
რუსეთი – ზემოდან მართული რევოლუცია – შესავალი
ნათან ეიდელმანი
თარგმნა პროფესორმა გიორგი ღლონტმა
მთარგმნელის წინასიტყვაობა
ნათან ეიდელმანი ცნობილი ისტორიკოსი გახლდა. საბჭოთა ეპოქაში ლიბერალის სახელით სარგებლობდა. საკმარისად ბეჭდავდნენ, მათ შორის პოპულარულ გამოცემებში. სიყმაწვილეში, ძალიან მიყვარდა მისი სტატიების კითხვა.
დაახლოებით 1987 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი – „რუსეთი, ზემოდან მართული რევოლუცია“, სადაც, რუსეთის ისტორიული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, ეჭვის ქვეშ აყენებდა გარდაქმნების შესაძლებლობას საბჭოთა კავშირში.
გულახდილი ვიქნები და ვაღიარებ, მაოცებდა ეს პესიმიმზმი.
მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვრწმუნდებოდი მის ისტორიულ გამჭრიახობაში (შორსმხედველობაში?).
ახლა მკითხველს ვთავაზობ ამ ნაშრომის თარგმანს ქართულ ენაზე.
ჩემის აზრით, ის ღირებულია თუნდაც იმით რომ დისკუსიის საშუალებას იძლევა.
შესავალი
არავითარი მინიშნება
ამ ჩანაწერების შექმნას ორი საწყისი უდევს საფუძვლად: პირველი ავტორის დაკვირვებებისა და ნააზრევის შედეგია, 18-19 საუკუნეების რუსეთის ისტორიის ამსახველ წიგნებსა და სტატიებზე მუშაობისას რომ ჩამოყალიბდა; მეორე კი მეგობრაბთან და კოლეგებთან საუბრების შედეგი…
გულახდილი რუსული საუბრები – კულტურის, საზოგადოებრივი აზრის ძველისძველი და ღირშესანიშნავი მოვლენაა (ტყუილად კი არ აღაფრთოვანებენ ისინი უცხოელებს, ამ საუბრების ორბიტაზე, დროდადრო, რომ მოხვდებიან ხოლმე: „ჩვენთან უმეტესად შემოსავლებსა და ფასებზე, თქვენთან კი სულით ცაში ვიჭრებით!“)
იმ საუბრებში დიდი ხნის წინ და მრავალჯერ „გადაწყდა“ ის რაც ახლა ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე გადმოდის. ამიტომაც არის რომ ჩვენი დღევანდელი სენსაციები საკმაოდ მკაფიოდ იყოფა ორ არათანაბარ ნაწილად: ერთი, მცირედი, მართლაც ახალი აზრია, ის, რაც ბევრმა ადრეც იცოდა, ხმადაბლა ლაპარაკობდა, წერდა კიდეც, მაგრამ არ უბეჭდავდნენ (მეოთხედი საუკუნის წინ ისტორიკოსებს, რომელბიც „აკრძალული თემების“ გამო ჩიოდნენ, ერთი საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფი ამხანაგი ყველას გასაგონად სთავაზობდა: „წერეთ ყველაფერი, ოღონდ ყველაფერს ნუ დაბეჭდავთო!“)
ბეჭდვით სიტყვაში კი იმ ღირშესანიშნავი საუბრების მარტოოდენ ნაშთი, მკრთალი ათინათი, დამახინჯებული ექო გაჩნდებოდა (ანდა სულაც არ ჩნდებოდა კიდეც).
მინიშნება – ეს მთელი ხელოვნება იყო, ჯიბეში დამალული უბრალო ხვიშტიდან, პაროდიულ, სატირულ ერთ მთლიან სისტემამდე! მინიშნება, რომელსაც მეტნაკლებად გამოცდილი მკითხველი მუდამ ელოდა და ზოგჯერ იქაც კი პოულობდა, სადაც ის საერთოდაც არ იგულისმხმებოდა (არ იყო). ივანე მრისხნე, რამზეს მეორე, თემურ ლენგი; მონური შრომა რომში, განუკითხაობა შუა საუკუნეების დროინდელ საფრანგეთშო: „შეხედეთ, როგორ ჰგავს თანამედროვეობას, ნუთუ შიში არ გიპყრობთ?“
მინიშნება, რომელსაც უძველესი, რევოლუციამდელი წინაისტორია ჰქონდა – ეზოპეს საყოველთოდ განთქმული ენა; სხვათა შორის, გამახსენდა პოეტის შეძახილი რუსეთის ცხოვრებასთან დაკავშირებული სახიფათო თხზულების შესახებ:
პიზაში გადაგვაქვს მოქმედება და გადარჩა სქელტანიანი რომანიც
მინიშნებების, „ხვიშტების“, ქვეტექსტების სამყარო: ოდესმე მათი ისტორიაც დაიწერება, მრავალფეროვან მაგალითს მოიძიებენ, სახალისოს და სევდიანსაც. ასე მაგალითად, ცნობილი დრამატურგი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაწერა პიესა, რომელიც 18 საუკუნის რესეთის ცხოვრებას ეხებოდა, ნებადამრთავი ორგანოების მხრიდან ჩაღრმავებული დაკითხვას დაექვემდებარა: რას მიანიშნებს ავტორი, რას გულისხმობს? და როცა მიიღეს პასუხი იმის თაობაზე რომ არავითარი მინიშნება არ იგულისხმებოდა, რომ უბრალოდ ისტრიული სიტუაცია იყო ასახული, ჩინოვნიკებს აშკარად დაეტყოთ იმედგაცრუება და პიესას აღარ უშვებდნენ ზეამოცანის არარსებობის გამო (ისევე როგორც არ დაუშვებდნენ, ეს ზეამოცანა რომ დაენახათ.)
საჯაროობა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში 1985 წლიდან იჭრება, წარსულს მიაბარებს, მინიშნებებზე აგებული ლიტერატურის, ასე ვთქვათ, მთელ ფენას, სიტყვიერების, ისტორიის, ფილოლოგისა თუ ფილოსოფიის უზარმზარ პლასტს, რომელიც იმ წესით იყო შესრულებული, რომელზედაც შჩედრინი ასი წლის წინ გულისტკივილით იტყოდა: „ჩემი წერის მანერა მონურია. მისი არსი იმაში მდგომარებოს, რომ კალმის ხელში აღებისას მწერალი უფრო მეტად იმაზე კი არ ფიქროს, რა გააშუქოს, არამედ იმაზე თუ როგორ მიაწოდოს ეს ნაწერი მკითხველთა გარემოს“.
სპირალი
და აი დადგა დროთა ურთიერთშეპირისპირების ჟამი. ყოველგვარი მინიშნების გარეშე – ხმამაღლა, „აშკარად და თვალსაჩინოდ“.
საქმე ის არის რომ ერთობ დაჩქარებულმა მე-20 საუკუნემ, უზარმაზარმა ცვლილებებმა ტექნიკაში, ცხოვრების გარეგნულ წესში, გააჩინეს ილუზია, თითქოს ჩვენ სულ არ ვგავართ ჩვენს წინაპრებს, რომ ეპოქათა შედარება „უაზრობაა“, მეცნიერულ საფუძველს მოკლებული საქმე და ა.შ.
ჩვენის ღრმა რწმენით, ეს დიდი შეცდომა უნდა იყოს.
ჯერ ერთი, ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველდღე დროთა შეპირისპირებადობას თუნდაც იმით ვაღიარებთ, რომ დღევანდელობას, გუშინდელ დღეს თუ წარსულსაც ერთი და იგივე სიტყვებით ავღნიშნავთ, არადა ეს სიტყვები, სინამდვილე რომ ვთქვათ, სრულიად განსხვავებულ საგნებს მიუთითებენ. მაგალითად, ძველ ეგვიპტესთან, კიევის რუსეთთან და თანამედროვეობასთან მიმართებაში ვიყენებთ სიტყვას „სახელმწიფო“, მაგრამ განა საკამათოა ის თუ რამდენად განსხვავდებოდნენ ეს სახელმწიფოები ერთმნეთისგან? ვსაუბრობთ ძველი საბერძნეთის, რუსეთის იმპერიის, საბჭოთა ეპოქის არმიებზე; ვმსჯელობთ ოჯახზე, ეკონომიკაზე, ომზე და მშვიდობაზე ისე თითქოს ვერც კი ვამჩნევდეთ, როგორ იცვლება ამ ცნებების შინაარსი დროთა ვითარებაში.
უდავოდ, საქმე მარტო ამაში როდია. ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ბრძენთაბრძენმა ფილოსოფოსებმა შეამჩნიეს და არაერთხელ გაიმეორეს ის რომ კაცობრიობის ისტორია, თითქოსდა სპირალისებურად ვითარდება; ყოველი მომდევნო ხვეული, ეჭვსგარეშეა, განსხვავებულია მის წინამორბედებისგან, და ამავდროულათ, ჰგავს მათ რაღაცით… იტალიური, ევროპული აღორძინება, უდავოდ, ძველი საბერძნეთისა და რომის ასლი ვერ იქნებოდა, მაგრამ მაინც მონათესავე ხვეული იყო იმ დიდებულ სპირალში და ათასი წლის შემდეგ წარსულის მრავალი ნიშანი ააღორძინა.
და აი, თუნდაც, სულ სხვა სახის მიმსგავსებული ხვეულები: რუსეთის ისტორიამ, ეკონომიკამ, საზოგადეობის წინააღმდეგობამ, გადააგდეს ბატონყმობა, დაასუსტეს, შეზღუდეს თვითმპყრობელობა, შემდეგ კი საერთოდაც მოსპეს იგი…
მაგრამ როგორ არ დავინახოთ ავისმომასწავლებელი „გამეორება“ 1930-იან წლების მოვლენებში: რევოლუცის ძალით განთავისუფლებული გლეხობა ისეთ მდოგამრეობაში აღმოჩნდება, რომელიც ბატონყმური ურთიერთობების ყველაზე მძიმე მაგალითებს მოგვაგონებს; სტალინის ერთმმართველობა – თვითმპყრობელობის უმძიმეს მაგალითებს წააგავს (და მაინც, რუსეთის არცერთ ხელმწიფეს არ ჰქონია ასეთი ძალაუფლება).
ყოველი ერის ისტორიაში არის რაღაც „სოციალური გენეტიკის“ მაგვარი – ის რასაც ისტორიულ ტრადიციას, მემკვიდრეობას უწოდებენ, რაც საუკუნეების, ათასწლეულების მანძილზე ყალიბდება და ცხოვრების გარეგნულ, ტექნიკურ მხარესთან შედარებით ნაკლებად (თუმცა, რასაკვირველია მაინც) ექვემდებარება ცვლილებებს. თანამედროვე ინგლისელებთან ურთიერთობისას ძალიან მალე აღმოვაჩენთ მათ აწმყოში ხანგრძლივი წარსულის ნაშთებს – თავისუფლებათა დიდ ქარტიას, მე-17 საუკუნის რევოლუციას დ ა.შ. იტალიელები ძველი რომის მემკვიდრეები არიან მიუხედავად იმისა, აცნობიერებენ ისინი ამას თუ არა; თითოეულ მათგანშია „ჩაპრესილი“ აღოძინების ეპოქის საუკუნეები, ფაშიზმის ხანაც, და ომისშემდგომი აღმავლობის ათწლეულებიც…
არც თუ ისე შორეულ წარსულში სახელმწიფო მოღვაწეები, სარდლები, რევოლუციონერები, ასე რომ ვთქვათ, „მეამიტად“ პირდაპირ გაკვეთილებს იღებდნენ წინამორბედებისგან, თუნდაც ძველი საბერძნეთის და რომის გმირებისგან; დღეს ჩვენც ვიღებთ გაკვეთილებს, მაგრამ შესაძლოა უფრო იშვიათად და არც თუ ყველა იმ გაკვეთილს ვითვისებთ, რომელიც კი შეიძლება გამოგვდგომოდა.
არადა სასარგებლო კი იქნებოდა, ერთობ სასარგებლო!
სწორედაც რომ ჩვენს, „ბობოქარ ითხმოციანებში“, სულ არაფერს რომ არ ჰგვანან, სასარგებლო იქნებოდა უკან მოგვეხედა, ჩავფიქრებულიყავით, პრეცედენტები მოგვეძია.
ზემოდან
ჩვენ ახლა დიდი ძირეული რეფორმების, რევოლუციური ხასიათის ცვლილებების მომსწრენი ვხდებით, რომლებიც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების ინიციატივით დაიწყო და „ზემოდან მართული რევოლუციაა“. ამავდროულად მიესალმებიან მრავალფეროვნებასაც, მხარს უჭრენ შემხვედრ ნაკადს ქვემოდან, სხვანაირად არაფერი გამოვა; მაგრამ სჯობს ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: ეს ზემოდან მართული რევოლუციაა!
და მყისიერად ჩნდება უამრავი კითხვა:
- რატომ არის ზემოდან მართული? ადრე როგორ იყო? სხვა ქვეყნებში როგორ ხდება?
- ხომ არ არსებობს მსგავსი გარდაქმნებისთვის რაღაც ზოგადი (საერთო) წესების ერთობლიობა, გამეორებები ისტორიული სპირალის სხვადასხვა ხვეულებზე?
- რა კანონებს ექვემდებარება ასეთი რევოლუციის დროს ხალხის ძირითადი მასის მოძრაობა, ქცევა?
- რა ფორმით ვლინდება წინააღმდეგობა ცვლილებებისადმი. რა საფრთხეებთან გვაქვს საქმე?
- პერსპექტივები როგორია?
მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მიზანია მოკლე მიმოხილვის წარმოდგენა, რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არა რუსეთის სრული ისტორიის, არამედ მისი იმ განყოფილებების, „სიუჟეტების“, რომლებიც ზემოდან მართულ რევოლუციას ეხება და შეიძლება დაგვეხმარონ დავინახოთ რაღაც ახალი საქმის დღევანდელ და ხვალინდელ ვითარებაში…
მაგრამ სანამ გზას შეევუდგებოდეთ, მოკლედ ორი რამ უნდა გავარკვიოთ.
რამდენია ასეთი?
პეტრე პირველიდან მოყოლებული, რუსეთის ცხოვრების, ზემოდან, ცვლილების მრავალი წარმატებული და წარუმატებელი მცდელობა იყო ცნობილი.
მოკლკედ თუ ვრცლად, ჩვენ მრავალ ეპიზოდს შევეხებით, მაგრამ თავიდანვე ავღნიშნავთ, რომ ჩვენი თხრობის ძირითადი შინაარსი შეეხება, ჩვენის აზრით, წარსულის განსაკუთრებულად აქტუალურ მოვლენებს: 1850-იან წლების დასასრულისა და 1860-იანი წლების დასაწყისის რეფორმებს. იმაზე რომ მათი გარჩევა თანამედროვეობის ბევრ ასპექს გააშუქებს, მოწმობს პროფესორ გ.ხ. პოპოვის საინტერესო სტატიები: „“როგორ გადავარდა რუსეთში ბატონყმობა“ (ჟურნალები „ეკო“, „ზნანიე-სილა“, 1987 წ.); მაგრამ მის ნაშორმებში, ძირითადა გარჩეულია 1861 წლის 19 თებერვლის საგლეხო რეფორმა, ჩვენ კი შევეცდებით, ერთ მთლიანობაში განვიხილოთ იმ წლების სიახლეები, რომლებიც რუსეთის ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო.
მუდმივად რომ არ ვიმეოროდ ის რომ ის წარსული და ჩვენი თანამედროვეობა, რასაკვირველია, სრულიად განსხვავებული ეპოქებია, რომნ ქვეყანაც სხვა იყო, და ხალხიც სხვანი იყვნენ და წყობაც სრულიად გნსხვავებული, ვიგულისხმოთ, რომ ავტორს ეს სიტუაცუა არასდროს არ რჩება მხედველობიდან, და რომ ის, თითქოსდა, ფრჩხილებს გარეთ არის გატანილი, ვინაიდან უბრალოდ, ცხადზე ცხადია.
ჩვენთვის ამჯერად არა განსხვავებებზე ყურადღების გამახვილებაა მნიშვნელოვანი და საინტერესო (ისინი ყველასთვის დასანახია), არამედ მსგავსებაზე, რაც მით უფრო გასაოცარია, ეპოქების წარმოუდგენელი განსხვავების გამო; ჩვენ სწორედ იმ „სოციალურ გენეტიკაზე“, სპირალის იმ ხვეულებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელზედაც უკვე ვსაუბრობდით.
მაშ დავიწყოთ ჩვენი ამბავი, რომელიც – და ამას თავიდანვე მოგახსენებთ – მოკლე შესავლის შემდეგ წარსულში, უფრო ღრმა და ძირძველ წინაისტორიაში გადაინაცვლებს, მხოლოდ იმიტომ რომ კვლვაც დაუბრუნდეს 1860-იანებს, და შემდეგ კი „ჩვენი ნაპირებისკენ“ დაიძრას…