ტრამპის ორგანიზაცია სახელწოდება “TRUMP”-ის ბრენდინგს წყვეტს
როდესაც დონალდ ტრამპმა, 1980-იან წლებში ცენტრალურ პარკში ორი საციგურაო მოედნის მშენებლობა დაიწყო, მან გააკეთა ის, რასაც აკეთებდა მუდამ: საციგურაო მოედანი წარწერა „TRUMP“-ით აჭრელდა.
ტრამპის ბრენდის ქვეშ, პარკის ორ საწინააღმდეგო მხარეს განთავსებული, საციგურაო მოედანი Wollman და Lasker Trump Organization-ის მიერ იმართებოდა და მრავალი წლის მანძილზე ტურისტების თავშეყრის ადგილად ითვლებოდა, მაშინაც კი, როდესაც ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა.
თუმცა, ზამთარში The Washington Post-ის ინფორმაციით, Trump Organization-მა არსებული კომპლექსები ტრამპის აბრისაგან გაათავისუფლა. „ეხლა, როცა ციგურებით სრიალის სეზონი იწყება, მოედნის გარშემო არსებულ დაფებზე პრეზიდენტის სახელი გაქრება. ოდესღაც, წარწერა წითელი ასოებით „TRUMP“, მოციგურავეებს გარს ერტყა.
წარწერა გაქრა მაგიდიდან, სადაც ვიზიტორები ციგურებს ქირაობდნენ; ეხლა მაგიდაზე, ტრამპის სახელის დაფარვის მიზნით, თეთრი ბრეზენტია გადაფარებული, თუმცა მისი სიგრძე საკმარისი არ აღმოჩნდა და ასო „T“ კვლავ მოსჩანს, – ნათქვამია Post-ში.
„იქ, სადაც პრეზიდენტის სახელი რჩება, მნიშვნელოვნად, წვრილ შრიფტზეა დაყვანილი. ადრე, ერთ-ერთ მოედანზე მისალმების ნიშნის მაღლა წარწერა „TRUMP“ ასევე იყო განთავსებული; ეხლა კი, ნიშნის ქვემოთ, ტელეფონის ნომრის ქვეშ არის გადატანილი ეს აბრა. სავაჭრო ნიშანი შეიცვალა და წერია მხოლოდ „იმართებაTrump Organization-ის მიერ“.
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც ბრენდი ტრამპი Trump Organization-თვის რატომღაც სახიფათო გახდა.
„ეს სრული რებრენდინგია“, – განუცხადა The Post-ს watchdog Group NYC Park Advocates-ის წევრმა. „მათ ყველგან ჩამოხსნეს სახელი. უნიფორმებიდან და ყველა სხვა დანარჩენიდან.“ ქალაქის პარკების დეპარტამენტს Trump Organization-მ აცნობა, რომ საციგურაო მოედნების ბრენდულ დეკორში ცვლილებები შეაქვს, თუმცა ტრამპის ბიზნესი ამის საბაბს არ იძლეოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ისეთი პროდუქტი, სადაც დონალდ ტრამპი ვერ შეძლებდა საკუთარი სახელის ოქროთი მოვარაყებას ან კეპიან ქუდებზე წარწერის გაკეთებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Trump Organization-მა სახელი სხვა რამე მიზეზით დამალა.
საციგურაო მოედნის თანამშრომელმა გაზეთის კორესპონდენტთან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს მართლაც თანხებთან იყო დაკავშირებული. „როგორც იცით, მრავალი სკოლა, კერძო ჰუმანიტარული სკოლები, საღამოობით აქ მოდიან,“ – თქვა თანამშრომელმა. „ორშაბათის და სამშაბათის საღამოდან საკმაოდ დიდი შემოსავალი მივიღეთ.“ იქნებ სკოლის მოსწავლეებს აღარ უნდათ ტრამპის სახელი ქვეშ სრიალი?
როგორც ჩანს დამამძიმებელი სახელის TRUMP-ის მატარებელ დაწესებულებების რაოდენობა მცირდება.
ისმის კითხვა: – რატომ?
სტატია მოამზადა: ტრეისი ჯონსმა