ციფრული მარკეტინგის განვითარება – II

ავტორი: სანდრო მაისურაძე

ხელმძღვანელი: პროფესორი კახაბერ ჯაყელი

 

II თავი – E-mail მარკეტინგი

თუ ყველას არა, მკითხველთა ნაწილს მაინც გაუჩნდებოდა კითხვა თუ რატომ დავიწყე ციფრული მარკეტინგის კომპონენტების განხილვა უშუალოდ E-mail მარკეტინგით. ამის უმთავრესი მიზეზი გახლავთ ის, რომ E-mail მარკეტინგი გახლავთ ციფრული მარკეტინგის კომპონენტთაგან უძველესი. პირველ რიგში მინდა ჩვეულებრივი E-mail მარკეტინგი და არასასურველი E-mail მარკეტინგი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. ამ ორი მარკეტინგის ერთმანეთისგან დივერგენცია უნდა შეგვეძლოს, რადგან ისინი ერთი შეხედვით მსგავსი, მაგრამ შედეგიანობის თვალსაზრისით ერთმანეთის უკუპროპორციული მარკეტინგებია, ამას მოგვიანებით აგიხსნით,მანამდე კი უშუალოდ ჩვეულებრივ E-mail მარკეტინგზე ვისაუბრებთ. ელექტრონული ფოსტა ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვიხსნის, მისი წყალობით შესაძლებელია უშუალოდ თქვენს კომპანიაზე მორგებული, პოტენციური მომხმარებლების სეგმენტისა და პარტნიორების მოძებნა, მაგრამ ამ ყველაფრის გარდა თქვენ ელექტრონული ფოსტა უამრავ სხვა შესაძლებლობასაც გიხსნით, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თუ რამდენი გაგზავნილი წერილი იქნა წაკითხული, მიღებული და ასევე რა რეაქცია მოჰყვა თქვენს გზავნილს პოტენციური მომხმარებლის სეგმენტსა თუ პარტნიორებთან.

რადგანაც უშუალოდ E-mail მარკეტინგზე უკვე ვისაუბრეთ, მოდით დავუბრუნდეთ ზემოთ ხსენებულ არასასურველ E-mail მარკეტინგს. უკვე ვიცი, რომ კითხვაც კი არ გაგჩენიათ თუ როგორი ტიპის მარკეტინგი ვიგულისხმე ახლა. დიახ, ეს გახლავთ კაზუალურად(შემთხვევითი პრინციპით) გაგზავნილი შეტყობინებები. მსგავსი შეტყობინებების ადრესატები არ არის შერჩეული, ისინი უბრალოდ შემთხვევითი მსხვერპლები არიან, რომელთაც მისდით არასასურველი რეკლამები მათთვის არასასურველ პროდუქტზე. ბუნებრივია, რომ მსგავსი მარკეტინგი და შეტყობინებები არათუ იზიდავს და გაყიდვების სტიმულირებას ახდენს, არამედ პირიქით, აღიზიანებს მომხმარებლებს და თვითონ სარეკლამო კამპანიაც არაეფექტიანი ხდება.

რადგანაც ვფიქრობ, რომ E-mail მარკეტინგზე ამომწურავად ვისაუბრეთ, მოდით გადავიდეთ ციფრული მარკეტინგის შემდგომ კომპონენტზე.

 

ვებ-გვერდი

დღესდღეობით ალბათ გაგიჭირდებათ დამისახელოთ პროგრესული და რენტაბელური კომპანია, რომელსაც არ გააჩნია თავისი საკუთარი ვებ-გვერდი. ვებ-გვერდი არა მხოლოდ უბრალოდ კომპონენტი, არამედ ციფრული მარკეტინგის განუყრელი ნაწილია. ციფრული მარკეტინგის არსებობა ვებ-გვერდის გარეშე პრაქტიკულად უტოპიურია. სწორედ ამიტომ თანამედროვე სამყაროში კომპანიები ცდილობენ,რომ შექმნან ოპტიმალური ვებ-გვერდი, რომელიც ადეკვატურად წარმოაჩენს კომპანიას და ხელს შეუწყობს მის ფუნქციონირებას.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რას წარმოადგენს ოპტიმალური ვებ-გვერდი. მე არა მხოლოდ მარკეტინგსა და ბიზნესში არამედ ვებ-გვერდის ტექნიკურ მხარეშიც კომპეტენტური ვარ და შესაბამისად ამაზე პასუხსაც მე გაგცემთ. მოდით დავიწყოთ ვებ-გვერდის ტექნიკური მხარით და შემდგომში გადავიდეთ დიზაინის კონცეფციაზე.

იმისთვის, რომ ვებ-გვერდი ეფექტიანი აღმოჩნდეს პირველ რიგში ნებისმიერი მოწყობილობისთვის უნდა გააჩნდეს ოპტიმალური ხილვადობა. ამაში ვებ-გვერდებს ადაპტური დიზაინი ეხმარება. შეგახსენებთ, რომ ადაპტური დიზაინი არის მიდგომა, რომელიც საშუალებას აძლევს დიზაინსა და კოდს, შეესაბამებოდეს სხვადასხვა მოწყობილობის ეკრანის ზომას. ადაპტური დიზაინი არის თანამედროვე ვებ-გვერდების განუყოფელი ნაწილი, რომლის გარეშეც ვებ-გვერდის არსებობა პრაქტიკულად გამორიცხულია,რადგან მსგავს შემთხვევაში ვებ-გვერდს ოპტიმალური ხილვადობა მხოლოდ 1 კონკრეტული მოწყობილობისთვის გააჩნია და ხშირია სხვა ტიპის მოწყობილობებში დიზაინის და წარწერების bug-ები, ანუ ე.წ ვებ-გვერდის გაუმართაობები. ვებ-გვერდის ტექნიკური მხარის დახასიათებისას ვერ გავექცევით გრაფიკულ შაბლონებსაც.

რა თქმა უნდა თანამედროვე ვებ-გვერდს უნდა გააჩნდეს გრაფიკული შაბლონები და მეტიც საიტის შიდა გვერდების გრაფიკული შაბლონები აუცილებელია, რომ ერთმენეთთან თანხვედრაში იყოს.

შემდეგი რაც ვებ-გვერდის ტექნიკური მხარის შეფასებისას არ უნდა გამოგვრჩეს არის მართვის სისტემასთან ინტეგრაცია. ვინც ამ სფეროში არაკომპეტენტურია და არ იცის რა არის მართვის სისტემასთან ინტეგრაცია გეტყვით, რომ ეს არის მრავალმხრივი სტრუქტურის, დიდი მოცულობის ინფორმაციის, დახვეწილი დიზაინის და მარტივი მრავალფუნქციურობის მართვის ერთიანობა საიტში(ანუ თანამედროვე საიტზე ყველა აქ ჩამოთვლილი უნდა გააჩნდეს რომ სრულყოფილ საიტად ჩაითვალოს).

შემდეგი დეტერმინანტი საიტის წინწაწევა გახლავთ. საიტს უნდა გააჩნდეს მაქსიმალურად ხილვადი წინწაწევა(საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია). მარტივ ენაზე რომ ვთქვა, როდესაც მომხმარებელი Google-ის ან სხვა ტიპის საძიებო სისტემაში ჩაწერს კომპანიის სახელს, პირველივე სწორედ თქვენი კომპანიის ვებ-გვერდის ლინკი უნდა აჩვენოს საძიებო სისტემამ. წინწაწევა ძირითადად კომპანიის კრეატიულ სახელთანაა დაკავშირებული(თუმცა ამასთან SEO არის პირდაპირ კავშირში, რომელზეც ქვემოთ უფრო დეტალურად გესაუბრებით), რადგან თუ თქვენს კომპანიას არაორდინალური სახელი ჰქვია, საძიებო სისტემა მარტივად მიაგნებს ვებ-გვერდსაც, მაგრამ თუ კომპანიას ჰქვია ტრივიალური სახელი, საძიებო სისტემა თქვენი კომპანიის ვებ-გვერდის მისამართთან ერთად კიდევ უამრავ მისამართს უჩვენებს მომხმარებელს, რაც საბოლოოდ მომხმარებელში დაბნეულობას და შესაბამისად უკმაყოფილებას გამოიწვევს. ხოლო მომხმარებლის დაბნეულობა და უკმაყოფილება არაეფექტიანობის და შესაბამისად არარენტაბელურობის წინაპირობაა.

შემდეგი რამ, რაც ვებ-გვერდის ტექნიკურ მხარეშია გასათვალისწინებელი არის ენების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტ ენაზეა თქვენი ვებ-გვერდი ნათარგმნი, პარალელურად უფრო მეტად იზრდება თქვენი მომხმარებლების გეოგრაფიული სეგმენტიც, რაც არამხოლოდ მოკლევადიან არამედ გრძელვადიან პერიოდშიც რენტაბელურად აისახება კომპანიის ოპერირებაზე.