კულა
“გორის საკონსერვო ქარხანა კულა“ დღეს საქართველოში ყველასთვის ცნობილი ბრენდია. ხილის წვენები, ნაირგვარი მურაბები, ჯემები, სალათები, კომპოტები, მარინადები, საწებელი, ტყემალი; ასევე ბიო, საბავშვო, დიაბეტური თუ სამარხვო კონსერვები – ეს „კულას“ მიერ წარმოებული პროდუქტის არასრული ჩამონათვალია.
კულამ დაფუძნებიდან სულ მცირე პერიოდში მოიპოვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებლის სახელი და გახდა ლიდერი საქართველოში ნატურალური წვენების წარმოებაში.
კულას მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და სანდოობა რომ ეჭქვეშ არ დგება, არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დონეზე, ამის განმაპირობებელია სურსათის უვნებლობის სტანდარტის – ISO 22000 დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ISO 22000 დამადასტურებელი სერტიფიკატი „გორის საკონსერვო ქარხანას“ გერმანულმა მასერტიფიცირებელმა ორგანო TUV SUD-მა მიანიჭა.
კომპანია კულას დამფუძნებელია ივანე გოგლიძე.როგორც ცნობილია კულას ქარხნის გახსნის იდეა აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა.მან და მისმა მეგობარმა გადაწყვოტეს რომ ჩამოეყალიბებინაღ კომპანია კულა და ნატურალური წვენების წარმოება დაეწყოთ. კომპანიის სახელი კულა მომდინარეობს ივანე გოგლიძის დიდი პაპის სახელიდან. გარდა ამისა კულა იმ სასმისის სახელია რომლითაც ძველად მეფეები ღვინოს სვამდნენ. ძველ ქარხანაში მათ მისვლამდე, საკონსერვო ქარხანა, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო. კომპანიას, რომელიც ქარხანას ამუშავებდა, სახელმწიფოს ვალები ჰქონდა. მათ შექმნეს ახალი კომპანია შეისყიდეს ქარხანა და მუშაობას შეუდგნენ. ომი რუსეთთან ახალი დამთავრებული იყო. გლეხებს ხილი ვერსად გაჰქონდათ. არადა, სწორედ იმ პერიოდში, საქართველოში ხილის უხვი მოსავალი მოვიდა. პირველ ეტაპზე წარმოების დასაწყებად დაახლოებით მილიონ-ნახევარი დოლარი დასჭირდათ. ამ თანხის ნაწილი მისმა პარტნიორმა გადაიხადა, ნაწილი კი მან. ბანკში ბინები ჩადეს და ამ თანხით დაიწყეს წარმოება.
2009 წელს კომპანია “კულა” ბაზარზე პრემიუმ-კლასის ნატურალური წვენებით შევიდა. ეს იყო ათი სახეობის წვენი: ვაშლის, ატმის, ალუბლის, შინდის და ა.შ. კომპანია ნედლეულს მთლიანად გლეხებისგან იღებდა. დღესაც ასეა. რა თქმა უნდა ადვილი არ იყო ახალი კომპანიისთვის ბაზრის ათვისება. პირველ ეტაპზე მისი ბრუნვა თვეში 20-30 ათას ლარს შეადგენდა.
რამდენიმე თვეში “კულამ” თავისი ცნობილი ტყემლის ჩამოსხმა დაიწყო. ესეც ერთგვარი რისკიანი ნაბიჯი იყო.
კომპანია “კულა” დღეს აწარმოებს 250–ზე მეტი დასახელების საკონსერვო პროდუქციას: ხილისა და ბოსტნეულის წვენებს, კომპოტებს, მურაბებს, ჯემებს, საწებლებს, მწნილებსა და სალათებს. ყველა მათგანი ნატურალურია და არ შეიცავს კონსერვანტებს, კონცენტრატებს, ემულგატორებსა და სხვა ხელოვნურ დანამატებს. “კულას” პროდუქციის მოსამზადებლად ხილი და ბოსტნეული საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოაქვთ: ვაშლი, კომში, ატამი – შიდა ქართლიდან; მარწყვი, ყურძენი – კახეთიდან; წიწაკა, ტომატი და კიტრი – ქვემო ქართლიდან; ტყემალი, ჯონჯოლი – იმერეთიდან და ა.შ. “კულას” წლიური ბრუნვა საერთო ჯამში 15 მილიონ ლარს აღწევს.
ბრენდი “კულა”, ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, უამრავ ჯილდოსა და სერტიფიკატს ფლობს. 2010 წელი – “წარმატებული ახალი ბრენდი 2010”, “ხარისხის და სტუდენტობის თანადგომა ეროვნული ნიშანი”, “სოფლის მაშენებელი- მეცენატი 2010”, კონკურს “GOLDEN BRAND 2010”-ის გამარჯვებული; 2011 წელი – “ეტალონის” გამარჯვებული წარმატებული მენეჯმენტის განხორციელებისათვის, პროექტ “მერკური 2011”-ის გამარჯვებული ნომინაციაში “ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტი”, სერტიფიკატი “Worldfood Ukraine 2011”-ში მონაწილეობისათვის, კონკურსს “GOLDEN BRAND 2011”-ის გამარჯვებული, დიპლომი აქტიური ქველმოქმედებისათვის, კონკურს “GOLDEN BRAND 2013”-ის გამარჯვებული. დღეს
“კულა” მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გადის. მათ შორისაა: აშშ, კანადა, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი.დღესდღეობით “კულას” 100-მდე სახეობის პროდუქცია გადის საზღვარგარეთ. ექსპორტზე ვერ უშვებენ კიტრის მწნილს, რადგან ჯერ საქართველოს ბაზარსაც ვერ აკმაყოფილებს სათანადოდ. არ გადის ასევე ტომატ- პასტა ამავე მიზეზით. ექსპორტიდან შემოსული ბრუნვა წელიწადში დაახლოებით 7 მილიონ ლარს შეადგენს.
“კულამ” 100%-ით ნატურალური, უშაქრო წვენების გამოშვება დაიწყო.ეს ხაზი შეიქმნა სპორტსმენებისთვის, დიაბეტით დაავადებული ან უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების სტილით მცხოვრები ადამიანებისთვის.დღეს კომპანია “კულაში” 300-მდე ადამიანია დასაქმებული.პროდუქციის დასამზადებლად კომპანია “კულა” მარტო ხილსა და ბოსტნეულში წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ ლარს იხდის: ყველა რეგიონში ჰყავს მათი დამამზადებლები, მათ იციან, რა დროს რა სჭირდება კულას და, მოსახლეობისგან პროდუქტს შესაბამისად ყიდულობენ.
კომპანია “კულა” ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ისინი გვერდში უდგანან არაერთ სატელევიზიო პროექტს. კომპანიას გორში ჰყავს კალათბურთისა და ფრენბურთის გუნდები. ფინანსურად და პროდუქციით ეხმარება გორის უსინათლოთა ორგანიზაციას.თბილისში ეხმარებიან მოხუცთა თავშესაფრებს. ეხმარებიან ასევე კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს. მათ უგზავნიან როგორც თავიანთ პროდუქტს, ისე თანხა. თუმცა ერთ- ერთი გამორჩეული პროექტი, რომელსაც კომპანია “კულა” სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით აკეთებს, ეს მოზარდების საზაფხულო დასაქმებაა. ყოველ ზაფხულს 30- მდე მოზარდი, ძირითადად საჯარო სკოლების უფროსკლასელები, “კულას” ქარხანაში საქმდებიან და ხელფასსაც იღებენ.ძირითადად, ცხადია, მსუბუქ სამუშაოს ასრულებენ, თვეში დაახლოებით 350 ლარს გამოიმუშავებენ.
იმის გათვალისწინებით რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება არ არის ადვილი საქმე,კომპანია კულა დღემდე ახერხებს ქართულ პროდუქტებს შორის წინა ხაზზე ყოფნას. მიუხედავად პანდემიისა კომპანიას არ შეუცერებია მუშაობა და ის წარმატებულად უძღვება თავის საქმიანობას. ასევე კომპანია საკმაოდ კარგად პოზიციონირებს ევროპისა და ამერიკის ბაზარზე, შესაბამისად შესაძლოა მოთხოვნამ იკლოს, თუმცა ექსპორტი მსოფლიოს 25-მდე ქვეყანაში გაგრძელდება.