პეტერ დრუკერის სახელობის სტრატეგიული მარკეტინგის კონცეფციის ოლიმპიადა – სმკო-2023

მარკეტინგის სახლი და ქართულ-ევროპული მარეტინგული ასოციაცია აანონსებს პეტერ დრუკერის სახელობის სტრატეგიული მარკეტინგის კონცეფციის ოლიმპიადას

 

სმკო – 2023

 

ქართულ-ევროპული მარკეტინგის ასოციაციის მხარდაჭერით მარკეტინგის სახლი იწყებს  სტრატეგიული მარკეტინგის კონცებციის ოლიმპიადას სმკო-2023-ს,  რომლის  მიზანია გამოავლინოს სტრატეგიული აზროვნებით და ანალიტიკური უნარებით დაჯილდოვებული  სტუდენტი საქართველოში.

სმკო-2023 – დაიწყება 15 აპრილს და დამთავრდება 26 მაისს.  24.00 სთ-ზე. ნაშრომები უნდა იქნეს გადმოგზავნილი დაბლა მითითებულ ელექტრო ფოსტაზე.

სმკო 2023 იქნება დაყოფილი 3 მთავარ ეტაპად:

  1. ეტაპი: სტუდენებით დაკომპლექტებული გუნდები (თითოეული გუნდი 2 ადამიანი ან 1 ადამიანი) თავისუფლად აარჩევს თემას მარკეტინგული ესეს შესაქმნელად. მთავარია ესეში ჩანდეს:
  • კომპანიის / ბრენდის სტრატეგია და ტაქტიკა – კომპანიის სტრატეგიის გარჩევა –  კომპანიის განვითარება და პერსპექტივა.
  • კომპანიის ბრენდის მისიისა და მიზნების კრიტიკული ანალიზი
  • დერეკ აბელის მოდელი სტრატეგიული მარკეტინგისათვის – ანუ რომელ ბიზნესში ხართ?  (წყარო: shorturl.at/puCW1)
  • ორგანიზაციის სტრატეგიის დასაბუთება ცნობილი მარკეტინგული თეორიების გამოყენებით
  • კომპანიი/ბრენდის განვითარების სტრატეგიის შესწავლა
  • ბაზარზე ლიდერობის მიღწევის სტრატეგიის ანალიზი
  • სტრატეგიული მარკეტინგული ინტეგრირებული კომუნიკაციების გამოყენების ანალიზი
  • კომპანიის საქმიანი 5 ცოდვის შესახებ   (“Five Deadly Business Sins” analyze) ანალიზი
  • კომპანიის ინოვაციურობის ანალიზი
  • სტრატეგიული ალიანსების შექმნის ანალიზი
  • კომპანიის მომავლის ანალიზი
  1. ეტაპი: ესეს საბოლოო ეგზემპლარი  26   მაის უნდა გაუგზავნოთ,  კახაბერ ჯაყელს, ელექტრო ფოსტაზე: kdjakeli@ibsu.edu.ge
  2. ეტაპი: თქვენი ესეები იქნება წაკითხული სპეციალური ჟიურის მიერ და გამოქვეყნებული მარკეტინგის სახლის გვერდებზე.
  3. სმკო 2023-ის გამარჯვებული გამოვლინდება 12 ივნისს.

სმკო 2023 –ში გამარჯვებული შეიძლება იყოს 3 გუნდიაქედან თუ გუნდი დაიკავებს

  • I ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ სტრატეგიული მარეტინგის ოლიმპიადაში გამარჯვებულის – პეტერ დრუკერის სახელობის ოქროს სერთიფიკატი;
  • II ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ პეტერ დრუკერის სახელობის ვერცხლის სერთიფიკატი;
  • III ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ პეტერ დრუკერის სახელობის სერთიფიკატი!

სმკო შექმნის პრინციპები

ესე უნდა დაიწეროს 12 შრიფტით (სილფაენით) ა4 ფორმატის გვერდზე, სათაურები უნდა იყოს 14 ფორმატით, გვერდების მინიმალური რაოდენობა 15 გვერდი. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ავტორების გადაღებული სურათები ან ინტერნეტიდან ჩამოტვირთული სურათი (წყაროს მითითებით)- ესეში უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ავტორის აზრი და მისი ფრაზეოლოგია.

პლაგიატი დაუშვებელია. ესეში ციტირების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 5-10, ავტორის მითითებით. ესე უნდა იძლეოდეს გამჭრიახე სტრატეგიულ ანალიზს რომელშიც უნდა ჩანდეს მგრძნობიარე   და  ამავე დროს რაციონალური და გონებრივი განსჯა, მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით. ესე უნდა იყოს დაწერილი გამართული აკადემიური ქართული ენით. გთხოვთ მოერიდეთ ბარბარიზმს – ანუ უცხო სიტყვათა გადამეტებით გამოყენებას.

ქართულ ევროპული მარკეტინგული ასოციაცია და მარკეტინგის სახლი გისურვებთ წარმატებას!

 სმკო 2023  პროექტის დირექცია
7 აპრილი, 2023 წელი