
თეგეტა მოტორსის სტრატეგიული მარკეტინგი
კომპანია დაარსდა 1995 წელს და თავდაპირველად ის იყო სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე პატარა მაღაზია. მოგვიანებით კომპანიამ დაიწყო საბურავების იმპორტი და 1998 წელს ხელშეკრულება გააფორმა იაპონურ ბრენდთან Bridgestone-თან. ეს თანამშრომლობა გარდამტეხი იყო როგორც კომპანიისთვის, ასევე ქართული ბაზრისთვისაც. თეგეტა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რუსული პროდუქციის ჩანაცვლებას შეუწყო ხელი. 2001 წლიდან კომპანია ბაზარზე უკვე „თეგეტა მოტორსის“ სახელით ოპერირებს. მცირე მაღაზიიდან კომპანია რეგიონის ბაზრის ლიდერად იქცა. დღეს თეგეტა 300-მდე მსოფლიო ბრენდის პარტნიორია და 150,00-მდე დასახელების პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანია დღესდღეობით 40-მდე შვილობილ კომპანიას აერთაინებს და დასაქამებულია 3000-მდე თანამშრომელი. თეგეტა ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითვლება საქართველოს ბაზარზე. თეგეტა მოტორსი არის პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროში, რომელმაც Fitch-ის რეიტინგი მიიღო და ევროპულ საკრედიტო რეიტინგს BB-ს ფლობს.
მუდმივი ინოვაციების დანერგვა და ციფრული ტრანსფორმაცია ჰოლდინგის წარმატების საფუძველია. თეგეტა მოტორსის უნიკალური სერვისის, „თეგეტა კომფორტის” საშუალებით კომპანია თავის კლიენტებს ავტომობილის სერვის ცენტრში მისვლის გარეშე შეკეთების საშუალებას აძლევს. თეგეტა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში, საავტომობილო სფეროში ელექტრონული კომერცია შესთავაზა სამომხმარებლო ბაზარს. TEGETASHOP.GE-ის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია თეგეტას ასორტიმენტში არსებული ნებისმიერი პროდუქცია შეიძინოს სახლიდან გაუსვლელად.
2016 წელს კომპანიამ წარმატებით განახორციელა პროექტი tax free. ამ ეტაპზე, პროექტი წარმოდგენილია 4 მობილური სერვისის ავტომობილით და 4 სავაჭრო ობიექტით. კომპანიის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს. ამ კუთხით ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება, ინოვაციების მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა. თეგეტა ერთადერთი კომპანიაა ინდუსტრიაში, რომელიც ავტორიზებულ პროფესიულ კოლეჯს „თეგეტა აკადემიას“ ფლობს და ყოველწლიურად ასეულობით ახალ კადრს ამზადებს საავტომობილო სფეროსთვის. თეგეტა აკადემია, როგორც ჰოლდინგის შვილობილი კომპანია 2017 წელს დაარსდა და 2019 წელს ოფიციალურად მიიღო პროფესიული კოლეჯის სახელმწიფო ავტორიზაცია.
თეგეტა მოტორსის წარმატების მიზეზი რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება იყოს: პირველ რიგში ბაზარზე ხანგრძლივი გამოცდილება, ფართო ქსელი და ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს მრავალ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. ასევე მნიშვნელოვანია პროდუქციის მრავალფეროვნება, მაღალი ხარისხის საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლობა. მომსახურების ხარისხიც დიდ როლს თამაშობს ბრენდის წარმატებაში, ვინაიდან კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროფესიონალურ კონსულტაციას და მაღალ კვალიფიციურ პერსონალს.
რაც შეეხება ფასს, თეგეტა მოტორსში ერთი და იგივე სახეობის პროდუქტის სხვადასხვა ფასიანი ალტერნატივა არსებობს, კომპანიაში პროდუქტისა და მომსახურების საშუალო ფასის კატეგორიას მიეკუთვნება. ფასები იცვლება სეზონების, პროდუქტის ტიპის, ბრენდის და მიმდინარე აქციების მიხედვით. კომპანიაში არსებობს სხვადასხვა ფასდაკლების სისტემა, მაგალითად სეზონური ფასდაკლებები, საცალო და საბითუმო ფასები, თეგეტა ქარდის მფლობელი მომხმარებლისთვის ფასდაკლება ან ქეშბექი.
თეგეტა მოტორსი საქართველოს ავტომობილების ბაზარზე ერთ-პერთი ყველაზე ცნობადი ბრენდია, მომხმარებლები მას აღიქვამენ როგორც მსხვილ და სანდო კომპანიას ავტომობილების სფეროში.
მომხმარებლები აფასებენ პროფესიონალ თანამშრომლებს, დადებითად აღიქმება სტანდარტული მომსახურება ყველა ფილიალში, თუმცა ზოგჯერ არის უკმაყოფილება მოცდის დროსთან დაკავშირებით პიკის საათებში.
მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ფასები შედარებით მაღალია არაავტორიზებულ სერვისებთან შედარებით, თუმცა მომხმარებლის დიდი ნაწილი თვლის რომ ეს ფასი ხარისხის შესაბამისია.
ქეთევან უბილავა და ბარბარე ლაფაჩი (IBSU)