Spotify-ის თავისუფლება და შეზღუდვა ციფრულ გარემოში

ახალ ათასწლეულში მენეჯერები და სოციალური ექსპერტები უფრო დაკავებულები არიან კომპანიის ირგვლივ არსებულ გარემოს დაკვირვებით, ვიდრე აქამდე იყვნენ. ტექნოლოგიურმა განვითარებამ და აქტიურ ბაზარზე კონკურენციის გაზრდამ წინა პლანზე კომპანიის გარეთ არსებული გარემოებების ანალიზი დააყენა. Spotify-ის სტრატეგიულმა ჯგუფმა ძლიან დიდი დრო და ენერგია ჩადო კომპანიის მიკრო და მაკრო გარემოს ანალიზში, რამაც თავისთავად ხელი შეუწყო ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობას გრძელვადიან პერსპექტივაში.

კომპანიის მიკრო გარემოს აღსაწერად აუცილებელია: მიმწოდებლების, მარკეტინგული შუამავლების, მყიდვლების, კონკურენტებისა და საზოგადოების ანალიზი.

მიმწოდებლები

მიმწოდებლები ძალიან დიდ როლს ასრულებენ კომპანიის ფასეულობების გამყარებაში, ვინაიდან პატარა ხარვეზმაც კი შეიძლება დააზარალოს, ჩააგდოს ან ცუდი გავლენა იქონიოს კომპანის იმიჯზე. Spotify-ის ამჟამად 12 აქტიური პროვაიდერი ყავს, რომლებიც ხელს უწყობენ პროდუქტის სწრაფ და ხარისხიან რეალიზაციას, მაგალითისვთის, ,,Record Union” არის პირველი დამოუკიდებელი დისტრიბუტორი 2009 წლიდან, რომელიც მილიონობით არტისტს დაეხმარა გაევრცელებინა თვისი მუსიკა მსოფლიოს მასშტაბით. ,,Record Union’’ მიზნად ისახავს მუსიკალური ინდუსტრია გახადოს უფრო დემოკრატიული, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე ბევრისთვის – არა მხოლოდ რამდენიმესთვის.

მარკეტინგული შუამავლები

მარკეტინგული შუამავლები კომპანიის კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ისინი ხელს უწყობენ კომპანიის ფართო მასშტაბზე გასვლასა და პიარს. 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიურმა განვითრებამ მარკეტინგს უსაზღრო შესაძლებლობების არეალი გაუხსნა, თუ აქამდე მარკეტერები კომპანიის რიცხვს ბანერების, აფიშებისა და განცხადებების საქშუალებით ზრდიდნენ, ახლა ყველაფერს ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური ქსელის დახმარებით აკეთებენ. Spotify-ის აქტიური ურთიერთობა აქვს სოციალური მედიის წამყვან კომპანიებთნ – ,,Meta’’-სთან, ,,Instagram’’-თან და ,,Tik-Tok’’-თან, რადგან იგი,,Reels’’- ებისა და რეკლამების დახმარებით ახრეხებს სამიზნე აუდიტორიის მოზიდვასა და პოპულარობის ზრდას.

მყიდველები

იმისათვის, რომ კომპანიამ სარფიანი შემოსავალი ნახოს, აუცილებელია მინიმუმ მყიდველების 5 ტიპის მოძიება, გამოკვლევა და სტრატეგიული გეგმის დასახვა. საერთაშორისო ბაზარი არ მოისაზრებს, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას, იგი მოიცავს სხვა ქვეყნებში არსებულ მყიდველებს, რომელთა შორის არიან მომხმარებლები და გადამყიდველები. Spotify -ს სტრატეგიული დაგეგმარების ჯგუფმა მოიძია სამიზნე აუდიტორიის დემოგრაფიული, გეოგრაფიული და  ფსიქოლოგიური უნარ-ჩვები, რომლის დახმარებითც  შექმნა პრემიუმ კლასის პაკეტები, რომლებიც თითოეულ ტიპს ინდივიდუალურად მოერგებოდა. პლათფორმაზე თქვენ ნახავთ როგორც ინდივიდუალურ, ანუ სოლო პაკეტს ასევე დუო და ოჯახისთვის განკუთვნილ პაკეტებსაც, რომელიც საშუალებას გაძლევთ ერთი პრემიუმით რამდენიმე ექაუნთით ისარგებლოთ.

კონკურენტები

კომპანიის წარმატების მთავარი გასაღები ჯანსაღი კონკურენციაა.  ,,Spotify” ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ციფიფრულ ინდუსტრიასა და მუსიკის სამყაროში. მან ძალიან სწრაფად მოიპოვა გლობალური პოპულარობა, მიუხედავად იმისა, რომ მას კონკურენციას უწევდნენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა: Google, Youtube, Apple და Soundcloud. Spotify -ს დამფუძნებბლებმა შეძლეს და დააკმაყოფილეს ყველა ის საჭიროება , რომელიც ხალხის ინტერესბიდან გამომდინარეობდა, მათ შექმნეს სიტემა რომლის ძირითდი ფუნქცია-მოვალეობა მილიონობით სიმღერასა და არტისტზე წვდომა იყო მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

საზოგადოება

კომპანიის მარკეტინგული გარემოს განუყრელი ნაწილია საზოგადოება. Spotify-ის პლათფორმა და ადგილი ყველასთვისაა, პლათფორმაზე მიღებული ხარ მიუხედავად შენი კანის ფერისა, წარმომავლობისა, ორიენტაციისა თუ მენტალური მდგომარეობისა. კომპანიისთვის პრიორიტეტული მხოლოდ მომხმარებლის პირადი გამოცდილება და პერსპექტივაა, რომლის საშუალებითაც აგრძელებენ რევოლუციას იმის შესახებ, თუ როგორ უსმნეს სამყარო.

  1. ფინანსური საზოგადოება – კომპანიის არსებობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. Spotify-ს ამჟამად 205 მილიონი პრემიუმ გამომწერი ყავს, რომლის რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.
  2. მუდმივი საზოგადოება -2022 წლის კვლევების მიდევით კომპანიას 456 მილიონი მუდმივი მომხმარებელი ყავდა.
  3. სამთავრობო საზოგადოება – კომპანიისთვის არანაკლებ საჭირო საკითხია, Spotify-ის მარკეტოლოგებმა იურისტებთან ხშირი კონსულტაციის საფუძველზე პროდუქტი სრულიად უსაფრთხო და სანდო გახადეს, რამაც ხელი შეუწყოკომპანიის გლობალურ ასპარზე გასვლას.
  4. მედია-საზოგადოება – რომლის დახმარებითც შეძლეს მომხმარებლების მოზიდვა და დაინტერესება.

,,Spotify’’-ის მაკროგარემო

კომპანიის მაკროგარემო 6 კომპონენტისგან შედგება. ესენია: დემოგრაფიული,ეკონომიკური, ბუნებრივი,ტექნოლოგიური,პოლიტიკური და კულტურული ძალები. ყოველ მათგანს დიდი დატვირთვა აქვს და დიდ როლს თამაშობს კომპანიის წინსვლასა და განვითრებაში.

დემოგრაფიული გარემო

დემოგრაფიული გარემო მარკეტოლოგთა მთავარ ინტერესს წარმოადგენს, რადგან იგი შედგება ადამიანებისგან, რომლებიც, თავის მხრივ, ბაზრებს ქმნიან. ხოლო რაც შეეხება spotify-ის დემოგრაფიულ ძალებს, აღსანიშნავია, რომ Spotify-ს ჰყავს 489 მილიონი ყოველთვიური აქტიური მსმენელი 2023 წლის მდგომარეობით და აქედან 205 მილიონი პრემიუმ აბონენტია.

საინტერესოა თუ რომელ ქვეყანაშია spotify-ის მომხმარებლის უმეტესი ნაწილი?            მიუხედავად იმისა, რომ Spotify-ს დიდი ადგილი უჭირავს ევრპოპის ბაზარზე და ბევრი ევროპელი მომხმარებელი ჰყავს, აშშ პირველობას მაინც ინარჩუნებს და სტატისტიკის მიხედვით  88 მილიონზე მეტი მომხმარებელი სწორედ ამერიკელია.

ეკონომიკური გარემო

ეკონომიკური გარემო იმ ფაქტორების ერთობლიობაა, რომლებიც გავლენას ახდენენ მომხარებელზე,მათ მყიდველობით უნარზე და ხარჯვით ტენდენციებზე.ბიზნესს სჭირდება კარგი ეკონომიკური პირობები კარგად მუშაობისთვის. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ფაქტორები პირდაპირ გავლენას ახდენს ნებისმიერი ბიზნესის ოპერაციაზე. უფრო მეტიც, რადგან Spotify ასევე არის ბიზნეს წამოწყება, მასზე მნიშვნელოვნად მოქმედებს მრავალი ეკონომიკური ფაქტორი. მაგალითად, დავუშვათ, რომ ეკონომიკის ეკონომიკური მდგომარეობა კარგია. ასეთ შემთხვევაში ადამიანებს აქვთ კარგი ცხოვრების წესი და ფული ექსტრავაგანტულ ნივთებზე დასახარჯად. ასეთ ეკონომიკაში Spotify-ზე მოთხოვნა შედარებით მაღალი იქნება, ვიდრე ეკონომიკური კრიზისის მქონე ეკონომიკაში.

ბუნებრივი გარემო

ბუნებრივი გარემო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სწორედ ის ასახავს კომპანიის ნამდვილ სახეს და თვალნათლივ ააშკარავებს თუ რა პრიორიტეტები აქვს კომპანიას და ზრუნავს თუ არა გარემოზე. კლიმატის ცვლილების შედეგები დღითიდღე მატულობს,  spotify კი ყოველთვის ცდილობს, შეიტანოს წვლილი დედამიწის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.  როგორც “streaming” სერვისი, მისი გავლენა კლიმატზე არ არის აშკარა. ის ციფრული სივრცის ნაწილია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბიზნესი დაფუძნებულია ფიზიკურ სამყაროში, საოფისე სივრცეში, მომწოდებლების მონაცემთა ცენტრებში და მსმენელთა მოწყობილობებში.

ტექნოლოგიური გარემო

ტექნოლოგიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მომხმარებელსა და გამყიდველს შორის უფსკრულის გადალახვაში. spotify-სთვის გადამწყვეტი ტექნოლოგიური გარემო აღმოჩნდა, რადგან, რომ არა ტექნოლოგიური განვითარება და ციფრული სამყარო, მისი არსებობა წარმოუდგენელი და შეუძლებელი იქნებოდა.თავდაპირველად ის დაფუძნებული იყო კომპიუტერებზე, შემდეგ გადავიდა სმარტ მოწყობილობებზე. აქედან გამომდინარე, Spotify-ზე დიდ გავლენას ახდენს მრავალი ტექნოლოგიური ფაქტორი. ერთ-ერთი კი არის სოციალური მედიის პლატფორმების წვდომა,რითიც Spotify-იმ მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებელთა ბაზა სოციალურ მედიაში საკუთარი თავის მარკეტინგით.

პოლიტიკური გარემო

მრავალი გარე ფაქტორი გავლენას ახდენს ორგანიზაციის ოპერაციებზე. თუმცა, პოლიტიკური ფაქტორები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ნებისმიერ ორგანიზაციაზე.
ვინაიდან Spotify არის მუსიკის სტრიმინგის პლატფორმა, რომელსაც ჰყავს მომხმარებლები მთელს მსოფლიოში, პოლიტიკურმა კონფლიქტმა ქვეყნებს შორის შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს Spotify-ზე. მაგალითად, Spotify-ს მოუწია რუსეთში ოპერაციების შეჩერება რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის შემდეგ.
ამ ნაბიჯმა გამოიწვია Spotify-ის შემოსავლის დაკარგვა, რადგან მან დაკარგა მომხმარებლები რუსეთში ოპერაციების შეჩერების შემდეგ.
გლობალური პოლიტიკის გარდა, არაკომპეტენტური და კორუმპირებული მთავრობა შეიძლება იყოს ბარიერი Spotify-ის ოპერაციებისთვის.
კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეებს შესაძლოა არ მისცენ Spotify-ის გამოყენების უფლება ზოგიერთ ქვეყანაში. ეს დაიცავს Spotify-ს მრავალი პოტენციური მომხმარებლისგან და შეაჩერებს ბრენდს მაქსიმალური მოგების გაზრდაში.

კულტურული გარემო

კომპანიაზე უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ ფაქტორებს.ერთი სოციალური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს Spotify-ზე, არის კულტურული და მორალური ღირებულებები, რომლებიც შენარჩუნებულია საზოგადოებაში. სხვადასხვა საზოგადოებას განსხვავებული ღირებულებები აქვს. ბევრი ადამიანისთვის მუსიკა ითვლება ტაბუდ, რადგან ის ეწინააღმდეგება მრავალი ხალხის რელიგიურ და სოციალურ ღირებულებებს. ამიტომაც Spotify-იმ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების კულტურული და მორალური ფასეულობები თავის ბაზრებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება შეექმნას აკრძალვები და დანაკარგები.

სტატიაზე მუშაობდნენ: ანი მუზიაშვილი და ნინი ტყემალაძე