რუსეთი – ზემოდან მართული რევოლუცია I

ნათან ეიდელმანი

ჩვენმა ახალგარზდობამ ბევრი უნდა იკითხოს მის გარშემო წარმოშობილი სახელმწიფოების სოციო ეკონომიკური ისტორიის შესახებ. ამ მიმართულებით რუსეთის უზარმაზარი იმპერია გამაოგნებელია, თავისი შავბნელი ფერებით. ნატან ეიდელმანი თავის შესანიშნავ ნაწარმოებში, რომელიც ბატონმა გიორგი ღლონტმა თარგმნა, ცდილობს დაგვანახოს აწმყო რუსეთისა, იმ წარსულით რომელიც ამ ქვეყანას ჰქონდა. როდესაც თქვენ ამ ნაწარმოებს წაიკითხავთ, დაინახავთ რომ ეს არ არის წარსული, ეს წარსულის ის საცეცებია რომელიც განაგებს რუსეთის აწმყოსა და მომავალსაც კი. აი ასეთია რეალობა.

როდესაც 1855 წლის მარტის დასაწყისში ლონდონამდე მიაღწია ცნობამ მეფე ნიკოლოზ I-ს გარდაცვალების შესახებ, გერცენმა წამოიძახა: „გაუმარჯოს სიკვდილს და მიცვალებულსაც გაუმარჯოსო!“

ახალ ეპოქას სათავე დაუდო მოვლენამ, რომელიც, ისე რომ ვთქვათ /26/ გაცილებით გვიანაც შეიძლება მომხდარიყო   – ხანგრძლივი მმართველობის დასრულებამ იმ მეფის, რომელსაც თაყვანისმცემლები „დაუვიწყარის“,  ხოლო მოწინააღმდეგეები – „ძნელად დასავიწყარის“ სახელით მოიხსენიებდნენ.

ისტორიკოსს ეძლევა უფლება დაფიქრდეს, თუ რატომ ელოდნენ შემთხვევას, შემდგომ განვითარებული მოვლენები, ქვეყნის აშკარა ლიბერალიზაცია, რეფორმების დასაწყისი, „გაზაფხული“. ეს თითქოსდა არ ეკადრებოდა პროგრესულ საზოგადოებას: ინგლისელები 1649 წელს, ფრანგები 1789-ში, რუსები 1917 წელს, ხომ ნამდვილად არ ელოდენს ტირანების აღსასრულს.

რასაკვრიველია, დაფარულად გზა რეფორმებისკენ გაცილებით ადრე დაიწყო: ყირიმის ომში დამარცხება ჯერ კიდევ ნიკოლოზის დროს ჰქონდა ადგილი, და სავსებით შესაძლებელია (როგორც ამას ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს), რომ სიკვდილის წინ ამ დესპოტმა მართლაც უანდერძა ვაჟიშვილს გლეხების გათავისუფლება: „სჯობს ეს უზენაესი გადაწყვეტილებით მოხდეს, ვიდრე ქვემოდან“. თუმცა აქ ლაროშფუკოს ცნობილი აფორიზმი გვახსენება: „მოხუცებს უყვართ კარგი რჩევების მიცემა, მისთვის რომ აუნაზღაურონ საკუთარ თავს ის რომ ცუდი მაგალითების მიცემის საშუალება უკვე აღარ აქვთ“…

მართლაც ასეა. მაგრამ რუსეთის მთელი სისტემის გააზრებისთვის, უმაღლესი ხელისუფლების, უმაღლესი ხელისუფალის უზარმაზარი როლის გაცნობიერებისთის, მაინც მეტისმტად მრავლისმთქმელია ის ფაქტი რომ მხოლოდ 1855 წლის 2 მარტს (ახალი სტილით) მონარქის შეცვლის შემდეგ, „დაიძრა ყინული“.

ისევე როგორც, სულ სხვა ეპოქაში – 1953 წლის 5 მარტის შემდეგ.

98 წელი და სამი დღე, ამ მოვლენებს რომ აშორებს ერთმანეთისგან, არა მარტო ეპოქათა ძირეულ განსხვავებაზე საუბრის საშუალებას იძლევა.

1855 წლის მარტიდან, როგორც ცნობილია, დაიწყო საზოგადოებრივი აღმავლობა, „რეფორმების ერა“, რომელმაც 10-15 წელი გასტანა (ასე ვთქვათ „თეთრი ტერორის“ დასაწყისამდე, 1866 წლეს კარაკოზოვის გასროლას რომ მოჰყვა; თუმცა შეიძლება 1870-იან წლებში დასრულებულ უკანასკნელ ბურჟუაზიულ რეფორმებამდე ჩავთვალოთ.)

ჯერჯერობით იმდროინდელ მოვლენებში ჩაღრმავების გარეშე, მოკლედ ვიტყვით: ქვეყნის მდგომარეობა, ხალხის ცხოვრება, ეკონომიკა, პოლიტიკა – ყველაფერი ეს მოითხოვდა სერიოზულ ცვლილებებს ორ სფეროში. სწორედ იმ ორ სფეროში, რომელებიც ელოდნენ თავის რეფორმატორს როგორც 1953 წელს, ისე 1965-ში და დღესაც.

  1. ეკონომიკური სფერო: 1850-იან წლებში ეს ბატონყმობის გაუქმებას გულისხმობდა.

შეიძლება ვისაუბროთ (რასაკვირველია უზარმაზარ) განსხვავებაზე იმდროინდელ და ახლანდელ ეკონომიკურ რეფორმას შორის. მაგრამ პრობლემა შეიძლება სავსებით კორექტულად ჩამოვაყალიბოთ: 1850-იან წლებში საჭირო იყო და ნაწილობრივ განხორციელდა კიდეც ეკონომიკური ურთიერთობების ძირეული გარდაქმნა – ბაზრის მიღმა მყოფი, ძალისმიერი, „მათრახის“ მექანიზმიდან საბაზრო ურთიერთობებამდე…

  1. პოლიტიკური სფერო: აქ 1850 წლებში დემოკრატიზაციის პრობლემა წყდებოდა, რომელსაც წინ ბიუროკრატია და თვითმპყრობელობა ეღობებოდნენ.

კიდევ და კიდევ გავიმეორებს, რომ შედარებებს არ ვათამაშებთ: მაგრამ თუკი 100-125 წლის შემდეგ, სულ სხვა პირობებში, ქვეყნის წინაშე ტიპოლოგიურად მონათესავე ამოცანები დგას, სე თავისთავად სერიოზული, ძალზედ სერიოზული დაფიქრების მიზეზი უნდა გახლდეს.

ჯერჯერობით კი მე-19 საუკუნიდან კიდევ უფრო შორეულ წარსულს გადავხედოთ.

ბატონყმობა და თვითმპყრობელობა: 1861 წლისთვის ევროპაში, დიდი ხანია, უკვე თითქმის აღარ გვხვდებოდა.

რუსეთში კი, 1649 წელს, მეფე ალექსანდრე მიხეილის-ძის სჯულდებამ საბოლოოდ გააფორმა სწორედ ის ბატონყმობა, რომელსაც ასე კარგად ვიცნობთ „ნედოროსლით“ და „მკვდარი სულებით“, სალტიჩიხებით, ფამუსოვებით, პლიუშკინებით…

სწორედ 1649 წლეს მოკვეთეს თავის ინგლისის მეფე კარლოს 1-ს და ინგლისში ბურჟუაზიულმა რევოლუციამ გაიმარჯვა. დანარჩენ ევროპაში საკმაოდ ჭრელი სურათი გვხვდება, მაგრამ ისტორიკოსებისთვის დიდი ხანია ცნობილია რომ ელბის დასავლეთით, ანუ სახელმწიფოთა უმეტესობაში, გლეხები, პიროვნულად, ასე თუ ისე, თავისუფლები იყვნენ: ნორვეგიაში, მაგალითად, ბატონყმობა საერთოდ არ ყოფილა, სხვაგან კი, გლეხკაცი ღალასაც უხდიდა და მდაბლადაც ესალმებოდა სენიორს, მაგრამ განა შესაძლებელია, დავუშვათ სანჩო პანსა მონად გაეყიდა ვინმეს აუქციონზე? ელბის აღმოსავლეთით – პრუსიაში, პოლონეთში, გლეხები თითქმის „რუსულად“ ცხოვრობდნენ, ზოგჯერ უარესადაც კი, მაგრამ – ისიც გარკვეულ ხანამდე: 1780-იან წლებში ავსტრიის იმპერიის გლეხობას პირადი თავისუფლება უბოძეს, 1807-1813 წლებში კი იგივე მოხდა პრუსიაში; ნაპოლეონმა, რომელმაც ხელი არ ახლო /28/ მემამულეთა სამფლობელოებს, პოლონელი გლეხების იურიდიული უფლებები გააფორმა.

ეს რაც შეეხება ბატონყმობას.

ახლა თვითმპყრობელობაზე ვისაუბროთ.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში პრაქტიკულად ყველა ევროპული მონარქია კონსტიტუციურ მონარქიად იქცა; თავიდანვე ვთქვათ – დასავლეთის აბსოლუტური მონარქები, მანამდეც, არც ისე აბსოლუტურები იყვნენ, როგორც სრულიად რუსეთის მეფენი და იმპერატორები.

სამართლიანი იქნება, ალბათ, თუ ვიტყვით, რომ მსიოფლიოში იყვნენ ქვეყნები რუსეთზე მეტად დესპოტური რეჟიმებით; მაგალითად ავღანეთის და ირანის ცნობილმა მმართველმა ნადირ-შაჰმა, 18-ე საუკუნეში, თავისი მტრების ამოთხრილი თვალების მთელი გორა დააყრევინა… მაგრამ ამჯერად აზიურ დესპოტიებზე არ ვისაუბრებთ; მხოლოდ ავღნიშნავთ, რომ 130 წლის წინ, ევროპის ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით, რუსეთი, ასე ვთქვათ, სუსტად განვითარებული უკუკავშირების ქვეყანა გახლდა (ვგულისხმობთ საბაზრო ურთიერთობებს ეკონომიკაში, პოლიტიკაში – საჯაროობას და დემოკრატიას).

 

მაინც რატომ?

ყველაზე რთულ შეკითხვებზე ხალხს მკაფიო, მარტივი პასუხების მიღება უყვარს; ინგლისელმა ისტორიკოსმა კრეიტონმა ერთხელ შენიშნა: „ადამიანურ საქმეთა სირთულე მკითხველში მოუთმენლობას ბადებს და ისტორიას ისეთივე განწყობით უდგებიან, როგორ პოლიტიკურ მიტინგს.“

„რუსული დესპოტიზმის“ უმარტივეს ახსნას გეოგრაფია წარმოადგენდა: ჯერ კიდევ დიდი მონტესკიე გვასწავლიდა რომ  ყველაზე ტირანული რეჟიმები დიდი ფართობებზე იკიდებს ფეხს; თუმცა ფაქტები, ზოგჯერ, საწინააღმდეგოზე მეტყველებდნენ: კარლოს მეხუთის (1516-1555) უზარმაზარ იმპერიაში, რომლის თავზეც მზე, როგორც ცნობილია, არასდროს არ ჩადიოდა (ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, იტალია, სამხრეთ ამერიკა და სხვა ზღვისიქითა სამფლობელოები) – ამ სახელმწიფოში, მაინც შენარჩუნებული იყო სხვადასხვა პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც მონარქს „ზედმეტის“ უფლებას არ მისცემდნენ. ევროპული წარმოდგენებით, უდიდეს /29/ სახელმწიფოს წარმოადგენდა რეჩ პოსპოლიტაია (პოლონეთი, ლიტვა, ბელორუსია, უკრაინა), მაგრამ იქ არა იმდენად თვითმპყრობელურ მონარქიას, არამედ თავადაზნაურულ ანარქიას ჰქონდა ადგილი.

რუსეთის ჩამორჩენის მიზეზებს მეფე პეტრე პირველი მოკლედ და ცხადად განმრტავდა: „დასავლეთ ევროპამ ჩვენზე ადრე აითვისა ძველი სამყაროს მეცნიერებები, და ამიტომაც გაგვისწრო ჩვენ, ჩვენს დავეწევით მას, როცა, თვის მხრივ, ავითვისებთ ამ მეცნიერებებს“.

რომის იმპერიის ნანგრევებზე, „ანტიკურობით გაჯერებულ“ ნიადაგზე, მართლაც, ბევრი ევროპული სახელმწიფო წარმოიქმნა: კიევის რუსეთის შექმნდამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, მე-5 საუკუნის შუა ხანებში, უკვე არსბობდნენ ფრანკების და ანგლოსაქსების სამეფოები; ცოტა მოგვიანებით – ვესტგოთების სამეფო ესპანეთში. მაგრამ მთელი რიგი სახელმწიფოებისა, რომლეთაგან პეტრე სწავლას ლამობდა, მოგვიანებით და რომის საზღვრებიდან მოშორებით გაჩნდა; კერძოდ, მისი მთავარი მოწინააღმდეგე – შვედეთი, სადაც პირველი მეფეები დაახლოებით მაშინ გამოჩნდნენ, როცა კიევის რუსეთის პირველი დიდი თავადები (ანტიკური ხანა აქ ნამდვილად არაფერ შუაშია!); მაგრამ თავნება კარლოს მეთორმეტესაც კი უწევდა რიგსდაგის (პარლამეტის) აზრის გათვალისწინება, შვედეთის გლეხობა, იმ ხანად, დამოკიდებული, მაგრამ მიწაზე მიმაგრებული ნამდვილად არ ყოფილა.

ყმაწვილკაცობაში ერთი ნაშრო დავწერე, სადაც მკითხველს ვთვაზობდი წარმოედგინა, თუ როგორ სცემდნენ ბრბოს, ამცირებდნენ უბრალო ხალხს, მე 11-ე საუკუნეში, კიევის მთავრის დედაქალაქში შესვლისას მისი მსახურები და რაზმის წევრები. დიმიტრი სერგის-ძე ლიხაჩოვი, რომელსაც სარეცენზიოდ გადაეცა ეს ნაშრომი, დაუმსახურებელი ლმობიერებით მოეკიდა მას, მაგრამ სხვათა შორის მიუთითა, რომ დიდი თავადსა და კიევის რუსეთის ხალხს შორის ავტორის მიერ წარმოდგენილი ურთიერთოების სურათი „გაცილებით ალბათური იქნებოდა მე-16 საუკუნის და უფრო გვიანდელი რუსეთისთვის“.

მართლაც, 11-13 საუკუნეებში რუსეთის გაცილებით ნაკლებად განსხვავდებოდა ევროპისგან, ვიდრე მოგვიანებით…

1980-იანი წლებიდან 1860-იანებში და შემდეგ 1100-იანებში.

ღირს კი ასე შორს წასვლა უკან; ნუთუ თანამედროვე მოვლენების სათავეები უკვე იმ საუკუნეებში შეგვეძლო დაგვენახა?

ღირს, ღირს… რას წარმოადგენს 700-800 წელი? სულ 30-35 თაობას. სულ არაფერია ორიათასამდე წინაპრებთან მიმართებაში თითოეულ ჩვენთაგანს პირველი ჰომინიდებისგან  რომ აცილებს… /30/

1215 წლის 15 ივნისს, რანიმედის ველზე უინდზორის ახლოს, ინგლისის მეფე იოანე უმიწაწყლო თავისუფლებათა დიდ ქარტიას აწერს ხელს, ხოლო 50 წლის შემდეგ, შემდეგი მეფე ჰენრი მესამე იძულებულია ფიცი დადოს პირველი პარლამენტის წინაშე; გენერალური შტატები საფრანგეთში, კორტესები ესპანეთში, სეიმები სკანდინავიის ქვეყნებში თითქმის ერთსა და იმავე დროს ჩნდება. ამ სათათბიროებში ფეოდელები, სასულიერო პირები, მოქალაქეები და, ზოგ შემთხვევაში გლეხებიც კი ისხდნენ და ბჭობენ და განაგებენ სახელმწიფო საქმეებს.

სხვათა შორის, 1211 წელს, ვლადიმირში, დიდი თავადი ვსევოლოდ დიდბუდე ასევე იწვევს სხვადასხვა сословие კრებას. ვეჩე, ნოვგოროდის გარდა, ძველი რუსეთის ბევრ სხვა ცენტრშიც მოქმედებდა.

სულ ცოტაც, სულ რამდენიმე თობა, ორიოდე საუკუნე, და – ადვილი წარმოსადგენია – როგორ გაუყვება ევროპულ გზას ძველი რუსეთი. იზრდება ქალაქები; თავადის ხელისუფლება ძლიერდება ვეჩესთან, „პარლამენტთან“ ერთად; ყალიბდება ერთი, ან შესაძლოა (უზარმაზარ მანძილებს თუ გავითვალიწინებთ),  რამდენიმე აღმოსავლეთ-სლავური სახელმწიფო, რომელიც თავისი განვითარების გზით პოლონეთს, გერმანიას და სხვა ევროპულ სამეფოებს უახლოვდება. მაგრამ არ მოხდა…

მონღოლების შემოსევამ, ვფიქრობთ, დიდ წილად განაპირობა ის „აზიური საწყისი“, რომელიც რუსეთში ბატონყმობად და უსასტიკეს თვითმპყრობელობად იქცა.

მონღოლთა უღელი…  დღეს, როდესაც მუდმივად ვსაუბრობთ ბირთვული კატასტროფის საფრთხის, ასობით მილიონი შესაძლო მსხვერპლის შესახებ, შორეული წინაპრების უბედურება ზოგჯერ არაფრად, სრულიად შეუდარებლად გვეჩვენება… არადა სულ ტყუილადაც!

ზუსტი სტატისტიკა, რასაკვირველია, არ არსებობს, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მაგალითისთვის, მაშინდელი ირანის 40-მილიონიანი მოსახლეობა (ამჟამინდელ მოსახლეობაზე ოდნავ მცირედი!), მონღოლების დარტყმის შემდეგ, ოთხჯერ უფრო მეტად შემცირდა!

დამპყრობლებმა ბევრი მოკლეს, სხვები ტყვედ წაასხეს, მაგრამ უმეტესი ნაწილი მაინც შიმშილმა იმსხვერპლა, ვინადიან შემოსევის შედეგად დაინგრა არხები, მინდვრები გადაიწვა…

ეს დანაკარგი სავსებით შესადარია ატომური ომის მსხვერპლთან.

მსგავსი რამ, როგორც სჩანს, ხდებოდა რუსეთში და სხვა ქვეყნებშიც, რომელთაც ჩინგიზისა და ბათუ ყაენის ურდოებმა გადაუარეს (ასი წლის შემდეგ, დაახლოებით ასეთივე „ბირთვულ დარტყმას“ ევროპას შავი ჭირი მიაყენებს – რომელიც ყოველ მესამეს, ზოგ ადგილებში კი – ყოველ მეორეს წაიყვანს.)

ამიტომაც აღიქმება სრულიად თანადროულად, მე-13 საუკუნის ღირშესანიშნავი მშვიდობის დესპანის – ბერი პლანო კარპინის განცდები. ყოველ დღე სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად,  უზარმაზარი სივრცეების და ათობით ერთმანეთთან მოქიშპე ტომების ტერიტორიებზე, მონღოლების მიერ გადაბუგულ და განადგურებლ  მიწებზე (მათ შორის კიევის მიდამოების) გავლით, მან საფრანგეთიდან მონღოლეთში, მშვიდობის შეთავაზებით, რომის პაპის წერილი ჩაუტანა დიდი ყაენს.  ხანგრძივი გაჭიანურების და უამრავი დამცირების შემდეგ ყაენმა კარპინის საპასუხო წერილი გადასცა, რომელიც მეცნიერებმა მხოლოდ მე-20 საუკუნეში აღმოაჩინეს ვატიკანის არქივში. მუქარის შემცველი წერილი, რომელიც დანაწევრებულ ევროპას საშინელი სასჯელის – მომთაბარეთა, ერთი შეხედვით შეუკავებელი შემოსევის წინაშე თრთოლას აიძულებდა. ამჟამად ჩვენ, რასაკვირველია, აღარ ვღელავთ წინაპრების გამო: დარტყმა არ შედგა, მონღოლეთის სახელმწიფომ დაშლა დაიწყო; მე-20 საუკუნეში, როცა კარგად გვესმის, რა შეიძლება გვემუქრებოდეს, ჩვენ ისე როგორ არავინ შეიძლევა გავიგოთ თუ რა ემუქრებოდა მათ…

დიდმა და საშინელმა შემოსევამ ათასწლეულის მეოთხედით ჩამოაცილა რუსეთი ევროპულ კავშირებს, ევროპული განვითარების გზას.

თარგმნა პროფესორმა გიორგი ღლონტმა