ფასწარმოქმნა კომპანიაში „ახალი ნათება“

ავტორები: თეკლე მიქელაძე და ნინო ზაქარაძე

 

ჩვენს დღევანდელობასა და არსებულ მაღალკონკურენტულ გარემოში, ფასწარმოქმნა არის რიგით პირველი პრობლემა, რომელიც გააჩნია უამრავი კომპანიის მარკეტინგის აღმასრულებელს. ზოგადად, კომპანიის ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებებზე გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს და „ახალ ნათებაში“ პროდუქტზე ფასების დაწესება თითოეული ამ ფაქტორის გათვალისწინებით ხდება.

„ახალი ნათება“ იღებს მყიდველის ფასეულობის აღქმას და მას იყენებს, როგორც ფასწარმოქმნის ძირითად კონცეფციას.  კომპანია, ჯერ ადგენს ფასს, რომელიც შეესაბამება მომხმარებელთა მიერ აღქმულ პროდუქტის ფასეულობას. დადგენილი ფასიდან გამომდინარე ხდება პროდუქტის დიზაინთან და გასაწევ ხარჯებთან გადაწყვეტილებების მიღება. შედეგად, „ახალ ნათებაში“ ფასწარმოქმნა იწყება მომხმარებლის მოთხოვნილებების და ფასეულობათა აღქმის ანალიზით.

ბრენდის პირამიდა:

  1. დიფერენცირებულობა – ბრენდის პირამიდის საფუძველს წარმოადგენს, რომელშიც ბრენდის იდენტურობა და ცნობადობა იკვეთება. მასზეა დამოკიდებული როგორ აღიქვამს მომხმარებელი კომპანიის პროდუქციას. ამ მხრივ „ახალ ნათებას“ გააჩნია საკმაოდ წარმატებული სარეკლამო კამპანიები, რომელიც ბრენდის პოპულარობას მომხმარებელთა შორის დღითიდღე ზრდის. რეკლამებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამორჩეულია ვიდეო, რომელიც მიძღვნილია „ახალი ნათების“ 15 წლის იუბილესადმი (იხ. ზემოთ).
  2. ხარისხი და იმიჯი – კომპანია დაარსების დღიდან დღემდე მომხმარებელს სთავაზობს ხარისხზე ორიენტირებულ პროდუქციას. კომპანიის პროდუქციის მაღალ ხარისხზე მიუთითებს ჩვენი მომწოდებლების სანდოობა და რაც მთავარია მათ მიერ მოპოვებული ISO სერტიფიკატები ხარისხის, გარემოსა და უსაფრთხოების სფეროში.
  3. გასამართლება – იგულისხმება ის, თუ როგორ მიიღება საზოგადოებაში გადაწყვეტილება ამა თუ იმ პროდუქტის შეძენისას. მაგალითად, „ახალი ნათების“ პროდუქციის შეძენისას მომხმარებლები გადაწყვეტილებას იღებენ ხარისხზე, ფასზე და დიზაინზე დაყრდნობით. ასევე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ჩვენი კომპანიის მომხმარებლებში იგულისხმება მოსახლეობის ზრდასრული ნაწილი, განურჩევლად სქესისა თუ შემოსავლის რაოდენობისა.
  4. ხოლო, პირამიდის ბოლო ფენაა რეზონანსი – იგი დაფუძნებულია ბრენდის ფასეულობებზე. მისი მიზანია ბრენდის პოპულარობისა და მომხმარებელთა დადებითი განწყობის შენარჩუნება კომპანიისა და მის მიერ წარმოებული პროდუქციის მიმართ. „ახალი ნათება“ როგორც უკვე აღვნიშნეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროდუქტის ფასეულობას, შესაბამისად ქმნის და ანვითარებს მას.

მოკლედ რომ ვთქვათ, ფასწარმოქმნის გადაწყვეტილება ჩვენთან ძირითადად ორიენტირებულია მყიდველზე, ვინაიდან, ჩვენ გვსურს ყოველი ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი ჩვენს მიერ მიწოდებული პროდუქციის ხარისხითა და მისი ფასით.