რომელი უფრო მაგარია?

ბავშვობაში ხშირად გვესმოდა ასეთი ფრაზა – რომელი უფრო მაგარია? ამ თითქოსდა ბავშვურ კითხვაში მსოფლიო პროცესების აზრი მოსჩანს. ჯერ ჰეროდოტე არკვევდა ვინ იყო მაგარი, შემდეგ პლუტარქე თავის ცნობილ „ხასიათებში“ ადარებდა ერთმანეთთან მსგავს პოლიტიკურ ბრენდებს. ასევე ცდილობდა დიდი პლუტარქე გაეგო ვინ უფრო მაგარი იყო ალექსანდრე მაკედონელი თუ იულიუს კეისარი. ჩვენც ვქმნით რუბრიკას – რომელი უფრო მაგარია? მრავალ სიურპრიზს გპირდებით.

კი მაგრამ, რომელი უფრო მაგარია „კატერპილერი“, რომელიც არის ამერიკული სულის კომპანია თუ „კომაცუ“ – იაპონური გიგანტი?

იაპონური კომპანია Komatsu და მისი კონკურენტი Caterpillar

ჩვენ დავიწყებთ Komatsu- თი. თუ თქვენ გსურთ ტრაქტორის შეძენა და არჩევანს ვერ აკეთებთ იაპონურ კომაცუსა და ამერიკულ კატერპილერს შორის, მაშინ ჩვენ დაგეხმარებით და გაგიმხელთ თუ რა ერთმანეთისგან განსხვავებული უპირატესობები გააჩნიათ მათ.

მოდი დავიწყოთ კომაცუთი, შპს კომაცუ, მრავალეროვნული კომაცუს ჯგუფის შვილობილი კომპანია, დაარსდა 1921 წლის მაისში, მისი სათაო ოფისი არის იაპონიაში, ტოკიოში. 1967 წელს როდესაც კომაცუს პროდუქცია შევიდა აშშ-ს ბაზარზე, მაშინ  კატერპილარი უკვე ოქროს სტანდარტად ითვლებდა. კომაცუს პროდუქციის ხარისხი წლების განმავლობაში იზრდებოდა, კომპანიამ თავი დაიმკვიდრა შეერთებული შტატები სამშენებლო აღჭურვილობის სიდიდით მეორე ადგილზე. შპს „კომაცუ“ სამშენებლო აღჭურვილობის გარდა აწარმოებს სამთო, სატყეო და სამხედრო და სამრეწველო მოწყობილობებს.

მის უპირატესობებად შეიძლება ჩავთვალოთ:

  • კაბინაში ფართო სივრცე, სავარძელზე რეგულირებადი უკანა ზურგი, რომლის მეშვეობითაც ოპერატორები თავს კომფორტულად იგრძნობენ;
  • კაბინაში დამონტაჟებული მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ხმაური და ვიბრაცია ოპერატორს არ შეაწუხებს;
  • Komatsu გთავაზობთ მინი, მცირე, საშუალო და დიდ ექსკავატორებს;
  • Komatsu- ს აქვს სამთო ექსკავატორის ფართო სპექტრი, რომელიც ხელმისაწვდომია მომხმარებლებზე;

მისი უდიდეს ექსკავატორს, Komatsu PC8000-6, აქვს სამუშაო წონა 710 ტონამდე 55yds3 bucket სიმძლავრით;

  • ხშირ რემონტირებას არ საჭიროებს, კატერპილარისგან განსხვავებით
  • აქვს საშუალოდ საკმაოდ დაბალი ფასი
  • მისი მინი ექსკალატორები უფრო მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებენ ვიდრე კატერპილარის;

რაც შეეხება Caterpillar-ს იგი დაარსდა აშშ-ში, ორი კომპანიის შერწყმის შედეგად. უშუალოდ 1910 წელს კი მას  კატერპილარი დაერქვა და ძალიან სწრაფად დაიწყო ტრაქტორების წარმოება. ექსკავატორებისა და სამშენებლო აღჭურვილობის სხვა ტიპების გარდა, Caterpillar-ი აწარმოებს აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო მანქანებს და მძიმე დანიშნულების სატვირთოებს.

ახლა კი განვიხილოთ, თუ რა უპირატესობები გააჩნია Caterpillar-ს:

  • Caterpillar- ს ექსკავატორების დამზადების უფრო გრძელი ისტორია აქვს და ხშირად სამშენებლო ინდუსტრიაში ორი ბრენდის ლიდერად ითვლება
  • Caterpillar-ის პროდუქტებს ხშირად აქვთ მაღალი დონის შეკავება და რეალიზაციის მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ CAT– ის შემცვლელი ნაწილები დამზადებულია საზღვარგარეთ, მაგრამ მარტივად ხელმისაწვდომია აშშ – ში
  • Caterpillar– ის მინი ექსკავატორები კომაცუს თითქმის ნახევარი ზომაა, რაც უპირატესობაა, თუ თქვენ ეძებთ მცირე, მსუბუქი აღჭურვილობის მქონე მანქანას
  • CAT ექსკავატორებს აქვთ უმაღლესი შემობრუნების სხივები და უფრო უკეთესები არიან ღრმა გათხრებისთვის.

ამ ორ გიგანტ კორპორაციას შორის არჩევნის გაკეთება, უშუალოდ, დამოკიდებულია მომხმარებლის საჭიროებაზე. ორივე მათგანს გააჩნია კონკრეტული უპირატესობები, რომელთა გამოყენებაც კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე არის შესაძლებელი.

როდესაც საქმე გამოცდილებას ეხება, კატელპილარი უდაოდ ლიდერია. მას აქვს დიდი ისტორია ექსკავატორების და ის მოიაზრება კიდეც ამ საქმეში ლიდერად კოპაცუსთან ერთად. კატერპილარის ნაწილები წარმოებულია, როგორც უცხოეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინი ექსკავატორის ხაზი უფრო პატარაა, ვიდრე კომაცუს.

ეს მათ უფრო მიმზიდველს ხდის მყიდველთათვის, რომლებიც ეძებენ: მცირე, მსუბუქ და სწრაფ მანქანას სამუშაოს უფრო სწრაფად შესრულებისთვის. ამერიკულ ექსკავატორს აქვს უმაღლესი შემობრუნების რადიუსები და ის ამტკიცებს,რომ მას შეუძლია უფრო ღრმად გათხრა ვიდრე კომაცუს.

დღეს ჩვენ კონკრეტულად შევადარებთ ორ მოდელს „KOMATSU PC 200-8” და “CATERPILLAR 320D L”.

„კომაცუს“ მოდელს აქვს ძლიერი კორპუსის დიზაინი, განსხვავებით „კატერპილერისგან“. აქვს დახრილი საზურგე და მოსახერხებელ ადგილზე განლაგებული მოწყობილებები. უნდა ითქვას,რომ მემანქანე ნამდვილად კომფორტულად იჯდება ამ მოდელში. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მსგავსი ტიპის მანქანებში, რომელსაც სავარძლის სამკლაური ჰქვია, „კომაცუს“ საკმაოდ კომფორტული აქვს და მძღოლს დისკომფორტს არც ამ ასპექტში უქმნის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ მოდელის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი, რომელსაც ავტომატური ჰაერის კონდიციონერი ჰქვია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მოდელი ასახავს კომფორტის და ერგონომიკული მუშაობის ოპტიმალურ გარემოს.

რაც შეეხება „კატერპილერს“, მისი კორპუსის ზომა შედარებით შეზღუდულია და პატარაა, ვიდრე „კომაცუსი”, თუმცა მაინც სთავაზობს ანალოგიურ კომფორტს, რომელიც სწორად განლაგებულ სავარძელში და იდეალურ ადგილებზე განლაგებულ მოწყობილებებში გამოიხატება. დაკიდებული სავარძლის ეს ფორმა, რომელსაც „კატერპილერი“ გვთავაზობს, მაქსიმალურად ცდილობს დაღლილობა შეუმციროს მძღოლებს და მიანიჭოს კომფორტი ტარების დროს. სამართავი ნაწილების განლაგება საკმაოდ წააგავს „კომაცუსას“ და თითოეული მოწყობილობაც საკმაოდ ხელმისაწვდომ ადგილზეა განთავსებული. რაც შეეხება მის ახალ მოდელებს, მათ აქვთ სენსორული ხელის მოწყობილობა. ძველ მოდელებს არც ისე კარგი წინა შუშის მოწყობილობა, ჰქონდა, თუმცა ახალმა მოდელებმა ეს ნაკლი აღმოფხვრეს და მას 360 გრადუსისანი ხარისხის კამერაც მოყვება, რომელიც იდეალურად აჩვენებს მთელ სამუშაოს პროცესს.

რაც შეეხება ხარისხს, უნდა ითქვას, რომ „კომაცუ“ და ასევე „კატერპილერი“ საკმაოდ დიდ ფულს დებენ თავისი მოდელების უკეთესად წარმოებაში და ცდილობენ, რომ თითოეული კომპონენტი უფრო და უფრო განავითარონ და გააუმჯობესონ.

საინტერესოა, რომ „კომაცუს“ ახალ და განვითარებულ მოდელებს აქვთ უშუალო კონტაქტი და თანამშრობლობა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სამშენებლო ბაზრებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ძრავი „კომაცუსი“ სჯობს „კატერპილერისას“, ანუ აქვს ტვირთის ზიდვის უკეთესი უნარი და ამ კომპონენტში იაპონური მოდელი ლიდერია.

მოკლედ რომ ვთქვათ ხარისხზე, ორივე ფირმა წარმოუდგენლად მაღალი ხარისხის მატარებელია და რთულია, რომ მათგან ამ კომპონენტში რომელიმე გაარჩიო.

ამ დროისთვის კატერპილერის ფასი მერყეობს 71,940$ დან 2250,000$ მდე. ხოლო კომაცუს მოდელების ფასი მერყეობს 15,400$ დან 172,000$ მდე. რაც შეეხება ფასს, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საკუთრების ღირებულება და ღირებულების შენარჩუნება. კატერპილერი შეიძლება იყოს უფრო ძვირი,მაგრამ საკუთრების საფასურისთვის, ეს ბრენდები თანაბრად შეესაბამება.

გახსოვდეთ ასევე ის, რომ მარკეტინგული ფასწარმოქმნის TARGET COSTING-ის მეთოდით იაპონელებმა რევოლუცია მოახდინეს აშშ-ს ბაზარზე და სწორედ ამ ტექნოლოგიის, შედეგია ის რომ კომაცუ ფასით აშკარად სჯობს  კატერპილერს.

უკეთ შედარებისთვის დეტალებს ცხრილში მოვუყარეთ თავი.

საბოლოოდ ამ ორი გიგანტის შედარებისას ვრწმუნდებით, რომ არსებობს საკითხები სადაც ამერიკული ექსკავატორი ჯაბნის იაპონურს და პირიქით ისინი თავის საქმეში ნამდვილი პროფესიონალები არიან და თამამად შემიძლია ვთქვა,რომ მათი ნდობა ნამდვილად შეიძლება. არსებობს ადგილები სადაც კომაცუ უბადლოა და არსებობს ადგილები სადაც კატერპილერს ვერავინ გაუწევს კონკურენციას.

 

ავტორები: მარიამ თვარაძე, ანი ზოზირაშვილი, ლუკა ანჯაფარიძე,
საბა ქებურია, ლაშა რამიშვილი, ლიზა ბუაჩიძე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მარკეტინგის და მენეჯმენტის
საბაკალავრო პროგრამები, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი