ბარამბო და ფასწარმოქმნა
ავტორები: ანა აკოფოვი, აკაკი პატარაია
ნებისმიერი კომპანიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავისი პროდუქციისთვის ფასის დაწესებას. ფასი ნიშნავს ფულის იმ რაოდენობას, რომლითაც ვაფასებთ პროდუქტს ან მომსახურებას. ის უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ კომპანიას ფინანსური მოგება მოუტანოს და ასევე იმდენად დაბალი, რომ მომხმარებლები მოიზიდოს, პროდუქიის შეძენის სურვილი გაუჩნდეს. მათ შორის ოქროს შუალედის პოვნა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მომავლისათვის.
ფასწარმოქმნაზე უამრავი შიდა თუ გარე ფაქტორი ახდენს გავლენას. ესენია: მარკეტინგული კომპლექსის სტრატეგია, ხარჯების სტრუქტურა, ბაზარი და მოთხოვნა და სხვა ფაქტორები. ბარამბო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხარჯების სტრუქტურას. ხარჯები წარმოადგენს მინიმალურ ზღვარს, რომლის ქვემოთაც ფასების დაწესება არის წამგებიანი ბიზნესისთვის. ბარამბოს უახლესი უცხოური ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს, რომ პროდუქცია ნაკლები დანახარჯებით აწარმოოს მცირე დროში. ბარამბოს პროდუქტის წარმოების, დისტრიბუციისა და გაყიდვის ხარჯები მცირეა, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას დაბალი ფასები დააწესოს.
ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბაზარს და მოთხოვნას. ბაზარი აწესებს ფასდადების ზედა ზღვარს. სხვადასხვა ბაზარზე მოთხოვნა განსხვავებულია, შესაბამისად ფასებიც განსხვავდება. მართალია ბარამბო არის ლიდერი, დომინანტი კომპანია, თუმცა ქართული ბაზრები კონკურენტულია. ბარამბოს ყავს საკმაოდ ძლიერი კონკურენტები: ალპენ გოლდი, კორონა, ფერერო როშე, ნესტლე. ასეთ ბაზარზე არც ერთ ფირმას არ აქვს დიდი გავლენა ფასის ცვლილებაზე. ბარამბო წარმოებს და ყიდის დიდი რაოდენობით პროდუქციას მიღებულ ფასად.
ბარამბო იყენებს ფასეულობაზე დაფუძნებულ ფასწარმოქმნას. ეს გულისხმობს ფასების დაწესებას მყიდველის მიერ ფასეულობის აღქმაზე და არა გამყიდველის ხარჯების გამოანგარიშებაზე. ბარამბო ჯერ ადგენს ფასს, რომელიც შეესაბამება მომხმარებელთა მიერ აღქმულ პროდუქტის ფასეულობას. დადგენილი ფასიდან გამომდინარე ხდება პროდუქტის დიზიანთან და გასაწევ ხარჯებთან გადაწყვეტილებების მიღება.ბარამბოს შეძენა მისაღები ფასიდან გამომდინარე ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის მქონე ადამიანს შეუძლია. ბარამბოს შოკოლადის ფასი 2 ლარიდან იწყება, ხოლო ბარამბოს ნაყინის ფასი მერყეობს 0.70 თეთრსა და 15 ლარს შორის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ `კარგი ფასი~ არ ნიშნავს `დაბალ ფასს~. 15 ლარი ზოგისთვის ძვირი შეიძლება იყოს, თუმცა ის კარგი ფასია, რადგან მომხმარებლები ამ ფასად უყოყმანოდ ყიდულობენ ბარამბოს ნაწარს. ნაყინის წარმოების ხარჯები ახლოსაც კი არ არის 15 ლართან, თუმცა ეს პროდუქტი ღირებულია და ფასეულია მომხმარებლებისათვის.
როგორც უკვე აღვნიშნე, ბარამბოს უამრავი მეტოქე ყავს ბაზარზე. შესაბამისად მისთვის არ არის უცხო კონკურენციაზე დაფუძნებული ფასწარმოება. ეს გულისხმობს პროდუქციაზე ფასების შემოღებას კონკურენტების მიერ დადებული ფასების გათვალისწინებით. ბარამბოს აქვს დიდი ფინანსური კაპიტალი, რეზერვი. პოზიციონირება შეუძლია მეტი-იმავეთი სტრატეგია აირჩიოს. ანუ, იგივე ხარისხი შესთავაზოს მომხმარებლებს უფრო დაბალ ფასად.
მომხმარებლებს სჭირდებათ მოტივაცია, რომ პროდუქციას გაეცნონ და მიის მუდმივი მომხმარებლები გახდნენ. ბარამბო იყენებს ფასდაკლებისა და შეღავათების ფასწარმოქმნას. ბარამბოს გარკვეულ დროის პერიოდში აქვს განსაზღვრულ საქონელზე ფასის შემცირება. მასტიმულირებელი ფასწარმოება ზრდის შემოსავლებს დროებით. მაგალითად, ზაფხულის ცხელ დღეებში ბარამბო შედარებით იაფად ყიდის ნაყინებს, ნაყინების უსწრაფესად იყიდება, რაც კომპანიას უზრდის როგორც მოგებას, ასევე იმიჯს უქმნის. ბარამბო ნაკლებად, თითქმის არ იყენებს სეგმენტურ ფასწარმოებას საქართველოში. მსგავს პროდუქტს ყიდის ერთ კონკრეტულ ფასად ყველასთვის. მაგრამ ასევე ქმნის განსხვავებული ხარისხის პროდუქტზებს განსხვავებულ ფასად, სხვადასხვა სახის მყიდველებისათვის.
ბრენდ პირამიდა
ბარამბო უკვე ცნობადი ბრენდია საქართველოში და ამიერკავკასისს სხვა ქვეყნებშიც. 11 წლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო, თუმცა ეს მარტივი არ ყოფილა. მომხმარებლები ბრენდის ერთგულები არიან, პროდუქციას უმეტესად საყვარელი ბრენდიდად ყიდულობენ. თუმცა ამ დონის ნდობის ჩამოყალიბებამდე ჯერ უნდა გავიაროთ ბრენდის შექმნის ცივი ან ცხელი გზა. ორივე გზა იწყება დიფერენცირებულობით, ცხადია, ბარამბომც გაიარა ეს გზა. დიფერენცირებულობა ზრდის ცნობადობას მოსახლეობაში. ხალხმა იცის ვინ არის ეს კომპანია თუ ფირმა. დიფერენცირებულობის მიღწევა თავდაპირველად ბარამბომ ფასების ეფექტური კონტროლით მიაღწია.
შემდეგ ბარამბოს აირჩია ცივი გზა, ანუ ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება. ბარამბო მოსახლეობაში ცნობილია, ერთი სიტყვით. ეს არის ხარისხი. ბარამბო ტკბილეული,მას მიირთმევს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, უმეტესად ბავშვები. შესაბამისად პროდუქციის ხარისხიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ჯანმრთელობისათვის.
ბრენდის გასამართლება გულისხმობს თუ რა გადაწყვეტილება მიიღება საზოგადოებაში კონკრეტული ბრენდის შესახებ. ზოგ ბრენდს აქვს ძალიან ცუდი რეპუტაცია, ზოგი არ სარგებლობს დიდი მოწონებითა და ნდობით, ზოგი კი ძალიან პოპულარულია. თქმა არც არის საჭირო, თუ რომელ მათგანს მიეკუთვნება ბარამბო.
შედეგი არის ბრენდის რეზონანსი. ის ბრენდ პირამიდის თავში მდებარეობს და საბოლოო საფეხურს წარმოადგენს. ანუ ამ საფეხურზეა ბარამბო. ეს პირველ რიგში გამოიხატება იმით, რომ ყველა ადამიანმა საქართველოში იცის რას წარმოადგენს ბარამბო.
ბრენდის შექმნის ცხელი გზა გადის იმიჯის შექმნასა და გრძნობებზე. ბარამბოს ძალიან კარგი იმიჯი აქვს. სიტყვა ბარამბო უარყოფით კონტექსტში ძალიან იშვიათად იხსენება. ბარამბოს იმიჯი გასცდა ქვეყნის საზღვრებს. მას ხარისხის სიმბოლოდ უცხოური კომპანიებიც მოიხსენიებენ. რაც შეეხება გრძნობებს, ეს მიიღწევა ბაზმარკეტინგით. მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე, თუ რომელი პროდუქცია შეიძინოს დიდ გავლენას სწორედ გრძნოები ახდენს. შესაბამისად, კარგი ბრენდი რეკლამირებითა და პრომოციით მომხმარებლებში დადებით გრძნობებს აღძრავს მომხმარებლებში.