაგრამ ამავე დროს არიან კომპანიები, რომლებიც ამ პერიოდში იგებენ კიდევაც. ეს გახლავთ ონლაინ კომუნიკაციებისა და IT ფირმები, რომლებიც ადამიანებს „ბიზნესში ჩართულობის უზრუნველყოფაში“ ეხმარებიან. გამომდინარე ამ ჩართულობიდან ჩანს, რომ უმრავლესი ბიზნესის კეთება ონლაინ რეჟიმშიც შეიძლება, უბრალოდ ეკონომიკის გადაწყობაა საჭირო.
განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
- კომპანია გუგლი, მისი აქციის ღირებულება ჯერ დავარდა 20 თებერვალს. ვარდნა გაგრძელდა მარტის დასაწყისში , მაგრამ ეხლა ამ ბრენდის აქცია ძალებს იკრებს და კვლავ ჩვეულ ნიშნულებს უბრუნდება. მისი ფასი 1343 ამერიკულ დოლარს აღწევს. აქციის ღირებულებამ 9,6% -ით მოიმატა.
- მაიკროსოფტი ,თებერვლის ბოლოდან ამ აქციამაც დაიწყო ვარდნა, მაგრამ ეხლა სიტუაცია გამოსწორდა. აქციის ღირებულებაა 175,61 ამერიკული დოლარი და იზრდება 3,41%;
- Apple-ს ფასი გახდა 287,5 დოლარი და მისი ტრენდი ძალიან პოზიტიურად გამოიყურება ბოლო 12 თვის გამავლობაში. რა თქმა უნდა თებერვლის მიდამოებში მასაც ქონდა ჩავარდნა მაგრამ კომპანიის აქციამ სწრაფად დაიწყო გამოკეთება და ეხლა სულ უფრო და უფრო ძლიერდება.
ეხლა შევადაროთ IT კომპანიების ფასიანი ქაღალდების კურსის განვითარება, ტრადიციულ ამერიკულ გიგანტს ჯენერალ ელექტრიკს. ვიხილავთ საოცარ ვარდნას თუ 12 თვიან ჩარტს დავხედავთ:
არადა ჯენერალ ელექტრიკის აქცია ყველაზე პოპულარულ ამერიკულ ფასიან ქაღალდთა შორისაა, მაგრამ იგი დღეს მაინც აგებს. შეიძლება ითქვას რომ ამერიკის ეკონომიკის მთავარი „დრაივერი“ დღეს შიში გახლავთ. რაც კარგად ჩანს თუნდაც ნავთობის კურსის განვითარების ერთწლიან საბირჟო ჩარტზე:
როდის გამოვა აშშ ამგვარი სიტუაციიდან? მთავარია შიში უნდა დაიძლიოს. შიში კი მაშინ დაიძლევა როდესაც მომხმარებლის გონებაში უძლიერესი სახელმწიფოები იმ დარწმუნებულობის პოზიციონირებას მოახდენენ, რომ „ვირუსი გაკონტროლებულია“ და იგი ადამიანს აღარ ემუქრება.
ავტორები: კახაბერ ჯაყელი, ივანე კერესელი