Volkswagen Phaeton – წარუმატებლობა თუ არასწორი მარკეტინგი?
Volkswagen Phaeton არის შესანიშნავი მანქანა, ზედმეტად საინჟინრო სრულყოფილების ტექნოლოგიური სასწაული, რომელიც კომერციულად ვერ აფრინდა. Phaeton-ის ცუდი გაყიდვები მნიშვნელოვანი გაკვეთილია ბრენდის იდენტურობაში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, და ეს უარყოფს თეორიას, რომ კარგი პროდუქტი იყიდება თავად.
Volkswagen-ის ბრენდი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ცუდ მდგომარეობაში იყო. ძვირადღირებული უსაფრთხოების მახასიათებლების გაზრდილმა საჭიროებამ, როგორიცაა აირბალიშები, ასევე გამონაბოლქვის კონტროლი და ელექტრონიკა, განაპირობა ფასების ზრდა.
Volkswagen-მა დაიწყო კონკურენცია პრემიუმ ბრენდებთან, როგორიცაა Mercedes-Benz გარკვეულ სეგმენტებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მერსედესმა 1997 წელს მცირე A-კლასით, ევროპაში დებიუტი მოახდინა.
დიდი დრო არ დასჭირებია იმას რომ volkswagen-ს მიიეღო გადაწყვეტილება სათანადო ძვირადღირებული მანქანის შექმნაზე. ისინი უკვე კონკურენციას უწევდნენ მერსედესის ხაზის ბოლო მოდელებს.
რატომ არ უნდა სცადოთ ზევით S-კლასისთვის? ამბობდნენ ფოლკსვაგენის მამები! ბაზრის პასუხი აღმოჩნდა სრული შოკი, ბაზარი თვლიდა რომ Volkswagen არ არის ფუფუნების ბრენდი, ეს მანქანა წარმოუდგენელი იყო მომხმარებლებისათვის!
ზოგიერთს მაშინ სჯეროდა, რომ ის უბრალოდ განახლებული Audi A8 იყო, მაგრამ რეალურად მას ბევრად მეტი საერთო ჰქონდა Bentley Continental-თან ალბათ იმიტომ რომ იგი შეიქმნა იმავე ქარხანაში, როგორც Continental Flying Spur რამდენიმე წლის განმავლობაში.
VW-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ფერდინანდ პეხმა, თავის ინჟინრებს მისცა ათი მახასიათებლის სია, რომლებიც Phaeton-ს აბსოლუტურად უნდა ჰქონოდა, წარმოებაში რომ ყოფილიყო. იგი მოიცავდა მანქანის უნარს ექროლა 186 მილი/სთ სიჩქარით მთელი დღის განმავლობაში, და ამ დროს შიდა ტემპერატურა შეენარჩუნებინა, მაშინაც კი, როდესაც გარე ტემპერატურა 40-ს აღწევდა. ეს იყო ის, რაც უნდა დაკმაყოფილებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად შემოიფარგლებოდა 155 მილი/სთ-მდე. მსგავსი მიზნები ბევრს მეტყველებს იმაზე, რაც პეხს ჰქონდა ჩაფიქრებული მანქანისთვის. მას სურდა რაღაც, რაც ბევრად უკეთესი იყო ვიდრე მერსედესი S-Class, 7-Series ან თუნდაც A8.
1.4 მილიარდი აშშ დოლარის განვითარების ბიუჯეტის მცირე ნაწილის წყალობით, საინჟინრო გუნდმა დააკმაყოფილა პეხის მკაცრი მოთხოვნები. 2002 წელს გამოსვლისას, ფოლკსვაგენ ფაეტონი მსოფლიო მედიამ ტრიუმფად გამოაცხადა. „კვანტური ნახტომი, მიღწეულია“ თუმცა იყო მხოლოდ ერთი პატარა პრობლემა, რომელსაც პეხმა ვერ განჭვრიტა: აბსოლუტურად არავის სურდა ძვირადღირებული ლიმუზინის ყიდვა ფოლკსვაგენის სამკერდე ნიშნით! გაყიდვები კატასტროფული იყო. ეს იყო საუკეთესო ინჟინერიის მარცხი.
ამ ისტორიულმა ქეისმა მე განახსენა ცნობილი წიგნი ელ რაისის და ჯეკ ტროტ-ის რომელსაც ეწოდება – „პოზიციონირება“. ამ წიგნმა და თემამ რევოლუცია მოახდინა მსოფლიო ბიზნესის და მარკეტინგის ისტორიაში. პოზიციონირების შეცვლა ძალიან ძნელია – ამბობენ ტროტი და რაისი. თუ ხარ ფოლკსვაგენი ესეიგი არ ხარ მერსედესი და თუ გინდა მერსედესობა მაშინ რე-პოზიციონირება ანუ ხელახალი პოზიციონირება უნდა მოახდინო რაც ძალიან ძნელია, რადგანაც მილიონობით ადამიანს შეუცვალო აზრი შენს ბრენდზე საკმაოდ ძნელია. სწორედ ამან განაპირობა ფოლკსვაგენ ფაეტონის დაცემა!
ამიტომაც იფიქრეთ საკუთარი ბრენდის სწორ პოზიციონირებაზე მუდამ!
ავტორი: ნინო სირბილაძე