დღევანდელ ინფლუენსერთა წინამორბედნი ევროპიდან
მარკეტინგის, როგორც ცალკე დარგის აკადემიური შესწავლა უშუალოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო. მანდამე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ის ჯერ ფილოსოფიის, შემდეგ ისტორიის, ბოლოს კი ეკონომიკის მეცნიერებას ექვემდებარებოდა. მე-20 საუკუნეში „მარკეტინგმა დამოუკიდებლობა მოიპოვა“. გადაიქცა ახალ მეცნიერებად. დროთა განმავლობაში ნელ-ნელა დაიხვეწა, განვითარდა და გაფაქიზდა ეს მიმდინარეობა. დღეისდღეობით ამ დარგის გულშია თითოეული სტიმული, მოტივი, ქცევა, კულტურა თუ ქმედება თავმოყრილი, რაც მყიდველს უბიძგებს პროდუქტის შეძენისაკენ. დღეს მარკეტინგი ადამიანის ქვეშეცნეულს სწავლობს და მის გონებაში მოგზაურობს. „აღმოაჩინეთ და შეისწავლეთ სიზმრები“ – ამბობს მარკეტინგის გურუ ფილიპ კოტლერი.
დღეს ძალიან ფერად და მრავალფეროვან ბაზარს სწორედ მოდის ინდუსტრია გვთავაზობს. ეს არის სამყარო,რომელიც მუდამ მზადაა ინოვაციური, ორიგინალური პროდუქციის წარმოებისთვის. 21-ე საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიური ევოლუცია ფარგლებს ცდება, ძალიან მარტივია თითოეული პროდუქციის წარდგენა საზოგადოებისთვის, მაგრამ მეტად საინტერესოა, თუ როგორ იმკვიდრებდნენ თავს სხვადასხვა მოდის ტრენდები ადრეულ საუკუნეებში, როცა რეკლამის გავლენა შეზრუდული იყო.
საფრანგეთში 1638 წლიდან 1715 წლამდე “მეფე-მზე” მეფობდა, რომელიც ყველაზე მოდურად ჩაცმულ მეფედ ითვლებოდა. ლუდოვიკო XIV ბურბონი გვევლინება არა მარტო მოდების არამედ საფრანგეთის ძლიერების სიმბოლოდ. მან მოიგო ომი ესპანეთის მემკვიდრეობისათვის და ესპანეთშიც ბურბონთან ოჯახის წევრი გაამეფა. სწორედ ამ პერიოდში ჩაანაცვლა ფრანგულმა ენამ ლათინური, დიპლომატიური მოლაპარაკების დრო. პირველად ქვეყნებს შორის ხელშეკრულება შედგა არა ლათინურად არამედ ფრანგულად. ევროპის კონტინენტზე ფრანგმა მონარქმა დიდი გამარჯვებებს მიაღწია უძლეველი ფრანგული არმიის და ფლოტის წყალობით. საფრანგეთში აშენდა მრეწველობა. შეიქნა „ფუფუნების ეკონომიკა“. ლუდოვიკო მუდამ ეძებდა ნიჭიერ ხალხს. მან გამოძებნა კოლბერი, რომელიც საფრანგეთის მინისტრი იყო. სწორედ კოლბერს უკავშირდება ფრანგული მრეწველობის, ფლოტისა და არმიის შექმნა. ჩვენ ამ პერიოდს შეიძლება ალექსანდრე დიუმას 3 მუშკეტერითაც ვიცნობდეთ. უნდა ითქვას რომ დარტანიანი , სამი მუშკეტერის გმირი, სავსებით რეალური პიროვნებაა, იგი იყო ქალაქ ბორდოს გუბერნატორი, მუშკეტერების კაპიტან -ლეიტენანტი და ცნობილი ლოველასი. ამ გმირს სინამდვილეში ერქვა შარლ დიუ ბატ დე კასტელმორ, შევალიე დ,არტანიან. მაატსრიხტთან გმირულად დაღუპული მუშკეტერების კაპიტან-ლეიტენანტი ღირსეულად დაიტირა საფრანგეთის მონარქმა. ლუდოვიკო XIV ყველა თავის გამოხატულებაში მეტად გალანტური და მოდური – „ინფლუენსერი“ იყო.
ის მუდამ ოქრო-ვერცხლით გაწყობილ ქურთუკებსა და აბრეშუმის წინდებს იცვამდა. რამდენადაც ცნობილია ის დაბალი იყო (1,65 სანტიმეტრი), რაც ხშრად აკომპლექსებდა მას, ამიტომ, სწორედ ლუი მე-14-მ შემოიღო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მე-17 საუკუნის ფრანგულ მოდაში. მას ასევე ,,ფრანგულ ქუსლს” (შიგნით შეღუნული “მტრედის თათი”) ,,ლუის ქუსლს” უწოდებენ. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყეს ფრანგმა მამაკაცებმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სარგებლობა.
სწორედ მეფის გავლენით საფრანგეთის მოდა ამგვარად ჩამოყალიბდა:
XVI საუკუნეში, როდესაც საფრანგეთში ანრი II მეფობდა, მისმა მეუღლემ ეკატერინე მედიჩმა ახალი მოდის პროდუქტი კორსეტი შემოიტანა, რომელიც ძალიან მალევე აიტაცეს საფრანგეთში მცხოვრებმა ქალებმა.
კორსეტი ქალის წელის გარშემოწერილობას ძალიან ავიწროვებდა და მკერდსა და თეძოებს უფრო გამოკვეთილს ხდიდა. ის თეძოებს ისე ეკვროდა, რომ მას ერთი მესამედითა და ზოგჯერ მეტითაც ავიწროვებდა, ეს რა თქმა უნდა საშინელ გავლენას ახდენდა ქალის ორგანიზმზე. მტკიცე კორსეტით შეკუმშული ნეკნები მთელი ძალით აწვებოდნენ შინაგან ორგანოებს. ამის გამო მრავალი ქალი უშვილოდ რჩებოდა. როდესაც კორსეტი ტანს ძალიან მჭიდროდ უჭერს, შეიძლება ქალს ფილტვების ზედმეტად დაებეროს და შინაგანი სისხლდენა დაეწყოს. ის ასევე აძნელებდა სუნთქვას, მოძრაობასა და საჭმლის მონელებას. ისტორიული წყაროების მიხედვით თვითონ ეკატერინე მედიჩის ერთი რკინის კორსეტი ჰქონდა,რომლის დახმარებით, მისი წელის გარშემოწერილობა მხოლოდ 33 სატიმეტრი იყო. ასევე კორსეტი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინგლისში.
საუკუნეების განმავლობაში ქალები ცდილობდნენ ფერმკრთალი პირისკანი ჰქონოდათ და ამ ეფექტის მისაღებად ყველაზე საშიშ მასალას – ფერ-უმარილს, ანუ ტყვიის საღებავს იყენებდნენ. ეს იყო კრემი, რომელსაც ღვინის ძმრის, კვერცხის ცილისა და დაფქვილი ტყვიის თეთრასგან ამზადებდნენ. ეს უკანასკნელი იწვევდა ორგანიზმის მოწამვლას, თავის ტკივილს, გულის რევასა და მუცლის აუტანელ ტკივილ, უარეს შემმთხვევაში, კი ფსიქიკურ აშლილობებს. ხშირად ისე უარყოფითად მოქმედებდა ადამიანზე, რომ წარბები და თმები სცვიოდათ ხოლმე. მისი მომხმარებელები თითქმის ვერც იღიმებოდნენ, რადგან შესაძლოა მათი მაკიაჟი ფენა-ფენა დამსკდარიყო. ის ხშირად ნაწიბურებსა და ლაქებს ტოვებდა სახის კანზე.
სახე ფერ-უმარილით პირველად ინგლისის დედოფალმა ელისაბედ პირველმა შეიღება. დედოფალს სახე ნაყვავილარი ჰქონდა და ნაკლის დასაფარად ტყვიის შემცველი მაკიაჟის გამოყენება დაიწყო.მართალია, სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი არ გაუკვეთავთ, მაგრამ ფიქრობდნენ,რომ მისი გარდაცვალების მიზეზი სწორედ მისი მაკიაჟი იყო. რა თქმა უნდა, დედოფლის მიერ შემოღებული ახალი ,,ტრენდი” ინგლისელმა ქალებმა მალევე აიტაცეს და ,,სილამაზეს საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირეს”. სილამაზით გამორჩელი ორი ინგლისელი სახელგანთქმული მშვენიერი მანდილოსანი მარია განინგი და ქეთრინ ფიშერი,რომლებიც ტყვიის შემცველი მაკიაჟის ხშირი მომხმარებლები იყვნენ ძალიან ახალგაზრდები, სულ რაღაც 30 წელს მიუღწევნელნი, უეცრად გარდაიცვალნენ და ორივეს სიკვდილის მიზეზი სწორედ ფერ-უმარილით მოწამვლა გახდა.
ალბათ მარტივი მისახვედრია უკვე თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა და გავლენა ჰქონდათ შუა საუკუნეების სამეფო ოჯახებსა და წარჩინებულ პირებს საზოგადებაზე. თანამედროვე მარკეტინგის გაგებით თამამად შეგვიძლია ისინი აზრის გამავრცელებლებად ჩავთვალოთ, რადგან მაშინ, ,,ინფლუენსინგის” არანაირი მასობრივი საშუალება არ არსებობდა გარდა საჯარო თავშეყრის ადგილებისა. ამიტომაც ეს ბატონები თუ ქალბატონები სწორედ საკუთარი გამოცდილებით მიღებულ „ფეშენის ინოვაციებს“ ავრცელებდნენ. ხანდახან, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მოდური პროდუქტი ძალიან მავნებელი და დამანგრეველი იყო ადამიანის ორგანიზმისთვის მე-16, მე-17, მე-18 საუკუნის გმირები მაინც საკუთარი ნებით ირჩევდნენ მას. შუა საუკუნეების წარჩინებული ადამიანები გაუთვითცნობიერებლად დღევანდელი „ინფლუენსერების“ წინამორბედები ყოფილან! მადლობა მათ.
ავტორები: მარი თვარაძე, ანი ზოზირაშვილი
IBSU, მარკეტინგის პროგრამა