არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგია და მისი გავლენა ბედნიერებაზე, Spotify-ის მაგალითი
სამი თაობის განმავლობაში მუსიკის ინდუსტრიის ზრდას საზღვრები არ გააჩნდა. მოდით გავიხსენოთ 1960-იანი წლები, როდესაც ბითლზი თავიანთი კარიერის პიკზე იყვნენენ. აღფრთოვანებული თინეიჯერი თაყვანისმცემლების გუნდი იბრძვოდა ბითლზის შეზღუდული ვინილის ჩანაწერების დასათვალიერებლად. წლების განმავლობაში მათი ოთახები სავსე იყო ჩანაწერებით, კასეტებითა და დისკებით, მაგრამ 2003 წელს ყველაფერი შეიცვალა, რადგან სტივ ჯობსმა „ჯიბეში 1000 სიმღერით“ გარდაქმნა მუსიკალური ინდუსტრია iTunes-ისა და iPod-ის ინოვაციებით. და სამი წლის შემდეგ ვხედავთ Spotify-ის 145 მილიონზე მეტი მომხმარებლით. საყვარელი სიმღერის პოვნა აღარაა ისეთი მარტივი, როგროც რადიოში საყვარელი არხის პოვნა იყო. მრავალი წლის განმავლობაში, მუსიკის პოვნა გულისხმობდა მუსიკის აქტიურ ძიებას ინტერნეტში – და ბუნებრივია, თქვენც, ახლა იზიდავთ ისეთ ჟანრებს რომელთნაც თქვენი პიროვნული მახასიათებლები ახლოსაა, მაგრამ იმისათვის, რომ გავიგოთ თქვენი მუსიკალური გემოვნების მიღმა არსებული ფსიქოლოგია, მოდით, ჯერ ჩავუღრმავდეთ ფსიქოლოგიას თქვენი არჩევანის უკან.
საჭიროების შეცნობა
მიუხედავად სასაცილო (და წარმოუდგენელი) რაღაცეებისა, რაც ადამიანის ტვინმა მოიფიქრა იმ მცირე ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ ამ პლანეტაზე ვცხოვრობთ, სიმართლე ისაა, რომ ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ ზარმაცები, რადგან გვიყვარს კომფორტი, ჩვენ ვქმინთ კომპიუტერებსა და ვაქცევთ მათ უფრო ჭკვიანებს, რათა გავამარტივოთ ჩვენი ცხოვრება. ანალოგიურად შეგვიძლია ვიმსჯელოთ სიმღერის ინდუსტრიაზეც, დღეს, რომ არა Spotify და მისი პერსონალიზირებული და მომხმარებელზე მორგებული სისტემა, საყვარელი მუსიკის, ჟნრისა, ან თუნდაც მომღერლის პოვნა მილიონობით არტისტში კოშმარი იქნებოდა.
ინფორმაციის მოძიება
საჭიროებების შეცნობის შემდეგ ინფორმაცის მოძიება უფრო მარტივი საფეხური ხდება, ამ მიზნით Spotify-ის თანამშრომელმა, მეტ ოგლმა გააცნობიერა, რომ არჩევანის პარადოქსის ანტიდოტისთვის საჭირო მხოლოდ უნიკალური, პერსონალიზებული მიქსტეიპი იყო ყველა მომხმარებლისთვის, რის შედეგადაც შექმნა ,,Dicover weekly”, რომლის დახმარებითაც აღარ გიწევს საათების დახარჯვა ახალი მუსიკის აღმოსაჩენად, რადგან მისი ალგორითმი ემყარება სამართლიან ვარაუდს, რომ თუ სხვები მსგავსი სამომხმარებლო ქცევით ამატებენ ამ სიმღერებს თავიანთ დასაკრავ სიებში, შესაძლოა თქვენც დაინტერესდეთ მათი დამატებით.
ალტერნაივების შედარება
ხშირად ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან, როდესაც მსუკის ინდუტრისს ბაზარზე შედიხარ, რა თქმა უნდა, უნდა იცოდე, თუ როგორ შექმნა ისეთი პროდუქტი, რაც პრიორიტეტულს გაქცევს და აგიყვანს უფრო მაღალ კიბეზე ვიდრე სხვები არიან. Spotify არ არის მარტო, რომელიც ცდილობს თავიდან აიცილოს არჩევანის პარადოქსი. Apple Music, რომელიც ფლობს ბაზრის წილის 21%-ს, მოჰყვება Music Daily, რომელიც ასევე ამაყობს იგივე იდეით, როგორც Discovery Weekly, მაგრამ სამაგიეროდ Spotify მიზნად ისახავს იყოს „პლეილისტი, რომელსაც არასოდეს სძინავს“, რომელიც მომხმარებლებს ახალი სიმღერებით კვებავს გაღვიძების მომენტიდანვე.
ყიდვაზე გადაწყვეტილების მიღება
პროდუქტის ყიდვისას ორი აუცილებელი საფეხური უნდა გაითვალისწინო: პირველია, მოიზიდო მომხმარებელი, მაგრამ მეორე და უფრო მნიშვნელოვანია გახადო იგი მუდმივი კლიენტი. ჩვენ ანალიზს უფრო გავამარტივებთ პატარა დაშვებით. ვთქვათ პროდუქტის ყიდვა სხვების კარგმა დამოკიდებულებამ, ან თუნდაც უეცარმა შემოსავალმა განაპირობა. ორივე სიტუაცია შეიძლება იყოს ცვალებადი, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერიოდში. Spotify აქტიურად მუშაობს მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ,,feedback’’-ებს და აქტიურად მუშაობს პრემიუმის ფასდაკლებებზეც, რაც ხელსუწყობს მუდმივი მომხმარებლების ზრდას.
ყიდვის შემგომი ქცევა
მარკეტინგული კვლევა, რაღა თქმა უნდა, მიზნის მიღწევის შემდეგ არ მთავრდება. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენმა შეიძინა შენი პროდუქტი, თუ მის შემგომ ქცევებს არ დავაკვირდით. შეიძლება წარმატება გრძელვადიან პერიოდში ჩავარდეს და რეიტინგი დაეცეს თუ პროდუქტის გამოყენებისას მომხმარებელმა ხარვეზი შენიშნა და კომპანიამ მას ყურადღება არ მიაქცია. კველვის ჩატარება, ხალხზე დაკვირვება, გაუმჯობესება და ,,Feedback”-ი კომპანიის ფუნდამენტური ნაწილია, რომელიც აუცილებელად უნდა გაითვალისწინოს ვარსკვლავმა კომპანიამ.
შემეცნებითი დისონანსი
ჩვენ ვიცით,რომ შემეცნებითი დისონანსი ნიშნავს მყიდველების დისკომფორტს რაიმე პროდუქტის ან მომსახურების შეძენის შემდეგ. ყოველდღიურად უამრავი პროდუქტი იყიდება და მყიდველების დიდი ნაწილი ხშირად უკმაყოფილონი და იმედგეცრუებულნი რჩებიან, რადგან ხედავენ შეძენილი ბრენდის უარყოფით მხარეებს და ნანობენ მიღებულ გადაწყვეტილებას. ასეთი შემთხვევა კი spotify-ის უფასო და მითუმეტეს პრემიუმ ვერსიაზე ძალზედ იშვიათია. SPOTIFY ყოველთვის აჭარბებს მომხმარებელთა მოლოდინებს, მაქსიმალურად ცდილობს პლატფორმა უფრო კომფორტული და დახვეწილი გახადოს და რაც ყველაზე მთავარია არ წყვეტს განვითარებას.
მაშასადამე, SPOTIFY იმის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული ბიზნესი და თუ როგორ უნდა დავაბალანსოთ ბიზნესისა და მომხმარებლის ინტერესები. spotify 2006 წელს დაარსდა და იგი ისევ ინარჩუნებს ყველაზე პოპულარული მუსიკის პლატფორმის სახელს. პლატფორმაზე ყოველდღიურად 60 000 ახალი სიმღერა და უამრავი პოდკასტი თავსდება,რაც აპლიკაციას უფრო მრვალაფეროვანს და პერსონალიზებულს ხდის. სწორედ ამიტომ და კიდევ სხვა უამრავი მიზეზის გათვალისწინებით, spotify იზიდავს მილიონობით მომხმარებელს.
თემაზე მუშაობდნენ: ანი მუზიაშვილი და ნინი ტყემალაძე