VALS-ის მეთოდოლობიები და ქართველი მომხმარებლები

როდესაც ვიწყებთ საუბარს VALS – Values and Lifestyles მეთოდოლოგიაზე, აუცილებელია შევეხოთ ცხოვრების სტილის საკითს. ერთი და იმიავე სუბკულტურის, კულტურის ან სოციალური კლასის ადამიანებს შესაძლოა ცხოვრების განსხვავებული სტილი ჰქონდეთ. რასაკვირველია მათი მოთოვნილებები და სურვილებიც განსხვავდება. VALS ადამიანის კლასიფიკაციას ახდენს იმის მიხედვით, თუ როგორ ატარებენ ისინი დროს და როგრო ხარჯავენ ფულს.

მოგეხსენებათ 21-ე საუკუნე არის ტექნოლოგიების ეპოქა შესაბამისად მარკეტოლოგები ამ საკითსაც ითვალისწინებენ და ცდილობენ გაიგონ მომხმარებელი რამდენად დაინტერესებულია სიახლეებით, რამდენად იყენებს ტექნოლოგიებსა და ინტერნეტს. 21-ე საუკუნის თაობა უპირატესობას ანჭებს ინტერნეტის და კომპიუტერის გამოყენებას, მაგალითად მას ურჩევნია პროდუქტი შეიძინოს ვებ გვერდის ან აპლიკაციის საშუალებით და არა მაღაზიაში. ადამიანები არიან დაკავებულები ყოველდღიური საქმიანობით ამიტომ ონლინ მაღაზიები უადვილებს მათ პროდუქტის შეძენას და მომსახურების მიღებას.

კომპანია Forrester-მა განავითარა „ტექნოგრაფიკის“ სქემა, რომელიც მომხმარებლებს სეგმენტებად ყოფს მოტივაციის, სურვილისა და ტექნოლოგიაში ფულის დაბანდების შესაძლებლობების მიხედვით. ამ სექმის მიხედვით მომხმარებლები დაიყო შემდეგ კატეგორიებად:

საქართველოშიც ტექნოლოგიები დროთა განმავლობაი განვითარდა და დღესაც ვითარდება. მოსახლეობის უმეტესობა იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიას. ქართული ბრენდებიც ცდილობენ მათი პროდუქცია შეესაბამებოდეს დღევანდელ ყოფას. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: ბიბლუსი, Cavea, TKT.GE, saba.com.ge

ბიბლუსი

„ბიბლუსი“ არის წიგნის მაღაზიათა ქსელი, რომელიც დაარსდა 2008 წელს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ენოვაან: ქართული, ინგლისური, რუსული და ა.შ წიგნებს. ასევე ბიბლუსში შესაძლებელია შევიძინოთ საკანცელარიო ნივთები, სუვენირები, ჭქები და ა.შ. ბიბლუსი სთავზობს მყიდველს სიახლეებს, სადღესასწაულო აქციებს. მაღაზიათა ქსელი გამოირჩევა იმითაც, რომ წიგნების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ბიბლუსის საიტიდან.

ზემოთ მოცემული კატეგორიებიდან ბიბლუსის მომხმარებელები იქნებიან ტრადიციონალისტები, ადამიანები ვინც უშუალოდ მიდიან მაღაზიაში და ყიდულობენ წიგნებს. ისინი არ გამოიყენებენ ონლაინ საიტს, მათთვის მოსახერხებელი იქნება ფიზიკურად ნახონ წიგნები ან საკანცელარიო ნივთები და შეიძინონ ისინი. აგრეთვე ბიბლუსის მომხმარებლები იქნებიან მოწინავეები, ადამიანები ვინც წიგნებს ონლაინ, საიტიდან სახლიდან გაუსვლელად შეიძენენ. მათთვის საიტიდან შეძენა იქნება მოსახერხებელი და კომფორტული. მათ შეუძლიათ სასურველ სიახლეებს თვალყური ადვნონ ბიბლუსის Facebook გვერდზე. ნახონ ინფორმაცია ფასდაკლებების და აქციების შესახებ.

Cavea

Cavea არის კინოთეატრი, რომელიც მდებარეობს თბილისში სხვადასხვა ტერიტორიებზე. Cavea-ს კინოთეატრები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით. აქ მომხმარებელს შეუძლია უყუროს სასურველ ფილმს IMAX-კინოთეატრში. კინოთეატრი სთავაზობს მომხმარებელს საქართველოში პირველ DOLBY ATMOS დარბაზებს. ფილმების ყურება შესაძლებელია როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე. Cavea-ს ასევე აქვს ვებ-გვერდი და აპლიკაცია რომლის ჩამოწერაც შესაძლებელია ტელეფონში.

ზემოთ მოყვანილი კატეგორიებიდან Cavea-ს მომხმარებლები იქნებიან ახალი ეპოქის შვილები. აპლიკაციის საშალებით მომხმარებელს შეუძლია მარტივად შეიძინოს ბილეთები ან დაჯავშნოს სასურველი ადგილი. მათთვის ეს იქნება მარტივი და მოსახერხებელი აგრეთვე მეგობრები ან ოჯახის წევრები მიიღებენ ძალიან დიდ სიამოვნებას კინოთეატრში.

TKT.GE

TKT.GE არის ქართული ვებ-გვერდი სადაც შესაძლებელია კონცერტების, სპორტული თამაშების, თეატრის, ოპერის, კინოს, რკინიგზის და ა.შ ბილეთების შეძენა. ვებ-გვერდის საშუალებით მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი ბილეთების ყიდვა. საიტი განკუთვნილია ახალი ეპოქის შვილებისთვის და მოწინავეებისთვის. მომხმარებელი დაზოგავს დროს შეიძენს სასურველ ბილეთს და გაერთობა სასურველ ღონიზძიებაზე.

 Saba.com.ge

Saba.com.ge არის ვებ-გვერდი სადაც შესაძლებელია ელექტრონული წიგნების წაკითვა, ასევე აუდიო წიგნების მოსმენა. საიტი შეგვიძლია დავუკავშიროთ ტექნოლოგიებისთვის მებრძოლეებს. ელექტრონული წიგნები ბოლო დროს გახდა პოპულარული და საქართველოშიც იკიდებს ფეხს. ასეთი წიგნები უფრო ბიუჯეტური, ასევე მოსახერხებელია რადგან შეგვიძლია წავიკითოთ მგზავრობის დროს ტრანსპორტში. ქართველ მომხმარებელს შეუძლია მოგზაურობის დროს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძინოს ქართული წიგნი, ასეთი წიგნები ნამდვილად შვებაა ქართველი ემიგრანტებისთვის ვისაც ენატრება მშობლიური ენა და ვერ ახერხებს ფიზიკურად შეიძნოს წიგნი ქართულ ენაზე.

IBSU, მარკეტინგის პროგრამა
ხელმძღვანელი: კახაბერ ჯაყელი
სტუდენტები: ალინა აკობაშვილი, ნია უნგიაძე