ქროსთის ქეისის განხილვა “საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ”-ის საფუძველზე
კომპანია Crosty-ის მიერ სიტყვა “თავისუფლების” სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციისა და ამასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის შესახებ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა. ნაწილი მიიჩნევს, რომ “თავისუფლების” “დაპატენტება” არაა გამართლებული, მეორე ნაწილი კი უშუალოდ კომპანიას ადანაშაულებს, ხოლო ზოგის აზრით, საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოების თანახმად, ბიზნესს უნდა ჰქონდეს უფლება დაიცვას ბრენდის იდენტობის გამომსახველი ვიზუალური ნიშანი და ამით გაიმყაროს საკუთარი პოზიციები ბაზარზე.
პასუხი თემაზე გამართლებულია თუ არა “ქროსთის” კრიტიკა იმის გამო, რომ იგი საკუთარ სასაქონლო ნიშანს იცავს, არ არის მართებული. ვინაიდან ჩვენთვის გაურკვეველი რჩება, სასაქონლო ნიშნად ითვლება მხოლოდ კონკრეტული ვიზუალით რეგისტრირებული სიტყვა “თავისუფლება” თუ მისი ნებისმიერი ინტერპრეტაციით გამოყენება კონკრეტულ კომერციულ პროდუქციაზე.
ვიცით, რომ სასაქონლო ნიშანი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობაა, რომელიც გრაფიკულად გამოისახება და ერთი საწარმოს საქონელს/მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისგან/მომსახურებისგან განასხვავებს.
ამ შემთხვევაში თავად ქროსთი უშვებს შეცდომას, როცა აპატენტებს სიტყვა ,,თავისუფლებას“.
გამართლებულია ის, რომ სიტყვის ვიზუალური ინტერპრეტაცია დააპატენტო, თუმცა ზოგადად სიტყვის დაპატენტება და თან “თავისუფლების” ცოტა უცნაურია.
თუ გადავხედავთ კანონს საქართველოს სასაქონლო ნიშნების შესახებ, კანონის მე-6 მუხლში წერია, რომ განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია.
ამრიგად, ყველაზე მთავარი დამნაშავე საპატენტო კომპანიაა, რომელმაც დააპატენტა თავად სიტყვა „თავისუფლება“, ვინაიდან “საქპატენტის” გვერდზე ვკითხულობთ, რომ მისი დაპატენტება არა, მაგრამ რეგისტრაციაა შესაძლებელია.
სასაქონლო ნიშანი „თავისუფლება“ შეიძლება გამოხატავდეს იმ ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც წარმოადგენს ბრენდის იდენტობას, მაგრამ მისი დაპატენტება მაინც გაუმართლებელია, რადგანაც სიტვას/მცნებას – თავისუფლება , გააჩნია უზარმაზერი ეროვნული, სოციალური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა საქართველოს ყოველი მოქალაქესათვის.
ეკატერინე კოჭლამაზაშვილი და მარიამ ქადაგიძე