ლუდი “ზედაზენი” – ბრენდის ელემენტები და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები

სს “ქართული ლუდის კომპანია” დაარსდა 2011 წელს ერთი მიზნით: გამხდარიყო საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზრის ლიდერი. საწარმოს მშენებლობა დაიწყო 2011 წლის მაისში. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო იქმნებოდა ცარიელ ადგილზე, მშენებლობის დაწყებიდან 7 თვეში უკვე შესაძლებელი გახდა საცდელი ლუდის ხარშვების დაწყება. ასეთ მცირე დროში თანამედროვე ევროპული სტანდარტის წარმოების აწყობა შესაძლებელი გახდა ცეზარ ჩოჩელის გარშემო შემოკრებილი გუნდის გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით. ჩვენ ჯგუფს საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე მუშობის 20 წლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია. საწარმოს აშენების ადგილი გვიკარნახა სოფელ საგურამოს შესასვლელთან ზედაზენის მთის ძირას არსებულმა უნიკალური თვისებების მქონე წყალმა; რადგანაც სწორედ წყალი არის კრიტიკული ფაქტორი ჩვენი დარგისთვის. 2012 წლის 2 აპრილს საგურამოში საზეიმოდ გაიხსნა ლუდსახარში “ზედაზენი”; საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ლუდი “ზედაზენი” და ლიმონათი “ზედაზენი”.

განვიხილოთ კომპანია ზედაზენის ადგილობრივი წარმოების ლუდები:

ლუდი “ზედაზენი” წარმოადგენს სს “ქართული ლუდის კომპანიის” ფლაგმან ბრენდს. ეს თავისთავად გულისხმობს განსაკუთრებულ ძალისხმევას მუდმივად ბრწყინვალე ხარისხის შესანარჩუნებლად. ზოგადად, ლუდის ხარისხს განსაზღვრავს სამი ფაქტორი: ნედლეული, რეცეპტურა და საწარმოო პროცესი. ლუდი “ზედაზენი”-ს წარმოებისას გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გერმანული ნედლეული და ზედაზენის საამაყო წყალი. “ზედაზენი”-ს რეცეპტი შეიქმნა ლუდის ხარშვის ჩეხური ტრადიციების განვითარებით. თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები კი საშუალებას გვაძლევს მოვხარშოთ საამაყო ქართული ლუდი. სპეციალურად შერჩეული ალაოსა და სვიის იდეალური ბალანსი, ზედაზენის წყალთან ერთად, მის გემოს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. გამორჩეული გემო მათთვის ვინც ეძებს საუკეთესოს. ზედაზენი – აბა რაა!

ალკოჰოლი 5%

საუკეთესო ტემპერატურა 4°

პილსნერის ტიპის ლუდი, ადვილი დასალევი, სასიამოვნო, მსუბუქი სიმწარით. ბავარია პრემიუმი არის ღია ფერის პილსნერის ტიპის ლუდი, რომელიც მზადდება ქერის ალაოს, ხორბლისა და სვიის დაბალანსებული კომბინაციისაგან მინერალური წყაროს წყლის გამოყენებით, რაც მის არომატს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.

ალკოჰოლი 5%

საუკეთესო ტემპერატურა 4°

“რაგნარი“ ვიკინგების სამეფო ლუდია, რომელიც ქართულ ბაზარზე დასამკვიდრებლად თავისი ლეგენდარული გემით შემოვიდა. ლუდი თავისი გემოვნური თვისებებით გადმოგვცემს ნამდვილ ვიკინგურ ხასიათს. სიამაყით შეგვიძლია გაუწყოთ, რომ „ქართული ლუდის კომპანიამ“ ლუდი რაგნარის წარმოება 2018 წლის მარტიდან დაიწყო.

ალკოჰოლი 5%

ალკოჰოლი 7.77%

საუკეთესო ტემპერატურა 3°

“რაგნარი“ ვიკინგების სამეფო ლუდია, რომელიც ქართულ ბაზარზე დასამკვიდრებლად თავისი ლეგენდარული გემით შემოვიდა. ლუდი თავისი გემოვნური თვისებებით გადმოგვცემს ნამდვილ ვიკინგურ ხასიათს. სიამაყით შეგვიძლია გაუწყოთ, რომ „ქართული ლუდის კომპანიამ“ ლუდი რაგნარის წარმოება 2018 წლის მარტიდან დაიწყო. ერთი წლის შემდეგ კომპანია გთავაზობთ უალკოჰოლო რაგნარს – 0 პროცენტიანი ალკოჰოლის შემცველობით და შეუდარებელი გემოთი.

ალკოჰოლი 4.5%

საუკეთესო ტემპერატურა 7°

ლუდი „სვიანი“ გერმანული ლაგერის ტიპის ლუდია. ფერი: – კრისტალურად გამჭვირვალე, ღია ხორბლისფერი, წვრილმარცვლოვანი ქათქათა თეთრი ქაფით. არომატში სვიის სასიამოვნო ნოტებთან ერთად აღიქმება შინგამომცხვარი ახალი ქერის პურის და გაზაფხულის ნაკადულის წყლის სურნელი. გემო რბილი და სასიამოვნო; შედარებით მსუბუქი დასალევი ლუდია. მზადდება განსაკუთრებული ჯიშის გერმანული სვიისა და უმაღლესი ხარისხის ქერის ალაოს გამოყენებით. ლუდი “სვიანი” – გახადე დღე სვიანი !

ალკოჰოლი 4.5%

საუკეთესო ტემპერატურა 2°

ბელგიუმ სტანდარტი იხარშება ოჯახური რეცეპტით და ლუდის ხარშვის ტრადიციებით. მისი შექმნისას მხედველობაში იქნა მიღებული ლუდის მოყვარულთა განსხვავებული გემოვნებები და ზუსტად ამიტომაა, რომ ბელგიუმ სტანდარტი თითქმის ყველა მდგომარეობას და სიტუაციას ერგება. ყველა ჭეშმარიტი ლუდის მოყვარული აფასებს ნათელ, ხორბლისფერ, არომატულ სითხეს, რომელსაც გააჩნია თვალისმომჭრელი თეთრი ქაფი და რბილი, გასაოცარი გემო. ბელგიუმ სტანდარტი – იქ სადაც შენ ხარ !

ალკოჰოლი 4%

საუკეთესო ტემპერატურა 4°

 

ლუდი ზედაზენის ასოციაციები მომხმარებლებისათვის

 

ზედაზენის ბრენდის კრიტერიუმები

IBSU, მარკეტინგის პროგრამა, ავტორი: ანი ფაჩულია

ხელმძღვანელი: მარკეტინგის კოორდინატორი  პროფესორი კახაბერ ჯაყელი