A variety of Procter & Gamble products including Tide, Gillette, Pampers, and Charmin displayed side by side.

სტრატეგია წარმატების მთავარი ფორმულაა

Procter & Gamble კომპანია, რომელსაც დღეს თითქმის ყველა იცნობს. ჩვენს მეხსიერებაში ხომ მკაფიოდაა აღბეჭდილი უზარმაზარი საწარმოო ინდუსტრია, რომელიც ამ ერთი სახელის ქოლგის ქვეშაა მოქცეული, იგი წარმატებული ბრენდების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. კომპანია გვეუბნება, რომ ინოვაცია არის ის, რასაც ჩვენ საუკეთესოდ ვაკეთებთ. მან ზუსტად იცის საკუთარი საქმე, არაერთი წარმოების ინდუსტრიაში მოღვაწეობს. ინოვაციებთან ერთად, კომპანია პოულობს ადამიანებში შთაგონებას – მათ საჭიროებებს, ღირებულებებს, სურვილებსა და ვნებებს.

Procter & Gamble ცდილობს სტატეგიული ნაბიჯებით მართოს საკუთარი კომპანია. ,,ღირსშესანიშნავი ბრენდები, რომლებსაც შეგიძლიათ ენდოთ თქვენს სახლში”. P&G-ის პროდუქტებმა გაითქვა სახელი „რაც საჭიროა“ და „რაც შესაძლებელია“ – ს შერწყმით და ამ რეგალიებს ყველა დროსა და ადგილას წარმატებით იყენებს.

მოდი დავიწყოთ კომპანიის სტრატეგიების სიღრმისეული ანალიზით.

სტრატეგია

კომპანიანია Procter & Gamble ორიენტირებულია მყიდველების, მომხმარებლების, საზოგადოებისა და მესაკუთრეების აღფრთოვანებაზე, მომსახურეობაზე ხუთი სტრატეგიული და ინტეგრირებული არჩევანის საშუალებით:

  1. ყოველდღიური გამოყენების პროდუქტების პორტფოლიო იმ კატეგორიებში, სადაც შესრულება განაპირობებს ბრენდის არჩევანს;
  2. უპირატესობა პროდუქტის, შეფუთვის, ბრენდის კომუნიკაციის, საცალო გაყიდვებისა და ღირებულების მიხედვით;
  3. პროდუქტიულობა ყველაფერში, რასაც აკეთებენ;
  4. კონსტრუქციული დარღვევა ღირებულების ჯაჭვის მასშტაბით;
  5. სწრაფი, ანგარიშვალდებული და გაძლიერებული ორგანიზაცია.

A blue circular diagram showing five key elements of an integrated growth strategy.

კომპანია Procter & Gamble-ს თითოეულმა სწორად წარმართულმა სტრატეგიამ მისცა საშუალება აეშენებინა და შეენარჩუნებინა ძლიერი იმპულსი, რათა მიზნობრივად  ემართათ ახლოვადიანი ხარჯები და საოპერაციო გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან და საბოლოოდ დაებალანსებინათ კომპანიის ზრდა ღირებულებების სწორად შესაქმნელად.

  1. ფოკუსირებულია პორტფოლიოზე 10 კატეგორიაში – ყოველდღიური გამოყენების პროდუქტები, სადაც შესრულება განაპირობებს ბრენდის არჩევანს.
  2. კონკურენტუნარიანობის საზღვრების გაფართოება – უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, შეფუთვა, ბრენდის კომუნიკაცია, საცალო შესრულება და ღირებულება.
  3. პროდუქტულობის მართვა – ღირებულებისა და ფულადი სახსრების გაუმჯობესება ინვესტიციების დასაფინანსებლად და მომგებიანობის გასაუმჯობესებლად.
  4. კონსტრუქციული ჩაშლა – ინდუსტრიაში ღირებულების ჯაჭვის მასშტაბით გამოწვევების დაკმაყოფილება.
  5. უფრო კონცენტრირებული, მოქნილი, ანგარიშვალდებული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ბაზრის სისწრაფით.

P&G-ის 10 კატეგორიის პორტფოლიო

კომპანიამ გააძლიერა P&G-ის პორტფოლიო ყოველდღიური გამოყენების კატეგორიებში, სადაც პროდუქტის შესრულება განაპირობებს ბრენდის არჩევანს

(Product performance drives brand choice).

Display of personal care products categorized into Personal Health Care, Oral Care, Hair Care, Skin & Personal Care, and Gro…

Various products organized into categories: Fabric Care, Home Care, Baby Care, Feminine Care, and Family Care.

 მომხმარებლებთან მოგების უპირატესობა

მათ გადადგეს მიზანმიმართული ნაბიჯი ინვესტირების, პროდუქციის და შეფუთვის უპირატესობის, ბრენდის კომუნიკაციის, საცალო ვაჭრობისა და სამომხმარებლო ღირებულების გასაუმჯობესებლად. ეს ხუთი ელემენტი ერთად განაპირობებს კატეგორიის ზრდას, ხელს უშლის სასაქონლო წარმოებას და ქმნის საფუძველს მდგრადი კონკურენტული უპირატესობის შესაქმნელად.

Diagram showing a process with superior products, packaging, brand communication, retail execution, and consumer value.

პროდუქტიულობა

პროდუქტიულობა ისეთივე განუყოფელია Procter & Gamble – ის კულტურისთვის, როგორც ინოვაცია და ხელს უწყობს კომპანიის ინვესტიციების გაზრდას უპირატესობის მოპოვებასა და მარჟის გაფართოებაში.

Icons representing Materials, Manufacturing, Overhead, Ad Spend & Promotion, and Working Capital.

კონსტრუქციული შეფერხება (Constructive Disruption)

კომპანისს მთავარი დევიზია დღევანდელ დინამიურ სამყაროში გასამარჯვებლად, აღმოფხვრას და გაუმკლავდეს ყველა სახის შეფერხებას, რადგან კომპანიის მთავარი მიზანია ინოვაცია, ბრენდის შექმნა, მიწოდება, გაციფრულება და მონაცემთა ანალიტიკა.

Four icons representing Lean Innovation, Brand Building, Supply Chain, and Digitization & Data Analytics on black background…

 ორგანიზაცია და კულტურა

უფრო გაძლიერებული, მოქნილი და ანგარიშვალდებული ორგანიზაცია, რომელიც მიემართება ახალი მოთხოვნების შესაბამისად, შეუფერხებლად მხარს უჭერენ ერთმანეთს პრიორიტეტების სწორად გენერირებაში და მიწოდებაში მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

Four icons representing operating through five industry-based SBUs, clarifying responsibilities, strengthening leadership, a…

ტაქტიკა

Procter & Gamble მთავარი ტაქტიკები კომპანიის წარმატებისკენ მიემართება. კომპანიის მთავარი გზები წარმატებისკენ უფრო და უფრო მეტი ინოვაციაა. კომპანია მუდმივად ცდილობს კონკრეტული ქმედებებით მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რომელიც პირდაპირპროპორციულად დააკაყოფილებს მომხმარებლის საჭიროებებს. ამას ახაორციელებს კომპანიაში  მომუშავე უძლიერესი გუნდი და კვალიფიციური თანამშრომლები, რათა მაქსიალურად განსახორციელდეს  სტრატეგიაში ასახული ინიციატივები.

P & G  – ის მიზანი

,,ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის და ღირებულების ბრენდირებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც აუმჯობესებს მსოფლიოს მომხმარებლების ცხოვრებას ახლა და მომავალი თაობებისთვის“.

შედეგად, მომხმარებლები კომპანიას აჯილდოვებენ ლიდერული გაყიდვებით, მოგებით და ღირებულების შექმნით, რაც საშუალებას მისცემს მათ, აქციონერებს და საზოგადოებას განვითარდნენ.

ეკატერინე კოჭლამაზაშვილი, მარიამ ქადაგიძე

Skip to main content