Wendy’s-ის კვლევა და სამომხმარებლო ანალიზი საქართველოს ბაზარზე

ვენდისი არის ამერიკული საერთაშორისო სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც დაარსა დეივ ტომასმა, 1969 წელს, ოჰაიოში. 2020 წლის მონაცემებით ვენდისი, Burger king-სა და McDonalds-ის შემდეგ, მსოფლიოს მესამე, ყველაზე მსხვილი ჰამბურგერის მწარმოებელი კომპანიაა, 6,500 -ზე მეტი ფილიალით.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, „ვისოლ ჯგუფმა“, მულტინაციონალური კომპანია „ვენდისგან“ საქართველოსა და აზერბაიჯანში რესტორნების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა. 1000 კვადრატულამდე ფართობზე, რუსთაველის გამზირზე განთავსებული ორ სართულიანი ამერიკული რესტორანი ერთ-ერთი ყველაზე დიდია „ვენდის“ ქსელში მსოფლიო მასშტაბით.

„ვენდის“-ის რესტორანი თბილისში მოიცავს ბავშვთა გასართობ და სადღესასწაულო ცენტრს, სათამაშო ზონას და კაფეებს. მის პირდაპირი კონკურენტები არიან, ბურგერ კინგი Burger King, მკდონალდსი McDonald’s და KFC. თუმცა დიფერენცირების სტრატეგიიდან გამომდინარე, კონკურენტებთან უპირატესობის მოსაპოვებლად, ვენდიმ შეიმუშავა ერთგვარი „კვადრატული ბურგერი“, რომლის, ძირითადი ინგრედიენტი,ხორცი კვადრატის ფორმისაა, რაც ბევრად დიდია კონკურენტების მრგვალი ფორმის ბურგერებთან შედარებით. სწორედ ამ უპირატესობამ გამოიწვია ვენდის ერთერთი მარკეტინგული კამპანია „სად არის ხორცი?!“ (Where is beef?!).

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ვენდის ბურგერების დასამზადებლად საჭირო, პური, ბოსტნეული და ხორცი, უშუალოდ ქართული ნაწარმია და არ ჩამოდის უცხო ქვეყნიდან გაყინული პროდუქტის სახით. ეს ფაქტი ხელს უწყობს მომხმარებლების ნდობის ზრდას და ხაზსს უსვამს საკვების ხარისხს. მნიშვნელოვანი სიახლეებია პროდუქტის ასორტიმენტშიც, ვინაიდან 2019 წლიდან, ვენდის რესტორნებს დაემატა ე.წ „Wendy’s Pizza” კუთხე რაც ბურგერების გარდა, მომხმარებლებს აგრეთვე სთავაზობს 5 სახეობის პიცას.

ვენდის თავისი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის იყენებს სხვადასხვა ტიპის სტრატეგიებს და ტაქტიკას, რომლებიც მიზნად ისახავს მიზნობრივ მომხმარებლებთან კავშირის დამყარებას. ვენდის ძირითადი ტაქტიკა რეკლამირებაა, ის გამოყენება პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, ტელევიზიასა და ინტერნეტ მედიის საშუალებით. მაგალითად, ამჟამად საკმაოდ გავრცელდა კომპანიის რეკლამა სლოგანით „რამე გემრიელს ხომ არ შეჭამდი?“, რაც მომხმარებლებს მოუწოდებს ვენდის ბურგერების დაგემოვნებისაკენ. ამ რეკლამის ეფექტურობა მდგომარეობს იმაში, რომ მის მთავარ ტაქტიკას წარმოადგენს, აუდიტორიისთვის, აღნიშნული ბრენდის ბურგერების არსებობის შეხსენება. ასევე დიდი ყურადღება ეთმობა პირდაპირ კონტაქტს მომხმარებლებთან. მაგალითად, რესტორნის პერსონალი სთავაზობს მომხმარებელს, შეუკვეთონ დამატებით სხვა პროდუქტი, როგორიცაა დესერტი ან სასმელი. ასევე პროდუქტის პოპულარიზაციისთვის, კომპანია ხშირად მიმართავს მოკლევადიან შეთავაზებებს და ფასდაკლებებს. მაგალითად, საქართველოს ან თიბისი ბანკთან თანამშრობლობით, შეიმუშავებს დროებით ფასდაკლებას, კონკრეტულ მენიუზე, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ სტუდენტური ან სასკოლო ბარათის მფლობელებს.

კომპანია ხშირად გვევლინება სხვადასხვა ღონისძიებების სპონსორად, ვისოლ ჯგუფთან ერთად. გარდა ამისა ის ფლობს საიტს, Facebook-სა და ინსტაგრამის გვერდებს. აღნიშნული სოციალური ქსელების საშუალებით, კომპანია პირდაპირ კავშირს ამყარებს მომხმარებლებთან და მათ სხვადსახვა სიახლეებს და შეთავაზებებს აცნობს. გვერდი აქტიურად ეხმაურება, აუდიტორიის კომენტარებს და ფორმალური სტილის გარდა, იუმორსაც ხშირად მიმართავს. აღნიშნული საიტი, ძირითადად, შემოთავაზებული პროდუქტის, ვიზუალურად მიმზიდველად წარმოჩენას ემსახურება.

ბრენდის კვლევა

აღნიშნული კვლევა, საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ვენდის საქმიანობა საქართველოს ბაზარზე, და განვსაზღვროთ ის მთავარი მოტივატორები, რაც გავლენას ახდენს მომხმარებელთა მსყიდველობით ქცევაზე. ამისათვის განისაზღვრა სამი ძირითადი საკვლევი თემა, ესენია:
1. მომხმარებელთა მსყიდველობითი ქცევის თავისებურებები.
2. Wendy’s-თან ურთიერთობის პირველი გამოცდილება.
3. Wendy’s-თან ლოიალობის მთავარი მოტივატორები.

დასახული თემების მიმოხილვისთვის, გამოკითხულ იქნა ვენდის 20 მომხმარებელი და 10 არამომხმარებელი, 18-35 ასაკობრივ კატეგორიაში.
მომხმარებელთა მსყიდველობითი ქცევის თავისებურებანი

პირველ რიგში, დადგინდა ის ფასეულობები და მოტივაცია, რაც მომხმარებლებს თან სდევს ყიდვის პროცესში. გამოკითხვამ გვიჩვენა რომ ბრენდთან დაკავშირებით მომხმარებელთათვის მნიშვნელოვანია, მისი აქტუალურობა, საფასო პოლიტიკა და მაღალი ხარისხი.

გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა რომ არასოდეს იყიდის იმპულსურად იმ პროდუქტს, რომლის ღირებულებაც მაღალია და ასევე შეისყიდიან გარკვეული ტიპის პროდუქტს, მხოლოდ ბედნიერი შეგრძნებებისთვის (ეს შეიძლება იყოს კონკრეტული გასართობი ღონისძიების ბილეთი, გემრიელი საკვები, მოდური ტანსაცმელი და ა.შ).ასევე საყურადღებოა ის ფაქტორები რაც ზეგავლენას ახდენს მომხმარებლის ყიდვის გადაწყვეტილებაზე, ყველაზე პოპულარული მოტივატორებია:

ასევე გამოიკვეთა ის 3 მთავარი მიზეზი, რის გამოც არამომხმარებლები უარს ამბობენ ვენდის პროდუქციის შეძენისგან:
1. არიან სხვა ბრენდის მომხმარებლები და მათდამი ლოიალურები (მაგ; McDonald’s, KFC)
2. მათთვის ნაკლებად მოსაწონია,ბრენდის პროდუქციის გემოვნური თავისებურებები
3. ზოგადად წინააღმდეგნი არიან და უნდობლობა ახასიათებთ სწრაფი კვების რესტორნებთან მიმართებაში

 

კომპანია Wendy’s-თან ლოიალობის მთავარი მოტივატორები.
რატომ ირჩევს მომხმარებელი კონკრეტულად ამ ბრენდს:
• გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა, კმაყოფილების აშკარა ფაქტორად, ბურგერის ინგრედიენტების ქართული წარმომავლობა დაასახელა, ასევე მსგავსი შედეგია ბურგერის გემოვნურ თვისებებთან მიმართებაში.
• შედარებით ნაკლები მთავარ მოტივატორად product mix-ს მიიჩნევს, რაც აისახება კომპანიის დიდ და მრავალფეროვან ასორტიმენტში.
• რესპოდენტების 10%-ის აზრით კი მნიშვნელოვანია საფასო პოლიტიკა.

აღნიშნულ საკვლევ თემაში დამატებით გამოიკვეთა ისიც რომ, კონკურენტის ფასის განახევრების შემთხვევაში, იმ კატეგორიის ხალხი ვინც ვენდის, პროდუქციის ხარისხის და ქართული წარმოშობის გავლენით მოიხმარს, კვლავ მისი ერთგულები დარჩებიან. ხოლო ის ვისთვისაც მთავარ მოტივატორს საფასო სტრატეგიები წარმოადგენს, აუცილებლად გადახედავს ალტერნატივებს.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ ვენდისის მომხმარებლები არ გამოხატავენ აშკარა უკმაყოფილებას, რჩებიან ლოიალურარები, ასევე აღნიშნავენ, რომ ეს ბრენდი მათში იწვევს სითბოსა და მხიარულების შეგრძნებებს და რაც მთავარია ენდობიან მას, რადგან სამზარეულოში მიმდინარე პროცესები გამჭირვალეა და ნებისმიერ მსურველსთვის შესაძლებელია თვალის დევნება მზადების პროცესისთვის.

თამარ გოგელია
მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
IBSU