მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა – მეო 2023

ქართულ-ევროპული მარკეტინის ასოციაცია და  მარკეტინგის სახლი აგრძელებს  მარკეტინგის ესეების ოლიმპიადას,  რომლის  მიზანია გამოავლინოს შემოქმედებითი ნიჭის მქონე მარკეტინგის სტუდენტები საქართველოში.

მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა 2023 – დაიწყება 9 აპრილს და დამთავრდება 26 მაისს.  24.00 სთზე. ნაშრომები უნდა იქნეს გადმოგზავნილი დაბლა მითითებულ ელექტრო ფოსტაზე. მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა (მეო 2023) იქნება დაყოფილი 3 მთავარ ეტაპად:

  1. ეტაპი: სტუდენებით დაკომპლექტებული გუნდები (თითოეული გუნდი 2 ადამიანი ან 1 ადამიანი) თავისუფლად აარჩევს თემას მარკეტინგული ესეს შესაქმნელად. მთავარია ესეში ჩანდეს:
  • კომპანიის/ბრენდის ისტორია, კომპანიის ლიდერის როლი – კომპანიის/ბრენდის მარკეტინგის/ბრენდინგის/საკომუნიკაციო სტრატეგიის გარჩევა –  კომპანიის განვითარება და პერსპექტივა, მისი მოხმარებლების არჩევანის მოტივაცია
  • კომპანიის 7 – P – აღწერა
  • კომპანიის პროდუქტების/სერვისების ბოსტონ კონსალტინგ ჯგუფის მატრიცის გარჩევა
  • კომპანია და მისი ანსოფის მატრიცა
  • კომპანია და PLC
  • კომპანიის სტრატეგიის მიმოხილვა
  • მომხმარებლის სეგმენტის დახასიათება
  • კომპანიის ბრენდის არქეტიპების გარჩევა – ემოციური ესეს შექმნა – ესეს გათვლა მომხმარებელზე, იმისათვის რომ მომხმარებელს გაუჩნდეს ინტერესი ამ ბრენდის გასაცნობად/გასასინჯად.
  • კომპანიის რეკლამების მიმოხილვა
  • კომპანიის მიერ სოციალური მედიის გამოყენება
  • კომპნიის მომავლის მიმოხილვა!
  1. ეტაპი: ესეს საბოლოო ეგზემპლარი 15 მაისიდან – 26  მაისის ჩათვლით-00-საათამდე თბილისის დროით, უნდა გაუგზავნოთ,  კახაბერ ჯაყელს, ელექტრო ფოსტაზე: kdjakeli@ibsu.edu.ge
  2. ეტაპი: თქვენი ესეები იქნება წაკითხული და გამოქვეყნებული მარკეტინგის სახლის გვერდებზე.მეო 2023-ის გამარჯვებული გამოვლინდება 10 ივნისს.

ოლიმპიადაში გამარჯვებული შეიძლება იყოს 3 გუნდი: აქედან თუ გუნდი დაიკავებს: 

  • I ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ მარკეტინგის ოქროს კალმის სერთიფიკატი;
  • II ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ მარკეტინგის ვერცხლის კალმის სერთიფიკატი;
  • III ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ მარკეტინგის ბრინჯაოს კალმის სერტიფიკატი.

მარკეტინგული ესეს შექმნის პრინციპები

ესე უნდა დაიწეროს 12 შრიფტით (სილფაენით) ა4 ფორმატის გვერდზე, სათაურები უნდა იყოს 14 ფორმატით, გვერდების მინიმალური რაოდენობა 3-5 გვერდი. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ავტორების გადაღებული სურათები ან ინტერნეტიდან ჩამოტვირთული სურათი (წყაროს მითითებით)- ესეში უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ავტორის აზრი და მისი ფრაზეოლოგია. ნაშრომი უნდა იყოს ორგინალური, ემოციური, კვლევითი და სასიამოვნო საკითხავად. ნაშრომი უნდა იქნეს  ნაშრომში განხილული იქნეს სტარტაფ კომპანიები ქართული სინამდვილიდან, რომლებსაც მკაფიოდ გამოხატული მარკეტინგული პოლიტიკა და მიზნები გააჩნიათ. ნაშრომში უნდა ხაზი გაესვას მომხმარებლების დამოკიდებულებას ბრედნთან. ამისათვის კი საჭიროა გარკვეული კვლევების: თვისებრივი, რაოდენობრივი, დაკვირვებითი კვლევების ჩატარება.

პლაგიატი დაუშვებელია. ესეში ციტირების რაოდენობა უნდა იყოს მაქსიმუმ 2-3, ავტორის მითითებით. ესე უნდა იძლეოდეს ძალიან მგრძნობიარე, ამავე დროს რაციონალურ, და გონებრივ დატვირთვას. ესე უნდა იყოს დაწერილი გამართული ქართული ენით. გთხოვთ მოერიდეთ ბარბარიზმს – ანუ უცხო სიტყვათა გადამეტებით გამოყენებას.

ესემ სასიამოვნო შთაბეჭდილება უნდა დატოვოს მკითხველზე, იგი უნდა იყოს საინტერესო, სავსე შთაბეჭდილებებით, ცოდნით, ემოციითა და ასევე მომავლის ხედვით ესეს ობიექტის შესახებ. გამართული ქართულით და ამავე დროს მარკეტინგის ცოდნით შექმნილ ესეს დიდი შანსი აქვს გამარჯვებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგის ესეების ოლიმპიადის მეო 2023  პროექტის დირექცია
9 აპრილი, 2022 წელი

 


 

MARKETING HOUSE ANNOUNCES MARKETING ESSAY’S OLYMPIAD – MEO 2023

International Marketing Consulting &  Educational Platform – Marketing House announces  Marketing Essay’s Olympiad  MEO 2023 what will be held online from 9th April 2022 to 26 May 2022 on the web of https://www.marketinghouse.ge/ .

The mission of the MEO – 2023 is to support those people who studies marketing and want to be specialized in this mostly needed science.

Participators of MEO 2023 must choose the company about what they will write creative Essay covering some interesting aspects of this organization. The Essay must include:

  • Analyze of the Mission of the company
  • Analyze the 7 P-s of the organization
  • The segmentation, targeting, differentiation and positioning
  • Environment analyzes
  • Branding and Brand
  • PEST
  • SWOT
  • Strategic Competitive Advantages
  • Attractiveness of its Leaders and Leadership
  • What can be learned from these companies and use in our business
  • Something what is unique in this company
  • Your assessment of the future of the company
  • Emotional appeal of the customers to this company/Brand.
  • Introduction and conclusion

The Essays must be written into font size – 12, headlines into font size 14.   Authors of Essays can be single person or two persons united into one team.  The final work must be sent to the email : kdjakeli@ibsu.edu.ge   in 26 of May .

The Essays will be read and assessed by Professionals of Marketing. The MEO -2023 will distinguish:

1st place holders as a champions of MEO 2023

2nd place holders

3rd place holders

The winners will be prized from the Marketing House by certificates and the Essays will be published in Marketing House Online Journal.

The Comity of Marketing Essay’s Olympiad is wishing you good Luck!