მივესალმოთ მეოთხე სამრეწველო რევოლუციას
ადამიანები ათასწლეულებია ტექნიკასთან მუშაობენ. XVIII საუკუნის ბოლოს სამრეწველო რევოლუციამ აჩვენა, რომ წყალი და ორთქლი მძლავრ მექანიზირებულ წარმოებას უზრუნველყოფს. მეორე რევოლუციის შემდეგ ელექტროობა მასშტაბურ წარმოებაში გადაიზარდა. მესამემ – ელექტრონიკა და IT გააერთიანა, შედეგად მე-20 საუკუნე გამოთვლითი ტექნიკით და ავტომატიზაციით უზრუნველყოფილი გახდა.
ჩვენ მეოთხე სამრეწველო რევოლუციის ზღურბლზე ვდგავართ, როდესაც ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობა და რობოტექნიკა, საზღვრები წაშლილია.
თანამშრომლების მოზიდვა
Accenture ამტკიცებს, რომ პროგნოზების მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, 2035 წლისათვის მწარმოებლობას 40%-ით გაზრდის. მაგრამ ტექნოლოგიები რენტაბელობის ჯადოსნური საშუალება არ არის. ის ადამიანური რესურსებზე მოთხოვნას ვერ შეცვლის. ორგანიზაციების მენტალიტეტი ადამიანებზე უნდა იყოს მიმართული. ორგანიზაციებმა საკუთარ ბიზნესში სწორი ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიზნით თამამი და პასუხისმგებელი ნაბიჯები უნდა გადადგან.
ეს ნიშნავს, რომ გეგმის თანახმად, თანამშრომლები საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები უნდა იყვნენ, ახალი ტექნოლოგიები მათ მხოლოდ დაეხმარება. მიუხედავად ამისა, თანამშრომლების მხოლოდ 38% ამბობს, რომ სამუშაო ადგილებზე მათ დამქირავლებლებს აქვთ ისეთი ტექნოლოგიების ინტეგრაციის სტრატეგია, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და რობოტექნიკა, ან მხოლოდ დაპირებები მოუსმენიათ.
საგზაო რუკის დანერგვა, ტექნოლოგიების დანერგვის მთელი პროცესით, მ.შ. ორგანიზაციული და უწყებრივი KPI, თანამშრომლებს ტექნოლოგიებთან ერთობლივი მუშაობის გრძელვადიანი უპირატესობების დანახვაში დაეხმარება.
გულმოდგინედ იმუშავეთ ინფორმაციის მიწოდებაზე
მაშინ, როდესაც მონაცემებთან და ინფორმაციასთან წვდომა ყველა ორგანიზაციისათვის საერთოა, მაგრამ ამ ინფორმაციის სამუშაო გამოცდილების გაუმჯობესების შესაძლებლობა ბოლომდე შესწავლილი არ არის.
Blue Collar AI° ანალიზისათვის ადრე ხელმიუწვდომელი მონაცემების მოსაპოვებლად, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს და მასთან მიერთებულ მოწყობილობებს იყენებს. მონაცემების და ინგორმაციის გაანალიზების შემდეგ, ტექნოლოგია იძლევა ინსტრუქციებს, რომელიც ცალკეულ თანამშრომელზეა მორგებული, რაც მათ მწარმოებლობის გაზრდასა და შეცდომების აღმოფხვრაში დაეხმარება.
მოლოდინი, რომ ტექნოლოგიები სამუშაოს გააუმჯობესებს, თანამშრომლების სურვილებთან რეზონანსშია. დაახლოებით ნახევარი (54%) თვლის, რომ დამსაქმებლებმა სამუშაო გამოცდილების გასაუმჯობესებლად ხელოვნური ინტელექტი და სხვა ტექნოლოგიები უნდა გამოიყენონ, ხოლო 39% თვლის, რომ AI მათ საქმიანობაში დაეხმარება.
ამქვეყნიურიდან გადასვლა
ტრადიციულად კარიერული გზა ხაზოვან პროგრესიას მისდევს – საწყისი დონიდან გამოცდილ მთავარ თანამშრომელამდე. მაგრამ ადამიანებთან და მანქანებთან, რომლებიც ადმინისტრაციული საკითხების ზრდაზე მუშაობენ, თანამშრომლებს სტრატეგიაზე და უფრო მნიშვნელოვან, შემოსავლების მომტან აქტივობებზე შეუძლიათ მეტი ყურადღების გამახვილება. ჩვენ ვიცით, რომ თანამშრომლებს აქვთ ძლიერი სურვილი დიდი გავლენა მოახდინონ და ხელი შეუწყონ ბიზნესის ზრდას – 72% ამბობს, რომ მათ სურთ კომპანიის საქმიანობაში საკუთარი წვლილის შეტანა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი (United 26), ძირითადი ამოცანების გარდაქმნაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესანიშნავი მაგალითია, ეს ჩემპიონატი გახდება პირველი, რომელიც სამ ქვეყანაში ჩატარდება, და ისტორიაში პირველი – 48 მონაწილე გუნდით. მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე 16 სხვადასხვა ქალაქში 48 თამაში ჩატარდება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, როცა საქმე დაგეგმვას ეხება. დასვენების შესაბამისი დღეების და მოგზაურობის ლოჯისტიკის უზრუნველსაყოფად, Arup-მა შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც თამაშების იდეალური განრიგის შექმნის საშუალებას იძლევა. ადრე, ეს ამოცანა ადამინისაგან თითქმის ერთვიან დაუღალავ მუშაობას მოითხოვდა. მაგრამ სპეციალურად შემუშავებულმა ალგორითმა, სადაც გუნდების მონაცემები და სიტუაციური ფაქტორებია გაერთიანებული, ოპტიმალური გრაფიკი სულ რაღაც ორ საათში დაგეგმა. შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებს საკმარისი დრო დარჩათ, რათა ასეთი მასშტაბური ღონისძიების სტრატეგიულ აქცენტებზე მეტი ყურადღება გაემახვილებინათ.
შემაჯამებელი ფორმულირება
უპირატესობები ნათელია როგორც დამსაქმებლისათვის, ისე დასაქმებულისათვის. ადამიანსა და მანქანებს შორის თანამშრომლობის გაფართოება სამუშაოს შეამსუბუქებს, ორგანიზაციის ხარჯებს დაზოგავს და ზრდაში შეუწყობს ხელს. ზრდასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისას, მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა ჩნდება. აი, რატომ ვხვდები ხელგაშლილი მეოთხე სამრეწველო რევოლუციას.
სტატია მოამზადა ტრეისი ჯონსმა (Tracey Jones)