ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი – „ბარამბო“
ნათია მირველაშვილი
ხელმძღვანელი: Assoc. Prof. Dr. კახაბერ ჯაყელი
1. შესავალი
„ბარამბო“ გახლავთ პირველი კომპანია ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, რომელმაც ამ მასშტაბებს მიაღწია. იგი დააარსეს ქართველმა ბიზნესმენებმა 2009 წლის 11 მარტს. იმისათვის, რომ კომპანიას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტებისთვის მიეღწია, იგი იყენებდა თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებს, უმაღლესი ხარისხის ბელგიურ ნედლეულს, მიმართავდა წარმოების მუდმივ კონტროლს და ასე შემდეგ. კომპანია „ბარამბო“ დღესდღეობით საკმაოდ წარმატებული ბრენდია. მისი წარმატება არა მარტო ბაზრის დიდი წილის ფლობაში გამოიხატება, არამედ იმაშიც, რომ იგი მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. იქნება ეს შოკოლადის ბატონი, შოკოლადის კანფეტი, ასორტი, ნაყინი და სხვა. იმისათვის რომ ბარამბოს პროდუქცია ყოველთვის მომხმარებლის ინტერესებზე იყოს მორგებული, კომპანიის სპეციალისტები უცხოელი კოლეგებთან ერთად მუშაობენ ინოვაციების შეთავაზებაზე, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე, და იმაზე, რომ მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილი იყოს. აღსანიშნავია რომ ბარამბოს პროდუქციის კონტროლი ხდება წარმოების ყველა ეტაპზე. მაგალითად, იქნება ეს ნედლეულის ხარისხი, წარმოების პროცესი, თუ უკვე გამოშვებული პროდუქცია, იგი მუდმივად მკაცრ კონტროლს გადის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში. სწორედ ამის საფუძველზე იგი ყოველთვის წარმატებით გადის შემოწმების პროცესს.
ბარამბო ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მომხმარებლის ერთ-ერთი საყვარელი კომპანიაა.
2. კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია
იმისათვის, რომ კომპანიის, არა როგორც მხოლოდ ბიზნეს ერთეულის, არამედ როგორც ორგანიზაციის, რომელიც აზროვნებს, მოქმედებს და განვითარებისკენ ისწრაფვის, ანალიზი მოვახდინოთ საჭიროა გავაანალიზოთ თუ რა არის მისი მარკეტინგული სტრატეგია.
ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ თუ:
2.1 ვინ არის მომხმარებელი და როგორია მისი სოციალურ-დემოგრაფიულ-ეკონომიკური პორტრეტი
გადავწყვიტე, რომ ამ და სხვა კითხვებზე პასუხი თავად კომპანია „ბარამბოს“ მარკეტიგნული სექტორის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან მიმეღო.
მცირე ინტერვიუში რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მომხმარებელი ყველაზე მნიშვნელოვანი გარე პირდაპირ მოქმედი ფაქტორია კომპანიაზე. რა თქმა უნდა, თუ არა მომხმარებლის, ვის სურვილებსა და მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს ორგანიზაცია? პროდუქცია სამომხმარებლო სეგმენტის მიხედვით კონკრეტულად ერთი ასაკის,დემოგრაფიული თუ ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანზე არ არის გათვლილი. იგი მეტნაკლებად მოიცავს ამ სეგმენტების შემადგენელი ქვესეგმენტების სრულ არეალს. ეკონომიკური თვალსაზრისით კი, პროდუქცია გათვლილია თითქმის ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობების მქონე მომხმარებელზე.
2.2 რატომ ბარამბო?
„პირველ რიგში არის ქართული!“- ამ სიტყვებით იწყებს რესპონდენტი პასუხის გაცემას. მართლაც, „ბარამბო“ დღესდღეობით საქართველოში შოკოლადის მწარმოებელი ერთადერთი კომპანიაა და სხვა დანარჩენ ბაზარზეც წამყვან ადგილს იკავებს. რატომ ბარამბო?- ხარისხიანი პროდუქცია, მისაღები ფასები, ნატურალური პროდუქტები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბარამბოს სხვა მრავალ ხაზთან ერთად აქვს ვეგანური ხაზიც, რომელიც ნათლად წარმოგვიჩენს მის პასუხისმგებლიანობასა და ყურადღებიანობას.ბარამბოს აქვს მრავალფეროვანი არჩევანი და მომხმარებელს სთავაზობს აირჩიოს ის, რაც მისთვის არა მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების წყარო იქნება, არამედ უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ მოთხოვნებსაც დაუკმაყოფილებს.
2.3 ტექნიკურ-ტექნოლოგიური უპირატესობები
ბარამბოს მარკეტინგული სექტორის წარმომადგენელი კომპანიის ტექნოლოგიურ უპირატესობად იმ მოვლენას ასახელებს, რომ 2021 წელს ბარამბო გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც დაიწყო ნაყინის ბატონის წარმოება. ეს ტექნოლოგია საქართველოში არ დანერგილა და სწორედ ბარამბო გახდა ამ ტრადიციის შემომტანი ჩვენს განვითარებად ქვეყანაში.
2.4 კომპანიის მიმართვა მომხმარებლებს
გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ ბარამბო ექსპორტშიც საკმაოდ წარმატებულია. რესპონდენტი აღნიშნავს, რომ როდესაც კომპანია საზღვრებს სცდება და მის გარეთ იწყებს მოღვაწეობას, აუცილებელია, რომ უცხოელი მომხმარებელი პროდუქტით დააინტერესოს და ასევე მისთვის ნათელი იყოს პროდუქტის წარმოების ადგილი. ბარამბო კი საზღვრებს გარეთ ცნობილია როგორც „ტკბილეული საქართველოდან“. როგორც ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა „ადამიანის გონება აისბერგივითაა, რომლის ზედა ნაწილი ცნობიერია , ხოლო ის, რაც წყლის ქვემოთაა, ეს უკვე ქვეცნობიერია“. როგორც ჩანს, ბარამბომ უცხოელ მომხმარებელზე სწორედ ქვეცნობიერად იმოქმედა და მის გონებაში სამუდამოდ ჩაბეჭდა პროდუქტი,როგორც ქართული.
2.5 დაპირება შრომით დაქირავებულებს
კომპანია ბარამბო შრომით დაქირავებულებს პიროვნულ და პროფესიულ ზრდას ჰპირდება. ამასთანავე,თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ „ბარამბო“ საქართველოში ერთადერთი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიაა, მომუშავე პერსონალს აქ უნიკალური გამოცდილების მიღება შეუძლია, რასაც სხვა ვერცერთ კომპანიაში ვერ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ზრუნავს თავის დაქირავებულებზე და მათ ჰპირდება მშვიდ სამუშაო გარემოს,შესაბამისი ანაზღაურებითა და რაც მთავარია ნაყოფიერი სამუშაო გამოცდილებით.
3 ბრენდის 7P
3.1 პროდუქტი
- შოკოლადის ბატონი
- ვაფლი
- კარამელი
- მომინანქრებული კანფეტი
- ჟელე
- სუფლე
- შოკოლადის ასორტი
- შოკოლადის ფილა
და სხვა.
3.2 ფასი
მრავალი არაქართული სტატია დაგვემოწმება, რომ ბარამბო იმ ბრენდთა ჩამონათვალშია, რომელიც ძირითად აქცენტს არა ფასზე,არამედ პროდუქტის ხარისხზე აკეთებს. როგორც უკვე აღვნიშნე,პროდუქცია გათვლილია ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანზე,რაც თავისმხრივ იმაზე მეტყველებს, რომ ბარამბო ძირითად ყურადღებას ფასსდადებას არ უთმობს.სწორედ ეს არის მისი წარმატების მიზეზი. მიზეზი იმისა, რომ დღეს ბარამბოს თითქმის ყველა სამომხმარებლო სეგმენტი აქვს ათვისებული. მაგალითისთვის, ბარამბოს ნაყინის ფასი 0.7 დან 5 ლარამდე მერყეობს, რაც, მიმაჩნია, რომ სავსებით მისაღებია.
3.3 პრომოცია
რა თქმა უნდა, თუ არა პრომოცია და სტიმულირება, რამ შეიძლება გაყიდვებს შეუწყოს ხელი? მარკეტინგისთვის მრავალი სახის პრომოციაა დამახასიათებელი,თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბარამბო მიმართავს პროდუქტის რეკლამირებას სოციალური ქსელების, ტელევიზიის დახმარებით. ასევე კომპანია ხშირად სთავაზობს მომხმარებლებს ღონისძიებებს,რაც ერთგვარი დამატებითი ბიძგია გაყიდვების სტიმულირებისთვის. მაგალითად, „ბარამბოს ფესტივალი“, რომელიც ტრადიციულად 6 ქალაქში ტარდება ხოლმე.
მთლიანობაში კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბარამბო საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს ამ საკითხში.
ადგილი
ვინაიდან, ბარამბო ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, მის პროდუქციას თითქმის ყველა მარკეტში შეხვდებით. და არა მხოლოდ, ბარამბო გვხვდება კაფეებში, რესტორნებში თუ სხვა გასართბ ადგილებში. რააც შეეხება მის ქარხანას, იგი ტერიტორიულად ნატახტარში მდებარეობს.
ხალხი
ადამიანები, რომლებიც ბარამბოს წარმატებაში დროსა თუ სხვა სახის რესურსს დებენ, დარწმუნებულნი არიან რომ ბარამბო კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. რომ არა ნედლეულის მომწოდებლები,ტექნოლოგები,დანადგარის სპეციალისტები,ლაბორატნები, დიზაინერები და სხვა, დღეს ბარამბო ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა.
პროცესი
როგორც თავად ბარამბოს წარმომადგენელი ინტერვიუში განაცხადებს, პროდუქცია უახლესი ტექნოლოგიებით იქმნება. ნედლეულით ბელგია ამარაგებთ,უფრო ზუსტად კი კომპანია „Barry callebaut”,რომელიც ერთ-ერთი წამყვანია. ხდება ნელდეულის გადამოწმება და მხოლოდ ამის საფუძველზე მისი მიღება და წარმოების პროცესში ჩაშვება. გადამოწმება აქ არ სრულდება. დამზადებული პროდუქცია კიდევ ერთხელ გაივლის შემოწმებას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეშვება პროდუქცია გაყიდვაში.
ფიზიკური მტკიცებულება
რა თქმა უნდა კომპანია ბარამბო სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებს. აქ ხშირად შევხვდებით კმაყოფილ მომხმარებლებს, რომლებიც დადებით კომენტარებს აკეთებენ ამა თუ იმ პროდუქტზე.
SWOT ანალიზი
5. სამომხმარებლო სეგმენტი
როგორც ჩეხი მწერალი მილან კუნდერა იტყოდა: „ბიზნესს მხოლოდ ორი ფუნქცია აქვს-მარკეტინგი და ინოვაცია“. ბარამბო ყოველთვის გვაოცებეს თავისი ინოვაციებით. ერთ-ერთი სწორი მარკეტინგული გათვლა კი სწორედ ის იყო, რომ ბარამბომ შეძლო და თითქმის ყველა სამომხმარებლო სეგმენტი მოიცვა. ყურადღების მიღმა არც ბავშვები დარჩენია და მათთვის ცალკე ხაზი- „ბარამბინო“ გამოუშვა, რომელიც რძიან პროდუქციას აწარმოებს . აღსანიშნავია, რომ როგორც ბარამბოს მარკეტინგული სექტორის წარმომადგენელი ინტერვიუში აღნიშნავს, ბარამბო აწარმოებს ვეგანურ ხაზს, რაც ნიშნავს, რომ მისი, როგორც პროგრესულად მოაზროვნე მმართველების მქონე კომპანიის სურვილი, შეაღწიოს ყველა სეგმენტში, საკმაოდ მაღალია.
6. შესაძლო ფასეულობათა განაცხადი
ინტერვიუში გარკვევით გვეუბნება რესპონდენტი, რომ ბარამბო თავის კონკურენტებს კონკურენციას სხვადასხვანაირად უწევს. მაგალითად, ზოგიერთ კონკურენტს იგი ხარისხით ამარცხებს, ზოგიერთსაც ფასით და ზოგს ორივეთი ერთად. ამრიგად, შესაძლო ფასეულობათა განაცხადის მიხედვით, ბარამბო შეიძლება იყოს „იგივე ნაკლებით“ , „მეტი იგივეთი“, „მეტი მეტით“ ან „იგივე იგივეთი“- დამოკიდებულია ხაზზე, პროდუქტზე და სხვა მრავალ ფაქტორზე.
7. BCG მატრიცა
იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ბარამბომ საკმაოდ ფართო თვისებრივი მარკეტინგული კვლევა ჩაატარა, სანამ პროდუქციას გამოუშვებდა, მოსალოდნელი იყო, რომ მისი პროდუქტები გაამართლებდა, თუმცა ყოველთვის ასე როდი ხდება. შესაძლოა მომხმარებელს მოთხოვნილებები ძალიან სწრაფად შეეცვალოს და ამან ბრენდის წარმატებაზე საკმაოდ სერიოზული გავლენა მოახდინოს. მოდით განვიხილოთ, თუ რომელი პროდუქტი რა კატეგორიას განეკუთვნება ბაზრის ზრდისა და წილის მატრიცის მიხედვით.
- ვინაიდან ბარამბო არის ერთადერთი შოკოლადის მწარმოებელი ქართული კომპანია, მისი შოკოლადი წარმოადგენს ვარსკვლას, მაღალი ფარდობითი საბაზრო წილითა და ბაზრის ზრდის მაღალი კოეფიციენტით. ასევე ამ კატეგორიას მიეკუთვნება ბარამბოს ნაყინი და კანფეტი.
- ბარამბოს შოკოლადის ფილა და შოკოლადის ასორტი იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, სადაც ფარდობითი საბაზრო წილი მაღალია, ხოლო ბაზრის ზრდის კოეფიციენტი დაბალი. ანუ აღნიშნული პროდუქცია BCG მატრიცაში მეწველ ძროხას წარმოადგენს.
- როგორც უკვე აღვნიშნე, ბარამბოსსხვადასხვა განშტოებები აქვს, რომელთაგან ერთ-ერთია „სეზონი“. სწორედ „სეზონი“ ხასიათდება დაბალი ფარდობითი საბაზრო წილითა და მაღალი ბაზრის ზრდის კოეფიციენტით, რაც მას კითხვის ნიშნის ამპლუაში წარმოაჩენს.
8 ფუნქციური თუ ფუფუნების პროდუქტი?
იმისათვის რომ, ამ კონკრეტულ საკითხში ჩემი ანალიზი და შეფასება მეტად ობიექტური ყოფილიყო, მომიწია ბარამბო სხვა ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებთან შემედარებინა. ამრიგად, შემიძლია ვთქვა, რომ ბარამბო ქართულ ბაზარზე ფუფუნების პროდუქტს წარმოადგენს და მისი ფასი არის საშუალო. ამგვარი პოზიციონიერბით, ბარამბო კიდევ უამრავ წარმატებას მიაღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი მომხმარებლების 50% და მეტი საშუალო ფინანსური მდგომარეობით ხასიათდება, ბარამბომ სწორად მოარგო პროდუქტის ფასიცა და ხარისხიც მომხმარებელს და ამ გზით დაიკავა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის ადგილი.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბარამბო ხშირად მიმართავს კომერციალიზაციას, რაც მას ეხმარება მუდმივად გაზარდოს კომპანიის კმაყოფილ მომხმარებელთა რიცხვი.
რესპონდენტის საუბრიდან ვიგებთ, რომ ბარამბოს პროდუქტები წარდგენის ფაზაშიც კი იმდენად პოპულარული იყო ქართველი მომხმარებლისთვის, რომ გაყიდვების რაოდენობამ ერთიანად საოცარი სისწრაფით მოიმატა. ზრდის ფაზაში, ბარამბო ცდილობდა მომხმარელისთვის დაენახვებინა, რომ იგი არა მხოლოდ ერთჯერადი წარმატებით კმაყოფილდებოდა, არამედ მომხმარებელს ყოველთვის გააოცებდა ინოვაციებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. დღეს ბარამბო მომწიფების ფაზაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაყიდვების რაოდენობა იზრდება(ამ კონკრეტულ შემთხვევაში). რესპოდენტი იმასაც გვეუბნება, რომ ბარამბომ სულ 2 კვირაა რაც წარმოებაში ახალი პროდუქტი – ნაყინი ჩაუშვა და უახლოეს მომავალში კიდევ უნდა ველოდოთ მისგან სიურპრიზებს.
9 თვისობრივი მარკეტინგული კვლევა
რა დაგვეხმარება მომხმარებლის კმაყოფლების დადგენაში, თუ არა თვისობრივი მარკეტინგული კვევა?! სწორად შერჩეული კითხვები, რომლებიც მომხმარებელს რეალურად დააფიქრებს კომპანიასა და მის პროდუქტზე, ჩვენი გასაღებია მათი კმაყოფილების დასადგენად.
გამოკითხული 13 ადამიანიდან 46.2% მიიჩნევს, რომ ბარამბო არის ნორმალური,თუმცა არის ხარვეზებიც, 38.5% თვლის რომ ის არის კარგი, ხოლო დანარჩენი15.4%-ის მიხედვით იგი არის შესანიშნავი.
საინტერესოა გამოკითხვის იმ კითხვების ანალიზი, რომლებიც იმის გაგებას ისახავდა მიზნად, თუ რა არ მოსწონს მომხმარებელს ბარამბოში, რას შეცვლიდნენ მასში და რატომ ირჩევენ ისინი ბარამბოს და არა მის კონკურენტ ქართულ კომპანიებს. მაშასადამე, წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო პასუხებს.
ერთ-ერთი მომხმარებლის აზრი ასეთია:
- „მგონი ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქცია აქვთ, როგორც საბავშვო ასევე ზრდასრულებისთვის. მომწონს მათი შოკოლადის კარაქიც, რძიანი შოკოლადიც და ნაყინიც. ასევე კარგი შეფუთვა აქვთ.“
- „მისი პროდუქცია არის მეტად ხარისხიანი მიმზიდველი და ამავე დროს საზოგადოებაში სარგებლობს კარგი ბრენდის სატუსით.“
- „შთამბეჭდავია , გარმორჩეული , ევროპული ხარისხი , ახალგაზრდული , ქართული ეკონომიკის ფლაგმანი“
- „ბარამბო ბევრად მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.“
- „მეტად სანდოა“
საინტერესოა, თუ რას შეცვლიდა ქართველი მომხმარებელი ბარამბოს პროდუქციაში:
- სიტკბო
- სიტკბოსა და სიმჟავის ბალანსი
- არ ვიცი, ჩემთვის ყველაფერი მისაღებია
- შაქრის რაოდენობას შევამცირებდი,ზედმეტად ტკბილია
და ბოლოს, რა სიახლეს ისურვებდნენ ბარამბოსაგან:
- ნატურალურ წვენს
- „არვიცი, ალბათ უფრო მრავალფეროვან რძიან შოკოლადს. თხილით, ჩირებით, ხილით და ა.შ. ასევე როგორც კიტკეტი ან სნიკერსია მათ მსგავს შოკოლადს, მსგავსი შეფუთვის შოკოლადი არაქვთ როგორც მახსენდება და საინტერესო იქნება.“
- „რაიმე ორიგინალურს. ისეთს,როგორსაც ქართულ ბაზარზე ვერ შევხვდებით“
- იოგურტებს
გამოკითხვიდან გამომდინარე, შემიძლია დავასკვნა, რომ ქართველი მომხმარებელი კმაყოფილია ბარამბოს პროდუქციის და იქიდან გამომდინარე, რომ იგი მზარდი და სიახლეებით სავსე ბრენდია, მომხმარებელი მისგან განსხვავებული,არატრადიციული პროდუქტის შექმნას მოელის.
გამოკითხვის შედეგები იხ.დანართებში(თავი 16)
10 COVID-19-ის გავლენა ბარამბოზე
მოგეხსენებათ, ბარამბო ექსპორტს 2011 წლიდან აწარმოებს. მათი პროდუქცია გადის უკრაინაში, ჩინეთში, ერაყში, აზერბაიჯანში, ირანში, რუსეთში, მალაიზიასა და სინგაპურში. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც. ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბარამბოს ნედლეულის მომწოდებელი ბელგიაა, მარტივი მისახვედრია, რომ პანდემიამ მასზე საკმაოდ სერიოზული გავლენა იქონია. როგორც, ბარამბოს მარკეტინგული სექტორის წარმომადგენელი აღნიშნავს, კომპანია კრიზისულ მდგომაეობაში იმყოფებოდა, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს. ბარამბომ შეძლო და აღნიშნული ვითარება სათავისოდ გამოიყენა. მოახერხა, რომ ინოვაციური პროდუქტების შექმნაზე ეზრუნა და ამ გზით მან თავის კუთვნილ ადგილას დაბრუნება მოახერხა.
11 ფასეულობათა ჯაჭვი
კომპანია „ბარამბო“ მომხმარებელს მრავალ ფასეულობას სთავაზობს. პირველ რიგში ეს არის სტაბილურად საშუალოზე მაღალი ხარისხი, დაბალი/საშუალო ფასები, მუდმივი ინოვაციები, მრავალ სეგმენტზე მორგებული პროდუქცია(საბავშვო,ვეგანური ხაზი,სამარხვო და ა.შ)
12 მიკროგარემო
როგორც ვიცით, მარკეტინგული გარემო გულისხმობს გარე ძალებსა და ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ კომპანიის შესაძლებლობებზე, განავითარონ და შეინარჩუნონ წარმატებული გარიგებები და ურთიერთობები მიზნობრივ მომხმარებლებთან.
მიკროგარემო კომპანიის გარშემო არსებული გარემოა, რომელიც მასთან ახლოსაა და დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენს მასზე.
მიკროგარემოზე ზემოქმედების ზოგიერთი ფაქტორია:
- მომწოდებლები
- შუამავლები
- მომხმარებლები
- კონკურენტები
მომწოდებლები მნიშვნელოვან კავშირს ქმნიან მომხმარებლისთვის ღირებულების მიწოდებაში. მომწოდებლების პრობლემამ შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს მარკეტინგზე. ამიტომ მარკეტინგის მენეჯმენტი უნდა დააკვირდეს მიწოდების ხელმისაწვდომობას და ხარჯებს.
ბარამბოს ნედლეულის მომწოდებელი გახლავთ ბელგია.
ბაზრის შუამავლები ეხმარებიან კომპანიას ხელი შეუწყონ პროდუქციის პოპულარიზაციას, გაყიდვას და საბოლოო მყიდველებამდე მისვლას. მასში შედის საცალო ვაჭრობა, საბითუმო მოვაჭრეები, ფიზიკური განაწილების ფირმები, ფინანსური შუამავლები.
მომხმარებლები მიკროგარემოს ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილენი არიან. მიწოდების მთელი სისტემის მიზანია სამიზნე მომხმარებლების მომსახურება და მათთან მტკიცე ურთიერთობის შექმნა.
მარკეტინგში აღნიშნულია, რომ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს უფრო მეტი მომხმარებლის კმაყოფილება, ვიდრე კონკურენტებმა. მათ შეუძლიათ მოიპოვონ სტრატეგიული უპირატესობა, მკაცრად შესთავაზონ მომხმარებლებს კონკურენტების წინადადებები.
13 ბარამბო მასლოუს პირამიდის მიხედვით
მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის პირველი საფეხური ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია,რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც შიმშილია. კონცეპტუალურად ბარამბო სწორედ შიმშილის,ტკბილის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაა შექმნილი. ამრიგად ორი აზრი არ არსებობს, რომ იგი ნამდვილად აკმაყოფილებს პირველ საფეხურს.
გადავიდეთ მეორე, უსაფრთხოების მოთხოვნაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ბარამბო შემოწმებას წარმოების პროცესში არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე, სხვადასხვა ეტაპებზე გადის. ამგვარი შემოწმება იძლევა იმის გარანტიას, რომ პროდუქტი არის უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის არასაზიანო.
პრომოციის მიზნით ბარამბო ხშირად აწყობს ღნისძიებებსა და ფესტივალებს, რაც მის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოახდინონ სოციალიზაცია,დაიკმაყოფილონ სიყვარულის,სითბოსა და ხალხთან ურთიერთობის მოთხოვნები.
გადავიდეთ მე-4 და ძალიან მნიშვნელოვან საფფეხურზე, სადაც აბრაამ მასლოუს პირამიდის მიხედვით, უნდა დაკმაყოფილდეს დაფასებისა და ყურადღების მოთხოვნილებები. ორი აზრი არ არის, რომ ბარამბო სრულიად მომხმარებელზე და მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ იგი მუდმივად ატარებს სამომხმარებლო კვლევებს, რათა მომხმარებლის მოთხოვნის ცვლილებას მყისიერად უპასუხოს და ამით მისი გული მოიგოს.
და ბოლოს, მე-5 და ყველაზე მაღალი საფეხური მასლოუს პირამიდაში გახლავთ თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების მოთხოვნილება. ამ კუთხით განვიხილოთ ბარამბოს დაქირავებული პერსონალი. ბარამბო აძლევს თანამშრომლებს იმის საშუალებას, რომ ისინი პიროვნულად და პროფესიულად განვითარდნენ და დაიმკვიდრონ საკუთარი თავი დღევანდელ, საკმაოდ კონკურეტნულ გარემოში.
მაშასადამე, რისი თქმა შეგვიძლია, თუ არა იმის, რომ ბარამბო საკმაოდ წარმატებული კომპანიაა, რომელიც მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის ყველა საფეხურს კარგად ერგება.
14 ბრენდის 5 პიროვნული მახასიათებელი
მინდა წარმოგიდგინოთ მარკეტინგული კვლევის შედეგები, რომელიც ბრენდის 5 პიროვნულ მახასიათებელთან დაკავშირებით ჩავატარე.
შედეგებიდან ნათლად ჩანს, რომ გამოკითხულთა ყველაზე დიდი, 53.8% მიიჩნევს, რომ ბარამბო არის გულწრფელი, რაც გასაკვირი სულაც არ არის. ბარამბო პირდაპირია მის მომხმარებელთან,რაც მისი წარმატების ერთ-ერთი გასაღებია.
არც ერთი მომმხარებელი არ მიიჩნევს, რომ ბარამბო არის მკაცრი, რაც ასევე იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოებას ბრენდის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს და მას კომპეტენტურ,დახვეწილ,აუღელვებელ ბრენდად მიიჩნევს.
15 დასკვნა
და ბოლოს, ბარამბო მუდმივად მზარდი კომპანიაა, რომელიც თანამედროვე რეალობას ყველაზე სწორად მოერგო. მოერგო ისე, რომ არ უგულებელჰყო მომხმარებლის ინტერესები და ამ ორის ინტეგრირებით საკმაოდ ღრმა ფესვები გაიდგა საქართველოს ბაზარზე. მჯერა, რომ იგი შეძლებს, დიდ წარმატებას მიაღწევს და ბევრად მეტ ქვეყანას გააგებინებს, რომ „ბარამბო“ არის „ტკბილეული საქართველოდან“
16 დანართები
გამოკითხვის შედეგები
16.1 ამოყენებული წყაროები
- https://www.linkedin.com/company/barambo-official/about/
- https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/amashukeli-sopo20-3/brendebi-sakartveloshi/barambo?fbclid=IwAR1skNTeXF2aNj30-1f4fUvqYLEZQOo8-VXZtFyflAZIHkL2G84cqC9KZtM
- https://www.finchannel.com/golden-brand-awards/46586-barambo-five-years-together?fbclid=IwAR14IIDIDuQq0-d7s3F4b_p9P-9EkKPgv4FZ9jy7GcYB1aNpZkOaD6hWwpE