ჯო ბაიდენის პირველი 100 დღე
მოამზადა ტრეისი ჯონსმა
აშშ-ს პრეზიდენტის შესავალი სიტყვა, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე პროდუქტიული და ეგოსგან თავისუფალი აღმოჩნდა!!!!!
აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დაახლოებით 50 დღე დასჭირდა, რათა საკუთარი ფიცი, რომ პრეზიდენტობის პირველ 100 დღის განმავლობაში 100 მილიონამდე ადამიანი იქნებოდა კორონას საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი, შეესრულებინა. ხრიკი ისეთი მარტივია, როგორც მოძველებული: მცირე დაპირებები და მეტი შესრულება. თუმცა, დონალდ ტრამპის ოთხწლიანი პრეზიდენტობის შემდგომ, რომელიც ყველაფერს უკუღმა აკეთებდა, ყოველივე ეს გასაოცარ სიახლედ გვეჩვენება. იგივე ეხება ბაიდენის ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებულ 1,9 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე პაკეტს. ერთ-ერთი კანონპროექტის შესაბამისად პრეზიდენტმა ბაიდენმა ფინანსური დახმარება გაუწია მათ, ვისზედაც ტრამპი საშუალო კლასის ამერიკელებს მუდმივად ეუბნებოდა, რომ დახმარება მიღებული აქვთ. შეუძლია ამერიკას იმედი ჰქონდეს, რომ მისი პოლიტიკის დღეები, რომელიც გართობის ინდუსტრიის სფეროს მსგავსად მიედინებოდა, დამთავრდა? ყველაფერი შეიძლება არ წარიმართოს ისე, როგორც საჭიროა – დაწყებული ამერიკის სამხრეთ საზღვრებთან მიგრანტების მზარდი ტალღით. მაგრამ ბაიდენს სამი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. მისთვის ყველაზე მთავარია ის, რასაც ნაპოლეონ ბონაპარტი საკუთარ გენერლებში ეძებდა: იღბალი. ახალ სამუშაოზე წარმატების საუკეთესო რეცეპტია თვალი მიადევნო ჩამორჩენილებს. ბაიდენმა მემკვიდრეობით გადაიბარა პანდემია, რომლის დამარცხების დროც მომწიფდა. ყველაზე ეფექტური, რაც ტრამპმა პრეზიდენტობის დროს გააკეთა ეს არის ოპერაციის სახელწოდებით „Warp Speed“ დაფინანსება. ბაიდენმა ხელისუფლება ჩაიბარა სწორედ იმ მომენტში, როდესაც ამერიკული ვაქცინები ქსელში ჩაეშვა და ინექციების დღიურმა მაჩვენებელმა პიკს მიაღწია. შედეგად, პრეზიდენტს სახელმწიფო მანქანის ძალის დემონსტრირების საშუალება მიეცა. თუ ვირუსი აშშ-ში ზაფხულისთვის საგრძნობლად შესუსტდება, მომდევნო ეკონომიკური აღმასვლა ბაიდენისთვის გახდება ერთგვარი პლაცდარმი – გააკეთოს ის, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ბაიდენის მეორრ ატრიბუტი – გამოცდილებაა. ბილ კლინტონის ყოფილ მრჩეველს ჯეიმს კარვილს ხშირად უყვარდა ციტატის გამეორება: „რაც უფრო მეტს ვვარჯიშობ გოლფში, მით უფრო იღბლიანი ვარ“. აშშ-ს უახლოეს პრეზიდენეტბს შორის, მხოლოდ ჯორჯ ბუში-უფროსი თუ შეედრება ბაიდენს. მაგრამ არც ის, არც რიჩარდ ნიქსონი და არც ლინდონ ჯონსონი ვერ შეესაბამებიან იმ 44 წელს, რომელიც ბაიდენმა სენატორის და ვიცე-პრეზიდენტის რანგში გაატარა. ამერიკული პოლიტიკის წესების თანახმად, საზოგადოებრივ ცნობიერებაში ვაშინგტონური გამოცდილება თქვენი ძლიერი მოწინააღმდეგეა. ამგვარად, ბაიდენი წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავის ლეგენდარულ ისტორიაზე თითქმის არაფერს ჰყვებოდა. თუმცა, პრაქტიკაში გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კაპიტოლიუმის ჰოლმზე საკვანძო მოთამაშეების ცოდნას გარიგებების დადების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იგივე ეხება ბაიდენის გუნდსაც. ჯანეტ იელენი, შესაძლოა, ყველაზე კვალიფიციური ადამიანია, რომელიც აშშ-ს ფინანსთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა. ის ხელმძღვანელობდა აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემას და კლინტონის ეკონომიკური მრჩევლების საბჭოს. რონ კლეინი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი, მას მოცემული თანამდებობა ორი ვიცე-პრეზიდენტის დროს ეკავა, ასევე ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც ებოლას პანდემიის პრევენციის მიზნით შეიქმნა.
აშშ-ს ისტორია მდიდარია პრეზიდენტებით, რომლებიც ვაშინგტონში სხვა ქალაქებში დაკომპლექტებული გუნდებით ჩამოდიან, ხოლო შემდეგ სირთულეებს აწყდებიან. გაიხსენეთ ჯორჯიელი ჯიმი კარტერი, არკანზასელი კლინტონი და ჩიკაგოელი ბარაკ ობამა. ისტებლიშმენტის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მათ დაახლოებით ორი წელიწადი დასჭირდათ, საკითხავია, საერთოდ თუ მოიპოვეს. ბაიდენი ამ დაბრკოლებას ჯერ კიდევ გვერდს უვლის. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში თითოეული საკითხის მიმართ ბაიდენი გარკვეული პოზიცია გააჩნდა. მემარცხენეების მიერ ბაიდენი განიხილება, როგორც პრინციპებს მოკლებული პიროვნება. მაგრამ, ეს მოსაზრებაც უპირატესობაში შეიძლება გადაიზარდოს. რესპუბლიკელებს არ შეუძლიათ ბაიდენზე, როგორც რადიკალზე, ისე ისაუბრონ. მემარცხენეებს სხვა გაზა არ აქვთ. მედია საშუალებები ჩივიან, რომ ბაიდენის პრეს-კონფერენციებზე ლოდინი იმაზე დიდხანს მოუწიათ, ვიდრე ეს სხვა წინამორბედი პრეზიდენტების შემთხვევაში იყო (მისი პირველი გამოსვლა, ინაგურაციიდან შედარებით გვიან მოხდა). მას ეს სრულიადაც არ აწუხებს. გასულ წელს, ყოველდღიური გამოსვლების შედეგად, ტრამპმა, კორონავირუსზე მომუშავე მიზნობრივი ჯგუფის იმიჯი, ვირუსთან დაკავშირებული აბსურდული თეორიებით შეარყია. პერიოდულად ობამა დახვეწილი სიტყვით გამოდიოდა, შემდეგ კი მომდევნო მოქმედებებით წარუმატებლობას განიცდიდა. ბაიდენი კარგი ორატორი არ არის და ხშირად ამახინჯებს საკუთარ გამოსვლებს. მაგრამ კარგი ორიატორული ხელოვნება შეიძლება გადავაფასოთ – ჰკითხეთ გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს. ბაიდენმა თეთრი სახლის კომუნიკაციის და ყოვედღიური გადაწყვეტილებების დელეგირება სხვებზე მოახდინა. აი, მისი მესამე ატრიბუტი. აშშ-ს პრეზიდენტების უმრავლესობის საზომიდან გამომდინარე, ბაიდენის ეგო მოკრძალებულია. საყოველთაო მოსაზრებით, ეს დაბალი თამასაა. მაგრამ, 78 წლის ასაკში რთულია იმის მტკიცება, რომ თქვენ მომავლის ტალღის განსახიერებას წარმოადგენთ. საუკეთესო პოლიტიკა არის მართვა და არა საკუთარ ბრენდზე წუხილი. ეს განსხვავებს ბაიდენს ობამასაგან, ასევე ტრამპისაგან. ყველაფერი მასზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. იღბალის და გამოცდილების თანხვედრის გამო, ბაიდენის შესავალი სიტყვა, უკანასკნელი წლების აშშ-ს ყველა პრეზიდენტის გამოსვლისგან განსხვავებით, პარტიულობისაგან თავისუფალი იყო. რაღაც მომენტში ბაიდენი სირთულეების წინაშე აღმოჩნდება და შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს. მანამ, კი ის ამტკიცებს, რომ არ არის საჭირო იყო სუპერ ვარსკლვლავი , რათა მართო ამერიკა. მართლაც, პრეზიდენტის როლის შესრულებისას, ეს ეხმარება იყოს თავისუფალი ნებისმიერი ვალდებულებისაგან.