A cold, wet bottle of Tbilisi beer with condensation and bubbles on a reflective surface.

ლუდი “ნატახტარი” – ბრენდის ელემენტები და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები

კომპანია „ნატახტარი“ (სს „ლომისი“) აწარმოებს ლუდსა და ლიმონათს. იგი ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან. ამჟამად, ლუდისა და ლიმონათის ექსპორტი ხდება 23 ქვეყანაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის 14 ბრენდს (ნატახტარი, ქარვა, კასრის, ოტინგერი, სტაროპრამენი, ლოვენბრაუ, მათ შორის იმპორტირებულ ბრენდებს: ეფესი, ბექსი, ფრანცისკანერი, სტელა არტუა, ლეფი, ჰოეგარდენი, კორონა, მილერი და 2 ქვებრენდს (ნატახტარი ექსტრა და კასრის მსუბუქი) და ლიმონათის 8 არომატს. მათი მისიაა: ჩვენ მთელი გატაცებითა და პასუხისმგებლობით ვაწარმოებთ ბედნიერებას.

გადავხედოთ ნატახტარის კომპანიის ისტორიას:

1991-2005

სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას, ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ქარხანამ უმოკლეს ვადაში შეძლო პირველი პროდუქციის გამოშვება.

2005 წელს, სააქციო საზოგადოებამ თიბისი ბანკისა და EBRD-ის უპრეცედენტო ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ნატახტარი. სოფლის დედაქალაქთან სიახლოვე და ნატახტრის წყლის უნიკალური თვისებები შესანიშნავ პირობებს ქმნიდა წარმატებული საწარმოს შესაქმნელად. კომპანიამ მართლაც უმოკლეს ვადაში მოახერხა ლიდერის სახელის მოპოვება.

2008

ლუდსახარშის საქმიანობით დაინტერესდა, “ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფი” (Efes Breweries International – EBI), მან ლუდსახარშის 100%-იანი წილი შეიძინა. EBI მსოფლიოში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, აქიდან გამომდინარე, მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის მართვას.

2010-2011

2010 წელს ლუდსახარშ „ნატახტარში“ გერმანული წარმოების KRONES-ის ჩამომსხმელი ხაზი დამონტაჟდა.
2011 წელს „ნატახტარის“ საწარმოში გერმანული ფირმის ZEMANN სახარში დანადგარები დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში შევიდა.
2011 წელს კომპანია „ნატახტარმა“ დანერგა ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების სისტემა (ISO 9001:2008)
2011 წელს კომპანიამ დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“, რომლის მიზანიც არის მზრუნველობამოკლებული მოზარდების გაძლიერება და მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

2012

„ნატახტარმა“ ექსპლოატაციაში ჩაუშვა ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა.

2013

კომპანიამ მიიღო HACCP სერტიფიკატი.
კომპანია „ნატახტარმა“ ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის (OHSAS 18001:2007) სერტიფიცირება გაიარა.
კომპანიამ სურსათის უსაფრთხოების მართვის სერტიფიცირება გაიარა (ISO 22000:2005).

2014

კომპანია „ნატახტარის“ ლაბორატორიამ გაიარა ISO/IEC 17025 სერტიფიცირება.
კომპანიამ მიიღო ენერგიის მართვის სისტემის სერტიფიკატი ISO 50001.

 

განვიხილოთ ნატახტარის კომპანიის იმპორტული და ადგილობრივი წარმოების ლუდების:

A bottle of Natarajari Gold beer with a gold-colored label and yellow liquid inside.„ნატახტარი“ – 100% ლუდი

„ნატახტარი“ უმაღლესი ხარისხის ნატურალური ალაოს, სვიასა და ნატახტარის უნიკალური წყლისგან დამზადებული ნამდვილი ქართული ლუდია. მის მისაღებად უახლესი ტექნოლოგია გამოიყენება. ხარშვის პროცესს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ხელმძღვანელობენ.

ლუდი „ნატახტარი“ 2005 წლიდან სიამაყით იწარმოება საქართველოში.

ადგილობრივი ბრენდი

შემადგენლობა:ალაო, სვია, წყალი.

ენერგეტიკული ღირებულება: 44კკალ/100გრ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 5%

 

A bottle of Lava lager beer with a yellow label and red floral logo.„ქარვა“ – ცხოვრება იზომება ემოციებით

მსუბუქი დასალევი ლუდი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს ცხოვრება უფრო ნათელ ფერებში აღიქვან.

დაინახე მოვლენები ნათელი კუთხით და დატკბი ცხოვრების საუკეთესო მომენტებით, უბრალოდ დალიე ქარვა და განიქარვე!

ლუდი „ქარვა“ 2009 წლიდან იწარმოება.

ადგილობრივი ბრენდი

შემადგენლობა“ალაო, სვია, წყალი.

ენერგეტიკული ღირებულება: 44კკალ/100გრ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 4,5%

 

A bottle of Kartsuli beer with a golden liquid, red label, and Georgian text and logo.“კასრის მსუბუქი” – გააცოცხლე ბარი სახლში

ცოცხალი ლუდის გემო გამჭვირვალე ბოთლში, გამოირჩევა ნაკლებად პასტერიზებულობით და სიმსუბუქით.

ცოცხალი ლუდის სიამოვნების განცდა ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი.

ლუდი „კასრის მსუბუქი“ 2020 წლიდან იწარმოება

ადგილობრივი ბრენდი

შემადგენლობა:ქერის ალაო, სვია, წყალი

ენერგეტიკული ღირებულება: 100 მლ პროდუქტში 155კჯ/37კკალ

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 4.5%

 

A bottle of Kasris beer from Wursten Brewery, featuring a yellow and red label with Georgian text and a 5.4% alcohol content.

„კასრის“ – ცოცხალი ლუდის გემო ყველა ბოთლში

ჩამოსასხმელი ლუდის ცოცხალი გემო კასრიდან პირდაპირ შენს კათხაში. ლუდის გურმანებისთვის შემუშავდა სპეციალური ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც კასრის ჩამოსასხმელი ლუდის შეძენა ბოთლში არის შესაძლებელი.

ლუდი „კასრის“ 2009 წლიდან იწარმოება.

ადგილობრივი ბრენდი

შემადგენლობა:ალაო, სვია, წყალი.

ენერგეტიკული ღირებულება: 44კკალ/100გრ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 4.7%

 

A red can of Natakhtari Extra beer, featuring Georgian text and a crown emblem, labeled strong Georgian beer.ნატახტარი ექსტრა

ძლიერი ლუდი – „ნატახტარი ექსტრა“ გამოირჩევა მაღალი ალკოჰოლით, რომელიც მიიღწევა ინგრედიენტების შეცვლილი პროპორციით. კერძოდ კი, ალაოს გაზრდილი რაოდენობა არის მაღალი ალკოჰოლის და ლუდის მძაფრი არომატის საფუძველი.

ლუდი „ნატახტარი ექსტრა“ 2010 წლიდან იწარმოება.

ადგილობრივი ბრენდი

შემადგენლობა:ალაო, სვია, წყალი.

ენერგეტიკული ღირებულება: 58კკალ/100გრ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 8%

 

A green glass bottle of Löwenbrau Original beer with blue label and lion emblem.„ლოვენბრაუ“

გერმანული ლუდია

ბრენდს თითქმის 600-წლიანი ისტორია აქვს და მისი მთავარი გამოხატულებაა ლომი – სიძლიერის, თავდაჯერებულობისა და ბავარიის სიმბოლო.

ლუდი „ლოვენბრაუ“ 2019 წლიდან ლიცენზიით ისხმება სს. “ლომისის” მიერ სს. „ლოვენბრაუს“ ზედამხედველობით გერმანული ლუდის სიწმინდის კანონის დაცვით.

ლიცენზირებული ბრენდი

შემადგენლობა:წყალი, ქერის ალაო, სვია და სვიის ექსტრაქტი.

ენერგეტიკული ღირებულება: 100 გრ. პროდუქტში 191 კჯ /44.9 კკალ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 5,2%

 

Green bottle of Efes Pilsener beer with blue label and a blue and white logo, labeled as Mediterranean beer.„ეფესი“ – მათთვის, ვისაც ცხოვრება სწყურია.

„ეფეს პილსნერი“ არის ლუდი მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ მაღალხარისხიან ლუდს ინდივიდუალური ხასიათით. იხარშება ნატურალური ინგრედიენტებით 1969 წლიდან. არის მსუბუქი დასალევი, ნამდვილი პილსნერის ტიპის ლუდი ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან.

ლუდი „ეფესი“ საქართველოს ბაზარზეა 2009 წლიდან.

მწარმოებელი: ანადოლუ ეფესის ლუდსახარში, სტამბოლი, თურქეთი

იმპორტირებული ბრენდი

შემადგენლობა:წყალი, ქერის ალაო, ნახშირორჟანგი, საფუარი.

ენერგეტიკული ღირებულება: 42 კკალ/100გრ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 5%

 

Green bottle of Paropramar beer with a label showing a castle illustration and the brand name in white text.„სტაროპრამენი“ – შენი ცხოვრების გზა

ტრადიციული ჩეხური მეთოდით დამზადებული ლუდი, რომელიც უკვე 150 წელია იხარშება პრაღაში.

ლუდი „სტაროპრამენი“ 2017 წლიდან ლიცენზიით ისხმება სს. “ლომისის” მიერ.

ლიცენზირებული ბრენდი

შემადგენლობა:წყალი, ქერის ალაო, ქერი და სვია.

ენერგეტიკული ღირებულება: 43 კკალ/100 გრ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 5%

 

A bottle of Oettinger Pils beer with a blue and white label featuring a crown emblem and text.ოტინგერი

„ოტინგერი“ – კლასიკური გერმანული პილსნერი, იწარმოება 1751 წლიდან. დამზადებულია მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან: წყალი, ალაო, სვია.

ნამდვილი გერმანული ლუდის გემო – დაასაჩუქრე შენი თავი მარტივი, ნამდვილი სიამოვნებით, რომელიც გაამრავალფეროვნებს ყოველდღიურობას.

ლუდი „ოტინგერი“ 2017 წლიდან ლიცენზიით ისხმება სს “ლომისის” მიერ.

ლიცენზირებული ბრენდი

შემადგენლობა:წყალი, ალაო, სვია.

ენერგეტიკული ღირებულება: 41 კლ/100 გრ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 4.7%

 

A bottle of Miller Genuine Draft beer, 4.7 percent alcohol, with black label and gold foil top.მილერი

ბრენდი იდეალურია მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი ღამის დროს ტარებისას. ცივი ფილტრაცია კი მას გამაგრილებელ ეფექტს სძენს და გამოარჩევს, როგორც ოქროსფერ ლაგერს.

ლუდი „მილერი“ საქართველოს ბაზარზეა 2013 წლიდან.

მწარმოებელი:ანადოლუ ეფესის ლუდსახარში, სტამბული, თურქეთი.

იმპორტირებული ბრენდი

შემადგენლობა:წყალი, ქერის ალაო, მალტოზის სიროფი, CO2, სვია და საფუარი.

ენერგეტიკული ღირებულება: 40 კკალ/100გრ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 4.7%

 

Green bottle of Beck's beer featuring a red label with the Beck's logo and "Sport to" text.ბექსი

ბრენდი ცნობილია თავისი გამოხატული ავთენტიკური ხასიათით, ინოვაციითა და მუსიკის სიყვარულით.

2019 წლიდან, საქართველოში ლუდი „ბექსის“ ექსკლუზიური იმპორტიორია სს „ლომისი“.

მწარმოებელი:შპს ლუდსახარში BECK &KG, Am Deich, ბრემენი, გერმანია

იმპორტირებული ბრენდი

შემადგენლობა:წყალი, ქერის ალაო, სვია.

ენერგეტიკული ღირებულება: 41.5 კკალ/100გრ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 5%

 

A bottle of Schlenkerla Premium Weissbier beer featuring a dog logo on the label.ფრანცისკანერი

ბრენდი არის ტრადიციის, ხარისხისა და სიმშვიდის სიმბოლო. იხარშება ბავარიული მოთხოვნების მიხედვით, მისი მრავალფეროვანი ასორტიმენტი ეხამება სხვადასხვა კერძს.

2019 წლიდან, საქართველოში ლუდი „ფრანცისკანერის“ ექსკლუზიური იმპორტიორია სს „ლომისი“.

მწარმოებელი:შპს Spaten Franziskaner Brau, მიუნხენი, გერმანია.

იმპორტირებული ბრენდი

შემადგენლობა:წყალი, ხორბლის ალაო, ქერის ალაო, საფუარი, სვიის ექსტრაქტი.

ენერგეტიკული ღირებულება: 42.9 კკალ/100გრ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 5.2%

 

Green bottle of Stella Artois Belgian beer, imported, with red and gold label.სტელა არტუა

პრემიალური ბრენდი, ითვლის 600-წლიან ისტორიას, მდიდარია გამოცდილებით და მოუწოდებს მომხმარებელს დატკბეს ხარისხიანი ცხოვრებით.

2019 წლიდან, საქართველოში ლუდი „სტელა არტუას“ ექსკლუზიური იმპორტიორია სს „ლომისი“

მწარმოებელი:კომპანია „ინბევ ბელჯიუმი“ ბელგია

იმპორტირებული ბრენდი

შემადგენლობა:წყალი, ქერის ალაო, სიმინდი, სვია.

ენერგეტიკული ღირებულება: 40.9 კკალ/100გრ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 5%

 

A bottle of Corona Extra beer with a golden liquid, white label, and decorative crown logo.კორონა

ბრენდი ახალგაზრდულია, ორიენტირებულია დროის/უქმეების სასიამოვნოდ გატარებასა და ბუნებასთან სიახლოვეზე.

2019 წლიდან, საქართველოში ლუდი „კორონას“ ექსკლუზიური იმპორტიორია სს „ლომისი“.

მწარმოებელი:გრუპო მოდელო, მექსიკა.

იმპორტირებული ბრენდი

შემადგენლობა:წყალი, ქერის ალაო, სვია.

ენერგეტიკული ღირებულება: 42 კკალ/100გრ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 4.6%

 

A bottle of Leffe Blonde beer with a golden label featuring a knight illustration and text in French and Dutch.ლეფე

ბრენდი ორიენტირებულია ხარისხზე, მნიშვნელოვანი როლი უჭირავს გასტრონომიაში და საინტერესო გემოს სთავაზობს მომხმარებელს.

2019 წლიდან, საქართველოში ლუდი „ლეფეს“ ექსკლუზიური იმპორტიორია სს „ლომისი“.

მწარმოებელი:კომპანია „ინბევ ბელჯიუმი“, ბელგია.

იმპორტირებული ბრენდი

შემადგენლობა:წყალი, ქერის ალაო, სიმინდი, შაქარი, სვია.

ენერგეტიკული ღირებულება: 57.6 კკალ/100გრ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 6.6%

 

A bottle of Hoegaarden Belgian wheat beer with naturally cloudy appearance and wheat sheaf label.ჰოეგარდენი

მსუბუქი და სასიამოვნო დასალევია, მას ოდნავ დაჰკრავს ბუნებრივი სიმწარე და აქვს გამაგრილებელი გემო.2019 წლიდან, საქართველოში ლუდი „ჰოეგარდენის“ ექსკლუზიური იმპორტიორია სს „ლომისი“.

მწარმოებელი:კომპანია „ინბევ ბელჯიუმი“, ბელგია.

იმპორტირებული ბრენდი

შემადგენლობა:წყალი, ქერის ალაო, ხორბალი, სვია, ქინძის თესლი, ნატურალური ფორთოხლისცედრა, შაქარი, საფუარი, ლიმონმჟავა.

ენერგეტიკული ღირებულება: 44.5 კალ/100გრ.

ალკოჰოლის მოცულობითი წილი: 4.9%

 

„ნატახტარის“ წამყვანი პოზიცია ქართულ ბაზარზე არ არის შემთხვევითი და განპირობებულია შემდეგი ფაქტორების ურთიერთქმედებით:

უნიკალური წყალი – ნატახტრის წყალი, რომელიც წარმოადგენს მის შემოგარენში არსებული მიწისქვეშა დინებების ერთგვარ კუპაჟს, უნიკალურია მისი გამორჩეული გემოთი და განსაკუთრებული მინერალიზაციით.

თანამედროვე ტექნოლოგია – წარმოების პროცესი კომპანიაში დაფუძნებულია უახლეს და წამყვან საწარმოო–ჩამომსხმელ ხაზებზე, რომლის განახლება და გაუმჯობესება პერმანენტული პროცესია.

სტაბილური ხარისხი – პროდუქცია, რომელსაც კომპანია აწარმოებს გამოირჩევა მაღალი ხარისხით, რომლის სტაბილურად შენარჩუნებასაც ხარისხის კონტროლის თანამედროვე სისტემა უზრუნველყოფს.

კვალიფიციური კადრი – კომპანიის ნებისმიერი რგოლი დაწყებული წარმოებიდან, დამთავრებული მომხმარებლებთან ურთიერთობით, დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად ხდება.

ინოვაციური მენეჯმენტი – „ნატახტარში“ თანამშრომელთა ინიციატივების წახალისება  მაქსიმალურად ხდება, რაც ეფუძნება თანამედროვე დასავლური მართვის სტილის საუკეთესო ტრადიციებს.

 

ლუდი ნატახტარის ასოციაციები მომხმარებლებისთვის:

A circular beer bottle label with a crown logo, red banner text in Georgian, and gold rim details.

 

პროდუქტის ძირითადი დონეები

A flowchart diagram in Georgian showing a step-by-step process with five connected colored boxes and arrows.

ნატახტარის ბრენდის კრიტერიუმები

 

A flowchart with four connected colored boxes containing Georgian text, illustrating a process or hierarchy.

IBSU, მარკეტინგის პროგრამა, ავტორი: ანი ფაჩულია

ხელმძღვანელი: მარკეტინგის კოორდინატორი  პროფესორი კახაბერ ჯაყელი

Skip to main content