როგორ შეგვიძლია “ადამიანთა მარკეტინგის” განხორციელება

თიკო ჯაყელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

თუ სოციალური მედიის, ვთქვათ ინსტაგრამის გვერდის მოწონებისა და გამომწერთა რაოდენობა ან თუნდაც პოსტების გამოქვეყნების სიხშირე, თქვენი ბიზნესისათვის უმნიშვნელოა – ამისი მიზეზი  ისაა, რომ თქვენი კომპანიის კონტენტ მარკეტინგულ სტრატეგიასა და სოციალურ მედიას ერთი საერთო კრიტიკული ნაკლი გააჩნიათ –  ადამიანები.

ადამიანები ერთმანეთთან  კავშირებს ამყარებენ. ისინი არა მათთვის უცნობ და უსახო კომპანიებს, არამედ თვით ადამიანებს ენდობიან. „Marketingcharts“-ის მიხედვით ინდივიდების აზროვნებაზე გავლენას მათ ცხოვრებაში მყოფი ადამიანები – ოჯახის წევრები, მეგობრები ან ნაცნობები უფრო ახდენენ, ვიდრე კომპანიის კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმები – ბლოგები, ვიდეოები ან რეკლამები.

ამგვარად, ის შეხედულება, რომ კონტენტი – მარკეტინგში ყველაზე კრიტიკული ასპექტკია უკვე აღარ შეესაბამება სიმართლეს. მისი ადგილი  „კავშირებმა“ დაიკავა, რადგან ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირება სიამოვნებთ. სწორედ ამიტომ, თქვენი საიდუმლო იარაღი თქვენს ჯგუფში არსებული ინდივიდები და მათი კავშირებია.

საშუალო ადამიანს რამოდენიმე ასეულიდან-ათასამდე სოციალური კავშირი გააჩნია. გამოიანგარიშეთ: რამდენი თანამშრომელი გყავთ? დაახლოებით რამდენი მეგობარი ყავს თითოეულ მათგანს სოც. მედიაში ან რეალურ სამყაროში? რამდენი ადამიანები იცნობენ და ენდობიან თქვენი გუნდის წევრებს?

თანამშრომლების სოციალური კავშირები, თქვენი ბიზნესის სასარგებლოდ გამოიყენეთ. მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიის გუნდის წევრების წახალისება -„ხშირია კომპანიების მიერ მხოლოდ საკუთარ ბრენდზე ტრაბახი, მაგრამ ბიზნესისათვის ყველაზე მომგებიანი რეალურად, ხალხის მიერ, თანამშრომლების საკუთარი სამსახურით გულრწფელი ბედნიერების და სიამაყის, დანახვაა.“ განაცხადა წამყვანმა სოც. მედიის მარკეტოლოგმა კირტ ციმერმა: „როდესაც ადამიანი კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს უყურებს, ისეთი შთაბეჭდილება უჩნდება, თითქოს უსახო ლოგოსთან აქვს კომუნიკაცია, ხოლო როდესაც კითხულობს მეგობრის ან კოლეგის პოსტს, მის შინაარს უფრო ადამიანურად და ემოციურად აანალიზებს. მსგავსი რამ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ინდივიდზე.“

მოტივირებული თანამშრომლები განაპირობებენ ბედნიერ მომხმარებლებს, შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა დარწმუნდით, რომ ხალისიანი, დაინტერესებული გუნდი გყავდეთ. თანამშრომლებს შეუქმენით ისეთი სამუშაო გარემო, რომლის გაზიარება მეგობრებთან, ნაცნობებთან მოუნდებათ.

მსგავსი გარემოს შესაქმნელად და მოტივირებული სამუშაო ძალის მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რომ HR_ის ლიდერებმა ისეთი სტრატეგია შეიმუშავონ, რომელიც პოტენციური მომხმარებლის და კომპანიის გუნდის წევრის დაკმაყოფილებას შეძლებს.

„ადამიანთა მარკეტინგი“ სწორედ ამას ემსახურება. იგი განაპირობებს იმას, რომ თქვენს კომპანიაში უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ინდივიდები ხალისით და ინტერესით განაგრძობენ მუშაობას.

როგორ შეგვიძლია „ადამიანთა მარკეტინგის“ განხორციელება?

ქვემოთ ჩამოთვლილია ადამიანთა მარკეტინგის 7 კომპონენტი, რომელთა გათვალისწინება კრიტიკულია ხარისხიანი თანამშრომლების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად:

პროდუქტი

HR_ში ტერმინი პროდუქტი თანამშრომლის გამოცდილებას ანუ თქვენს კომპანიაში ადამიანის მთლიან სამუშაო მოგზაურობას მოიცავს: მის აყვანას, განთავსებას, შესრულებას და განვითარებას.

როდესაც თქვენი კომპანიის გუნდის სამუშაო გამოცდილებას აპროექტებთ (იქნება ეს სამუშაო როლები, ტრენინგები, შესრულების განხილვები, კარიერული პროგრესი და სხვა) ქმნით „პროდუქტს“, რომელიც ყოველ კომპანიაზე უნიკალურია. ეს პროდუქტი თქვენს ახალ თუ ძველ მომხმარებლებს და თანამშრომლებს უნდა გააცნოთ. თუ თქვენი შემოთავაზებები მათთვის მისაღები იქნება , ისინი „შეისყიდებიან“, შესაბამისად, საუკეთესო მომხმარებლის ან თანამშრომლის მოზიდვას და შენარჩუნებას შეძლებთ.

ფასი

ფასი იგულისხმებს ხარჯს, რომელსაც თქვენს თანამშრომლებს უხდით (ხელფასი, ბონუსები, პრივილეგიები) და იმას, რასაც ისინი  სანაცვლოდ აკეთებენ კომპანიის განვითარებისათვის – დრო, ნიჭი, იდეები, შრომა. ეს გაცვლა-გამოცვლის პროცესი ფაქტობრივად იგივე ვაჭრობაა და ზოგ შემთხვევაში შეგიძლიათ იგი ნაკლები ფინანსური დანახარჯით, მაგრამ მეტი პრივილეგიებით და ბონუსებით განახორციელოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად გაწყობთ მსგავსი სისტემა თქვენ და კომპანიის თანამშრომლებს.

როდესაც ფულს იხდით პროდუქტში, ხარისხიან, კარგ მომსახურეობას ელოდებით. მის მიღების შემთხვევაში  კი აუცილებელია თანამშრომლების შრომის დაფასება, წახალისება და დასაჩუქრება. მსგავსი ქმედებები თქვენი გუნდის გულმოდგინებას განაპირობებს.

დაწინაურება

როგორ უწევთ პოპულარიზაციას (არსებული და პოტენციური რეკრუტების მიმართ) თქვენს პროდუქტს (თანამშრომლის გამოცდილება)? თქვენს აუდიენციას როგორი ტიპის კომუნუკაცია ურჩევნია? გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდა ადამიანებისგან შედგება, სოციალური მედია და ციფრული აპლიკაციები მათთან დაკავშირებაში უაღრესად დაგეხმარებათ.

გადახედეთ ბრენდების ონლაინ მიმოხილვის საიტებს, როგორიცაა Glassdoor.com და შეამოწმეთ ის თუ რას ფიქრობენ ადამიანები თქვენს ბრენდზე. თანამშრომლებს გაუზიარეთ ახალი პოლისების, პრივილეგიების, სამუშაო შესაძლობლებების შესახებ. უსმინეთ მათ იდეებს, კარგი შემოთავაზებები კი სტრატეგიაში განახორციელეთ და დააწინაურეთ.

სხვაგვარი კომუნიკაციის ხერხების მსგავსად ყურადღება თქვენი ხმის ტონს მიაქციეთ. იფიქრეთ იმაზე თუ ვისთან ამყარებთ კომუნიკაციას და როგორ ასახავს  ხმის ტონი თქვენს ღირებულებებს. ყველაფერთან ერთად გულწრფელი, სანდო, განსხვავებული და მიმზიდველი უნდა იყოთ, იმისათვის რომ არსებულმა და პოტენციურმა თანამშრომლებმა თქვენს ბრენდში გულმოდგინედ განაგრძონ მუშაობა.

მდებარეობა

ადამიანები მხოლოდ ერთ ადგილას უკვე აღარ მუშაობენ. ზოგს სრული, ზოგს ნახევარ განაკვეთიანი სამსახური აქვს. ტექნოლოგიურმა განვითარებამ განაპირობა ის, რომ ხალხი ელოდება მომსახურეობის  მათთან მოსვლას და არა პირიქით. ეს HR გუნდებისათვის და დამსაქმებელისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

არ უნდა ელოდოთ იმას, რომ თანამშრომლები თავისით მოვლენ, პირიქით თქვენ უნდა ეძიოთ ისინი. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვნი მომსახურეობა ყველასათვის, ყველგან ადვილი მისაწვდომი უნდა ოყოს. ეს შეგიძლიათ კომპანიის HR აპლიკაციით განახორციელოთ, რომლის მეშვეობით ადამიანებს, საჭიროების შემთხვევაში, თქვენთანაც ექნებათ კომუნკაცია.

მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ციფრულ მომსახურეობაში გადადის ძველი კანონები ჯერ კიდევ ძალაშია – HR გუნდები ადვილად მისაწვდომები უნდა იყვნენ და მომხმარებელთან კომუნიკაციას ყველანაირი ფორმით უნდა ამყარებდნენ.

ადამიანები

HR_ის წევრები არამარტო პროფესიონალი და გამოცდილი HR პრაქტიკოსები, არამედ მარტივად მისაწვდომი, სანდო და კომპანიის პოლისების და სხვა კომპანიების HR გუნდების აქტივობების მცოდნეები უნდა იყვნენ.

პოლიციის ოფიცერი კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ გუნდს, რათა სამუშაო ეფექტურად შეასრულოს. „ადამიანთა მარკეტინგშიც“ თანამშრომელთა კარგად გაცნობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამის გარეშე არამარტო ვერ მოიზიდავთ, არამედ ნიჭიერი თანამშრომლების დაკარგვის რისკის ქვეშაც კი იქნებით.

ამ მიზეზთა გამო ცხადია, რომ HR_ის გუნდი და თვით ბიზნეს ლიდერებიც კი სასიამოვნო სამუშაო გამოცდილებების შექმნაზე მაქსიმალურად უნდა მუშაობდნენ.

პროცესი

პროცესი ეხება თანამშრომლების მომსახურებისა და მათგან უკუკავშირის მიღების საშუალებებს. თანამშრომლებისთვის ყველაზე შესაფერისი HR პოლიტიკა ან პროგრამაც კი, არ იქნება შედეგიანი თუ ის არასწორად იქნება შესრულებული. კარგი ტექნოლოგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი სამუშაო ძალის მოტივირებისა და ჩართულობის განპირობებაში.

ფიზიკური მტკიცებულება

აქ იგულისხმება მტკიცებულება იმისა, რომ თქვენი კოპმანიის სამუშაო გარემო სასიამოვნო და კარიერული წინსვლის მომტანია. მნიშვნელოვანია ის, რომ გაგაჩნდეთ სისტემა, რომელიც პოტენციურ თანამშრომლებს დაუმტკიცებს იმას, რომ თქვენს კომპანიაში მუშაობა მოგების და პროფესიული განვითარების მომტანია.

გაითვალისწინეთ, რომ უკმაყოფილო თანამშრომელს, კომპანიის იმიჯზე იმედგაცრუებული მომხმერებლის მსგავსად, ცუდი გავლენის მოხდენა შეუძლია. გუნდის წევრები, რომლებიც გრძნობენ დაფასებას უფროსების მხრიდან, არიან მოტივირებულნი და ჩართულნი კომპანიის საქმიანობაში, თქვენი ბრენდის ყველაზე ნაყოფიერ ელჩებს წარმოადგენენ.

საბოლოოდ, ყველას – მომხმარებელს და თანამშრომელს ადამიანურად მოექეცით, რადგან დღევანდელ გადატვირთულ მედიაში, მარკეტინგში და ბიზნეს ლანდშაფტში, როგორც მარკ შეფერი, „Marketing rebellion“-ის ავტორი, ამბობს: „მხოლოდ მაქსიმალურად ადამიანზე ორიენტირებული კომპანია იგებს“.

 

თიკო ჯაყელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა