სოციალური მედია და პოლიტიკური კამპანია

ტრეისი ჯონსი

პოლიტიკური მარკეტინგის სიახლეების მიმოხილვა: თავის ხანმოკლე საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მეწარმემ და ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა, სანამ მარათონს გამოეთიშებოდა, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დახარჯა. ამ ბიუჯეტის თითქმის 70% რეკლამაზე დაიხარჯა.

ექსტრაორდინარული ხარჯები ხაზს უსვამს, თუ რა თანხებია საჭირო იმისათვის, რომ აშშ-ში საჯარო თანამდებობებზე ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლო და რატომ არის ახალბედა პოლიტიკოსებისათვის, გავლენიან დონორებთან კავშირის გარეშე გალიერება (ან, ბლუმბერგის შემთხვევაში, საკუთარი ჯიბის იმედად ყოფნა). ეს პრობლემა საარჩევნო ციკლების გნმავლობაში შენარჩუნებულია, და სწორედ ამიტომ, მომქმედი პირების 90%-მდე გადარჩევა ხდება იმის შესაბამისად, რასაც კვლევებში „დაკავებული თანამდებობების უპირატესობა“ ეწოდება.

მაგრამ სოციალურმა ქსელებმა თამაშის წესები შეცვალა – მომქმედ, ასევე დამწყებ პოლიტიკოსებს ამომრჩევლებთამ, ნებისმიერ საკითხზე, პირდაპირ გასაუბრების საშუალება მისცა – დაწყებული პოლიტიკიდან და დამთავრებული, თუ სადილზე რა მიირთვეს. ბარაკ ობამა იყო პირველი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც ეს, ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი სფერო, 2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოიყენა. დონალდ ტრამოი, თითქმის ყველდღიურად სტუმრობდა Twitter, ტრადიციული მედიაში გავრცელებული ფილტრების გარეშე, აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებებს.

„თუ თქვენ პოლიტიკოსების დღევანდელ კომუნიკაციას დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ის ძლიერ განსხვავდება ხუთი-ათი წლის წინანდელისაგან“, – განაცხადა ვარტონის ბიზნეს სკოლის მარკეტინგის პროფესორმა Pinar Yildirim-მა. – ისინი ოფიციალური სპიკერების ან ტელევიზორის მეშვეობით ისაუბრებენ. ისინი გამოჩნდებიან ბეჭდურ ან ოფიციალურ ინტერნეტ-გაზეთებში. ამჟამად, ისინი კომუნიკაციას ისეთი ადგილის მიხედვით ამყარებენ, როგორიცაა, მაგალითად Twitter. მე ვფიქრობ დღის წესრიგში დგება კითხვა: რატომ აკეთებენ ამას? აქვს კი რამე სარგებელი კომუნიკაციების ისეთ არხებს, როგორიცაა Twitter?”

“საქმე თქვენი სააჩევნო უბნის ამომრჩეველთა ასაკში არ არის.”–Pinar Yildirim

Yildirim-თან თანაავტორობით ჩატარებული ახალი კვლევა რამდენიმე კითხვაზე პასუხს იძლევა. „სოციალური მედია და პოლიტიკური წვლილი: ახალი ტექნოლოგიების პოლიტიკურ კონკურენციაზე გავლენა“, Maria Petrova და Ananya Sen-თან ერთად გამოქვეყნებული, აჩვენებს, რომ ახალბედა პოლიტიკოსებს, სოციალური ქსელების გამოყენებით მხარდაჭერის მნიშვნელოვანი იმპულსის მიღება შეულიათ. აღსანიშნავია, რომ ქსელების მომსახურება საკმაოდ იაფია და ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც ინტერნეტით სარგებლობს, კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. ეს დასკვნა მნიშვნელოვანია, ვინაიდან აჩვენებს, რომ სოციალურ მედიას პოლიტიკაში, სადაც კომუნიკაციის ფორმალურ არხებთან წვდომა და ფული ახალბედა მონაწილეებისთვის უზარმაზარ დაბრკოლებებს ქმნის, თანაბარი პირობების უზრუნველყოფა შეუძლია.

„არასოდეს პოლიტიკოსები არ ყოფილან საზოგადოებისათვის ასე ხელმისაწვდომები“, – წერდნენ The Globe Post-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები. ცოტა ხნის წინ, Yildirim-მა ისაუბრა Wharton Business на Sirius XM-ის რადიოშოუს სეგმენტში მკვლევარების დასკვნებზე.

 

Twitter–ზე ნაღდი ფულის გამომუშავება

კვლევაში, რომელიც ჟურნალში Management Science გამოქვეყნდა, ცალკეული მოქალაქეების შემოწირულობების საფუძველზე კანდიდატის მხარდაჭერაა გაზომილი და გაიზარდა, თუ არა ეს მხარდაჭერა იმის შემდეგ, რაც კანდიდატმა Twitter-ზე ან Facebook-ში აქაუნთი გახსნა. Yildirim-მა თქვა, რომ ის და მისი კოლეგები ამგვარი მნიშვნელოვანი ეფექტით გაკვირვებულები დარჩნენ: Twitter-ის გამოყენების პირველი თვის განმავლობაში პოლიტიკოსებმა იმის 1%-დან 3%-მდე შეგროვება შეძლეს, რის შეგროვებასაც ორწლიანი ტრადიციული კამპანიის დროს ახერხებდნენ. მაგრამ ეს შემოსავლები მხოლოდ ახალბედებზე, და არა მომქმედ პოლიტიკოსებზე მოდიოდა. და მხარდაჭერა კიდევ უფრო ძლიერდებოდა, როდესაც კანდიდატები დამატებით ინფორმაციაზე ჰიპერლინკებს რთავდნენ.

Yildirim ნათლად განმარტა, რომ ასაკთან დაკავშირებულ ვარაუდებთან უპირატესობას არაფერი საერთო არ აქვს; უბრალოდ, ახალ კანდიდატების შესახებ მეტი ცოდნა არის საჭირო.

„ეს არ ეხება თქვენი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ასაკს. არა იმიტომ, რომ ახალბედა პოლიტიკოსები ტექნოლოგიებში მეტად გათვითცნობიერებულები არიან, ან მათი ბაზა შედარებით ახალგაზრდულია, სწორედ იქ, სოციალურ ქსელებში შეუძლიათ იპოვნონ და კომუნიკაცია დაამყარონ ადამიანებთან“, – განაცხადა მან. „ჩვენ ეს ყველაფერი გადავამოწმეთ, ისინი დრაივერები არ არიან“.

საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების კომუნიკაციის გარდა, ახალ კანდიდატებს სოციალურ ქსელებში, აქუნთების მეშვეობით, საკუთარი თავის ჰუმანიზირება შეუძლიათ, რაც ამომრჩევლებს კანდიდატებთან მეტად დაახლოვებაში ეხმარებათ. მაგალითად, Pete Buttigieg ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან Twitter-ზე თავის 2 მილიონამდე გამომწერს ძაღლების საკუთარი თავშესაფარი აჩვენა, იმავე დროს აშშ-ს სენატორმა Elizabeth Warren-მა Instagram-ში საკუთარი აქაუნთი მომხრეებთან პირდაპირ ეთერში კომინიკაციისთვის გამოიყენა. კომუნიკაციამ მის საპრეზიდენტო კამპანიაში მცირე წვლილი შეიტანა.

მცირე შემოწირულობები – ხშირად 5-დან 100 დოლარამდე – მრავალმილიონიანი პოლიტიკური კამპანიის გადამწყვეტი ფაქტორი, რათქმაუნდა, ვერ გახდება. მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ ხმის მიცემის პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ვინაიდან იმედის მომცემია.

„არსებობს ასეთი იდეა, რომ მრავალი ჩვენთაგანი უბრალოდ მცირე შემოწირულობას გასცემს, რაც საბოლოო ჯამში შემოწირულობების ზღვად გადაიქცევა და მოცემულ ადამიანს მომავალში არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარება“, – განაცხადა Yildirim-მა. „ამგვარად, შემოწირულობები, მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.“

„არ არის აუცილებელი გქონდეთ დიდი ფული, ბევრი ბაქსები, ბევრი შემომწირველი, მრავალრიცხოვანი მომხრეები, რათა საკუთარ საარჩევნო უბნის ამომრჩევლებთან კომუნიკაცია Twitter-ით დაამყაროთ.” –Pinar Yildirim

 

პოლიტიკაში ყველა სახის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია

თუ ვიდეომ რადიო ვარსკვლავი მოკლა, როგორც ეს 1980 წლის პოპ-სიმღერაშია, შეუძლია Facebook-ს მოკლას საერთოეროვნული დებატები ან ახალ ამბებში ინტერვიუები, რომელიც ძველი სკოლიდ პოლიტიკური კამპანიის განმასხვავებელი ნიშანია? ალბათ, არა. როგორც Yildirim აღნიშნავს, გაზეთებიდან ან სატელევიიო სადგურებიდან შეზღუდული გაშუქება უფასოა და ფართო აუდიტორია მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ძვირია, ფასიანი რეკლამა კანდიდატებს კონკრეტულ აუდიტორიაზე კონკრეტული მესიჯით მიმართვის საშუალებას აძლევს. ანალოგიურად სოციალურ ქსელებშიც. მისი უგულვებელყოფა, როგორც შედარებით იაფი არ შეიზლება, სოციალური ქსელები პოლიტიკური კონკურენციის მძლავრი ინსტრუმენტია.

„არ არის აუცილებელი გქონდეთ დიდი ფული, ბევრი ბაქსები, ბევრი შემომწირველი, მრავალრიცხოვანი მომხრეები, რათა საკუთარ საარჩევნო უბნის ამომრჩევლებთან კომუნიკაცია Twitter-ით დაამყაროთ.” – აღნიშნა Pinar Yildirim-მა „თქვენ შეგიძლიათ მოუყვეთ თქვენი ფასეულობების შესახებ. ეს არის ის რასაც პოლიტიკოსები აკეთებენ. ისინი საკუთარ თავზე საუბრობენ. საუბრობენ საკუთარ ძაღლზე, საყვარელ გუნდზე, საყვარელ ადგილზე, სადაც შეუზლიათ გაემგზავრონ. რათქმაუნა, ყოველთვის გექნებათ დრო ისაუბროთ პოლიტიკაზე და არჩევის შემთხვევაში, რა მიზნების მიღწევას შეეცდებით. ამის გაკეთება შეგიძლიათ მანამ, სანამ ოფიციალურად კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ განაცხადებთ.“

მკვლევარები თვლიან, რომ სოციალური ქსელებისა და პოლიტიკის გადაკვეთა შემდგომი კვლევებისათვის მომწიფდა და მათი ნაშრომი ამ სფეროი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. დასკვნის თანახმად, საკმარისი სტრატეგიის არსებობისას სოციალურ მედიას, დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე უპირატესობის წაშლა და ამერიკული პოლიტიკის, მისი ფესვებისაკენ დაბრუნება შეუძლია.

„ვინაიდან, პოლიტიკურ კამპანიები სულ უფრო ძვირადღირებული ხდება, ხოლო ამომრჩეველთა დაფარვის აუცილებლობა სულ უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობის, უეჭველია, სოციალური ქსელები არჩევნების შედეგების განსაზღვრისას მეტად მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ, ვინაიდა ისინი ახალგაზრდა პოლიტიკოსებს პლატფორმას აძლევენ“, – ნათქვამია სტატიაში.