COVID-19 ტრამპის პოლიტ მარკეტინგს დაძირავს

ტრამპის საქმეების ჩამონათვალშია: გარეუბნების უკან დაბრუნება. აფროამერიკელი ამომრჩევლების მოზიდვა. საარჩევნო რუქის გაფართოება. გამარჯვება

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესების გამო, ტრამპის საარჩევნო კამპანიამ, მისი პოლიტიკით და ქცევით გაღრმავებული პოლიტიკური პრობლემები უნდა გადაჭრას.

იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამამართლებელი გადაწყვეტილებით მხარდაჭერილმა და დემოკრატების ბანაკში საპრეზიდენტო მარათონით გამოწვეულმა ქაოსმა, პრეზიდენტი და მისი კამპანია ყველაზე სუსტი წინასაარჩევნო განაცხადებებიდან აგრესიულ, კარგად დაფინანსებულ, მაგრამ განუსაზღვრელ ძალისხმევაზე გადავიდა – მისი პოლიტიკით და ქცევით უკუაგდებული, გარეუბნებში მცხოვრები ელექტორატის მოზიდვა დაიწყო.

მისი კამპანია მიმართულია ისეთი მებრძოლი შტატებიდან ამომრჩევლების მოზიდვაზე, როგორიცაა პენსილვანია და მიჩიგანი. ამ შტატებში, 2018 წელს შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. ნოემბრისთვის, ტრამპის მრჩევლები საარჩევნო რუქის გაფართოებას იმედოვნებენ, ანუ გამარჯვებას ისეთ ზომიერ შტატებში, როგორიცაა მინესოტა და ნიუ-ჰემშირი. თეთრი სახლიც, მერყევ შტატებში, პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტილებაში დახმარების აღმოსაჩენად მზადაა. ეს საკითხებია, მექსიკასთან და კანადასთან ახალი სავაჭრო შეთანხმება და ფედერალური თანამშრომლებისათვის ოჯახური პირობების გამო ანაზღაურებადი შვებულება.

ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ჩინოვნიკები, ზემოთქმულ ძალისხმევებში მხარდასაჭერად, თანხებს აგროვებენ; ამჟამად ბანკში 200 მილიონი დოლარია მობილიზირებული, ხოლო თანხების შეგროვება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მათ, მარათონში შედარებით ადრე განათავსეს სატელევიზიო რეკლამა, 2019 წლის ბოლო სამ თვეში ამ მიზნით, 6 მლნ. დოლარი გამოყვეს, რითაც ხაზი აქტიურად განვითარებად ეკონომიკასა და უმუშევრობის დაბალ მაჩვენებლებს გაუსვეს.

მიზნებს შორისაა აფროამერიკელი, გარეუბნებში მცხოვრები თეთრკანიანი და მაღალშემოსავლიანი ამომრჩევლების მოზიდვის მცდელობა, ისეთი სარეკლამო განცხადებით, რომელიც კრიმინალური სამართალწარმოების რეფორმას ეხება. ამგვარი რეკლამა, პირველად ეთერში სუპერთასის გათამაშებისას გავიდა და ჩვენება ისეთ საკაბელო ტელევიზიებში მოხდა, როგორიცაა Bravo და Lifetime.

თუმცა ბატონ ტრამპის მესიჯები, როგორც ბევრი მისი პოლიტიკური მიდგომის მაგალითი, ურთიერთსაწინააღმდეგოა. მიუხედავად ზომიერებისაკენ სწრაფვისა, კაპმანია Facebook-ზე პრეზიდენტის გულმხურვალე მომხრეებსაც იზიდავს. კამპანია მომხრეებს არალეგალებიდან წამოსული შესაძლო საფრთხეების შესახებ აფრთხილებს, აგრეთვე პოლარიზებული პოლიტიკის, როგორიცაა იმიგრაციის შემცირება, პრომოციას ახორციელებს.

ეს წამქეზებელი, მიზანმიმართული სარეკლამო განცხადებები, რომელიც გარეუბნების ამომრჩევლებმა შეიძლება ვერასოდეს ნახონ, კამპანიის ფართო სტრატეგიის ასახვაა: ტრამპის საკუთარი კონსერვატიულ ფორმულაა: მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნება, გარეუბნებსა და ფერადკანიან საზოგადოებაში პრობლემების თავიდან აცილება.

დღესაც ბატონი ტრამპის მრჩევლების წინაშე მდგარი ამოცანა იგივე რჩება, რაც 2017 წელსაც იყო: ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტი ყველაზე ღრმა აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი პიროვნებაა, რომლის ქცევამაც გარეუბნების ზომიერი ამომრჩევლების პერეორიენტაციის პროცესი დააჩქარა.ისინი დემოკრატების მხარდამჭერები გახდნენ. 2016 წლის არჩევნებიდან დაწყებული, ეს ამომრჩევლები, დემოკრატებისათვის ქვაკუთხედად იქცნენ, დაეხმარნენ გუბერნატორების არჩევნებსა და თემთა პალატაში უმრავლესობის მოპოვებაში.

ბატონი ტრამპი მეორე ვადით ვერ გახდება პრეზიდენტი, თუ რამდენიმე შტატში, რომელიც 2016 წელს წააგო, გარეუბნების ამომრჩევლების და დამოუკიდებელი ამომრჩევლების გულს ვერ მოიგებს. მაგრამ მას, მაინც და მაინც ამ სცენარით მოქმედება არ სურს და გამოდის თანმიმდევრული მესიჯებით, რომელიც ზომიერი ამომრჩევლებისკენაა მიმართული და არა ერთგულ მომხრეებისკენ ან საკუთარი მხრებიდან ტვირთის მოსახსნელად…

მაგრამ აქ COVID-19 მა ტრამპი დაჩაგრა, მას უწოდეს „უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი“, მაგრამ მან თავისი მძლავრი ხელით დაიწყო წამლის გამოცდა ამერიკელების გადასარჩენად. რა ნაბიჯი იყო ეს თუ არა ლიდერის ნაბიჯი რომელიც ერთის მხრივ პასუხისმგებელია ერთან ხოლო მეორეს მხრივ უნდა დაეკითხოს ექიმებს. ტრამპი მძიმე სიტუაციაშია ამ მხრივ. იგი ხანდახან უაზროს ფეთქდება როცა აბეზარი ჟურნალისტები მის დაცაგვრას ლამობენ.

ბატონი ტრაპმის მრცევლები ამტკიცებენ, რომ გარეუბნების ამომრჩევლები, რომლებმაც 2018 წლის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებს მხარი არ დაუჭირეს, განსხვავებულად მოიქცევიან, როდესაც ბიულეტენში პრეზიდენტის სახელი იქნება მითითებული. მათ, საკუთარი მესიჯების დიდ ნაწილში ძლიერი ეკონომიკა და პოლიტიკური გეგმები აქვთ ჩაქსოვილი: თავად ბატონი ტრამპი ეკონოკიკას, როგორც საკუთარ სავიზიტო ბარათს, ისე უყურებს და საფონდო ბირჟაზე ნებისმიერ ცვლილებას ყურადღებით აკვირდება. მისი გუნდი თვლის, რომ გარეუბნებში ეკონომიკა „ყველაზე კომერციული არგუმენტია“.

მაგრამ COVID -19 მა ეს არგუმენტი ტრამპს ხელიდან გამოგლიჯა. ის დაბლა მიექანება,

„გარეუბნელი ქალები ჩვენთვის გამოწვევაა“, – განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ჩრდილოეთ დაკოტიდან Kevin Cramer-მა.

„ვფიქრობ, რომ გარეუბნელ მანდილოსნებთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა, მისი ბაზიდან ის ნაწილია, რომელიც სხვებს მოსწონთ“, – განაცხადა ბატონმა Cramer-მა. – მისი რიტორიკა, მოწინააღმდეგების წინააღმდეგ „მუშტების ქნევა. ეს ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც მათ აქამდე უნახიათ.“

Scott Reed-მა, აშშ-ს სავაჭრო პალატის მთავარმა მრჩეველმა, როდესაც პრეზიდენტისათვის წინასაარჩევნო ლანდშაფტს აფასებდა, ტრამპის ეპოქის პოლიტიკის წუთიერ ხასიათზე მიუთითა.

„ამჟამად, Trumpville-ში პოლიტიკური საქმიანობა შესანიშნავად მიმდინარეობს, მაგრამ ამ დღეებში კვირა სამ თვედ გეჩვენება და ჩვენ გრძელი გზის გავლა მოგვიწევს“, – თქვა ბატონმა Reed-მა.

რესპუბლიკელების ნაციონალუი კომიტეტის ჩინოვნიკები გარეუბნებში არსებულ პრობლემებს მონიტორინგს უწევენ. 2016 წელს მიჩიგანის დაახლოებით 100 000 მაცხოვრებელი, რომლებმაც შტატის საკანონმდებლო მარათონში ხმა მისცეს, პრეზიდენტისთვის გამიზნული ყუთი ცარიელი დატოვეს. ამ ამომრჩევლთაგან ბევრი გარეუბნებში მაცხოვრებელი მამაკაცი იყო, განაცხადა R. N. C-ს ჩინოვნიკმა. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ ბატონი ტრამპი მართლაც კონსერვატორი იყო, მაგრამ აზრი შეიცვალეს, როცა დაინახეს, თუ როგორ ნიშნავს კონსერვატორებს სასამართლოებში და ასრულებს გადასახადების შემცირების კანონპროექტს.

მაგრამ, გარეუბნებში მაცხოვრებელი მანდილოსნების აზრის შეცვლა, კვლავინდებურად რთულია, აღიარებენ ტრამპის მრჩევლები. ზოგიერთმა მესიჯმა ციფერბლატი შემოაბრუნა, თუნდაც დროებით: როდესაც ბატონი ტრამპი ამბობს, რომ დემოგრატებს არალეგალი იმიგრანტებისათვის სამედიცინო მომსახურებაზე სახელმწიფო შეღავათების დაწესება სურთ, ზოგიერთმა რესპუბლიკელმა ჩინოვნიკმა, პენსილვანიის გარეუბნებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად, მხარდამჭერი ამომრჩევლების რაოდენობის ზრდა დააფიქსირა. როდესაც, ბატონი ტრამპი მთელ დემოკრატიულ ველს, მცდარად, წარმოაჩენს, როგორც კერძო სამედიცინო სადაზღვევო სისტემის მოწინააღმდეგედ, მისი მრჩევლები ამაში პრეზიდენტის რეიტინგის ზრდის საშუალებას ხედავენ. მაგრამ აღიარებენ, გასავლელად ეს რთული გზაა.

საბოლოო ჯამში, G.O.P. სტრატეგია დამოკიდებულია დემოკრატიული კანდიდატის სიძლიერეზე. ბატონი ტრამპი უცნობ მილიარდერს, ნიუ-იორკის ყოფილ მერს, მაიკლ ბლუმბერგს შეეჯახა. ბლუმბერგს განსაკუთრებული წინასაარჩევნო სტრატეგია აქვს, უამრავ ფულს ხარჯავს, რაზეც ბატონ ტრამპის მრჩევლებმა აღიარეს, რომ მისი იგნორირება, იმ შემთხვევაშიც, თუ ბატონი ბლუმბერგი დემოკრატების პრაიმერში მარცხს განიცდის, არ შეიძლება.

ტრამპის სუსტი წერტილია მედიცინა , კორონავირუსის შემოტევას ამერიკის ჯანდაცვა ვერ უმკლავდება. მაკლ პომპეომ დახმარება სთხოვა ევროპის ქვეყნებს. „ტრამპი სამარცხვინოა“- ასე შეაფასეს ეს განცხადება მემარცხენეებმა.

„თუ ქვეყანა ერთ თვეში არ აღსდგა – ეს მძიმე დასაწყისი იქნება“, აღნიშნა ერთმა პოლიტ მარკეტოლოგმა.

 

სტატია მოამზადა ტრეისი ჯონსმა